გამოხმაურება საჩხერის "ჩიხურას" სპორტული დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის ინტერვიუზე
ენით ხვნა-თესვის, ალოობის ბუმია საქართველოში. ენით მხვნელ-მთესველნი მომრავლდნენ უმაღლესი თუ უმდაბლესი ინსტანციების ყველა რგოლში. იმისი ენა უფრო ჭრის, ვინც ამერიკაშია განსწავლული, თუნდაც ისე ნამყოფი...

ამა მიზეზთა გამო არც საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" სპორტულ დირექტორ ბერიკა შუკაკიძის "ენა-გუთანია" ვინმეს ანალოგიურ იარაღზე ნაკლებად ალესილი. ამაში იოლად დარწმუნდებით, თუ გაზეთ "ლელოს" 2 აგვისტოს ნომერში დაბეჭდილ მის ვრცელ ინტერვიუს წაიკითხავთ.

- ბერიკა შუკაკიძე: სადაც ახლა ვართ, იქ ვიქნებით ოთხი წლის შემდეგაც, როცა ეს პროგრამა დასრულდება

მაინც ვისი მისამართით ისვრის ტყვიამფრქვევივით ქართული ფეხბურთის "გადამრჩენელ" აზრებს ეს კიდევ ერთი ენით მხვნელ-მთესველი? ძირითადად - მაინც ფეხბურთის ფედერაციისკენ.

მერე ვინ დაუშალა იმის გაკეთება, თუნდაც იმ ფარგლებში, რაც თვითონაც შეუძლია და რასაც სხვისგან ითხოვს?

ხუთი მარტივი ტიპის სპორტული მოედანია თავის სოფელში და ხუთივე - უმოქმედო. ერთხელ მაინც დაინტერესებულა ამ მდგომარეობით? დიპლომები მართლაც არ აკლია, მაგრამ დაუჯერებს ვინმე, რომ კაპიკი ფული არ უნდა, საკუთარი მანქანით ივლის თუ გვერდში დაუდგებიან?

მისი ხელფასებისა და პრემიების (ღმერთმა შეარგოს) მცოდნე, ვფიქრობ, ამას არ დაიჯერებს. ან სად ივლის, ვისთან და როდის, როცა ამჟამადაც მიმდინარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი ფეხბურთში? მრავლად მონაწილეობენ სოფლების გუნდებიც. უნახავს ვინმეს აქ ბერიკა შუკაკიძე? არადა, მუნიციპალიტეტის ჩემპიონატს უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე "ჩიხურას" მატჩებს.

თურმე წელიწად-ნახევრის შემდეგ მისულა იმ დასკვნამდე, რომ "ასე აღარ შეიძლება". მცოდნისა და გამოცდილების მქონეთათვის მოესმინა და ამხელა პერიოდი არ დასჭირდებოდა. თურმე, ნუ იტყვით და, ჯანსაღი კრიტიკის მომხრეც ყოფილა, გულშემეტკივრების კრიტიკის "ძალიან დიდი ნაწილის" საკუთარ თავზე ამღებიც. გულზე ხელი დაიდოს - მართლა ასეა? თუ ასეა, მის ადგილზე ბევრი კლუბიდან წავიდოდა.

რომელი "კრიტიკის მიღებაზე" გველაპარაკება, როცა ცუდი თამაშის გამო "მოყვარეს პირში უძრახეს" მოტივით, გუნდის გაკრიტიკებისთვის შეურაცხყოფას აყენებს მასზე სოლიდური ასაკისა და დამსახურების მქონე პიროვნებებს? კრიტიკა და ჯანსაღი აზრი რომ აინტერესებდეს, ვინმესთვის მაინც "შეღწევადს" გახდიდა კლუბის ხელმძღვანელობის, მისი გამგეობის საქმიანობას.

აბა, გვითხრან, როდის ჩაატარეს უკანასკნელად გამგეობის კრება, რა საკითხები განიხილეს და ვისი აზრი მოისმინეს? გამგეობის "შესასვლელი" ისე აქვს შემოზღუდული, შიგ ჩიტი ვერ შეფრინდება. მე, პირადად, კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ, თუ, რა თქმა უნდა, დაუკითხავად ჯერ კიდევ არ გადაუხაზივარ ამ სიაში.

აინტერესებს ვინმეს შენი აზრი? მეტი არაა ჩემი მტერი. არაფერს ვიტყოდი, დამფუძნებლებიდან მარტო მე რომ ვიყო იგნორირებული. ალბათ, წელიწად-ნახევრის შემდეგ მიხვდა იმასაც, რომ დღეს ჩვენს ფეხბურთში ძალიან ბევრი არაპროფესიონალია, რომ ფიზმომზადების, მეკარეების, მწვრთნელების, ანალიტიკოსების, სპორტული დირექტორების დეფიციტია და ასე შემდეგ.

კარგი რა, ბერიკა! გადახედე კლუბის საშტატო შემადგენლობას, რომელი გვყავს იქ პროფესიონალი?! ნუთუ არაპროფესიონალების მიღებასაც ფეხბურთის ფედერაცია გაიძულებს?! გეთანხმებით, კლუბში პროფესიონალი სპორტული დირექტორის დეფიციტი ნამდვილად არის.

გეთანხმებით იმაშიც, რომ კარგი ბაზები და დიდი ფინანსები აუცილებელია წარმატებისთვის, მაგრამ თუ მხოლოდ ამას დაველოდებით, კიდევ კარგახანს მოგვიწევს მაჩანჩალობა. არავითარი განსაკუთრებული ბაზა და ფინანსები (პირიქით, ძალზე მწირი და შეუსაბამო) არ ჰქონდა საჩხერეში ძალოსნობას (ახლაც ეგრეთ წოდებული "ობლების" სასადილოს შენობაში ვარჯიშობენ ძალოსნები), მაგრამ მისი წონადი დამსახურებაა, რომ ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს საქართველოს!

სპორტის ამ სახეობაში არც აქ აღზრდილი საქართველოს ჩემპიონები და ევროპის პრიზიორები გვაკლია. კარგი ბაზა ახლაა მშენებლობის პროცესში. მადლობის მეტი რა გვეთქმის!

დიახ, არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებითაც შეიძლება გაცილებით მაღალი შედეგის მიღწევა, მაგრამ ამას ქართული გულ-ჯიგრის მქონე პროფესიონალები სჭირდება და არა - ენით მხვნელ-მთესველები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bajo.
დზველი დააბრუნეტ ტორე დაკარგავტ ხალხს ამას ვერაფერი გაუგეეე.იზე სტატიააა მომეცონა ასე უნდაა დროა მოსყიდვებს და დზმაკაცობებს ტავი დავანებოტ
Bobrius
Berika shen pexburttan ise xar, rogorc ... სანამ ესეთი კლუბის „მმართველები“ გვეყოლება მანამდე საშველი ნული!!!
maTe
შუკაკიძევ, ფრუიძე არ დაგეკარგოს სადმე,8 თვე გიყურებთ და გუნდი ვერ შეიყვანეთ ფორმაში,ბიჭები ერთ თამაშს ითამაშებენ სამ თამაშს ჯახირობენ,საცოდაობაა მაგათი ყურება,ნეტავ ვისი ბრალია?ფრუიძეს გამოკვეთილი შემადგენლობა რომ არ ჰყავს ვისი ბრალია?ფრუიძე რო წავიდეს ვინ მოვა მაგ გუნდში რომელსაც ამბიცია არ აქვს?ეს ფეხბურთელებიც მოტყუებით მიიყვანეთ ვითომ ჩემპიონობა გინდოდათ.დაიწყო თამაშები და შემადგენლობა აურიეთ მარტო დინამოსთან დააყენეთ მეტ ნაკლებად საუკეთესო შემადგენლობა და ეხლა ჭკუას ჩვენ გვარიგებ!დარსაძე და ფრუიძე არ დაგეკარგოს!
ჰოო
ვეტანხმები სტატიის ავტორს, არა მგოანი შუკაკიძეს ფეხბურთის განვიტარების ინტერესი ალაპარაკებდეს, ასე რომ ყოს მის სამზარეულოში ისე არ იქნება ყველაფერი ჩაბანძებული როგორც ახლაა, ღმერთმა იცის ვინ ყავს შტატში ჩიხურას ადმინისტრაციას, ეს ერთი და მეორე კიდევ.... ჩიხურას აქვს უფასო აკადემია სადაც ბავშვები ვარჯიშოებნ, ზოგი ნიჭიერი ბავშვი სოფლიდან დადის და საკმაოდ რთულია მისთვის სოფლიდან სიარული, ცალკე დრო ცალკე ხარჯი(დამეტანხმებით სოფლეში მცხოვრებ ხალხს არ ულხისნ , მატთვის ლარიც კი ფულია), იყვო სოფლიდნა მოსიარულე ერთი-ორი ნიჭიერი ბავშვი რომლესაც იმის ფული არ ქონდა რომ დგეში ერთი ცალი ხაწაპური ეყიდა და არც გზის ფულის საშუალება ქონდათ, რომ ვერ შეძლეს ამ ხარჯის გაწევა დაანებს ფეხბურთს თავი, შუკაკიზეს 100 ლარი რომ დაენიშნა ამ, ბავშვებისთვის ერთ ნიჭიერ ფეხბურთელს შემატებდა ქართულ ფეხბურთს , მაგრამ არაფერი გაუკეთებია, უფრო თავისი პრემია დანამატებითაა დაკავებული ....
zaza
ასეა მადა ჭამაში მოდისო ხომ გაგვიგია ხოდა მოენატრა ზოგიერთს ნისიაზე აღებული ქაბაბიდა კუპატი პერევალზე მწყობრიდან გამოსული ავტობუსი ვალებით სავსე კლუბი და გაფიცული ფეხბურთელები. რაქნან ვერ ისვენებენ და ორგანიზაციულ საკითხებს როვერ აგვარებენ ეს თვითმარქვია პრეზიდენტები იგივე დირექტორები სხვისკენ იწყებენ თითის შვერას.სახელმწიფოს ტვინიარააქ საერთოდ თორე ამათ ფული როგორ უნდა ანდო.და ყველაზე ცუდი ისარის რიო გამპრავებლებიც რო ყავთ.
პეტრე
სტატია კარგია, მაგრამ არც ლაშხს აუყვავებია...თავისი ეწვის..
jorj
ჯანსაღი კრიტიკა წარმატების საწინდარია. განაგრძეთ ეგრე. სხვა სპორტის სახეობებზეც თუ დაწერთ რა პრობლემებია მადლობლები ვიქნებით. რა გახდა ერთი საზოგადოებრივი სპორტული არხის გაკეთება? სატელევიზიო ეთერს უფრო მეტი აუდიტორია ყავს ინტერნეტის წვდომის საშვალება ბევრს არ აქვს სამწუხაროდ.
გიგი
