საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ესპანურ კორპორაცია "სასკი ბასკონიას" შორის 2 წლის წინ დაწყებული თანამშრომლობა გრძელდება
საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ესპანურ კორპორაცია "სასკი ბასკონიას" შორის 2 წლის წინ დაწყებული თანამშრომლობა გრძელდება.

კომპანია "სასკი ბასკონია" ესპანეთის პრიმერადივიზიონსა და ევროლიგაში მოასპარეზე კლუბ "ლაბორალ კუჩასა" და ბავშვთა სკოლების მეპატრონეა. აღნიშნულ სკოლაში აღზრდილი კალათბურთელები თამაშობენ როგორც ევროპის წამყვან კლუბებში, ასევე NBA-ს კალათბურთელთა რიგებშიც.

სწორედ ამ კლუბის საწვრთნელი კემპი გაიმართა 19 ივლისს თბილისში. წინა წლების მსგავსად, კემპის ჩასატარებლად თბილისში ესპანელი მწვრთნელები ჩამოვიდნენ, რომლებიც ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში 75 პერსპექტიულ მოზარდს ვარჯიშებს უტარებენ. კემპისთვის 2001, 2002, 2003, 2004, 2005 და 2006 წლებში დაბადებული კალათბურთელები შეირჩნენ.

კემპში მონაწილე ქართველი მოზარდებიდან ესპანელი მწვრთნელები 16 საუკეთესოს შეარჩევენ, რომლებსაც ესპანეთში, ქალაქ ვიტორიაში "ლაბორალ კუჩას" კემპზე წაიყვანენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეულ პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად გენერალურ კემპს ჩაუტარებენ.

აღნიშნული კემპის შემდეგ შეირჩევიან მოთამაშეები, რომლებიც ესპანეთში დარჩებიან და "ლაბორალ კუჩაში" ან ამ კლუბთან დაახლოებულ სხვა კლუბებში გააგრძელებენ ვარჯიშს.

"ლაბორალ კუჩას" კემპი 21 ივლისამდე გასტანს, რის შემდეგაც ესპანეთში წამსვლელი 16 ახალგაზრდის ვინაობა გაირკვევა.

მიხეილ გაბრიჩიძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):

"მოხარულები ვართ რომ ეს პროექტი გრძელდება. მესამე სეზონია უკვე ეს კემპი რაც ტარდება "სასკი ბასკონიასა" და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის კონტრაქტის საფუძველზე. წელსაც შეირჩევიან ბავშვები, რომლებიც 2 კვირაში გაემგზავრებიან ესპანეთში და იქ გამართული შეკრების შემდეგ უკვე გადაირჩევიან ის მოთამაშეები, რომელთაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მომავალ წელს ისწავლონ და ივარჯიშონ ევროპაში ერთერთ საუკეთესო სპორტულ სკოლაში. ეს პროექტი იყო "დაპაუზებული" რიგი სუბიექტური მიზეზების გამო, მაგრამ იმის შემდეგ რაც კომისიამ მუშაობა დაასრულა, პროექტი აღდგა და გაგრძელდა მუშაობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კალათბურთისათვის, ქართული სპორტისათვის და ბავშვთა განვითარებისათვის".

ხესუს ვასკესი, "სასკი ბასკონიასა" და "ალავესის" გენერალური დირექტორი:

"მოხარულები ვართ, რომ ისევ ერთად ვართ, თუმცა არასოდეს არ შეგვიწყვიტავს მუშაობა: კემპი უკვე მესამე წელია ტარდება და ამაზე მუხლჩაუხრელად მუშაობდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, "სასკი ბასკონია", მწვრთნელებიც, მოთამაშეებიც და პროექტში ჩართული დანარჩენი პირებიც. ბავშვებს თამაშის დონის ამაღლება ნამდვილად ეტყობათ და ჩვენ მთელი წლის განმავლობაში გავაგრძელებთ ამ მოთამაშეების სწორ ათლეტად ჩამოყალიბებაზე მუშაობას".

ჯოან ბრაულიო, მწვრთნელი, საქართველოში სასკი-ბასკონიას საწვრთნელი კემპის დირექტორი:

"პირველ რიგში ბასკონიას სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მოხარულები ვართ, რომ ისევ გვაქვს შესაძლებლობა აქ ყოფნის. წლევანდელ სეზონში უფრო კარგი დონე აჩვენეს ბავშვებმა მომზადებისა და კონცენტრაციის, რაც სურპრიზი იყო ჩვენთვის. ეს ნამდვილად არის იმის მანიშნებელი, რომ საქართველოში კალათბურთი სწორად ვითარდება და კარგი მომავალი აქვს".

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

quTaiseli
შედეგი როდის იქნება და როდის დაეტყობა ეგ ყველაფერი ჩვენ დიდ თუ პატარა ნაკრებებეს ეს არ უნდა გეკითხათ თუ ესარარის მთავარი.
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
კახა შენგელია: სჯობს, ფედერაციის ხელმძღვანელობამ წასვლის ფორმა დროულად შეარჩიოს!
საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და "სასკი ბასკონიას" განცხადება
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
"სასკი ბასკონიას" კემპი საქართველოში დასრულდა
მიხეილ გაბრიჩიძე: ნუ დავკარგავთ ყველაფერს, სჯობს დავსხდეთ და დავილაპარაკოთ
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს
მოზარდი კალათბურთელები ესპანეთში "სასკი ბასკონიას" საწვრთნელ კემპს გადიან [VIDEO]