ექსკლუზივი შუქურას დირექტორისგან: არის ქართველი ინვესტორების ჯგუფი, რომელსაც ძალიან სერიოზული გეგმები აქვს!
რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სტუმრობისას, სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ზოგიერთი კლუბის ხელმძღვანელის მუშაობა გააკრიტიკეს.

მათ შორის აღმოჩნდა ვეტერანი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე, რომელიც ქობულეთის "შუქურას" დირექტორია. მან "ლელოს" მეშვეობით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა...

- დავიწყებ ელგუჯა ლობჯანიძის ამბით. თავის დროზე, ლობჯანიძე იჯარის წესით გადავიდა "ორენბურგში". ჩვენ რუსულ კლუბთან გვქონდა მოლაპარაკება, რომ თუ გუნდი შეინარჩუნებდა ადგილს პრემიერლიგაში, მაშინ ელგუჯა კლუბთან გააფორმებდა ერთწლიან კონტრაქტს, ხოლო "შუქურა" მიიღებდა დაახლოებით 100 ათას ევროს.

როგორც იცით, "ორენბურგმა" ვერ მოახერხა უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება და "შუქურამ" ფეხბურთელთან გააფორმა ახალი კონტრაქტი.

აღსანიშნავია, რომ ლობჯანიძე უკვე წასული იყო გუნდიდან, მასთან კონტრაქტი უკვე შეწყვეტილი იყო... მაგრამ, მოულოდნელად, "ორენბურგში" სიტუაცია შეიცვალა - გუნდში მთავარ მწვრთნელად მივიდა თემურ ქეცბაია. მას სჭირდებოდა ლობჯანიძე და ჩვენც ჩავთვალეთ, რომ თემურის ხელში ის კიდევ უფრო მოუმატებდა.

ამიტომ, "ორენბურგთან" გაფორმდა ახალი საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც იმოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. ჩემთვის უზომოდ მტკივნეულია იმის მოსმენა, თითქოს, ვიღაცის ფულს ვითვისებ, ვიპარავ, ან რაღაც ასეთი.

ქართულ ფეხბურთს მე ფულს როგორ მოვპარავ, როცა მას ჩემი მთელი ცხოვრება მივეცი. ყველაფერი ღიაა და საჯარო!

ყველას შეუძლია, ყველაფერი უპრობლემოდ ნახოს! დიახ, მე დავეხმარე ჯანო ანანიძეს კარიერის აწყობაში. მე გავუშვი "რუბინში" საბა კვირკველია. რა, დღეს ცუდად გრძნობენ თავს ეს ფეხბურთელები? მთელი ჩემი ძალისხმევა ქართული ფეხბურთის უკეთეს მომავალს უკავშირდება. მე არ ვარ ქურდი და არასოდეს არაფერი მომიპარავს!

- მაგრამ თქვენ ხართ სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი კლუბის ხელმძღვანელი და როგორც სხვა თქვენმა კოლეგებმა, მაქსიმუმი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ კერძო ინვესტორი მოიძიოთ. ზოგადად, ამისკენ სწრაფვა თითქოს არ შეიმჩნევა...

- რომ იცოდეთ, ვის არ ვთხოვე, ვის არ ვეხვეწე, ვის არ დავუჩოქე, რომ მოსულიყო კლუბში...

ახლა პირადად თქვენ გაგიმხელთ ექსკლუზიურად - არის ქართველი ინვესტორების ჯგუფი, რომელიც ძალიან სერიოზული გეგმებით აპირებს კლუბში მოსვლას. უფრო დეტალურად ამ თემაზე მაშინ ვილაპარაკოთ, როცა ყველაფერი საბოლოოდ გადაწყდება. ერთს კი გეტყვით, რომ ძალიან სერიოზულ ხალხსა და ინვესტიციაზეა ლაპარაკი.

რამდენჯერმე თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ საქმე, მაგრამ ჩაიშალა. დიდი იმედი მაქვს, ახლა აღარ ჩაიშლება, თორემ ეს ჩემთვის ტრაგედიის ტოლფასი იქნება.

ქობულეთურ ფეხბურთს დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ორი ასაკობრივი გუნდი, 15 და 17-წლამდელები, გავიდა ოქროს ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე და, მგონი, ეს დიდი მიღწევაა. გეტყვით იმასაც, რომ ქობულეთის სტადიონზე იცვლება საფარი და დაიგება ბუნებრივი ბალახი.

ზოგადად, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას. მათი გვერდში დგომა ჩვენთვის დიდი სტიმულია. ასევე, ბობოყვათში კეთდება სტადიონი, სადაც გუნდი მომზადებას შეძლებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

quTaiseli
vax-vax 25 ივლისი 2017 12:16 "ქუთაისელო"-ქართული ენა და მართლწერა კიდე ვერ ისწავლე? სირცხვილო...ქართული წერა კითხვა ძალიანაც კარგად ვიცი და ზრდილობასტანაც არ ვარ მწყრალად შენგან განსხვავებით ეტყობა ქართული ლომაიას ირმის ნახტომის დრისგაქვს ნასწავლი დდ იცი კი რაარის საერთოდ სირცხვილი.ისე ეტყობა საიტი და თემა შეგეშალა აქ სპორტული საიტია და არა ქართული ენის და ლიტერატურის.პროფესორო
anzorika.
რა გახდა ბოლო ბოლო აჯარასჰი 2 სტადიონის ასჰენება,,,კობულეტსა და ბატუმი...30 000 და 40 000
vax-vax
"ქუთაისელო"-ქართული ენა და მართლწერა კიდე ვერ ისწავლე? სირცხვილო...
შოკირებული გულშემატკივარი
ისევ კომუნისტური მენტალიტეტი:))))) ადრე ვეტერან ფეხბურთელებს რესტორნის დირექტორებად უშვებდნენ და ახლა ან ფედერაციაში ასაქმებენ ან კლუბებში:)))))
quTaiseli
რეზო იმ შუაშიარო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კლუბში ზის და ხელფას იღებს თან მეპატრონე და პრეზიდენტია კლუბის ხოარვცდები?მემგონი ეგრეა და სად გინახია შე დალოცვილო კერძო კლუბის მფლობელი სახელმწიფოს ხარჯზე იყოსთუ კერძოხარ ესეიგი შენცუნდა გამოიღო ხელიდა არუნდა იყო სახელმწიფოს ხელის შემყურე მარტო.და თუ მუნიციპალური საკუთრებაა კლუბი ვინ დაგნიშნა მანდ პრეზიდენტად რომელმა სახელმწიფო მოხელემ ვინარის პასუხისმგებელი თანხების ხარჯვაზე ვინ აკონტროლებს ხარჯვით ნაწილს.ამ სამი წლის უკანდელი ამბავი გამახსენდა არიქა ქაბაბის და ლიმონათის ვალები გვაქ კლუბებს და ავტობუსის ბენზინის ფულიც არგვაქო რომ იძახოდით რა ფეხბურთის თამაშს გვთხოვთო მილიონი მაინც ჭირდება ამ საქმესო ხოდა ა ბატონო მილიონი ეხლა კიდე შაშიაშვილმა შუქურას მწვრთნელმა აქაოდა ათი მილიონი მაინცაა საჭირო აზერების დონეზე რო ვითამაშოთო ხოდა აგწყობიათ ბიძია ამის მეხოტბეებს საქმე მიეცით წლიურად ათი მილიონი და მერე მოთხოვეთ შედეგი.დდ ვინც ას მილიონს ჩადებს ყოველწლიურად დოლარს რათქმაუნდა ფეხბურთში ის იყოს პრეზიდენტი დღესვე გავაფორმებთ მაგ საქმეს აპა ვნახოთ თუ დადგება რიგი. და ბოლოს ფულს როარ შოულობდენ კლუბების ეგრეთწოდებული პრეზიდენტები ეგრე კიარ იქნებოდენ ჩაბღაუჭებული მაგ თანამდებობას უფულო სამსახური ვისრა ჯანდაბად უნდა.
