სფფ-ს პრეზიდენტმა ქართული კლუბების მიერ ევროტურნირებზე ნაჩვენებ ცუდ შედეგებზე ისაუბრა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი 20 ივლისს, გადაცემა "სპორტი იმედზე"-ს სტუმარი იყო და ქართული კლუბების მიერ ევროტურნირებზე ნაჩვენებ ცუდ შედეგებზე ისაუბრა.

"რა საკვირველია, ამ მცირე დროში რაიმე განსაკუთრებული შედეგის მოლოდინი არ მქონია. მე სულ ვამბობ, რომ განხორციელებული ცვლილებები შედეგს გარკვეული ხნის შემდეგ მოიტანს.

ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაა კლუბებს განვითარებაში შეუწყოს ხელი. ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელი ფორმატზე საუბრობდა და რა ვქენით? კარგი იყო, ხელი ვახლეთ და გავაფუჭეთ? ყველა ცვლილებას თავისი პოზიტივი და არგუმენტი აქვს. კლუბმა 6 თვით ადრე რომ იცის, ევროტურნირებზე ითამაშებს, ეს ხომ ცუდი არ არის? ტრანსფერებზეც მეტი დრო გაქვს ასე.

თუ ქართული კლუბები პირველ ეტაპს გადალახავდნენ, სატრანსფერო ფანჯარა ჩვენთან მერე იხსნებოდა, მაგრამ როცა შევხედეთ კლუბებს და ვნახეთ, რომ სახარბიელოდ ვერ გამოიყურებოდნენ, დრო გადმოვწიეთ და ტრანსფერებისთვის კიდევ სამი კვირა მივეცით. დრო მივეცით, რომ დაფიქრებულიყვნენ, მიმხდარიყვნენ, რომ გუნდში მთლად კარგად ვერ არის ყველაფერი და ახალი ფეხბურთელები მოეყვანათ. ვინმემ ეს დრო გამოიყენა? არა!

ადრე ასეთი წესი იყო: კლუბს მხოლოდ სამი ლეგიონერის ყოლის უფლება ჰქონდა. თუ სამზე მეტი ეყოლებოდა, მაშინ კლუბი ფედერაციას 15 000 ლარს უხდიდა. ჩვენ ეს გავაუქმეთ და კლუბებს ვუთხარით: გყადეთ შვიდი ლეგიონერი და ნურაფერს გადაგვიხდით, ჩვენ ეს თანხები არ გვჭირდება, კლუბს მოახმარეთ!

ევროტურნირებზე მყოფ ლიტვის კლუბს გუნდში 7-8 ლეგიონერი ჰყავდა. "ლუდოგორეცთან" გამოვარდნენ, მაგრამ ღირსეულად მაინც ითამაშეს. იმ გუნდში არგენტინელი და ბრაზილიელი ფეხბურთელები არიან. კი, ეროვნული ნაკრების წევრები არ არიან, მაგრამ ადგილობრივ კადრებზე უკეთესები არიან და ეს დონეს წევს. ასეა კვიპროსის, ლუქსემბურგის, მალტის კლუბების შემთხვევაშიც. წლების წინ გვიხაროდა, მათ კლუბებს რომ დავამარცხებდით და შემდეგ ეტაპზე გავიდოდით. დღეს ვერ დავამარცხებთ, იმიტომ რომ იქაური კლუბები ტენდენციებს მიყვებიან, ჩვენ კი ისევ იქ, უკან ვართ და ერთ ადგილას ვდგავართ.

პრობლემა კლუბის მენეჯმენტშია, რომელიც არ აზროვნებს, არ ფიქრობს სად უნდა წავიდეს - ერთ ადგილას დგას. ასეთია რეალობა, ცვლილებაა საჭირო! წრეზე დადიან ერთი და იგივე კოლექტივი, ფეხბურთელები... ფეხბურთში დღეს სხვა მოთხოვნებია და ჩვენი კლუბები ამას არ მიყვებიან.

კლუბს X თანხა ჰქონდა. ფეხბურთის განვითარების ფონდმა ამ X-ს კიდევ დაუმატა თანხა, რომ გაძლიერებულიყვნენ, მაგრამ გაძლიერდნენ? არა! მწვრთნელი გამოდის და პრესკონფერენციაზე იძახის, ცუდად ვიმგზავრეთ და ცუდად გაგვიმასპინძლდნენო. და რატომ უნდა გაგიმასპინძლდნენ ცუდად? ფულს იღებთ ამისთვის და მოაგვარეთ საკითხი ისე, რომ კლუბი კარგად ჩავიდეს", - თქვა კობიაშვილმა.

შოკირებული გულშემატკივარი
ვინც ამ მარაზმს ხელმძღვანელობს ყველა დამნაშავეა ქართული ფეხბურთის დაკნინებაში
effe
რა უვარგისი ერიც ვართ ისეთივე ფეხბურთს ვთამაშობთ.. კობი ყოფილა დამნაშავე ყველაფერში!!
1,2,3,5,8...
თვითონაც მემეჯერია და რას დაამსგავსა ნაკრები
akia
მერე? ყველაფერს სწავლა უნდა; სფფ-მ გამოიჩინოს ინიციატივა და კლუბები დაავალდებულოს წარმომადგენელთა შესაბამისი განათლების მიღება თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ ფული არა გვაქვს, თორემ ... კოტდიუარს, კამერუნს, ნიგერიას, სენეგალს არა მგონია ჩვენზე უფრო ულხინდეს, მაგრამ სავსენი არიან ვარსკვლავებით
Bidzovicho
2 წლიანი გულავი დაგრჩათ. თქვენი გრეხები არ იმალება. მოვა დრო თითო კაპიკს მოაცუნცულებთ როგორც გაამათხოვრეთ გაუბედურებული ქვეყანა
mmm
ბიჭებო დამიჯერეთ რაც ფული ირიცხება გუნდებისთვის ტყუილიად იხარჯება.ფეხბურთელი რაში ხარჯავს ხელფას იცით? რო პლანი მოწიოს და დალიოს. ახლა იტყვით ეს უბერავსო რას ლაპარაკობსო. ჩემი თვალით რომ არ დამენახა არ დავწერდი. არავითარი ორგანო არ არის კლუბებში ვინც ჯარიმებს დანიშნავს, წესრიგი არ არის.ვინმე სინჯავს ფეხბურთელს გუშინ დალია თუ მოწია? თქვენ ამბობთ ფიზიკა არ ყოპნით ფიზიკა კი არა ჩემი ყურით მოუსმინე ფეხბურთელის ნალაპარაკებს რაის უნდა მოგვეგო ლოთებია და პენსიონერები ნახევარი გუნდიო 60 წუთა ძლივს ვუძლებთო. ჩვენთან რა მენტალიტეტია კიდევ იცით აუ ის ჩემი ახლობელია ის ჩემი ისააა. უბრალოდ ერთს გეტყვით ჩვენთან უფრო დიდი პრობლემაა ვიდრე კობიაშვილი და სხვები. ტყუილად ნუ ნერვიულობთ და ერთმანეთს კომენტარებით ნუ ეჩხუბებით, თვითონ ფეხბურთელს კიდია ყველა და ყველაფერი.
გია-გივი თუთბერიძე
ხალხოო...გვეშველება რამე? ესენი ვინ არიან,ვინ?!
1
აგი ყველა სიკეთესთან ერთად კაი შტერიც ყოფილა
დათო-რუსთავი
კობიაშვილო და კალაძევ თქვენივე სახელობის თითო თითო საფეხბურთო აკადემია რო გაგეხსნათ მაშინ ვერ შევიტანდი თქვენს პატიოსან განძრახვაში ეჭვს, რომ ქართული ფეხბურთის ბედი განაღვლებთ . არადა კობი ორიოდე დღის წინ იმედის ეთერში ირწმუნებოდა რომ ქართულ ფეხბურთში ფულის დაბანდება არც თუ ისე წამგებიანიაო .... ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო ,ეს სიტყვები ჭკვიანი კაცის ნათქვამია ,თქვენზე და თქვენნაირებზე ...
ggggg
გაგებაში არ ხართ მთელი ფედერაცია.სირცხვილი და მარაზმია ეს ყველაფერი.დაუჯერეტ ხეცჰიკაშვილს და მის გუნდს:)ჯერ სად ხარტ
გუჯა კახაძე
ბ-ნ სოსო-ს და ბ-ნ მ.ა.-ს! მეთოდი რამდენჯერმე შეამოწმეს, შედეგითაც კმაყოფილი დარჩნენ და ფასიც მისაღები იყო, მაგრამ თავი შეიკავეს. ეტყობა გარანტირებული შედეგი არ სჭირდებათ. თუ ვინმე მეთოდის დეტალებით დაინტერესდება შეუძლია შევიდეს გვერდზე "ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5" და ყველა შეკითხვაზე მიიღებს პასუხს. აქ დიდიხანია აღარ შემოვსულვარ, მაგრამ ბოლო შედეგებმა ისე გამაწარეს, რომ ჩემი აზრის დაფიქსირება გადავწყვიტე. დროა ქართული ფეხბურთი დავივიწყო. ყველას წარმატებას გისურვებთ და გემშვიდობებით!
დათო-სიმართლე
მილიონერების სია ; 1. ივანიშვილი , 2. კალაძე 3.ხეჩიკაშვილი 4.კობიაშვილი 5.ნარჩემაშვილი და კიდევ ბევრი სხვა... 40 ცზე მეტი ოფიციალური მილიონერია მთავრობასა და პარლამენტში ნეტა რატომ ხომ ვერ მეტყვით??? მაგ მილიონებს კიდევ რომ მილიონები დაამატონ !!! ბატონები ხეჩიკაშვილი და კალაძე უტიფრად გამოდიან ეთერში და ეძებენ ფულიან ბიზნესმენებს ფეხბურთში ფულის დასაბანდებლად თავიანთ ფულს როგორ გაიმეტებენ, ნეტავ სად არიან ეგ მილიონერები ხომ ვერ მეტყვით ? სასაცილოა სატირელი რო არ იყოს ამათი საქციელი . სამაგიეროდ ბიუჯეტის ანუ ხალხის , პატიოსანი გადამხდელების ფულს დაუფიქრებლად არიგებენ კლუბებში, რა შედეგი მოყვება ამას თვითონაც არ იციან ,მთავარია თავიანთ ფულს ხო არ ყრიან, რაში ანაღვლებთ გაჭირვებული ხალხის ფულები.
tngh
რომელ ფულს ათეთრებს იქნებ დააკონკრეტოთ რომელიმემ, "ბუნდესლიგაში", რომ გამოიმუშავა??? ამ ჭორაობას სტადიონზე, რომ მიბრძანდეთ, ხომ არ ჯობია???
ეჰ
დაანებეთ ქართულ ფეხბურთს თავი,არაფერი არ გამოდის ხომ ხედავთ! ათეთროს ფული კაცმა რა გაუხურეთ საქმე?
lasha
პატივისცემა სულ დაკარგა ამ ადამიანმა ჩემს თვალში რაც პოლიტიკაში შეყო ცხვირი და ამ გაუბედურებული ხალხის ფულს ჯიბეში იდებს
სოსო
გუჯა კახაძეს.ბატონო გუჯა,თუ მთა არ მიდის მუჰამედთან,მაშინ მუჰამედი მივა მთასთანო,თუ პირიქით,ამ წუთში ზუსტად არ მახსენდება.იქნებ დადოთ ინტერნეტში კონკრეტული პირობები თანხის და მინიმალური დროისა,საჭირო შედეგის მიღწევად.კონკრეტული რიცხვები როცა ეცოდინებათ იქნებ რომელიმე გუნდი დაინტერესდეს თქვენი პროგრამით ჩაატაროს პრაქტიკული შემოწმება.თუ შედეგი დაიდება,მაშინ უკან აღარავინ დაიხევს და არც თქვენ დარჩებით წაგებული.ანდაზაა,შაურიანმა მუშამ აჯობა აბაზიან მუშასო.(ამ ანდაზის დახსსომების სისწორეზე თავს ვდებ)
gia zastava
batono levan martali brdzandebit klubebhi aramoazrovne xalxi muhaobs ver xvdebian evropistvis dzlieri gundi gaaketon gavidnen dhcufefhi da tanxebic tsamova.ertaderti gza mxolod esaris. ise rom daibarebdet klubebis xemdzgvaneloba da hkua daarigot kargia.
შოთა გუგეშაშვილი
ფედერაციის პრეზიდენტს 70 ატასი აქვს ხელფასი არ კიდია ერტ ადგილზე კახი რომ გაუსვა ნაკრებიდან ტკვა ვაისზე პასუხს ვაგებო შევახსენოტ როგორ აგებს პასუხს
BATON GUJA-S
ბატონო გუჯა,გადავწყვიტე ჩემი აზრი მოგაწოდოთ- ამდენი ხანია გვესმის თქვენგან რომ ფლობთ სასწაულებრივ მეთოდს ფეხბურთელთა კონდიციების გაუმჯობესებისა და წუწუნებთ რომ ქართული ფეხბურთის მესვეურთაგან არავინ არ მოგცათ ამის გამოვლენის შანსი მე პირადად იტერესი მკლავს გავიგო რა მეთოდია ასეთი,თუმცა ვერ ვიტყვი მჯერა თქვენი, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ რომ მართლაც შეგიძლიათ სასწაული მოახდინით თუმცა ბევრჯერ მიფიქრია -თუ ბატონი გუჯა მართალი კაცია ( ანალოგები ბევრი ახსოვს ისტორია- როცა აღმოჩენების დამტკიცებაში მრავალი წელი გავიდა) და არ აძლევენ შანსს რომელიმე დიდ გუნდში ,ბოლო ბოლო რა გახდა საქართველოში 11 მოხალისე ფეხბურთელის პოვნა რომელსაც თვითონ მოამზადებს და თუ ამ მოყვარულებს 4-5 თვეში ექნებათ შედეგი,მაშინ უკვე მთელი საქართველო დადგება ფაქტის წინაშე მიიგეთ როგორც კეთილი რჩევა პატივისცემით მ.ა.
beni
მიყიდეთ კლუბები კერძო მესაკუთრეებს, ცოტა მუქთახორები იქნება და ქართული ფეხბუთიც აყვავდება,არც ერთი მეპატრონე არ შეინახავ და არ გადაუხდის ფულს, ვინც არ მუშაობს არ თამაშობს.
გია-11-ს
დიდი ხანია აღარ ვაქტიურობ, მივხვდი რომ აზრი არ აქვს, მაგრამ ბოლო შედეგებმა ძალიან გამამწარა... რაც შეეხება 1 შედეგის დასახელებას, ყველაზე ადვილად გადასამოწმებელს დაგისახელებთ: დავით მუჯირი. ადვილი იმიტომ, რომ ფედერაციაში მუშაობს და კიდევ, ცნობილი ფეხბურთელებიდან, ვინც ჩემთან ივარჯიშეს, მხოლოდ მან მისცა ინტერვიუ. ძებნაზე დრო რომ არ დაკარგოთ... დავით მუჯირი: - ბატონმა გუჯამ ფიზმომზადების ინოვაციური სისტემა მაშინ შემომთავაზა, როცა უგუნდოდ ვიყავი და ინდივიდუალური გეგმით ვარჯიში მჭირდებოდა. გარკვეულწილად, გავრისკე, ჩემთვის და საფეხბურთო სამყაროსთვის უცნობ მეთოდს ვენდვე და არც მინანია. მეთოდის ავტორს ბრმად ვენდობოდი და სანამ იაპონიაში გავემგზავრებოდი, ერთი თვის განმავლობაში თავდაუზოგავად, ზოგჯერ დღეში ორჯერაც კი ვვარჯიშობდი. ბატონმა გუჯამ მითხრა, რომ ტრავმიანობისკენ მიდრეკილებასაც შემიმცირებდა. მართლაც, სანამ საფეხბურთო კარიერას დავასრულებდი, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ყველა თამაშში ვმონაწილეობდი და არც ტრავმას შევუწუხებივარ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში საკმაოდ დიდი ფიზიკური დატვირთვა მქონდა, ნამდვილად არ გამჭირვებია. ეს ისეთი მეთოდია, ბევრი სკეპტიკურად შეხედავს...
beni
მიყიდეთ კლუბები კერძო მესაკუთრეებს, ცოტა მუქთახორები იქნება და ქართული ფეხბუთიც აყვავდება,არც ერთი მეპატრონე არ შეინახავ და არ გადაუხდის ფულს, ვინც არ მუშაობს არ თამაშობს.
Temuri
სხვას რო რამე ასწავლო შენ თვითონ უნდა იყო წესიერი კაცი,ხოდა თუ კობიაშვილი წესიერია რა უნდოდა პარლამენტში?ტყუილად ზის იქ და ღებულობს დარმავოი ფულს არაფრის "კეთებაში".ამიტომაც მის ნათქვამს ფასი არა აქვს და არც თვითონ ააქვს უკვე ავტორიტეტი.
გია-11
გუჯა კახაძეს- ბატონო გუჯა, დიდი ხანია აქტიურობთ და გთხოვთ, თქვენს მიერ მიღწეული, ერთი კონკრეტული შედეგი დაგვისახელეთ.
გია-11
სწორი ხარ ლევან, მაგრამ ეს ხალხი (გუნდების ხელმძღვანელობა და მწვრთნელები) ისე არიან გადასული ვაჭრობაზე, სანამ ახალი თაობა არ მოვა, არაფერი ეშველებათ. გაჟღენთილებია არიან ამით. სტამბულის მონათა ბაზრობაზე გეგონება თავი მაგათ რომ უსმინო...
1
რათქმაუნდა, ყველაფერი სხვისი ბრალია. და მეორეც. ვინც ფიქრობს, აზროვნებს და არ გვარცხვენდა, რატომ მოკვეთე ფეხბურთიდან?
Malxazi
რაც დუბლების ჩემპიონატი გაუქმდა შედეგები გაუარესდა
გუჯა კახაძე
ევროსარბიელზე ქართული კლუბების ასეთი კრახის შემდეგ უკეთეს შეფასებას ველოდი... რამდენჯერმე მოგაწოდეთ პროგრამა თუ როგორ გახდეს ქართველი ფეხბურთელი კონკურენტუნარიანი და კლუბი მომგებიანი, მაგრამ პასუხიც კი ვერ მივიღე. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, მიხეილ აბაიშვილის მოსაზრებით თავის დროზე, თბილისის "დინამო" ევროპული მასშტაბითაც კი გამოირჩეოდა შესაშური ფიზიკური მომზადებით იმიტომ, რომ თბილისის "დინამოს" სათავეში იდგა ნოდარ ახალკაცი - მწვრთნელი, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა ყველა მაშინდელ ტენდენციას... რამდენი წელია ფედერაციას ვთავაზობ სრულიად ახალ, თანამედროვე ტენდენციას -ფიზიკური კონდიციების სწრაფად მოსამატებელ მ ე ნ ტ ა ლ უ რ მომზადებას "ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5" და პასუხსაც არავინ იძლევა. მხოლოდ პრივატულ საუბრებში ისმის ერთი პასუხი: სწრაფი შედეგი დავინახე, მაგრამ ვერ მივხვდი ამას როგორ აკეთებს... ჩემი მეთოდი არ გაინტერესებთ, ამას უკვე მივხვდი, მაგრამ ეგ მილიონები მწვრთნელების უცხოეთში გადამზადებაში რომ დაგეხარჯათ და ბავშვთა ფეხბურთი რეგიონებში მაინც გაგეხადათ უფასო შესაძლოა შედეგი ბევრად სწრაფად მიგეღოთ. პატივისცემით და უკეთესი მომავლის იმედით
lasha19
ბატონო ლევან, გტხოვტ პარლამენტარობას ტავი დაანაებოტ, და ფეხბურტის ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობას დაუტმოტ მტელი ტავისუფალი დრო.
Temo
მართალია კობი. თუმცა შეისმენენ კია?
PAXUMI
minda mivmarto aq mceral kobis da kaladzis advokatebs,rom cert es velaferi mxolod klubebis menejerebis braliao,ki magram iqneb mipasuxot es xalxi gana kobi kaladzis sadzmo samegobro da klani ar arian?
mamulo
არც ერთი კერძო კლუბი,-ეროვნულ ლიგაში---აი გამოსავალი.კერძო კლუბების მენეჯმენტში ყველაფერი დალაგდება
tngh
სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს მართლაც ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის 23 წლამდე სტიპენდიის დანიშვნა. სხვაგვარად გარბიან საქართველოდან X ხარისხოვან კლუბებში "ფუჭდებიან"...
მართალი
გახსენით ქუთაისში უფასო საფეხბურთო აკადემია!!!!!!!!!!!! ველოსიპედი მოგონებულია,ნუ იგონებთ ხელახლა!!!!!!!
Gio
"პრობლემა კლუბის მენეჯმენტშია, რომელიც არ აზროვნებს არ ფიქრობს" არ კი არა ვერ აზროვნებს არ იცის რა როგორ გააკეთოს , ერთადერთი რაც იცის ფულის ჭამაა და მაგას კი ასრულებს უმაღლეს დონეზე! რომელ მენეჯმენტზეა ლაპარაკი როცა მატჩის წინა და მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ლაპარაკი ვერ ისწავლეს,ისეთ რაღაცას წამოაყრანტალებენ სირცხვილით გული მიწუხდება!!!
Gocha Juve
კობი ძალიან კარგადაა ჩახედული ფეხბურთის სამზარეულოში და იცის რაა საჭირი განვითარებისათვის! ასე რომ აცადეთ დროა საჭირო განვითარებისათვის! კიდევ კლუბის ხელმძღვანელობამაც უნდა ეცადოს მოიძიოს დამატებითი თანხები მონახონ სპონსორები! დგანან და შეჰყურებენ ხელებში სახელმწიფოსაგან გამოყოფილ თანხებს! რა ჩასაფრებულებივითა ხართ ყველაფერს ნეგატიურს ხედავთ! პოზიტიურს კი ვერაფერს!წინა ფედერაციამ ხო ააშენა და დააშენა ყველაფერი, გუნდებს სტადიონები გაუნადგრეს ხელისუფლებასთა ერთად!
euhhh
es yvelaperi carieli sityvebia.shenxar pederaciis uprosi da dgesgaivize rom wreze vtrialebt?visi damsaxurebit?pexburtelebic da mwvrtnelebic sheni chemianobit rominishnebian egaa ubedureba.
კობის
აბსოლიტურად მართალია კობიაშვილი, თუმცა ყველაფერზე პასუხი მაინც ფედერაციას მოგეთხოვება იმიტომ, რომ ხედავს პრობლემას და მისი გამოსწორების მიზნით არ ახორციელებს ცვლილებებს, როსო უფლებაც აქვს: 1. კლუბების ფონდიდან დაფინანსებით მიღებული თანხების ხარჯვაზე არ აწესებს მკაცრ რეგულაციებს; 2. არ უკრძალევას ფონდის თანხების ხელფასებში დარიგებას; 3. არ განსაზღვრავს თანხის მოცულობას პროცენტებში, რამდენი უნდა დაიხარჯოს ინფრასტრუქტურაზე, აკადემიის ხარჯებზე და სხვა. 4. არ ავალდებულებს კლუბებს ახალგაზრდა ფეხბურთელების პირველ გუნდში დაწინაურებას (სრულიად უსაფუძვლოდ გაუქმდა მოთხოვნა ახალგაზრდების განაცხადში აუცილებელი წესით შეყვანასთან დაკავშირებით) 5. არ აკონტროლებს შიგა ტრანსფერებს, კერძოდ 6 თვიანი კონტრაქტებით მოსულ მოხეტიალე ფეხბურთელების მოყვანას გუნდში, რომლებიც მხოლოდ ხელფასს იღებენ, განაცხადში საერთოდ ვერ ხვდებიან, იმიტომ, რომ არ სჭირდებათ ისინი კლუბებს, ე.წ. თავსმოხვეული ტრანსფერებია ვიღაც-ვიღაცეების დასასაქმებლად; 6. არ ხორციელდება კონტრაქტების პირობებისა და ვადების რეგულირება. მოკლედ, უამრავი საკითხის მოგვარება შეუძლია სახელმწიფო დაფინანსებას ფეხბურთში, თუ მისი ხარჯვა იქნება სწორად რეგულირებული.
მართალი
კალაძე,კობიაშვილის ,,ტანდემმა,, გაანადგურა საქართველოს ნაკრები. ამისთვის არავინ არ თხოვს პასუხს მათ.ვაისი აშენებს რამეს? კენიაა მოკლედ, ქოლერასავით მოგვედო ნაციონალები,ახლა ოცნება
ვეტერანი
ბატონო ლევან თავის დროზე, რომ გეკადრებიათ გასაუბრება მაინც, ქართული ფუტბოლის (და არა ფეხბურთის) კონცეფციას ისე გაჩუქებდით. ფედერაციის პასუხს გაგახსენებთ "ჩვენ გადავწყვიტეთ პასუხი არ გაგცეთო". მეც გადავწყვიტე არ გამოვაქვეყნო სხვა თამაშისათვის შემუშავებული კონცეფცია დროზე ადრე.
222
არანაირი ხელშექყობა ბავშვთა ფეხბურთს. ესენი ვერაფერს გამოასქორებენ.
megre
კარგი რა კობიაშვილო გეყო ზღაპრები, მშვენივრად იცი რატომაც აზროვნებენ კლუბების მენეჯმენტში ცუდად, ცუდად ქართული ფეხბურთისთვის თორემ თავისთვის ძალიან მშვენივრად აზროვნებენ, სანამ ქართული ფეხბურთი იქნება ბიუჯეტის ხარჯზე მანამდე ყველა კლუბის ყველა მენეჯერი იფიქრებს ცუდად, არ იაზროვნებს და იდგება ერთ ადგილას. ეს მშვენივრად იცი მაგრამ ამ სისტემის შეცვლა არ გინდათ, იმიტომ რომ სარგებელს ყველა ნახულობთ ამისგან ფედერაციიდან დაწყებული კლუბების მენეჯმენტით დამთავრებული. საჭიროა სისტემის შეცვლა, ყველა კლუბი უნდა იყოს კერძო, თორემ ამ სისტემის პირობებში მაგალითად ქობულეთის შუქურას მართველი ჩელებაძე იქნება თუ კალმახელიძე ამას არანაირი აზრი არ ექნება და არანაირ შედეგს მსგავსი ცვლილება არ მოიტანს
დათო-სიმართლე
რომელ კლუბსაც თავის შენახვის თანხები არ ააქვს საერთოდ ნუ ათამაშებთ ჩემპიონატში ,ეგ მუქთახორები რა ჩვენი შესანახია ???... მაგ 311 მილიონით საფეხბურთო აკადემიები და მოედნები მოაწყოს ფედერაციამ და არა კლუბებმა .
gia
შენ ხო ხარ მაგარი პროფესიონალი? ვინ ნიშნავს მერე სახლემწიფო კლუბების მმართველებს? ისევ მთავრობა არ ნიშნავს? გამოაცხადეთ ტენდერები მმართველობაში გადასაცემად ან კონკურსი გამოაცხადეთ რომ კონკურენცია იყოს. პარტიის დანიშნულს ფეხებზე კიდია მენეჯმენტი ფულს ჭამს და პარტიის ერთგულია მეტი არ აინტერესებს და რა შედეგი მოვა ესე?
დათო-რუსთავი
ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ ერთად აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ბიუჯეტის გადამხდელების ფული ესე უაზროდ არ გადაიყაროს.ანუ დაუშვებელია ; 1. მაგ ფულით კლუბებში ფეხბურთელების და საერთოდ პერსონალის ხელფასების გადახდა . 2. გუნდების მოგზაურობა და შეკრებები უცხოეთში. ეს უნდა ეხებოდეს ყველა კერძო თუ არა კერძო კლუბს რომელსაც არ აქვს გამართული სტადიონი თავისი მოედნით და ბაზა თავისი აკადემიით .ეს ყველაფერი მარტო თბილისის დინამოს აქვს და მის მეპატრონეს როგორც უნდა ისე მოახმაროს კლუბს ეგ ფული. დანარჩენებს ფედერაციამ მაგ ფულით მოსთხოვოს ამ ყველაფრის აშენება ,თანმიმდევრობით წლიდან წლამდე . ასე თუ არ გაკეთდა ისევ ჭაობში დავრჩებით .
effe
ჩემი აზრით ერთადერთი გამოსავალი ქართველ ფეხბურთელებზე ლიმიტის დაწესებაა 23 წლამდე ვერსად ვერ წავლენ (გამონაკლისებთან ერთად) ჯერ აქ დაამტკიცონ რა შეუძლიათ და მერე თუ უნდა წავიდნენ უნგრეთის ან მაკედონიის მზე გუნდებში... ამით გუნდები ბირთვს შეინარჩუნებენ და ყოველ 6 თვეში ახალი გუნდის "შენებას" არ დაიწყებენ

GFF-s, melas tavis kudi mosamartlet mokavdao,kargi ra,nu akrit xalxs tvalebhi nacars.
oto
მართლია,კლუბებში ბევრი მუქთახორააააა
ჯონდო
მთელი 25 წლის განმავლობაში ყველაფერი ფედერაციის ბრალი იყო ხოლმე და ახლა გახდნენ კლუბების მენეჯერები დამნაშავეები?
goga
აბა რა კობიაშვილო! მიდი მიდი! გადააბრლე ყველაფერი შენს წინა მორბედებს!!! შენ თვითონ რას აკეთებ? ჩვენი ცხადაძე გააგდე და ვიღც გადამთიელი მოიყვანე, მერე? შედეგი რა არის კობიშვილო?! მოლდავასთნ ორი ფრე!!! მალადეც კობიაშვილო, პანთეონი არ აგცდება სიცოცხლის შემდეგ!!!!
სტატუს ქუო
ჩემო ლევან, კლუბების მენეჯმენტი ძალიან კარგად აზროვნებს სადაც სარგებელს და წასაგლეჯს ხედავს.ეს შენ ვერ აზროვნებ სათანადოდ,მენეჯმენტის სიხარბეს რაღაც უნდა მოუხერხო, რომ ნაკლები მოიპაროს ან სულაც არ მოიპაროს,მაგრამ შენ ამისთვის არ გცალია,პარლამენტში ,,ფიქრობ" ხალხზე...ან დაჯექი სფფ-ში ან წადი და გადადექი პრეზიდენტობიდან და იყავი მორჩილ პარლამენტარად.ამას გეუბნება რიგითი უპარტიო ფეხბურთის მოყვარული...
სოსო
ამ ნახევარმა წელმაც აჩვენა,რომ გუნდების ხელმძღვანელები თითს არ ატოკებენ,კვალიფიციური ფეხბურთელების მოსაძიებლად.სანამ ეს ფული მათ ჯიბეში მიჩხრიალებს,არაფერი შეიცვლება,აი როცა ფული აღარ იქნება და სახელმწიფოს რესურსებს ვეღარ შეეხებიან,ფეხბურთს ეგ ხალხი სათოფეზეც აღარ მიეკარება.სწორედ ამიტომაა საჭირო კლუბების განკერძოება,მაგრამ მსურველიც რომ აღარ დარჩა შეძენის,ამას რაღა ეშველება,ესაა საკითხავი.
Emigranti
Unda moufikrot rame meqanizmebi bizia da kvela gundi unda daavaldebulot me gazlev amdens shen amdeni unda moizido da daamato klubis biugets tore ese martla pensiasavit ro zian da elodebian tvidan tvemde es muktamjameli gundebi fulebis cota xanshi raga darcha kvela kveyana gadagvistrebs reitingshi tu ar vart ukve boloshi kide kaia
GFF
100% მართალია კობი - https://www.youtube.com/watch?v=Gts7q5H8bdg
დინამო
აბსულუტურად სწორად აზვნებენ, მგონი პირველად ისტორიაში, თუ ბოლომდე ამ გზით იარეს შედეგი დაიდება, და ჩელებაძე და მსგავსი მუქთახორები იმედია მალე მოშრდებინ ქართულ ფეხბურთს!
levans
ბატონო ლევან. რა საჭიროა ერთი და იგივე საკითხზე ასჯერ მსჯელობა? ხომ ისედაც ცნობილია რომ არაფერი შეიცვლება სანამ არ შეიცვლება საკუთრების ფორმა, ეს უნდა გახდეს კანონად- თამაშობს ის კლუბი რომელიც არის კერძო, მორჩა და გათავდა. კლუბებში ჩაშენებულ ბობოლებს არ სურთ კლუბებიდან წასვლა და გასხვისება,ათასნაირ ხრიკებს მიმართავენ რომ ეს არ მოხდეს. სანამ ფონდი გაჩნდებოდა უმაღლესი და პირველი ლიგის საბიუჯეტო კლუბების მეტ ნაწილს კიდევ შეეძლოთ ფიქრი გასხვისებაზე, როგორც კი ფონდის ფული გაჩნდა, ასეთი მსურველები უკვე არც არიან,იქ მოთავსებული "ბატონები" ყველა სანაცნობო და სახელისუფლებო ხრიკებს მიმართავენ რომ ეს არ მოხდეს. გზა ერთადერთი რჩება - მხოლოდ დებულებით და კანონით იძულება რომ პრო1 და პრო2 ლიგაში ითამაშებენ მხოლოდ კერძო კლუბები. ამ კერძო კლუბებზე დარიცხული ფონდის თანხები სრულიად წავა აკადემიებსა და ასაკოვან გუნდებზე , ხოლო მთავარი გუნდის სახელფასო საკითხი მოაგვაროს მფლობელმა. კოლხეთი,შუქურა, სამტრედია, ბათუმი,მეშახტე, ზუგდიდი და მრავალი სხვები კატეგორიულად უარს ამბობენ გასხვისებაზე- ჩვენ ეს არ გვჭირდებაო და სანამ ეს ასე იქნება, ჩვენ ვიქნებით მუდამ ჭაობში.
S.P
verafers itkvi kargad saubrobs,titqos es kaci arafer huahia,magram tavhi xar bidziko tavhi. dges fexburthi ganukitxaoba,upatronoba,dahagvra,nepotizmi heni da kaladzis klanuri,dzmbkacur,sadzmos martvelobaa.am fulsac urigeb da urigeb mat.arhevnebze mere fex.xmebs moitxovt,erti es gadardebt.admin es simartlea da ar damiblokot gtxovt.
ფუტურისტი
კობიაშვილი მის ბიზნესის განვითარებაზე უფრე მეტ დროს ხარჯავს ვიდრე ქართულ ფეხბურთზე
mamulo
"ცვლილებაა საჭირო! წრეზე დადიან ერთი და იგივე კოლექტივი, ფეხბურთელები... ფეხბურთში დღეს სხვა მოთხოვნებია და ჩვენი კლუბები ამას არ მიყვებიან"--ჰო და თუ არ მიყვებიან,მაშინ ან გააყოლე ამ მოთხოვნებს,ან კიდევ რაზე აჭმევ ამ დამშეული ხალხის ფულს ასეთ კლუბებს???
Shakinio
Gasagebia eg yvelaferi da aravin ar ambobs rom es formati cudia magram rom vedrebit mag qveynebs magati imfrastruqtura da chveni sheadare jer legionerebze rom laparakobt sad unda chamoiyvanot is gansazgvret am pirobebshi vin chamova 5 gunds tavis stadioni ar aq erovnul ligashi bazaze agaraa laparaki. ase rom jer saxuravs nu xuravt jer sadzirkveli chayaret da mere aashenet da motxovet gundebs.
Kako
ფედერაციის დანაშაული ის არის რომ უაზროდ არიგებს ამ ფულებს კლუბებში და შემდეგ ვერ აკონტროლებს თუ რაში ხარჯავენს ეს მუქთახორები. ტიპები პენსიასავით ელოდებიან სახელმწიფოს ფულს და განძრევაც აღარ უნდა რამე დამატებითი ინვესტიცია მოიზიდონ და კარგი ფეხბურთელწბი ჩამოიყვანონ. შეუწყვიტეთ ამ მუქთახორებს ხალხის ფულით დაფინანსება!!!
otar
მარტალიხარ ბატონო ლევან

kvelapers aketebs es kaci rac sheudzlia legioners es ver chamoukvans klubebs da arc evaleba puls gadzlevt da mixedet klubebs bliad((((((((
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...