კაილ უოკერის პრეზენტაცია "სიტიში"
* კაილ უოლკერმა "მანჩესტერ სიტისთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

* იგი ახალ გუნდში კვირაში 130 ათას გირვანქას მიიღებს.

* უოკერმა "ტოტენჰემში" 2009-2017 წლებში ითამაშა, "ტოტენჰემი" მის სანაცვლოდ 45 მილიონ გირვანქას მიიღებს.

დიდი ხნის დაანონსებული ტრანსფერი ბოლოს და ბოლოს, შედგა და მოსახდენი მოხდა: კაილ უოკერის "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა გაოფიციალურდა.

ლონდონის "ტოტენჰემმა" 27 წლის გარემარბში 45 მილიონი გირვანქა მიიღო და ბონუსების სახით შესაძლოა, კიდევ 5 მილიონი მიიღოს. უოკერმა "ქალაქელებთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კაილს, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 27 მატჩი აქვს ჩატარებული, "სიტიში" გადასვლა ძალიან უნდოდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავის დროზე, მას და მაურისიო პოჩეტინოს შორის კონფლიქტი სწორედ ამ ნიადაგზე მოხდა და გასული სეზონის მიწურულს, არგენტინელი სპეციალისტი უოკერს სათადარიგოთა სკამზე ტოვებდა ხოლმე.

"ძალიან გახარებული ვარ, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა და ერთ სული მაქვს როდის დაიწყება სეზონი. პეპ გვარდიოლა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და საუკეთესო მწვრთნელია. მე მჯერა, რომ იგი ახალ საფეხურზე ასვლაში დამეხმარება და მის ხელში მოვუმატებ" - თქვა "ქალაქელთა" ახალწვეულმა.

უოკერი, სავარაუდოდ, "სიტის" ამერიკის ტურნეშიც გაყვება და უმალვე საქმეში ჩაებმება. შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემში" იგი 2009 წელს "შეფილდ იუნაიტედიდან" გადავიდა და "დეზების" მაისურით პრემიერლიგაში 183 მატჩი ჩაატარა. "სიტიში" იგი 2-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ისიც ვახსენოთ, ხოსეპ გვარდიოლამ ორივე მარჯვენა მცველი გუნდიდან რომ გაუშვა - პაბლო საბალეტა და ბაქარი სანია. პეპი ყოფილი შეგირდის, დანი ალვეშის მიყვანას ფიქრობდა, რომელმაც ტურინის "იუვენტუსი" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახლდათ, მაგრამ… ბრაზილიელი გვარდიოლას "პარი სენ-ჟერმენში" გაექცა. ასე რომ, "ბარსელონას" ყოფილი თავკაციც დაფაცურდა, სანამ უკერიც ვინმემ წაგვართვაო… და ტრანსფერი რამდენიმე დღეში გაიჩარხა.

კაილ უოკერი ამ ზაფხულს "სიტის" მესამე შენაძენია. აქამდე "ეტიჰადის" ბინადრებმა ლისაბონის "ბენფიკადან" ბრაზილიელი მეკარე ედერსონ მორაეში დაიმატეს და "მონაკოსგან" იყიდეს პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველი ბერნარდო სილვა.

სტატისტიკა

* კაილ უოკერი წინა სეზონში 5 საგოლე გადაცემით ყველაზე შედეგიანი მცველი გახლდათ, თანგუნდელ კევინ ტრიპიერთან და "ბორნმუთის" ადამ სმიტთან ერთად. საინტერესოა, რომ ტრიპიერმა სულ 12-ჯერ ითამაშა და აქედან 6-ჯერ შეცვლაზე შევიდა.

* უოკერი, რომელიც სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, მაურისიო პოჩეტინომ 31-ჯერ მოახვედრა ძირითადში და "ტოტენჰემი" 1962/63 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე მაღალ ადგილზე (მეორე) გავიდა.

* უოკერი წინა სეზონში 75 დრიბლინგით გამოირჩა და მხოლოდ ნახსენებ სმიტსა (87) და "უოტფორდის" ხოსე ჰოლებასს (88) ჩამორჩა.

* მცველების მიერ შექმნილი სახიფათო მომენტების მხრივ, საუკეთესო შედეგები ასეთია: ჯეიმს მილნერი - 57, ლეიტონ ბეინსი - 46, ნათანიელ კლაინი - 45, კაილ უოკერი - 39, სედრიკ სოარეში - 39, კრისტიან ფუხსი - 38.

ზაფხულის ყველაზე ძვირი ტრანსფერები პრემიერლიგაში

ფეხბურთელი სად თანხა

1. რომელუ ლუკაკუ მანჩესტერი 75 მლნ. გირვ.

2. ალექსანდრ ლაკაზეტი არსენალი 46,5

3. კაილ უოკერი სიტი 45

4. ბერნარდო სილვა სიტი 43

5. ტეამუე ბაკაიოკო ჩელსი 40

6. ედერსონ მორაეში სიტი 35

7. მოჰამედ სალაჰი ლივერპული 34

8. ვიქტორ ლინდელიოფი მანჩესტერი 31

9. მაიკლ კინი ევერტონი 30

10. ანტონიო რიუდიგერი ჩელსი 29

ყველაზე ძვირადღირებული ბრიტანელი ფეხბურთელები

ფეხბურთელი საიდან სად წელი თახნა

1. გარეთ ბეილი ტოტენჰემი რეალი 2013 85,3 მლნ. გირვ.

2. რაჰიმ სტერლინგი ლივერპული სიტი 2015 49

3. ჯონ სტოუნსი ევერტონი სიტი 2016 47,5

4. კაილ უოკერი ტოტენჰემი სიტი 2017 45

5. ენდი კეროლი ნიუკასლი ლივერპული 2011 35

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"საშინელება ჩავიდინე და მინდა ამაზე მოგიყვეთ, მაპატიეთ..." - "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავის შოკისმომგვრელი აღიარება
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
უოკერმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
უოკერმა "სიტიდან" წასვლა მოითხოვა - ინგლისელი დიდი ალბათობით, კარიერას "მილანში" გააგრძელებს
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
უოკერმა "სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა