ბრიტანეთის გრანპრის შემდეგ, ინიციატივა ლუის ჰემილტონისკენ გადავიდა
ბრიტანეთის გრანპრიზე ლუის ჰემილტონის ბრწყინვალე გამოსვლამ აიძულა ჟურნალისტები - ახლებურად შეეხედათ მსოფლიოს ჩემპიონატში არსებულ სიტუაციაზე: სებასტიან ფეტელი და "ფერარი" კარგავენ ინიციატივას, - ასე მიაჩნია BBC-ის მიმომხილველს ენდრიუ ბენსონს.

"გენერალურ კლასიფიკაციაში ფეტელთან ჩამორჩენის ასეთი მკვეთრი შემცირება იღბალის შედეგიც იყო, მაგრამ ის ასახავს ახალ ტენდენციას: ბოლოს წლების ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ სეზონში ძალთა ბალანსი "მერსედესის" მხარეს გადადის. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ამ სეზონში "მერსედესის" ყველაზე მძლავრი გამოსვლა და ის ასახავს ბოლო რბოლებში გუნდის პროგრესსა და განვითარებას.

ფეტელი მართალია, როცა ანალიზისთვის გამოყოფს კვალიფიკაციას. სეზონის პირველ ოთხ რბოლაში "მერსედესის" უპირატესობა "ფერარიზე" საშუალოდ 0.141 წამი იყო, ახლა სხვაობა 0,296 წამამდე გაიზარდა. ხოლო თუ ავიღებთ ოთხ რბოლას მონაკოს შემდეგ, ლაპარაკია 0,530 წამის ჩამორჩენაზე! თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება უნგრეთში, მაშინ "ფერარის" დიდი პრობლემები ექნება", - ასკვნის ბენსონი.

"ჰემილტონის უსწრაფესი წრე, რომელიც მან 48-ე წრეზე აჩვენა, წუთსა და 30,621 წამს უდრიდა. "ფერარის" საუკეთესო წრე 44-ზე - წუთი და 31,517 წამი იყო. მაგრამ "ფერარიში" ყველაზე მეტად ის უნდა აწუხებდეთ, რომ "მერსედესის" უპირატესობა სტაბილურად დიდი იყო, - დაამატა Sky Sports-ის მიმომხილველმა პიტ ჯილმა.

- რბოლის გადამწყვეტ პერიოდში - პიტსტოპის წინ და შემდეგ, ორი "ფერარიდან" საუკეთესო რაიკონენი თავისუფალ ტრასაზე იყო, მაგრამ ვერ უპასუხა ჰემილტონს, როცა ამ უკანასკნელმა ტემპი გაზარდა და სხვაობა 10 წამამდე აიყვანა. კვალიფიკაცია "ფერარის" სუსტი მხარე იყო სეზონის დასაწყისიდანვე - ფეტელმა მხოლოდ ერთი პოული აიღო სეზონში. მაგრამ ეს სისუსტე კომპენსირდებოდა ბრწყინვალე სარბოლო ტემპით. მაგრამ სილვერსტოუნზე "მერსედესს" რბოლაშიც აშკარა უპირატესობა ჰქონდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და უყვირა: "გადადი! არ მინდა შენთან საუბარი" და იქვე დატოვა მარტო" - ფრაგმენტები მაქს ფერსტაპენის ცხოვრებიდან
"ეს ორი რბოლა ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანია" - სერხიო პერესი მოახლოებულ ოსტინისა და მექსიკის გრან-პრიზე
უმძიმესი რბოლა კატარში - რამდენიმე მრბოლელი გაითიშა, ერთმა დასრულებაც ვეღარ მოახერხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]