ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქართული გუნდები ევროთასებზე: დამთრგუნველი ანტირეკორდი

ქართული გუნდები ევროთასებზე: დამთრგუნველი ანტირეკორდი

დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ანტირეკორდიც დამყარდა
გუშინ და გუშინწინ იმ გუნდების ვინაობა გაირკვა, ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე რომ უნდა იასპარეზონ, დღეს კი საპასუხო მატჩებია ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპისა, რომელშიც არცერთი ქართული გუნდი არ მონაწილეობს, სამაგიეროდ, იქ არის აზერბაიჯანის 3 (სამი!) გუნდი, ასევე, ორ-ორი ყაზახეთიდან, ისლანდიიდან, ლიტვიდან, ბელარუსიდან და ლუქსემბურგიდან(!), თითოც - ლატვიის, მოლდოვისა და ესტონეთის წარმომადგენელი...

სამწუხაროდ, ყველა ქართული გუნდი ასპარეზობას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა და დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ანტირეკორდიც დამყარდა - 8 მატჩში მხოლოდ ერთი მატჩი დავასრულეთ ფრედ, დანარჩენ შვიდ შეხვედრაში კი დავმარცხდით! ბურთების სხვაობაც კატასტროფულია - 2:21!

ძალიან, ძალიან დამრთგუნველი იყო წლევანდელ ევროტურნირებზე ქართული გუნდების ასპარეზობა. თანაც, საქმე მხოლოდ წაგებულ მატჩებში არ არის - დამთრგუნველზე მეტი იყო ის სიტუაციებიც, როცა ჩვენი ფეხბურთელები 2-3 მეტრში მყოფ პარტნიორს ზუსტ პასს ვერ აწვდიდნენ (სამაგიეროდ, რამდენიმე საგოლე პასი "ჩაახუტეს"... მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს) და როცა, ამ რვა მატჩში, ფაქტობრივად, არც ერთი გააზრებული კომბინაცია არ გვინახავს ჩვენი ფეხბურთელების შესრულებით...

სტანდარტული წაგებები

პირველად არ ხდება, როცა ქართული გუნდებისათვის ევროტურნირები პირველი ეტაპის მერე მთავრდებოდა; მაგრამ წინა შემთხვევებთან შედარებაც არ შეიძლება და კიდევ კარგი "ჩიხურამ" მოახერხა სტუმრად ავსტრიულ "ალტახთან" ქულის აღება, თორემ სულაც ნულზე, თანაც ძალიან დიდ ნულზე ვრჩებოდით.

სხვათა შორის, ერთადერთი "ჩიხურა" იყო, რომლის გამოსვლასაც წლევანდელ ევროტურნირებზე მთლად სამარცხვინოს ვერ დავარქმევდით.

ეგ კი არა, დღესაც გვგონია, რომ ორრაუნდიან დაპირისპირებაში "ალტახის" ძლევა სავსებით შესაძლებელი იყო; სამწუხაროდ, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქართული გუნდი ამ ევროტურნირებს ნამდვილად ვერ შეხვდა ოპტიმალურ ფორმაში.

აღარაფერს ვამბობთ დანარჩენ სამ ქართულ გუნდზე, ერთი-მეორეზე უსუსტესად რომ გამოიყურებოდნენ თავიანთი მეტოქეების ფონზე. თანაც, წაგებებსაც ხომ გააჩნია: ჩვენი გუნდების კარში გატანილი ამ 21 გოლიდან, თითქმის ყოველი მეორე, ან "სტანდარტულიდან" გადიოდა, ან კიდევ ჩვენი ფეხბურთელების პოზიციურსა და მართლაც ბავშვურ შეცდომებს მოჰყვებოდა-ხოლმე!

აბსურდული თავის მართლება

...მაგრამ, ეს კიდევ არაფერი: ამ სამარცხვინო შედეგზე მეტად ის უფრო გვზაფრავდა, როცა ჩვენი გუნდების მწვრთნელ-ფეხბურთელთა კომენტარებს ვისმენდით. რას ან ვის არ აბრალებდნენ თავიანთ სუსტ ასპარეზობას - ზოგი ეროვნული ლიგის ახლებურ ფორმატს ("გაზაფხული-შემოდგომა"), ზოგი - მომქანცველ მგზავრობას ევროპის ცენტრალურ ნაწილში ("შორეული" სლოვაკეთისკენ 16 თუ 17-საათიანი ფრენა რატომ უნდა სჭირდებოდეს თავმოყვარე გუნდს? ), ზოგი - სატრანსფერო პოლიტიკას და ასე შემდეგ...

არადა, "სხვაგან ხელის გაშვერას", ერჩივნათ, რომ მეტ-ნაკლებად მომზადებულნი შეხვედროდნენ წლევანდელ ევროტურნირებს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ოთხივე ქართული გუნდის მეტოქეებს უკანასკნელი ოფიციალური მატჩი თვე-თვენახევრის წინ ჰქონდათ ჩატარებული (თანაც, ორ გუნდში, "ალტახსა" და "იაგელონიაში" ახალი მწვრთნელები მივიდნენ), მაშინ, როცა ჩვენი ოთხეული, წესითა და რიგით, ფორმის პიკზე უნდა ყოფილიყო.

სინამდვილეში კი ისე მოხდა, რომ "ყარაბაღმა", "ალტახმა", "ტრენჩინმა" და "იაგელონიამ" ჩვენს გუნდებთან "დაპირისპირებები" ... მოსამზადებელი ეტაპის შემადგენელ ნაწილად გამოიყენეს...

ამ დროს კი ივლისში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია იმის თქმა, რომ საქართველოს ჩემპიონატის ახალ ფორმატს, თურმე, ბევრად უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამი სჭირდება, ისიც, რომ ევროტურნირების დაწყების წინ სასურველი ფეხბურთელების დამატება ვერ მოხერხდა...

მგზავრობის თემას დავუბრუნდეთ - კი, ბატონო, ფარერის კუნძულებამდე ან ისლანდიამდე, მართლაც ხანგრძლივი და მომქანცველი მგზავრობაა (თანაც, გადაჯდომებით) საჭირო, მაგრამ ვერაფრით დავიჯერებთ, რომ სლოვაკეთამდე ბევრად უფრო "მოკლე გზით" არ შეიძლებოდა ჩასვლა!

ბოლოს და ბოლოს, ჩარტერი ხომ არსებობს, რომელიც, მართალია, უფრო ძვირი ჯდება, მაგრამ უეფა ევროტურნირებზე მოასპარეზე ყველა გუნდს ურიცხავს გარკვეულ თანხას და ხომ შეიძლებოდა ამაზეც "დაფიქრებულიყვნენ" ჩვენი გუნდების ხელმძღვანელები?!

ფიასკო პირველი

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად 2000 წელს მოხდა, როცა ოთხივე ქართული გუნდის ასპარეზობას პირველსავე ეტაპზე გამოეთიშა. თუმცა, წლევანდელთან შედარებით, მეტოქეების შედარებაც არ შეიძლება და აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ 17 წლის წინათ ჩვენმა გუნდებმა 8 მატჩში 6 ქულა დააგროვეს.

"ინტერტოტოს თასზე" თბილისის "დინამომ" ორი მატჩი ფრედ (2:2, 1:1) ითამაშა ბელგიური "სტანდარდის", ფაქტობრივად, სარეზერვო გუნდთან; უეფას თასზე "ვიტ ჯორჯიამ" ისრაელის "ბეითართან" ერთი მატჩი ფრედ ითამაშა, ჩემპიონთა ლიგაზე ქუთაისის "ტორპედომ" საპასუხო მატჩში სულაც 2:0 დაამარცხა სერბული ფეხბურთის გრანდი "ცრვენა ზვეზდა"!

ერთადერთი, მხოლოდ "ლოკომოტივი" იყო, ორივე მატჩი რომ წააგო სლოვაკურ "სლოვანთან"...

ფიასკო მეორე

ასევე მალე დასრულდა ევროტურნირები ჩვენი გუნდებისათვის 2003 წელსაც, როცა უეფას თასზე მოასპარეზე "ტორპედომ" და "სიონმა" ორივე მატჩი ისე წააგეს, მეტოქეთა კარში გოლის გატანა ვერ მოახერხეს; სამაგიეროდ, ღირსეულად იბრძოლა "ვიტ ჯორჯიამ", როცა "ინტერტოტოს თასზე" მცირედი დააკლდა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად (0:1, 2:1).

აი, ჩემპიონთა ლიგაზე კი ისეთი რამ მოხდა, დღემდე დიდ გამოცანად რჩება: ერთი მეორეზე გამორჩეული ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა თბილისის "დინამომ" საშინაო მატჩში 3:0 დაამარცხა ალბანური "ტირანა", მაგრამ საპასუხო მატჩიც ასეთივე ანგარიშით წააგო და მერე, პენალტების სერიაშიც დამარცხდა.

ფიასკო მესამე

მესამე შემთხვევა კი 2015 წელს მოხდა, როცა ასევე პირველ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას ჩვენი ოთხივე გუნდი; ოღონდ, წლევანდელისაგან განსხვავებით, შარშანწინ ბევრად უფრო ღირსეულად გამოვედით: არც გორის "დილა" შერცხვენილა ნამეტნავად სერბულ "პარტიზანთან" (0:1, 0:2) ჩემპიონთა ლიგაზე და არც ბათუმის "დინამო" ევროპალიგაზე კვიპროსულ "ომონიასთან" (1:0, 0:2); არც ევროტურნირების დებიუტანტ "ცხინვალზე" დაგვცდენია აუგი რუმინულ "ბოტოშანთან" მარცხზე (1:1, 1:3)...

აი, თბილისის "დინამომ" რომ ვერ დასძლია აზერბაიჯანული "გაბალას" ბარიერი (2:1, 0:2), ეს კი ბევრმა დიდ მოულოდნელობად აღიქვა. თუმცა, ეს რომ შემთხვევითობა არ იყო, "გაბალამ" იმ სეზონშიც დაამტკიცა და მომდევნო წელიწადსაც, როცა ზედიზედ ორჯერ გააღწია ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ჩვენ კი, ჯგუფური ეტაპი და პლეი ოფი კი არა, უკვე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა გაგვიხდა სანატრელი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• 1,2,3,5,8...

ფეხბურთელები ხართ თუ ფინანსისტები? სულ ფულზე ლაპარაკობთ. ორი ტაიმის გაძლებას ფული კი არა ვარჯიში და თავდადება ჭირდება...

• gigi

Am federaciidan ras elodit sportis ministri da tederaciis prezidenti milionerebia da deputati sul kidiat fexebze ase chans shedegebit

• nini

დაფინანსებაზე რო იძახით ლუქსემბურგის ,,ფოლას" რა დაფინანსება აქვს? და აზერების ინტერს (სადაც მწვრთნელი სხვათაშორის ზაურ სვანაძეა) 4-1 დაადო.

• 999

არშემდგარი სახელმწიფოა უბრალოდ, განა მარტო სპორტია სავალალო მდგომარეობაში? გადახედეთ სხვა სფეროებს და დამისახელეთ რომელ ერთში ბრწყინავთ?

• კოკო

მოიყვანეთ ფედერაციაში პროფესიონალები და არა კარგი ბურთის გამგორებლები.. კაი ფეხბურთელი კაი მენეჯერი ვერიქნება

• 1

სამწუხაროდ ეგ ანტირეკორდი გაისად მოიხსნება

• Gio

ყოველ წელს ერთი და იგივე რეზულტატები და სტატიები, 30 წელი გამოსავალს ეძებენ ეს ფეხბურთის "პროფესორები" და შედეგი ყოველ წელს უარესია! ჟურნალისტებსაც დიდი წვლილი მიგიძღვით ამ "ქართული კლუბების ანტირეკორდში" "ფიასკო"ში და ა.შ, რატომ? იმიტომ რომ სიმართლეს არ წერთ,არ გაქვთ იმის უნარი სწორი ანალიზი გააკეთოთ მომხდარზე(თორემ ქართული კლუბები რომ ჩასვრილები არიან ყოველ წელს ამას ჩვენც ვხედავთ) ვაღაცას სადღაც გაუვარდება და წელიწადნახევარი აპიარებთ! მოკლედ "ვახტანგ ლობჟანიძის" კომენტარს ვეთანხმები ყველგან არაპროფესიონალიზმი და უცოდინრობაა საქართველოში ყველა სფეროში და რაც ყველაზე სამწუხაროა პასუხის მომთხოვნიც არავინაა !

• romandro

yvelaze kargi shansi chixuras qonda shemdeg etapze gasvlis, radgan yvelaze susti gundi shexvda vidre iagolenia trechina, da yarabaxi kide saertod ori tavit magla dgas amattan shedarebit.

• chempionis samarcxvino, dackevlili gerbi

chempions rom aseti umsgavso gerbi ekneba sadac chitia tu mtredi,ukanalidan amosdis frtebi,am gerbze rom mteli sportuli samkaro icinis,mis mere ra unda tkva adamianma? imasac ki ar fikroben es udgeurebi rom es simaxinje gadaaketon. amitomacaa rogorc chits ara aqvs ukanalshi frtebi,aseve ara akvs samterdias carmateba da ukan midis misi sakme. moashoret es ckeuli gerbi samtredias, gadaaketet da mogexsenbat es ckevlis jado.

• gizog

Vakhtang ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეს წერ, იმ მიდგომას, რომ დედაქალაქის მთავარი არქიტექტორი სულაც არა არის საჭირო სპეციალობით არქიტექტორი იყოსო სწორედ ეს მდგომარეობა მოყვებოდა. გამოსავალი ასე მესახება საქართველოში უნდა გადავიდეთ ოფიციალურად სამოყვარულო ფეხბურთზე ან უნდა დაკომლექტდეს გუნდი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებებით, როგორც ხელმძღვანელობა ისე ფეხბურთელები. აქამდე გულისტკივილით ვკითხულობდი კომენტარებს სადაც ვეტერნები მოხსენიებულები იყვნენ უპატივცელოდ, ეხლა კი მივედი იმდასკვნამდე, რომ ჩვენი ფეხბურთის დიდი დამამუხრუჭებელი ძალა სწორედ ვეტერანთა ის ნაწილია, რომელთაც შეუძლიათ თამაში, მაგრამ არ გააჩნიათ ასაკის შესაფერისი პასუხისმგებლობა საქმისადმი, ერთი ორ თამაშს თამაშობენ, მაშინ როცა გადადიან გუნდიდან გუნდში. მათ თითქმის ყველა გუნდი აქვთ მოვლილი. იმის მაგივრად, რომ იყვნენ სამაგალითონი გუნდის ახალგზრდა წევრების მიმართ, ევრო ტურნირმა გვაჩვენა, რომ არა თუ ლიდერობა არ აიღეს თავის თავზე, არამედ ჩრდილში იმალებოდნენ მათი ფიზიკურად მოუმზადებლობის გამო. ვფიქრობ ვინაიდან ფეხბურთი ფინანსდება ბიუჯეტიდან, გვაქვს უფლება მოვითხოვოთ უპასუხისმგებლო და სპორტული რეჟიმის დამრღვევი ყველა ვეტერანი გაშვებულ იქნენ გუნდებიდან და მათი ადგილი დაიკავონ პერსპექტიულმა ახალგაზრდებმა. რადგან ფული ბიუჯეტიდან იხარჯება არა პენსიების გასაცემად არამედ ქართული ფეხბურთის განსავითარებლად.

• დათო

ეს საცოდავები ვის უკრავენ ტაშს. სახელმწიფომ არ უნდა დააფინანსოს გუნდები, გუნდებმა ისევე როგორც კულტურის მოღვაწეებმა თვითონ უნდა შეინახონ თავიანთი თავი. გაიგონ, რომ სოციალიზმი აღარაა. სოციალიზმი არ უნდათ და ყველა ის სიკეთე რაც სოციალიზმშია უნდათ. ეგრე სადაა ბოშო.

• prolfesors

პრუიძემ რაც თქვა კარგად ვიცი,ის სისტემის წინააღმდეგ არ წავა.თუ ფეხბურთი გითამაშია ორივე მატჩი ნახე და მერე ილაპარაკე.რაც მსაჯმა გააკეთა მაგას ქვია ჩიხურა სამტრედიის საჯარიმოში არ ათამაშა.ორივე მატჩში პენალი არ დაგიდოთ.რომ იცოდე ჩემნაირი ხალხი აკვირდებიან თამაშებს და დებენ დასკვნებს თამაში ჩაწყობილი იყო თუ არა,მსაჯი შეცდა თუ მიკერძოებული იყო თუ არა.ისე რომ იცოდე ფრუიძის წაგება ცეცაძესთან გამიხარდა მაგრამ მაინც ისე მოხდა რასაც ვწერ.

• gege

კატასტროფული სირცხვილი.. სასწრაფოდ ჩამოერთვას კლუბები მუნიციპალიტეტებს და გადაეცეთ კერძო მფლობელებს

• ჯონდო

სამაგიეროდ უნიკალური მეთოდით - ნარკოტიკის ჩადებით- არჩეული ფედერაცია გვყავს და ასევე უნიკალურად ერთადერთი არაყინულოვანი ქვეყანა ვართ გაზაფხულ-ზამთარი სისტემით. ვაშაა

• Vakhtang Lobzhanidze

იცით რაშია საქმე - მთელი ჩვენი ქვეყანა მოყვარულთა დონეზეა..არსად არის პროფედიობალიზმი..არც ტაქსის მძღოლები გვყავს პროფესიონალები - ყველას ვისაც უჭირს ტაქსაობენ...არც მანქანის ხელოსნები, არც მიმტანები რესტორბებში, არც გიდები ტურისტულ კომპანიებში...მაღალჩინოსნებზე ხო აღარ მაქ საუბარი...არავინ..ხო და ჩვენი ფეხბურთელებიც მოყვარულები არიან. და ფროფესიონალები რასაც უშვებიან მოყვარულებს კარგად მოგეხსენებად.

• samtredias tua ekutvnoda chempionoba sachxeres ekutvnoda sadac shexvda ushansod mougoo

pruidzis sityvebs getyvi samtredia ati tavit gvjobiao tviton tqvaa da shenn saidan moitane samtredias chempionoba roar ekutvnodaa..da bursas ra shexeba araperi gundi arari qarabaxtan. yarabaxi yovel wels jgupshi xvdeba da bursa sad ari vapshee.. tan gaumartla sachxees mashi ubralod rac milionshi ertxel xdebaa.. ar gaskde bogmisgan da ar dagvsvaroo.. wels naxav romelze gava sachxere da samtredia da mere idzaxe ar ekutvnodaao..

• qomagi

რა დამოკიდებულებაცაა ფეღბურთის მიმართ სახელმწიფოსგან, კლუბების მეპატრონეებისგან, მწვრთნელებისგან და თვითონ ფეღბურთელებისაგან შედეგიც ადეკვატურია...

• beni

მიდით ჩაუწყეთ,მოაწყეთ გუნდებში ბებრები,დედიკოს ბიჭები და ქართული ფეხბურთსაც ეშველება....................

• profesors

შენ საჩხერეს თავი დაანებე,ჩიხურა ყარაბახს ვერანაირად ვერ შეხვდებოდა.ისე ჩიხურას ყარაბახზე ძლიერი გუნდიც გამოუგდია.ფინალი წესიერად რომ ემსაჯათ შეიძლებოდა მართლა დაჯახებოდნენ ჩიხურა და ყარაბახი.ეგრეა როცა დაუმსახურებლად გაგაჩემპიონებენ.

• jurnalistoo altaxi da qarabaxi ertia ro idzaxi sachxerem kargad itamashao..

სჰეხვედროდა ქარაბახს საცჰხერე და განახებდი რასაც უზამდა.. და კიდე იმას რატო არ წერ ცჰამოტვლილებიდან ვის რამდენი ბიუჯეტია აქვს და რა ლეგიონერები ყავტ....არც სჰენ არიცი პეხბურტი.. რატო უნა მოუგოს სამტრედიამ ქარაბახს ერტ მიზეზსაც ვერ მეტყვი. ტქვენ მხოლოდ დაცინვა იციტ..

• გულშემატკივარი

ქაოსი და განუკითხაობაა ამ ქართულ სპორტად წოდებულში, თანხა, რომელიც გამოყოფილია ბიუჯეტიდან კლუბების დასაფინანსებლად, ფაქტიურად პენსიის და დახმარების შინაარსს ატარებს. პენსია კიდევ ბევრს მთელი ცხოვრება ნამუშევარი აქვს და ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ამათ რატომ უნდა გადავუხადოთ ამდენი მილიონი, როცა შედეგი ნულია?!!! პიროვნულად არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ როცა მარკეტში პურის საყიდლად შევდივართ და ფულს ვიხდით უპუროდ არავინ ვბრუნდებით უკან, ამიტომ კეთილი ინებეთ და შედეგზე იფიქრეთ!!!

• 1,2,3,5,8...

55 ქვეყნიდან მხოლოდ 4-ზე წინ ვიყავით და ახლა ამ სამარცხვინოების წყალობით კიდევ უფრო დავქვეითდებით

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]