დინამო
ჩვენმა ფეხბურთმა იმიტომ ჩაისვარა რომ ესეთები არიან ფეღბურთში, მარტო ამის ბრალი არ არის კოლექტიური ჩელებაძეების ბრალია! საბჭოთა აზროვნების რომ ქვეყანამ უნდა არჩინოს და ამათმა ხელფასები აიღონ! კობიაშვილს და ხეჩიკაშვილს რაც მოუსმინე მგონი ხვდებიან ყველაფერს და იმედია რომ მალე გვეშველება...
დ.შ
კაი რა, ფეხბურთელს რაც გეკუთვნოდათ, მიიღეთ. ყველგან კლუბი ჩამოშალე, ფულთან მიმართებაში , ერთი მუშაც კი, (სხვაზე არ ვამბობ) კმაყოფილი არ გყავს. გამოდით და უთხარით მართალი კაცს.
gia
რეზოს დაანაებეთ თავი.ჩვენმა ფეხბურთმა კარგა ხანია ალბათ 30 წელზე მეტია რაც,ბოდიში და ჩაისვარა.რეზო რა შუაშია?
დავით 67
კობიაშვილმა და მინისტრმა პასუხისმგებლობა მოიხსნეს!თვითონ თურმე მაქსიმუმს აკეთებენ და მენეჯმენტი ღალატობს. უსინდისოდ იტყუებიან
kote
მიეცით ამ კაცს შუქურა - ან ქობულეთს სად ყავდა ამაზე დიდი ფეხბურთელი (ჯანო ჯერ პატარაა)) ), ან ჩელეზე მეტი ამაგი ვის აქვს ამ გუნდში? მიეცით, ინვესტორი არა ტოროლა - არავინ ფულს შუქურაში არ გადაყრის. გადაეცით 1 ლარად და ნახავთ მერე როგორ დაალაგებს მენეჯმენტს.
დათო-სიმართლე
რომელ ფეხბურთის განვითარებაზეა ლაპარაკი , განვითარების ფონდში და სპორტის სამინისტოშიც ორმაგ ხელფასებს იღებენ თავისი პრემიებით ,ამათმა კლუბებს რაღა უნდა მოსთხოვონ თვითონ ხრავენ ბიუჯეტის ფულებს არაკანონიერად . სასაცილოა რაში ეკუთვნით ამხელა ხელფასები და პრემიები? ,მითუმეტეს ჩვენი ფეხბურთი ისეთ ხრამშია გადაჩეხილი საიდანაც კარგახანი ვეღარ ამოვა .
vakho
თუ წასული იყო კაცი კონტრაქტი როგორ გაუფორმა კლუბმა?? ან ლოგიკაში აქ პრობლემა, ან თავისივე დახლართულში იხლართება და არ ივის თავი როგორ დაიძვრინოს. ზოგადად, კლუბების მენეჯმენრშია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. არაწესიერი ხალხის მომრავლება ჩანს ყველგან
სოსო
ფულის ქურდობაზე ვერაფერს ვიტყვი,მაგრამ დინამოში თამაშისას სიგარეტს რომ ქურდულად ეწეოდა,თვითონ აქვს ნათქვამი,პენალტებიც სულ მოტყუებით გაჰქონდა.
kaxa
ერთი კარგი ამბავი კი ამოვიკითხე სამჯერ წავიკითხე ...ბუნებრივი საფარიოოოოო, აი ესაა საქმე ნომერ პირველიი.
boba
agaravis gvjera chele sheni tyuilebis, diax ar xar kargi martveli da unda waxvide
ჰაჰა
ამას მარტო ჩელეზე არ ვამბობ, ზოგადად. სულ გვესმის: ეს კეთდება, ასე ვაკეთებთ, ეს აშენდება. როდის ვეღირსებით, ეს აშენდა, ამან მოიგო, ეს ფინალშია.
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა