საჩხერის "ჩიხურა" გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა
საჩხერის "ჩიხურა" გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა.

- გამოხმაურება: ფიცს ვიწამებდი, ბოლო რომ არ მაკვირვებდეს

- ბერიკა შუკაკიძე: სადაც ახლა ვართ, იქ ვიქნებით ოთხი წლის შემდეგაც, როცა ეს პროგრამა დასრულდება

"ჩვენი მიზანი ვინმეს პიროვნული შეურაცხყოფა ან დისკრედიტაცია არ არის. სტატიაში მოყვანილი ყოველი მოსაზრება კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება, რომელთა შეფასება "ლელოს" გემოვნებიანი და გამოცდილი მკითხველისთვის მიგვინდვია.

წარმატებული ქართული საფეხბურთო კლუბის, საჩხერის "ჩიხურას" მიმართ მრავალი საქებარი სიტყვა მოგვისმენია როგორც გულშემატკივრის, ასევე ქართველი ჟურნალისტების მხრიდან. ასევე, ღიად და თავმდაბლობით მიგვიღია ყველა კრიტიკული შენიშვნა და ვაღიარებთ, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მაინც ბევრი გვჭირდება, როგორც სპორტული, ისე მენეჯმენტის კუთხით რომ დავაკმაყოფილოთ პატარა, თანამედროვე ფეხბურთის კლუბის მოთხოვნები.

აქვე დავამატებთ, რომ ბატონი ბერიკა შუკაკიძე არის კლუბის აღმასრულებელი დირექტორი და არა - სპორტული დირექტორი. კლუბში სპორტული კუთხით საქმიანობას წარმართავს სამწვრთნელო შტაბი, უეფას პრო-ლიცენზიის მქონე მწვრთნელის ხელმძღვანელობით; კლუბის ძირითად საქმიანობებს კურირებს ადმინისტრაცია, უეფას ფეხბურთის მენეჯმენტის სერტიფიკატის მქონე აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით. ხოლო, ბავშვთა აკადემიას წარმატებით უძღვება ფეხბურთის მენეჯმენტის სერტიფიკატისა და A ლიცენზიის მქონე დირექტორი.

მაგრამ ვერანაირ შენიშვნას ვერ მივიღებთ იმ ადამიანებისგან, ვინც პირადი სარგებლობის მიზნით განადგურების პირას მიიყვანა ფეხბურთი საჩხერეში.

ბატონმა თამაზმა, 90-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე ათას კუპონად შეიძინა საჩხერის ცენტრალური სტადიონი, რომლის მშენებლობაში მთელ რაიონს აქვს მონაწილეობა მიღებული და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ძროხების საბალახოდ იყენებდა, ფეხბურთელების გასახდელებს კი - ცხოველების სადგომად.

2003 წელს, საჩხერის რაიონში შეგროვდა ხელმოწერები, რათა ცენტრალური სტადიონი საფეხბურთო გუნდს დაბრუნებოდა. ბატონმა თამაზმა დათმო ცენტრალური სტადიონი, რისთვისაც მიიღო 7 000 ლარი და მიწის ნაკვეთები სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცენტრალური ტრასის მხრიდან დაირეგისტრირა სტადიონის ტერიტორია და დღემდე წარმატებით უძღვებიან სანტექნიკის მაღაზიას. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია მისი ოჯახის საკუთრებაში მყოფი სარიტუალო დარბაზი და ლუდის დუქანი.

ბატონი თამაზი დღეს გვეპატიჟება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების ტურნირზე, რომელსაც, სხვათა შორის, ჩვენი კლუბის სტადიონი მასპინძლობს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ტურნირს ბურთებით, მსაჯებით და დაცვის სამსახურით მაშინ, როცა წლების წინ ბატონი თამაზი მის მიერ მითვისებულ ცენტრალურ სტადიონზე აღნიშნული ტურნირის გამართვის ნებას არ აძლევდა რაიონის გამგეობას.

მას ასევე გული "შესტკივა" საჩხერეში ბავშვთა ფეხბურთზე. ცნობისათვის, ჩვენს აკადემიაში უფასოდ ვარჯიშობს 495 ბავშვი. უზრუნველყოფილია მათი შეჯიბრებებში მონაწილეობა, სათამაშო ფორმა, ინვენტარი, საწვრთნელი შეკრებები და საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურება. აი, ამ მონდომებას გვიწუნებს ადამიანი, ვინც ცენტრალურ სტადიონზე წლების განმავლობაში სპორტული სკოლის ასაკობრივ ჯგუფებს არ უშვებდა!

2012 წლამდე, საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" ადმინისტრაციას დიდი მონდომება სჭირდებოდა საქველმოქმედო ფონდ "ქართუდან" საჩუქრად მიღებული თანხების გამოყენებისათვის კლუბის დამფუძნებლების დასათანხმებლად. ერთ-ერთი დამფუძნებელი ბატონი თამაზი იყო.

ვერანაირ რეკომენდაციას ვერ მივიღებთ ადამიანისაგან, რომელიც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ძალოსნობის მწვრთნელობით ამაყობს. ჩვენ ვიცნობთ მის შეხედულებებს ფეხბურთის განვითარებაზე, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების ტენდენციებით საზრდოობს. მას არ გააჩნია არანაირი საფეხბურთო განათლება, ლიცენზია ან გამოცდილება.

კლუბის ადმინისტრაცია ვერ გაითვალისწინებს იმ ადამიანის (ან ადამიანების) მოსაზრებებს, ვისი კომპეტენცია, გამოცდილება და ცოდნა ჯერ კიდევ საბჭოური მეთოდებით და მიდგომებით არის გაჯერებული.

აქვე, ჩვენ მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, კლუბის ხელმძღვანელობის შრომითი ანაზღაურების შესახებ, რომელიც, ცნობისთვის, ყველაზე დაბალია ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გუნდებს შორის", - წერია განცხადებაში.

P.S. "ლელომ" ორივე მხარეს მისცა პოზიციის გამოხატვის საშუალება. რედაქცია აღნიშნულ საკითხზე პოლემიკას წყვეტს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჟურნალისტი
პირველ რიგში დიდი უპასუისმგებლობაა და არაპროფესიონაიზმი ჟურნალისტისგან გამოძების და დაზუსტებების გარეშე ვიღაც–ვიღაცების მოსაზრებებს რომ აქვეყნებს (წინა სტატია) და აყენებს კლუბს ისეთ ვითარებაში ყოველგვარ სისულელეზე პასუხი გასცეს. აშკარად სახეზეა უპატივცემულობა და კერძო ინტერესი(თინდაც ინტრიგა) მეორე, პრობლემები ბევრია და სტატიაში საერთოდ არ იყოს საუბარი საკითხებზე რომელიც რეალურად მნიშვნელოვანი და პრობლემატურია.(ინტრიგა აკლდა) მესამე. ქართლი ფეხბურთის ამ დონემდე მიყვანაში, სხვა დანრჩეენებთნ ერთად ჟურნალისტებსაც მიუძღვის. მაგალითი წინა სტატიაა, არაფრის მომცემი განცხადებები, უპასუხსმეგრბლო ბრალდებები მიკერძოება, "ვინმეს არ ვაწყენინოთ ზევით"...
sabagio13
საღოლ ძმაო! ასეთი სიმართლე დიდი ხანია აღარ მომისმენია! ისე ქართველ მწვრთნელებს განათლების რა ეტყობათ? მაგრამ ტიპი ყველა მთავრობას ერგება და შედეგიც სახეზეა :)
Dinamo
დარსაძე ვაბშე ცირკია VEრ GAVIGE რა უნდა ვაბშე ტიპს ან ეგეთი რა ვალი აქვს ქვეყანას 90 წლიდან მანდ რო მუშაობს მაგის სემიანრებს ვესწრებოდი და ტიპი პირადაპირ აღიარებდა ვინც იყო. კიდე ტელეფონებს ვერ იტანს ვინმემ კაცურად გადაუღეთ თავის სემიანრებზე რეებს ბაზრობს ჩუმათ და გამოააშკარავეთ ეგ გველშაპი მომჯდარია მაგ ლიცენზიებს და გვეუნება მინდა მოქცემ ლიცენზიებს მინდა არაო გველშაპი რო წყალს გადაკეტავს ეგრეა,, მოსიხით მადლი ქენით სიკეთე და მოაცილეთ გველშაპი ადმინ ვინც არ გამოაქვეყნოს ის იყოს გველკუა
გამოიღვიძეთ
აქვე, ჩვენ მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, კლუბის ხელმძღვანელობის შრომითი ანაზღაურების შესახებ, რომელიც, ცნობისთვის, ყველაზე დაბალია ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გუნდებს შორის", - წერია განცხადებაში. დაინტერესებულ პირებს კი არა, საჯაროდ ყოველ თვეში.კვარტალში და წელიწადში უნდ გამოფინოს ყველა კლუბმა თავისი ხარჯები საგადასახადოში როგორ ანგარიშსაც წარადგენს იმის მიხედვით.
ioseb
პრო ლიცენზია თორე ჩიხურას გარდა სადმე ამუშავებენ,ეგ ლიცენზია დარსაძესთან მეგობრობამ აშოვნინა,სამაგიეროდ გეგუჩაძეს არ მისცეს და მან უცხოეთში აიღო ლიცენზია.ყველა ვინც დარსაძის კანტორაში ლექციებს კითხულობს,შეედარეთ გეგუჩაძეს.მაგ ლიცენზიებით რომ მოგაქვთ თავი,იმიტომ არის ქართულ ფეხბურთში საქმე კარგად!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
"ბარსელონა", "ჩელსი", "ჩიხურა" - ბერიკა შუკაკიძე ევროპული ფეხბურთის წამყვანი ორგანიზაციის კომიტეტის წევრი გახდა
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
ბერიკა შუკაკიძე უეფას ახალ ტურნირზე: უნდა გავაანალიზოთ და დავინახოთ, სად ვართ
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ბერიკა შუკაკიძე: შოტლანდიელებმა მხოლოდ ერთ საკითხში მოგვიბოდიშეს
საჩხერეში სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო, "ჩიხურა" ივანწმინდას დაუბრუნდა [PHOTO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"ჩიხურას" დირექტორი: "საბურთალოს" გამარჯვება გადამდები მუხტის მატარებელია
საქართველოში ფეხბურთის განვითარების კომისია უნდა შეიქმნას - ინტერვიუ ევროპის კლუბების ასოციაციის კომიტეტის წევრთან