ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გრიგოლ დოლიძე: ზოგჯერ ისეთები მესმის, ვერაფრით ვეთანხმები

გრიგოლ დოლიძე: ზოგჯერ ისეთები მესმის, ვერაფრით ვეთანხმები

ქუთაისის "ტორპედოს" ბომბარდირმა ჩემპიონატზე, ტურნირის მოდელსა და ევროთასებზე ისაუბრა
ქუთაისის "ტორპედომ" მესამე წრე დამაჯერებლად დაიწყო - "დავით პეტრიაშვილზე" 2:1 დაამარცხა "საბურთალო". ქუთაისელთა შორის დუბლი გრიგოლ დოლიძემ შეასრულა. 34 წლის შემტევი ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.

ვფიქრობთ, მასთან ინტერვიუ "ლელოს" მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს...

- ჩემპიონატის მეორე წრე გუნდმაც კარგად დაიწყო და პირადად თქვენც. კარგი დასაწყისი კი ასეთივე განწყობას განაპირობებს...

- დიახ, ასეა. ვეცდებით, ასევე გავაგრძელოთ. მაგრამ ჩემს გოლებზე მნიშვნელოვანია გუნდის წარმატება. ახლა "ტორპედოს" ეს ძალიან სჭირდებოდა.

- თუმცა, ფაქტია, რომ გუნდის ბომბარდირი ხართ...

- სასიამოვნო ფაქტია და ვეცდები, გუნდს ჩემპიონატის დანარჩენ შეხვედრებშიც დავეხმარო გოლებით. მაგრამ "ტორპედოში" სხვებსაც გააქვთ. რა თქმა უნდა, გოლები ძალიან კარგია, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ბომბარდირობაზე არასოდეს მიფიქრია.

- ჩემპიონატში კარგი თამაში სასიამოვნოა, მაგრამ ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ გულშემატკივარი იმედგაცრუებულია და ჩემპიონატში გამარჯვებებით გამოწვეული სიხარულიც უფერულდება.

- სამწუხაროდ, ასეა. ევროპის ლიგაზე ისე ცუდად ვითამაშეთ, არაფრის თქმა აღარ მინდა. ეს ფეხბურთელებს ყველაზე მეტად გვაწუხებს. არავისზე გადაბრალებას არ ვაპირებ, რაც მოხდა ისევ ჩვენი ბრალია. რომ ამბობენ, ჩემპიონატის ფორმატმა არ გაამართლაო, სწორედ იმის ბრალია, რომ წლების განმავლობაში ჩემპიონატი ჩემპიონატს არ ჰგავდა და დონეც დაეცა. როგორც იქნა, ეროვნული ლიგა შედარებით ნორმალური მოდელით დაიწყო და ზოგჯერ ისეთები მესმის, ვერაფრით ვეთანხმები.

გუნდებმა 6 თვით ადრე ვიცოდით, ევროპაზე რომ გავდიოდით, გაძლიერება გვჭირდებოდა და მოსამზადებლადაც გვქონდა დრო.

- ეტყობა, ჩვენი კლუბების კლასი ისე დაეცა, მოსამზადებლად დიდი დროც აღარ გვშველის...

- მეც ამას არ ვამბობ?! ჩემპიონატში ვითარება მხოლოდ გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ გამოსწორდა. ახლა ისეთი თამაშებია, სულ დაძაბულები ვართ, ქულასაც ვერავის წაართმევ და ეს გახდა წარუმატებლობის მიზეზი? სისულელეა.

პირიქით, ჩემპიონატის დონის ვარდნა ახლა შეჩერდა. ერთ წელიწადში სასწაული არ მოხდება. მაგრამ დრო გავა და ეს ფორმატი შედეგს გამოიღებს. მე პირადად, ამაში დარწმუნებული ვარ.

- წლებია თამაშობთ და გაგიადვილდებათ იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია ასეთი კატასტროფული რეგრესი?

- ამაზე ლაპარაკი გამიჭირდება. დონე რომ დაეცა, ფაქტია. ეს წლების განმავლობაში იგრძნობოდა და ამ მდგომარეობამდე უცებ არ მივსულვართ, წლების განმავლობაში მივექანებოდით ფსკერისკენ... ამიტომაც მირჩევნია ახალი ფორმატი ძველს, რომ თამაშებში მეტი ენერგია მიდის და ადრინდელისგან განსხვავებით, გასეირნება თითქმის არც ერთ მეტოქესთან არ გამოდის, ლამის ყველა შეხვედრას აზრი და დატვირთვა აქვს. მეორე მხარეც არის - სატელევიზიო გაშუქებამ ძალიან კარგი როლი ითამაშა და ვინც ევროთასებზე ცუდი თამაშისა და ნაკრების წარუმატებლობის გამო ამასაც ხაზს გადაუსვამს, ძალიან შეცდება.

- ეროვნული ლიგის სატელევიზიო გაშუქება მოგწონთ?

- იდეალური არ არის, მაგრამ მაინც მომწონს, რადგან ასეთი რამ მხოლოდ 10 წლის წინ ხდებოდა, როცა პროფლიგა ცდილობდა ჩემპიონატის წარმოჩენას, ფეხბურთელების პოპულარიზაციას და მაშინ ვიგრძენით, რომ ფეხბურთელები დავფასდით... მაშინ "ამერში" ვთამაშობდი და ფინალი იყო თუ სუპერთასი, ზეიმი სუფევდა სტადიონზე, ხალხი ბევრი მოდიოდა და თამაში გვსიამოვნებდა...

მეორედ ახლა დაიწყეს და არ შეიძლება, ეს არ მახარებდეს. იყო პერიოდი, არავინ იცოდა, ჩვენს ჩემპიონატში რა ხდებოდა. სწორედ თქვენთან, "ლელოში" წავიკითხე - ეროვნული ლიგის რამდენიმე შეხვედრას ინტერნეტში 8 ათასმა ადამიანმა უყურა.

ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. სიმართლე გითხრა, თვალებს ვერ ვუჯერებდი. ჩვენ ევროპაზე ორი წრეც რომ გადაგველახა, ეს ხალხი ტრიბუნებს შეავსებდა.

- საერთო აზრია, რომ ადრე უკეთესი ფეხბურთელები იზრდებოდნენ...

- მე კი მგონია, რომ ნიჭიერი ბავშვები საქართველოში ყოველთვის იყვნენ. ევროპის ჩემპიონატზე 19-წლამდელთა ნაკრების თამაშმა ძალიან დამაიმედა - ეს ბავშვები ნიჭიერები არიან, "ტორპედოშიც" ბევრი კარგი ახალგაზრდაა, "დინამოშიც", "საბურთალოშიც", "ლოკომოტივშიც"... მაგრამ მერე ვეღარ იზრდებიან და ეს არის დამაფიქრებელი. კარიერას რომ ვიწყებდი, იმ დროიდან არაერთი ნიჭიერი ბიჭი მახსენდება, მაგრამ ბევრმა ვეღარ ითამაშა, რამდენიმეც ფეხბურთს ნაადრევად ჩამოშორდა.

- ეროვნული ლიგის ლეგიონერებზე რას იტყვით?

- ამაში საკმაოდ მოვიკოჭლებთ, მაგრამ გამორჩეულებიც არიან. გორის "დილაში" ძალიან მომწონდა ლეონარდო რიბეირო, კარგად ითამაშა და აგერ, უცხოეთშიც უცებ წაიყვანეს.

- გავა ერთი წელი და ქართული კლუბები ევროპალიგაზე ისევ ითამაშებენ. შეიცვლება კი რამე ამ ერთ წელიწადში? ისე ჩანს, რომ ერთი რიგითი ევროპული კლუბი, მაგალითად "ტრენჩინი", ჩვენზე ორი თავით მაღლა იდგა...

- მესმის, რომ ორი შეხვედრის ჯამში 1:8 წავაგეთ და რაღა უნდა ვილაპარაკო, მაგრამ საქმეც ისაა, რომ რეალურად, ჩვენი გუნდების შესაძლებლობებში ასეთი დიდი განსხვავება არ იყო, როგორც შედეგიდან გამოჩნდა. იცით, რაშია საქმე? მათ სტაბილური განვითარებს მეტი შანსი აქვთ, ერთსა და იმავე პირობებზე სლოვაკეთში მეტი ლეგიონერი მიდის, ვიდრე საქართველოში, ფულიც ოდნავ მეტი აქვთ, მაგრამ ეს "ოდნავ მეტიც" საკმარისია, რადგან ევროპული ქვეყანაა და ჩვენზე წინ აყენებენ...

მაგრამ მაინც მჯერა, რომ დღევანდელი მდგომარეობა ჩვენი ფეხბურთის რეალობას ვერ ასახავს.

აზერბაიჯანელებმა ძალიან დიდი პროგრესს მიაღწიეს და გაგვასწრეს. მაგრამ ვერ ნახეთ, მათ ერთ-ერთ კლუბს ფინანსური კრიზისი შეექმნა და ეგრევე ლუქსემბურგის გუნდთან წააგო. ეს აჩვენებს, რა შეიძლება მოუვიდეს უფულო გუნდს. ასე რომ, ჩვენი ჩავარდნა ცუდია, მაგრამ, უიმედოდ არ ვარ - მე მგონია, რომ ადრე თუ გვიან ამ წუმპიდან ამოვალთ.

ნიჭიერი თაობები გვყავს და თუ სწორი გზით წავალთ, ეს ნიჭი არ დაიკარგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• კახა

არაფერი მაქვს ამ კაცის საწინააღმდეგო პირიქით მე მგონი ამის გოლებია ერთადერთი დადებითი ჩვენს უდღეურ ჩემპიონატში. პასუხებსაც რეალობასთან ახლოა აქვს მაგრამ რა მაინტერესებს ბატონო ჟურნალისტო რა კითხვებიც დასვით იმას ხომ ყველა დაუსვამდა რატო არ კითხეთ ქართველ ფეხბურთელებს რატო უჭირთ ევროპაში დამკვიდრება თუნდაც პროფესიონალიზმი რატოა ნულის დონეზე უმეტეს შემთხვევაში დამაწყებინეთ მუშაობა თქვენთან გამოგაცოცხლებთ

• ქუთაისელი-2

ყველამ იცოდა რომ ტორპედოს ნორმალური შემტევი და ნახევარდაცვაში კარგი დისპეტჩერი არ მოინახა, და ამიტომ გუნდმა დადო ასეთი შედეგი!

• bebeto

გაძლიერება გუნდების ეტაპობრივად უნდა ხდებოდეს,ტორპედოში კარგად უნდა გაანალიზონ რა მოუვიდათ ევრო ტურნირებზე და შესაბამისად უნდა იმოქმედონ,ზოგადად ჩემპიონატის დონე თუ აიწევს მაშინ ევროტურნირებზეც იქნება წარმატებები.

• korben dallas

კაი ბატონო, დაგელოდებით... 25 წელია გელოდებით თქვე "ვოზდუხებო" და ორ-სამ წელსაც მოვითმენთ როგორმე DDDDDDDD

• dave

ყოჩაღ დოლა, მოსაწონია წაგებულ თამაშებში დამნაშავეს სხვებში რომ არ ეძებ. იმედია მომავალში სწორად გაანალიზებთ მომხდარს და უკეთეს შედეგს აჩვენებთ. წარმატებები

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე