ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

საფიქრალი: შესაძლებელია თუ არა გერმანული მოდელის ამუშავება საქართველოში?

საფიქრალი: შესაძლებელია თუ არა გერმანული მოდელის ამუშავება საქართველოში?

უეფას "ჰეთ თრიკის პროგრამის"ფარგლებში ფედერაციამ ახალი საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის დაწყება დააანონსა
გერმანიის ნაკრებმა რუსეთში გამართული კონფედერაციის თასი მეორე შემადგენლობით მოიგო.

ბევრი სპეციალისტის აზრი გაგვიგია გერმანელთა ბოლოდროინდელ წარმატებაზე. მაგრამ საინტერესოა, როგორ ჩაუყარეს ამას საფუძველი გერმანელებმა, რომელთა ფეხბურთსაც ამ 10 წლის წინ სერიოზული კრიზისი ჰქონდა?

რა თქმა უნდა, სიტყვა "კრიზისი" ამ შემთხვევაში პირობითია და ამ ქვეყნის წარსულისა და ტრადიციის გათვალისწინებით ვამბობთ, თორემ იმ პერიოდში ნაჩვენები შედეგები ბევრისთვის სანატრელი შეიძლება ყოფილიყო...

ეს ყველაფერი, მარტივად და მოკლედ რომ ვთქვათ, უპირველესად, ძალიან კარგად გამართულ სასელექციო სისტემასა და სამწვრთნელო მეთოდს ემყარებოდა.

ქვეყანაში გაჩნდა ტალანტების მოძიების ფართო ქსელი, რომელმაც ყველა ქალაქი მოიცვა. მკვეთრად გაიზარდა მწვრთნელთა რაოდენობა, რომლებმაც გერმანიის ფეხბურთის კავშირის შემუშავებული ერთიანი პროგრამით დაიწყეს მუშაობა.

განზე არ დარჩენილან კლუბებიც, რომელთაც საფეხბურთო კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით უამრავი აკადემია გახსნეს...

მეორე მხრივ, პარალელურ რეჟიმში, ქვეყნის მოსახლეობა სულ უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა.

შედეგად, დღეს გერმანიის ეროვნული ნაკრები სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებისგან შედგება. ნაკრებები გააძლიერეს ემიგრანტების შთამომავლებმა თურქეთიდან, ბალკანეთიდან, არაბული, აფრიკული და სლავური ქვეყნებიდან... ოღონდ, ისინი გერმანული მეთოდით იზრდებოდნენ, იღებდნენ ყველაფერ საუკეთესოს, უპირველესად - წესრიგს, მაგრამ ინარჩუნებდნენ იდენტობას.

ასეთმა შერეულმა შიდა სამუშაოებმა და გარედან მიღებულმა შევსებამ გამოიწვია ის, რომ დღეს გერმანული ფეხბურთი ყველა გემოვნების მაღალი დონის მოთამაშეების ნამდვილი ინკუბატორი გახდა.

გსურს ძლიერი მცველი? აგერ, რიუდიგერია ფესვებით სიერა-ლეონედან. ან გაუვალი საყრდენი ნახევარმცველი თუ გნებავთ? აქ თურქი ემრე ჯანია. და მკვირცხლ გარემარბს თუ ეძებთ, ინებეთ ლიბანელი იუნესი, ხოლო ჭკვიან პლეიმეიკერს თუ ეძებთ, აგერ - უნგრული წარმოშობის გორეცკა.

იოახიმ ლიოვი დიდი არჩევანის წინაშე დგას: რა უნდა მოუხერხოს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისა და კონფედერაციის თასის გამარჯვებულ ამ ახალგაზრდებს? რომელ ფეხბურთელებზე უნდა შეაჩეროს არჩევანი, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის არჩევანის გაკეთება რომ მოუწევს? მათგან ხომ ბევრმა დაიმსახურა, რომ რუსეთში გასამართავ მუნდიალზე შანსი მიიღოს?..

აი, ეს არის დღეს გერმანული პროგრამის შედეგი, რომელმაც დიდი "პრობლემა" შექმნა - ფართო არჩევანისგან თავსატეხი გაუჩნდათ.

ქართული ფეხბურთი კი ამის სრული ანტიპოდია - ერთი-ორი მოთამაშე რომ გამოგვაკლდება, იწყება პრობლემები და შემცვლელს ვერ ვპოულობთ. გეთანხმებით, სად გერმანელთა რესურსები, მუშაობის ეფექტურობა, მიზანდასახულობა და სად - ჩვენი. მაგრამ მათი მოდელის გააზრება და გადმოტანა შეუძლებელი ნამდვილად არ არის.

ამ შემთხვევაში, სასელექციო სისტემას და ერთიანი მეთოდიკის შემუშავებას ვგულისხმობთ. ეს ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში უფრო ადვილიც არის. ამაზე მუშაობა ფეხბურთის ფედერაციამ და გია გეგუჩაძემ დააანონსეს.

საერთოდ, მუდმივი არაფერია - არც წარმატება, არც ჩავარდნა და რაც უფრო მალე შევქმნით ერთიან სისტემას, რომელიც ქართულ ფეხბურთს მოთამაშეებით მოამარაგებს, მით უკეთესი.

საქართველოში დასრულებულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის თამაშს 25 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო და გამოჩნდა, რომ საქართველოში ფეხბურთი კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მშვენიერია ფეხბურთის მასობრიობის პროექტები (მოყვარულთა ლიგა, "ფეხბურთი სკოლებში", გოგონათა ჩემპიონატი), რომელიც ქართულ ფეხბურთს საფუძველს ჩაუყრის და მისი უკეთესი მდგომარეობის წინაპირობა გახდება...

ასევე კარგია უეფას "ჰეთ თრიკის პროგრამა", რომლის ფარგლებშიც ფედერაციამ ახალი საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის დაწყება დააანონსა, მაგრამ ფეხბურთში ჩართული ხალხის რაოდენობა რომ გაიზარდოს, ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს, სხვაგვარად, ამ პროექტების განხორციელება წარმოუდგენელი იქნება და დავრჩებით ისევ იქ, სადაც ვართ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• df

თუ ასეა მაშინ რამდენიმე წელიწადში გერმანია უკენკურენტო ნაკრები გახდება,რადგან ეს ქვეყანა ყოველდღე უფრო და უფრო მულტინაციონალური ხდება,მიგრანტები მთელი მსოფლიოდან!ფეხბურთისთვის და საერთოდ სპორტისათვის კარგია,მაგრამ დამეთანხმებით,რომ ამასთან გულის ამრევიც!

• nastia

სისულელეების ცერას ტავი დაანებონ და ცჰემპიონატს მიხედონ.

• შოკირებული გულშემატკივარი

ქართული გვჭირდება! თუ ასეთი არსებობს, რადგან გერმანული რაოდენობაზეა გათვლილი, ქართული კი მხოლოდ ხარისხზე იქნება ორიენტირებული...

• ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა

ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა,ეტყობა მოგაკლდათ მაყუთი ბიჭებო,არაა?რაც გაქვთ და რაც აგიშენეს იმით ხომ გვასიამოვნეთ და მიაღწიეთ მისაღწევს და ახლა როცა შეგატყობინეს მშენებლობაში "კაიფული იჭრებაო" რატომაც არა,ანგრიეთ ძველი და აშენეთ ახალი!ისე დანგრევაშიც ფულია. გეგუჩაძის რა მოგახსენოთ და ფედერაციაში კი ასეა და შემჭამეთ ახლა. ინფრასტრუქტურა არა,პირდაპირ გადმოგირიცხონ ფული ანგარიშზე და ჯიბისთვის კიდევ,ცალკე მოითხოვთ! რა გააკეთეთ ისეთი,რომ თვეში სამას ლარზე მომუშავე გულშემატკივარს ეუბნებით "მოდით და გვიბალელშჩიკეთო"?!სიყვარული და ჯიგარი გაკლიათ ფედერაციაშიც და მოთამაშეებშიც!!! ვიცი,რომ მოგცემენ მაგ ფულს და "კარგად" მიუჩენთ ადგილს,მაგრამ ფეხბურთს რა ეშველება?

• mamulo

"გსურს ძლიერი მცველი? აგერ, რიუდიგერია ფესვებით სიერა-ლეონედან. ან გაუვალი საყრდენი ნახევარმცველი თუ გნებავთ? აქ თურქი ემრე ჯანია. და მკვირცხლ გარემარბს თუ ეძებთ, ინებეთ ლიბანელი იუნესი, ხოლო ჭკვიან პლეიმეიკერს თუ ეძებთ, აგერ - უნგრული წარმოშობის გორეცკა" აბა "ქართველთა მარშიო" გადაგვარდა ქვეყანაო.გერმანელებსაც რომ მასე ექნათ ,საიდან ეყოლებოდათ ეს ფეხბურთელები? თუ გერმანელობა აქვთ წართმეული?

• roma

ბავშვთა მწვრთნელების გადამზადების 1 წლიანი პროგრამა აუცილებელია ბაზების მშენებლობის პარალელურად უნდა მომზადდნენ და ბაზა რომ მზად იქნება მწვრთნელებიც კვალიფიციური გვეყოლება

• roma

19 წლამდელთა ჩემპიონატზე მიღებული 30 მილიონით 5 ბაზა რომ ააშენოთ რა მოხდება? ერთი ბაზის აშენება 2.5 მილიონი ჯდება ისეთი როგორიც ბათუმში აშენებენ სრულიად საკმარისი იქნება ამ დონის ბაზის აშენება. ნუ შეჭამთ მაგ ფულს და გამოიყენეთ ფეხბურთის აშენებაში

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს

"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა

უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს