"ვერ ვიჯერებდი, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ამხელა ანგარიშით ვიგებდით..."
"საბურთალო"-"ლოკომოტივის" მატჩის სენსაციურ ანგარიშზე (6:0) გულშემატკივარმა "რკინიგზელებს" ასეთი კომენტარი დაუწერა: "რა უცნაური გუნდი ხართ?! "დინამოს" ორი თამაში მოუგეთ და "შუქურასთან" და "საბურთალოსთან" განადგურდით, ეს გუნდები კი "დინამოსთან" ნადგურდებიან"...

"უცნაური გუნდი" მარტო "ლოკომოტივი" არ არის - "საბურთალოსაც" ბევრი მოულოდნელი ქულა დაუკარგავს. ეს ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქობულეთის "შუქურამ" მოუგო. მაგრამ ზოგჯერ ისეთ თამაშებს ატარებს, ყველას გაოცებულს ტოვებს...

"ლოკომოტივთან" საბურთალოელები ყოველთვის გამორჩეულად მოტივირებულები არიან. ამ გუნდების დაპირისპირებების ისტორია პირველი ლიგიდან იწყება და მათ შორის ერთი უინტერესო თამაშიც არ ჩატარებულა. მატჩები ფრედ იშვიათად მთავრდებოდა, მაგრამ, რომელსაც არ უნდა მოეგო, დაპირისპირების სცენარი ყოველთვის საინტერესო იყო...

მაგრამ ის, რაც 6 აგვისტოს "დავით პეტრიაშვილი არენაზე" მოხდა, ყველასთვის მოულოდნელი იყო.

- საბურთალო-ლოკომოტივი 6:0 - ტორნადო [VIDEO]

"საბურთალოს" მოგებაში დიდი წვლილი დავით ვოლკოვმა შეიტანა, რომელმაც ახალ გუნდში ჩატარებულ მეორე შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

"საბურთალოს" 22 წლის ახალწვეული უდავოდ ტურის გმირია. "ლელომ" ვოლკოვს ინტერვიუ ჩამოართვა. როგორც აღმოჩნდა, იყო ალბათობა, რომ სერბული "ზემუნიდან" საქართველოში დაბრუნებული თავდამსხმელი თბილისურ გუნდში არ ჩარიცხულიყო და კვირის ამ მატჩით კარიერა ვერ დაემშვენებინა...

- დიდი ხნის უთამაშებლობის შემდეგ ჰეთ-თრიკი ფსიქოლოგიურად ძალიან დაგეხმარებოდათ...

- რა თქმა უნდა. სერბეთში მხოლოდ ერთხელ ვითამაშე, დავშავდი და მერე დიდი დრო გამიცდა. ჯერ იყო ოპერაცია, მერე რეაბლიტაცია და 4 თვე უთამაშებელი ვიყავი. კი ვვარჯიშობდი, მაგრამ ფორმაში რომ შევედი, "ზემუნიც" ათამაშდა და მოედანზე გასვლა აღარ მიწევდა. ამის შემდეგ მხოლოდ ორჯერ ვითამაშე - ჯერ ფოთის "კოლხეთთან", ხოლო შემდეგ - "ლოკომოტივთან" და ასეთი შედეგიანი თამაში ძალიან გამიხარდა.

- გოლები აქამდეც გაგიტანიათ, მაგრამ ჰეთ-თრიკი კარიერაში პირველად შეასრულეთ...

- "ზემუნში" ერთხელ ვითამაშე და ერთი გავიტანე, საჩხერის "ჩიხურაში" - ოთხჯერ, ხოლო ბოლნისის "სიონში" - ექვსჯერ. ჰეთ-თრიკი კი არა, დუბლიც ორჯერ შევასრულე და ორჯერვე - გასვლაზე, როცა "ჩიხურაში" ვთამაშობდი, "ტორპედოს" გავუტანე. მერე კი "სიონში" წავედი და "ზუგდიდის" კარი ავიღე ორჯერ. ჩემთვის ასეთ დროს ჰეთ-თრიკი და, თანაც - ახალ გუნდში, ძალიან ბევრს ნიშნავდა.

- "საბურთალოს" გარდა, სხვა არჩევანიც გქონდათ. ეს გუნდი რატომ ამჯობინეთ?

- კარგად ვიცოდი, სადაც მივდიოდი, რადგან გია ჭიაბრიშვილთან მსურდა თამაში. მისი ადრინდელი გუნდებიც მახსოვს და "საბურთალოს" ფეხბურთიც მომწონდა.

სხვათა შორის, მანამდე გორის "დილაში" ვიყავი ორი კვირა და ვარჯიშის დაწყების მეორე დღესვე კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს, მაგრამ ხელის მოწერას არ ვჩქარობდი და "საბურთალოში" თამაშის ვარიანტი რომ გამომიჩნდა, დაუფიქრებლად წამოვედი.

- ერთია, რომ მოგწონდათ, მაგრამ ახალ გუნდთან შეთამაშება მაინც ძნელია. არადა, "ლოკომოტივთან" ისე ითამაშეთ, თითქოს, წლებია, "საბურთალოს" ფეხბურთელი იყოთ...

- რომ იცოდეთ, ჩემი კარგი თამაშიც და "ლოკომოტივთან" მოგებაც მთლიანად გია ჭიაბრიშვილის დამსახურებაა. ამ შეხვედრისთვის მზადება ერთი კვირით ადრე დავიწყეთ და კომბინაციებს მეტოქის სისუსტეების გათვალისწინებით ვამუშავებდით. ორი გოლი მცველთა შეცდომას მოჰყვა. დანარჩენი ოთხი კი წინასწარ დამუშავებული კომბინაციების შედეგად გავიდა.

სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა, "ლოკომოტივთან" პირველი ტაიმის შემდეგ 5:0-ს რომ ვიგებდით და გასახდელში გასულს კიდევ მეშინოდა, რომ "ლოკომოტივი" მეორე ტაიმში თამაშს შემოატრიალებდა... უმაღლეს ლიგაში რაც მითამაშია, არ მახსენდება, პირველი ტაიმის შემდეგ ასეთი უპირატესობით რომელიმე გუნდი დაწინაურებულიყო და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ცხადში ხდებოდა...

ახლა მთავარია, "საბურთალომ" ეს თამაში "დაიჭიროს" და შეინარჩუნოს...

- ...მაგრამ ასეთი თამაში და მოგება ყოველ ტურში შეუძლებელია...

- რა თქმა უნდა, ეს ჩვენც გვესმის... აქ ძალიან ბრძოლისუნარიანი, შრომისმოყვარე და ტექნიკური ბიჭები არიან, ბევრს მოძრაობენ... ისიც მნიშვნელოვანია, უმრავლესობა ბავშვობიდან ერთად რომ მოდის და შეთამაშებულები არიან.

- "საბურთალო" უცნაური გუნდია: ლამის ყველა მეტოქესთან ახერხებს მოგებას, მაგრამ არასტაბილურია...

- იმიტომ, რომ ახალგაზრდული შემადგენლობაა. არადა, პოტენციალი საკმაოდ დიდია. სამეულის გუნდების დაწევაც არ არის გამორიცხული.

- "საბურთალოში" ზაფხულის შესვენებისას ჩაირიცხეთ, მაგრამ თავიდანვე რატომ არ თამაშობდით?

- ცოტა უცნაური ამბავი იყო. სერბეთიდან წამოვედი და სატრანსფერო ფურცელს ველოდებოდი, მაგრამ "საბურთალოში" მისული გათავისუფლებას ვერ ვეღირსე. მეგონა, უგუნდოდ ვრჩებოდი და წასვლა მაინც არ მინდოდა, რადგან ასე კომფორტულად თავი არსად და არასოდეს მიგრძვნია... მაგრამ ბოლო მომენტში კახა კაშიამ ტრანსფერის დარეგისტრირება მაინც მოახერხა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

opaaaa
ალბათ მოგიხდებათ ხვალ გორში საღამოს ვაღჯიში დილასთან, თუგინდ "გასეირნება გორში" ასე დავასათაუროთ. :(( P.S. როგორ მწყინს დილას ასეთ (ფარჩაკს) რო უყურებ გული მიკვდება:(((
pablito
" დათო" :D რა სიტყვებზე მეკიდები, ლოკო-ლოკომოტივი ერთიდაიგივე არაა? და ლოკო ჩემი მოგონილი ხო არაა, თვითონ ფანებიც და ჟურნალისტებიც ხშირად წერენ შემოკლებულად "ლოკოს".. შენ რაც გინდა ის დაუძახე გინდ საბურთალოს და ლოკომოტივს , მე ასე მერჩივნა და ამიტომ დავწერე. :D და საბურთალოზე საბუ არ ჟღერს კარგად.
დათო
პაბლიტო, რავა წამყვანივით ამბობ ,,ლოკო" ლოკო კი არა ლოკომოტივი, თვარა მაშინ საბურთალო ,,საბუა" დინამო
გამოიღვიძეთ
გექნებათ თქვენ თამაში სამტრედიასთან და 8-2 არ გაგახსენონ სამტრედიამ :)
pablito
ისეთი თამაში იყო და ლოკოს დაცვა ისეთ დებილობებს აკეთებდა, რო ნახო ყველაზე სტაბილური შემადგენლობა ყავთ და შედეგიი 5-0 პირველ ტაიმში.. ჩაწყობილი მგონია, დაცვა უბრალოდ არ იბრძოდა არ მოძრაობდა, არ ვიცი რას უნდა დააბრალოს ადამიანმა, გაყიდულ თამაშს გავდა. დასაფასებელია რომ საბურთალო კომბინაციებს ამუშავებდა, თუმცა ესეთი შედეგიი?!
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
სერბი მწვრთნელი და გადახალისებული გუნდი - "საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორი სიახლეებს ახმოვანებს
U19. ბურსასფორი-საბურთალო 0:1 - რაც ყაზახმა არბიტრმა იკადრა... [VIDEO]
ვოლკოვის ზღაპრული გოლი 90-ე წუთზე - მისი გუნდი პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
უეფას ახალგაზრდული ლიგა: საბურთალო ბურსასფორს დაუწყვილდა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
კახა კაშია "საბურთალოს" დაემშვიდობა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ვოლკოვი ნაკრებში ჰეთ-თრიქით მოდის - ქართველის სუპერ მატჩი აზერბაიჯანის ჩემპიონატში [VIDEO]
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
კახა კაშია: ევროტურნირებზე ერთმატჩიანი თამაშები დადებითი კუთხითაც შეიძლება განვიხილოთ
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
სანიოლი შემადგენლობას მალე დაასახელებს - დაცვაში უკეთეს რეზერვს ველოდით, იქნებიან აზაროვი და ამჟამად უკლუბოები?
კახა კაშია: "საბურთალო" ესპანეთში ცსკა-სა და "ზენიტს" შეხვდება
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა