ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ახალი ტალღა - მწვრთნელები, ვისიც გვეიმედება

ახალი ტალღა - მწვრთნელები, ვისიც გვეიმედება

მოდით, გადავავლოთ თვალი იმ ახალგაზრდა მწვრთნელებს, რომლებიც ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში საქმიანობენ...
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ხიზანიშვილი სამწვრთნელო საქმეს შეეჭიდა და ერთბაშად ორი გამოწვევა მიიღო. ის უკვე მუშაობდა ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში, როცა თბილისის "ლოკომოტივის" შეთავაზებაზე დათანხმდა და საქმესაც შეუდგა...

ვერაფერს იტყვი, ძალიან კარგია - თუ არა ახალგაზრდა სპეციალისტების წინა პლანზე წამოწევა, სხვა ბევრი არაფერი დარჩენია ქართულ ფეხბურთს. საერთოდ, ტენდენცია სწორედ აქეთკენ მიდის...

მოდით, გადავავლოთ თვალი იმ ახალგაზრდა მწვრთნელებს, რომლებიც ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში საქმიანობენ...

ეროვნული ლიგა

კახა ჩხეტიანი

ის ქუთაისის "ტორპედოში" მუშაობს. ევროპულ ასპარეზზე "ტორპედომ" ორმატჩიანი დუელი უშანსოდ დათმო სლოვაკურ "ტრენჩინთან", მაგრამ საქართველოს პირველობაზე ჯერ ყველაფერი რიგზეა. სწორედ კახა ჩხეტიანის "ტორპედოა" თბილისის "დინამოს" უპირველესი კონკურენტი შინაურ საჩემპიონო მარულაში.

ევროასპარეზზე მან პირველად დამოძღვრა გუნდი და, ალბათ, მისი საერთაშორისო გამოსვლა მთელი სიმკაცრით მომავალი სეზონიდან უნდა შეფასდეს, როცა იქ გარკვეული გამოცდილებით წარდგება...

გია ცეცაძე

"სამტრედიამ" ძალიან დაგვწყვიტა გული ევროპალიგაზე. რა თქმა უნდა, "ყარაბაღთან" მარცხი უაღრესად მტკივნეული იყო, თუმცა ვიყოთ რეალისტები - საქართველოს ჩემპიონი აზერბაიჯანის პირველ გუნდთან თითქმის უშანსოდ იყო ორმატჩიან დუელში და ეს ჯერ კიდევ წილისყრის დღეს ვიცოდით...

საქართველოს ჩემპიონატში გია ცეცაძემ ჯერ ოქროს მედლები მოაგებინა გუნდს, დღეს კი ეს გუნდი, ოღონდ, განახლებული სახით, მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. მისი ფეხბურთი შემტევი, გახსნილი და საცქერად ხშირად კარგია საქართველოს დონეზე, თუმცა მისმა გაწვრთნილმა "სამტრედიამ" ევროარენაზე ჯერაც ვერ გაგვახარა.

ალბათ, ეს რომ გააკეთო, უკეთესი შემადგენლობა უნდა გყავდეს. ცეცაძეს თავიდან მოუხდა გუნდის აწყობა საჩემპიონო სეზონის შემდეგ და ესეც სათვალავშია ჩასაგდები.

გიორგი დევდარიანი

"რკინიგზელებს" გიორგი დევდარიანი მოძღვრავს. მისი მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს და ამის დასტურად შაბათს მოგებული თბილისური დერბიც გამოდგება. რიგი ჩავარდნების მიუხედავად, დევდარიანის "ლოკომოტივი" მაინც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის საქართველოს ჩემპიონატში.

მის ასისტენტ ხიზანიშვილზე ზემოთ უკვე ვთქვით. ზოგადად, "ლოკო" ფართოდ უღებს კარს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ხვალინდელ დღეზეა ორიენტირებული და არც გამოცდილი კადრები აკლია. დევდარიანიც ძალიან თვითმყოფადი, თავისებური მწვრთნელია. მან უკვე მიაღწია გარკვეულ ევროწარმატებას გორის "დილასთან" ერთად და არ არის გამორიცხული, თუნდაც მომავალ სეზონში, "ლოკომოტივთან" ერთადაც სასიამოვნოდ გაგვაკვირვოს.

გიორგი ჭიაბრიშვილი

მან უკვე იცის ქართული ტიტულების გემო. გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით "ზესტაფონმა" ძალიან მაგარი საშინაო ევრომატჩი ჩაატარა ბელგიურ "ბრიუგესთან".

ამ ეტაპზე თბილისური კლუბისთვის პრიორიტეტს ახალგაზრდა ფეხბურთელების წინა პლანზე წამოწევა წარმოადგენს. ამ მისიას კლუბი თავს კარგად ართმევს - თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებს, იქ მრავლად არიან "საბურთალოს" აღსაზრდელები. ისე ჩანს, ჭიაბრიშვილი მალე უნდა გადავიდეს თვისობრივად ახალ დონეზე...

გიორგი დარასელია

გორულ კლუბში ახალმისულია. შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება ჯერ ძალიან რთულია. ერთი, რაც შეიძლება დაიწეროს, ეს არის - დარასელიას გაწვრთნილი გუნდები სტაბილურობით გამოირჩევიან. თავის დროზე, სწორედ ამით დაგვამახსოვრა თავი მის მიერ გაწვრთნილმა გორულმა კლუბმა...

გელა სანაია

კარგად მუშაობს ფოთურ კლუბში. შედეგი განსაკუთრებული ვერ არის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა, რომელშიც სანაიას უწევს მუშაობა. ყოველ ექვს თვეში მას ახალი გუნდის შენება უწევს.

საიდუმლო არავისთვისაა - "კოლხეთი" საქართველოში თვითმყოფად ფეხბურთს თამაშობს და ამ გუნდში ხშირად ჩნდებიან ხოლმე საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეული ლეგიონერები.

გიორგი შაშიაშვილი

შაშიაშვილმა გარისკა. მართლაც სასწაული იქნება, საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველის ხელმძღვანელობით ქობულეთურმა კლუბმა უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნოს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ეს ეტაპი მისთვის დიდი გამოცდილებაა.

"შუქურაში" ამბობენ, კლუბი გრძელვადიანი განვითარების პროექტს იწყებსო და, ალბათ, შაშიაშვილი არ იქნება წინააღმდეგი, ამ პროექტის ნაწილი იყოს, თან - წარმატებულიც.

ეროვნული ლიგა 2

გიორგი მიქაძე

ვისაც უნდა ჰკითხო, გიორგი მიქაძეზე ყველა კარგს იტყვის. "მერანი" აწყობილი და გემრიელად მოთამაშე გუნდია. უკეთესობა ეტყობა მარტვილის საფეხბურთო ინფრასტრუქტურასაც. ამაში, კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, მიქაძის წვლილიცაა. ზოგადად, მომავალზე მოფიქრალი მწვრთნელია.

ვარლამ კილასონია

წლებია, ვარლამ კილასონია კედლად უდგას რუსთავურ ფეხბურთს და ამჯერადაც ასეა. მისი ხელმძღვანელობით "რუსთავი" ეროვნულ ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის. ფაქტია: კილასონიას აქვს საქმისადმი ძალიან სპეციფიკური მიდგომა. ფეხბურთელებში მას ყოველთვის დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და ახლაც ასეა.

თენგიზ კობიაშვილი

"ვიტ ჯორჯია" წლების განმავლობაში ინარჩუნებს საკუთარ ნიშას. ეგაა, ველოდით, რომ ამ დროისთვის "ვეტერინარებს" უკეთესი სატურნირო მდგომარეობა ექნებოდათ, ვიდრე ახლა აქვთ. როგორც ჩანს, გუნდმა უმაღლეს ლიგაში დაბრუნების ამოცანა სამომავლოდ უნდა გადადოს.

გიორგი ჭელიძე

ტყიბულის "მეშახტეს" თავკაცი ცოტა ხნის წინ მოქმედი ფეხბურთელი იყო. ის ძალიან თავისებური ფორვარდი იყო და რატომღაც სულ მეგონა, რომ აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას დაიწყებდა. ასეც მოხდა.

გიორგი ჭელიძემ იმუშავა "საბურთალოს" სისტემაში და თბილისის "შევარდენში", ახლა კი მისთვის ახალ გამოწვევას შეეჭიდა - "მეშახტეს" ეროვნულ ლიგა 2-ში უნდა შეუნარჩუნოს ადგილი.

ამ დროისთვის, რამდენიმე ისეთი მწვრთნელია, რომელიც უმუშევარია.

უპირველეს ყოვლისა, უჩა სოსიაშვილი უნდა გამოვყოთ. მისი ხელმძღვანელობით "დილა" საქართველოს ჩემპიონი გახდა. ზოგადად, მაშინდელ "დილას" ნამდვილად ეტყობოდა მწვრთნელის ხელი. დასანანი იყო სომხურ "შირაქთან" ევროპალიგაზე განცდილი მარცხი, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მაშინ გორული კლუბი ყოველგვარი პირობების გარეშე ემზადებოდა ორრაუნდიანი დუელისთვის...

ლევან ხომერიკი სულ ცოტა ხნის წინ ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გახლდათ. აჭარულ კლუბს ჩავარდნა ჰქონდა, რაც მოულოდნელი სულაც არ იყო იმ ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, რომლებსაც ეს გუნდი განიცდიდა. ხომერიკს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც უმუშავია.

ასევეა აჭარული ფეხბურთის კიდევ ერთი წარმომადგენელი გელა შეყილაძე. ის არცთუ დიდი ხნის წინ ხორვატი პეტარ შეგრტის თანაშემწე იყო ავღანეთის ეროვნულ ნაკრებში და ამ გუნდმა, თავისი სტატუსის კვალობაზე, წარმატებით ითამაშა...

რა თქმა უნდა, დღეს ქართული სამწვრთნელო სკოლა ჩამორჩება უცხოურს, მაგრამ იმდენად არა, რამდენადაც ჩვენი საფეხბურთო მეურნეობის სხვა სეგმენტები. მწვრთნელი გარკვეულწილად სხვაზეა დამოკიდებული - ის ვერაფერს იზამს, თუ მას კვალიფიციური კადრები არ მიუყვანე. ამის გაკეთება კი საქართველოში არავის უნდა.

რა თქმა უნდა, მწვრთნელი ჯადოქარი არ არის, ხელის ერთი აქნევით შეცვალოს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მათ სჭირდებათ კვალიფიკაციის ამაღლება და უნდა ვაკრიტიკოთ კიდეც ისინი ევროთასებზე განცდილი კრახისთვის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მომენტიც: ჩვენი ყველა მოწინააღმდეგე რესურსით ბევრად სჯობდა თითოეულ ქართულ კლუბს.

საერთოდ, საქართველოში მწვრთნელი ძალიან ხშირად ითვლება დაბალ ღობედ. კლუბების ხელმძღვანელები ლამის ყოველთვის მხოლოდ მათზე ტეხენ ჯოხს. აღარ გვინდა იმის გამეორებაც, რომ არაერთ შემთხვევაში, ამა თუ იმ კლუბში, მწვრთნელი მხოლოდ იმიტომ ირჩევა, რომ ის ვიღაცის ახლობელი ან მეგობარია...

ეს ტენდენცია სასწრაფოდ უნდა მოისპოს, რადგან თავშივე გამორიცხავს ყოველგვარ პროგრესს. სწორედ ესაა ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სენი - ფეხბურთელები და მწვრთნელები ძალიან ხშირად "წრეზე" დადიან და ბევრი წარუმატებელი სპეციალისტია ქართულ ფეხბურთში სხვადასხვა დონეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• მურთაზი

მე მგონი მე და ჟურნალისტები სხვა და სხვა ფეხბურთებს ვუყურებთ ჩვენი გუნდების შესრულებით

• levani

მწვრთნელებზე ცუდს რა ნამუსით იძახიით?! ან არ გესმით და ან სპეციალურად იძახით მაგას! თუ ხარისხიანი მასალა არ გაქვთ ნორმალური სახლის აშენებას საიდან შეძლებთ?! მოდით რააა, სანამ რამეს დაწერთ თქვენს თავზე გადაიტანეთ ეგ ყველაფერი და წამით წარმოიდგინეთ რომ გყავთ გუნდი და ისეთი ფეხბურთელები რომლებიც საჭიროზე დაბალი დონის არინ! მაგრად მაინტერესებს რას იზამდით...

• ერო

გეთანხმები .... ან 1 იანვარს რო წასაკითხად არავის ეცალოს ))))))))))))))))))))))

ოჰ ნეტა ყველა ქართველი, დიზაინერი, პოლიტიკოსი და პროფესორი არ იყოთ რაააააა ..... ხო ფეხბურთის ექსპერტები გამომრჩა )))))))))))))))

• ზორბეგი

ეს სტატია 1 აპრილს გამოაქვეყნეთ

• Jeko

ცეცაძე და ჩხეტიანის წარმატებაზე რა მოგახსენოთ, 1:20???!!!! სირცხვილი უკვე უცხო გახდა თქვენთვის

• 11111

ყოჩაღ რა...მაგარი საიტი გააკეთეთ... ამაში ფული გადაიხადეთ????

• PAXUMI

torpedom tasi rom moigo hxetianma qutaislebis didi sikvaruli moipova,magram evro turnirebma gaauferula kvelaferi. da hxetianic fulis monat gadaiqca torpedohi.eger cxadadze gadadga da hen vin xar.

• boba

რას დაგიმსგავსებიატ საიტი ერტი წესიერი საიტი იყო და ისიც აგარ არის, მალადეც

• status quo

კაპიკია ამათი ფასი.ესენი ევროპული გუნდების მეორე ასისტენტების დონეზეც ვერ არიან

• ოპააა...

ოპაააა....

• mamuka kvaracxelia

ალეკო ცოტა ამაგი მაქვს შენზე და ძალიან გთხოვ მეორედ აღარ დაწერო ამგვარები, რომ სამტრედია უშანსოდ იყო ყარაბაღთან!!!! რეინჯერსი რომ შეხვედროდა???? გამოვიდნენ მოყვარულები ლუქსემბურგის პროგრესიდან და ბდღვირი ადინეს სქოთებს!!! შანსი ყველას ყველასთან აქვს!!

• შოკირებული გულშემატკივარი

ამათაც პრო ლიცენზია აქვთ და მოურინიოსაც:)))

• Gio

ეეს ალბათ იმ სტატიის (ჩვენი ბრალია?)მერე მოუბოდიშე ამათ "თქვენზე არ იყო ძმებო ბაზარიო")))) ეეხ მესმის თქვენი ბატონო ალეკო!

• ალექსანდრე უბირია

ცეცაძე და დევდარიანი. დანარჩენს ფეხბურთთან არაფერი ესაქმება.

• gega

კახა ჩხეტიანი-მთელ ქუთაისს გვჯერავს შენი..გვჯერა ტორპედოსთან ერთად დიდი წარმატებები გველის. წინ ტორპედო

• nodo

ამ ცოტახნის უკან ამატმა ხო ჰაისვარეს ტუ მეხსიერება მგალატობს.

• ჯონდო

დილით ამ ჟურნალისტმა გრძელი წერილი დადო, რონ სიმართლე უნდა წეროს და ახლა ეს? სასაცილია ღმერთმანი

• bajo

ამაგიჯებენ ეს ჯურნალისტები,2 კვირაა არაა გასული მის მერე რაც ამ ცვრტნელების უმრავლესობამ როგრ სჰეარცხვინა ქარტული ფეხბურტი და ეხლა ასე უტიფრად ცერტ რო ამატი იმედი გვქონდეს.გადასჰენდიტ რაააა სანამ ფეხბურტი სამუდამოტ არ სჰეგვაზულეტ.

• გოგა

სად დაინახეთ ამ ჩამოთვლილი მწვრთნელების რამე შედეგი ან გენიალურობა?ევროპაზე ვნახეთ მაგათი გენია.ერთმანეთს ძლივს უგებენ და ბედნიერები არიან.ან დარასელიას გაწვრთნილი გუნდი სად ნახეთ?ზუგდიდი რო გამოაგდო ეს თუა წარმატება კი ბატონო.

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი

"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა

კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება

გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა

გიორგი მიქაძემ "თელავი" დატოვა და "საბურთალო" ჩაიბარა

ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს

გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში

მოულოდნელი ამბავი - "სამგურალმა" მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე გაათავისუფლა

"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს

"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ

გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის

გიორგი მიქაძე - "სამგურალზე": საკმაოდ გავძლიერდით და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ

ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა

"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

"იბერიამ" მიქაძე გაუშვა და კორღალიძე მთავარ მწვრთნელად უკვე მესამედ დანიშნა

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა

"რუსთავში" ორ კვირის წინ მწვრთნელად დანიშნულმა გიორგი შაშიაშვილმა კლუბი დატოვა

გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის

"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის

სამწვრთნელო ცვლილება ეროვნულ ლიგაში - ამბიციური მწვრთნელის პირველი კომენტარი

დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...

კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა

მინასიანის ნაცვლად "თელავის" მწვრთნელად მიქაძე დანიშნეს

გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია

გიორგი შაშიაშვილმა გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა

გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?

ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის

გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია

გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია

ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა

"რუსთავის" მწვრთნელად გიორგი შაშიაშვილი დაინიშნა

10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება

ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...