გეთანხმები 100% თავიდან მეც მეუცხოვა, თუმცა რამდენიმე დღის მერე მივხვდი რომ ბევრად გამარტივდა და უკეთესი გახდა.
Georgian
კარგი სტატიაა, ავტორს მადლობა. ეს შუკაკიძე რომ გამოდგა ბრძენის პოზიციიდან, ჯერ თავისი კლუბი დაალაგოს. საიტის დიზაინს რაც შეეხება, მე პირადად შევეჩვიე. თუმცა უფრო მარტივის გაკეთება შეიძლებოდა. კარგი ისაა, რომ კომენტარების ჩაშლისას არ გვიწევს ხუთი და ათ გვერდზე გადასვლა.
ultranationalist
მინდა ვთქვა რომ მეც მაგიტომ გადმოვედი სპორტალზე ვორლდსპორისგან რომ დიზაინი შეცვალეს იმათმა, დააყენეთ ძველი ისევ
giorgi
სტატია მომეწონა. ყოჩაღ ავტორს, რომ არ ერიდება სიმართლის თქმას და ამავე გაზეთის ზოგიერთი ჟურნალისტივით მარტო-ქება დიდებას არ აფრქვევს. დიზაინს რაც შეეხება, ნამდვილად არ მომწონს. აქაც აღნიშნეს კომენტარებში და მეც მაგიტომ აღარ შევდივარ ვორლდსპორტზე რომ როცა დიზაინი შეცვალეს, ვერაფრით შევეგუე და გავანებე თავი. ნუ უშვებთ თქვენც იმავე შეცდომას
vaxo
პრიმიტიული გონების პატრონებს მინდა მივმართო,რომ ყველაფერს ახალს ჭირდება მიჩვევა.ცოტა ხანში თქვენი ტვინი (თუ გაქვთ) და თვალი მიეჩვევა საიტის ახალ დიზაინს და ისეთივე მოსახერხებელი და "მშობლიური" გახდება,როგორიც წინამორბედი იყო.
შალვაშვილი
დააბრუნეთ ძველი დიზაინი თუ მკითხველზე (და თქვენს პოპულარობაზე ზრუნავთ.
pablito
Admministracia!! Moashoret es debiloba dizaini, dzveli daabrunet , dametxara tvalebi , tavdakiraa,raa staatia sad ari dzlivs archevs xalxi
ანდრი
საქართველოში ვებდიზაინი ყარს! მსოფლიო სპორტს ახალი დიზაინის გამო გავეშვი. ტვინი გეღრძობა ასეთ გვერდზე. ძველი იყო ზველი მაგრამ შეუდარებლად მოსახერხებელი. მოკლე დროში ვხედავდი ბევრ საინტერესოს. აქ ისევე როგორც მსოფლიო სპორტზე გაუგებრობაში რჩები ბოლომდე. ვებდიზაინშიც გვაკლია პროფესიონალიზმი : ( ძალიან ცუდი გვერდი გამოვიდა.
avtors
რა არ მოგეწონათ? არ თქვა სიმართლე? ქეცბაიასი არ იყოს და რატო არ გიყვართ ამ ჟურნალისტებს სიმართლის მთქმელი ხალხი? თქვენ უნდა წერდეთ კრიტიკულ სტატიებს საქმე რომ არ კეთდება და თუ სხვა ხმა ამოიღო იმის მაგივრად გვერდით დაუდგეთ აკრიტიკებთ მაშინვე. ერთი კარგი სპორტული ჟურნალისტი რა გახდა ამ ქვეყანაში რა.
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
"ბარსელონა", "ჩელსი", "ჩიხურა" - ბერიკა შუკაკიძე ევროპული ფეხბურთის წამყვანი ორგანიზაციის კომიტეტის წევრი გახდა
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
ბერიკა შუკაკიძე უეფას ახალ ტურნირზე: უნდა გავაანალიზოთ და დავინახოთ, სად ვართ
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ბერიკა შუკაკიძე: შოტლანდიელებმა მხოლოდ ერთ საკითხში მოგვიბოდიშეს
საჩხერეში სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო, "ჩიხურა" ივანწმინდას დაუბრუნდა [PHOTO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"ჩიხურას" დირექტორი: "საბურთალოს" გამარჯვება გადამდები მუხტის მატარებელია
საქართველოში ფეხბურთის განვითარების კომისია უნდა შეიქმნას - ინტერვიუ ევროპის კლუბების ასოციაციის კომიტეტის წევრთან