ახალი ზელანდიის რაგბის ბოსი მომავალში გლობალურ გაფართოებას არ გამორიცხავს
რამდენიმე დღის წინათ, მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა აუგუსტინ პიშომ განაცხადა, რომ იაპონიის რაგბის ჩემპიონატის (სამხრეთ ნახევარსფეროს ოთხთა ტურნირი: ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთი აფრიკა, არგენტინა) ჩართვის მომხრეა, ისევე, როგორც საქართველოს ექვს ერში გაწევრიანების.

იაპონიის სავარაუდო მიღებას გამოეხმაურა ახალი ზელანდიის რაგბის ბოსი სტივ ტიუ:

"რაღაც ეტაპზე იაპონიის რაგბის ჩემპიონატში მიღების საკითხი აუცილებლად დადგება. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ეს გუნდი საკმარისად კონკურენტუნარიანი გახდება.

ამჟამად SANZAARიმაზე მუშაობს, რომ "სანვულვზი" ღირსეულად გამოვიდეს სუპერ რაგბის ჩემპიონატში, ეს არის პირველი ეტაპი და მათ ჯერ ეს ნაბიჯი გადასადგამი აქვთ".

მართლაც, ტოკიოს "სანვულვზი" სუპერ რაგბის პირველობას შარშან დაემატა, როცა ტურნირი 18 გუნდამდე გაიზარდა. ორი სეზონის ჯამში იაპონურმა კლუბმა 30-დან მხოლოდ 3 შეხვედრა მოიგო. SANZAAR-მა მომავალი სეზონიდან ტურნირი 15 გუნდამდე დაიყვანა, თუმცა "სანვულვზი" შეჯიბრებაში დატოვა.

ტიუმ განაცხადა, რომ სწორედ იაპონია, რომელმაც ბოლო მსოფლიოს თასზე სენსაციურად დაამარცხა სამხრეთი აფრიკა 34:32, ითვლება ტურნირის გაფართოების პირველ კანდიდატად, მაგრამ ორგანიზატორებს სამომავლოდ თვალი სხვა ქვეყნებზეც უჭირავთ.

"იაპონიის ჩართვა ამ ტურნირი მხოლოდ დროის საქმეა, მაგრამ მხოლოდ ეს გუნდი არ არის, რომელზეც თვალი უნდა გვეჭიროს - ჩრდილოეთ ამერიკაში აშშ და კანადა, ევროპაში - საქართველო. როგორ მოვუნახოთ ამ გუნდებს რეგულარული ტურნირები, რომ ისინი მსოფლიოს თასზე რეალურ წინააღმდეგობას უწევდნენ ტოპნაკრებებს. აი, ეს საკითხები დგას დღის წესრიგში მსოფლიო რაგბის ორგანიზაციისთვის.

თუ ჩვენ ამ რეგიონში ვაპირებთ გაფართოვებას, მაშინ წყნარი ოკეანის წარმომადგენლებიც უნდა განვიხილოთ. მაგრამ მათაც დასამტკიცებელი აქვთ, რომ კონკურენტუნარიანები არიან", - განაცხადა ტიუმ.

Irakliy
გოგა-ს ეგ ფანტასტიკუს სფეროდან უფრო მგონია. უპირველესყოვლისა ფინანსების მხრივ. ნაკრების ოკეანეთში გაფრენა უზარმაზარ სახსრებთან არის დაკავშირებული. მით უფრო წელიწადში ორჯერ. თან ისინიც ხომ უნდა ჩამოვიდნენ. არა მგონია სამოას თავზე საყრელად ჰქონდეს ფული.
გოგა
ამ ეტაპზე ალბათ ყველაზე რეალური იქნება ახალი ჩემპიონატის დაარსება - 2 ევროპიდან (საქართველო + რუმინეთი, ურთიერთშეხვედრებში გავარდნით და ევროპა 3-ის დამატებით) 2 აზია ოკეანია (იაპონია, ან ფიჯი, ან სამოა, ან ტონგა, ბოლო ადგილოსანის გავარდნით და ახლის დამატებით) ამერიკა 1 (აშშ,ან კანადა,ან ურუგვაი ან .. ) აფრიკა 1 ... სულ 6 გუნდი თუნდაც 2 წელიწადში ერთხელ მიმოსვლით რომ ჩატარდეს ცუდი არიქნება
კახა
თუ ამ ჩემპიონატში მიგვიღეს,ბევრად აჯობებს 6 ერს. და სირცხვილი მაშინ ევროპას,ერთ ადგილას შეირჭონ 6 ერის პირველობა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო