დღეს ვერის საკალათბურთო დარბაზში ოფიციალურად დაიხურა ესპანური "სასკი ბასკონიასა" და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი კემპი
დღეს ვერის საკალათბურთო დარბაზში ოფიციალურად დაიხურა ესპანური "სასკი ბასკონიასა" და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი კემპი, რომელშიც 75 პერსპექტიული მოზარდი მონაწილეობდა.

სასკი ბასკონიას და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთობლივ კემპში 2001-2006 წლებში დაბადებული მოზარდი კალათბურთელები მონაწილეობდნენ. სასკი ბასკონია ესპანეთის პრიმერადივიზიონსა და ევროლიგაში მოასპარეზე კლუბ ლაბორალ კუჩას და ბავშვთა საკალათბურთო სკოლების მეპატრონეა. ამ სკოლაში აღზრდილი კალათბურთელები თამაშობენ როგორც ევროპის წამყვან, ასევე NBA-ს გუნდებში.

თბილისურ კემპს ესპანელი მწვრთნელები უძღვებოდნენ. ისინი კემპში მონაწილე ქართველი მოზარდებიდან 16 საუკეთესოს შეარჩევენ, რომლებსაც აგვისტოში ესპანეთში, ქალაქ ვიტორიაში ლაბორალ კუჩას კემპზე წაიყვანენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეულ პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად გენერალურ კემპს ჩაუტარებენ.

გენერალური კემპის შემდეგ შეირჩევიან მოთამაშეები, რომლებიც ესპანეთში დარჩებიან და ლაბორალ კუჩაში ან ამ კლუბთან დაახლოებულ სხვა კლუბებში გააგრძელებენ ვარჯიშს.

კემპის დახურვას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელიც კემპში მონაწილე ბავშვებს გაესაუბრა და წარმატებები უსურვა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი: დარწმუნებული ვარ ამ ბავშვებს მსგავსი გამოცდილების მიღების შემდეგ უფრო გაუადვილდებათ ევროპაში ადაპტირება და იქაც წარმატებული კარიერა ელით. სასკი ბასკონიასთან წარმატებულმა თანამშრომლობამ განაპირობა ის, რომ გადავდივართ ურთიერთობის ახალ ეტაპზე - ესპანურმა მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოში მოაწყონ თავიანთი სკოლა-აკადემია, რომელიც კიდევ უფრო მეტ ბავშვს მისცემს დაოსტატების საშუალებას. საქართველოსთვის ძალიან კარგი ტენდენცია შეინიშნება - ზაზა ფაჩულიამ მისცა ბიძგი ამას და უკვე რამოდენიმე მოქმედ და ვეტერან კალათბურთელს აქვს აკადემიის გახსნის სურვილი. აკადემიების სიმრავლე მარტო დონის ამაღლებას გულისხმობს, ეს გაზრდის კონკურენციას ასაკობრივ ლიგებსა თუ საქართველოს ჩემპიონატზე, ეს კი თავის მხრივ კალათბურთის წინსვლას შეუწყობს ხელს.

მიხეილ გაბრიჩიძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: სრულდება სასკი ბასკონიას კემპი საქართველოში, რომელიც ორგანიზებულია ჩვენი ხელშეკრულების თანახმად. ეს უკვე მე-3 კემპია და ჩვენმა სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საერთო დონე ამაღლებულია. ეს იმის მანიშნებელია, რომ სწორი გზით მივდივართ. ბავშვებს უფრო აუმაღლდათ ინტერესი: ისინი მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან, იმისათვის, რომ თავი ბოლომდე წარმოაჩინონ კემპზე. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ სტუმრებმა მწვრთნელთა დონის ამაღლებაზეც გაამახვილეს ყურადღება და დადებითი შეფასება მისცეს. გადავდივართ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე: მზადდება სასკი ბასკონიას აკადემიის გახსნის პროექტი, რომელიც პატარა ასაკის მოთამაშეებზე იქნება გათვლილი. აღსანიშნავია, რომ ამ აკადემიაში იქნება მწვრთნელთა დახელოვნების კურსები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მწვრთნელებს აიმაღლონ კვალიფიკაცია.

ხესუს ვასკესი, კლუბების "სასკი ბასკონიასა" და "ალავესის" გენერალური დირექტორი: კემპი დასასრულს უახლოვდება და უკვე კარგად ჩანს ბავშვების ფიზიკური და ინდივიდუალური მომზადება. ამ ბავშვების ტალანტმა და შრომამ თავისი ნაყოფი გამოიღო - მათი სათამაშო დონე უკვე საკმაოდ მაღალია და ძალიან კმაყოფილები ვართ რომ ასეთ რეზულტატებს ვღებულობთ. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ის ყოველთვის იყო კალათბურთის ერთერთი სამშობლო და დღეს ეს ძალიან კარგად ჩანს ჩვენს კემპზე.

მიშო ზურაბაშვილი, კემპის მონაწილე კალათბურთელი: სასკი ბასკონიას კემპი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გამოცდილებისთვის და მომავალი წარმატებისთვის. ძალიან დიდ ცოდნას ვღებულობთ - გვავარჯიშებენ გამოცდილი ესპანელი მწვრთნელები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ჩვენი უკეთესად განვითარებისთვის.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
კახა შენგელია: სჯობს, ფედერაციის ხელმძღვანელობამ წასვლის ფორმა დროულად შეარჩიოს!
საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და "სასკი ბასკონიას" განცხადება
საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და "სასკი ბასკონიას" შორის თანამშრომლობა გრძელდება
მიხეილ გაბრიჩიძე: ნუ დავკარგავთ ყველაფერს, სჯობს დავსხდეთ და დავილაპარაკოთ
მოზარდი კალათბურთელები ესპანეთში "სასკი ბასკონიას" საწვრთნელ კემპს გადიან [VIDEO]