ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"საქართველო ინგლისი არაა, ბიზნესი ფეხბურთში თვითონ რომ მივიდეს"

"საქართველო ინგლისი არაა, ბიზნესი ფეხბურთში თვითონ რომ მივიდეს"

თბილისის "ლოკომოტივის" ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი "ლელოს" საინტერესო თემებზე ელაპარაკა
რა მდგომარეობაშია ქართული ფეხბურთი, რა არის შესაცვლელი და დასახვეწი ფეხბურთის განვითარების პროგრამაში, როგორ შეიძლება (ან საერთოდ, თუ შეიძლება) ქართულ ფეხბურთში ბიზნესის მოზიდვა და რა სჭირს თბილისის "ლოკომოტივს", რომელიც გასაოცარი თამაშების შემდეგ კიდევ უფრო გასაოცარ მატჩებს აგებს?

ამ და სხვა საინტერესო თემებზე "ლელოს" თბილისური კლუბის ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი ელაპარაკება...

- ქართული ფეხბურთის კრიზისი სახეზეა. ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ ყველა და ყველაფერი კრიტიკის ობიექტი გახდა, მათ შორის, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა. სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა თავად თქვეს, რომ მას კორექტირება სჭირდება. საინტერესოა, რას ფიქრობთ ამ საკითხზე? რა ცვლილებებია საჭირო პროგრამაში, უკეთ რომ იმუშაოს?

- პროგრამაში ცვლილება უკვე შევიდა, როცა საბაზისო დაფინანსება 100 ათასი ლარით შემცირდა და სტიმულირების ფონდი გაიზარდა. ჩვენს შემთხვევასთან ეს შესაბამისობაში მოდის, რადგან "ლოკომოტივი" თანხების მოზიდვას ახერხებს... ამას გარდა, პროგრამის განხორციელებას კიდევ ერთი წელი დაემატა.

საერთოდ, ჯერ მხოლოდ 2 წელიწადია, რაც რეფორმა დაიწყო. ამიტომ, ჯერ ნაადრევია ლაპარაკი მის ავკარგიანობაზე. რეფორმა შედეგებით ფასდება და მისი პლუს-მინუსები მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ უნდა შეჯამდეს. მაშინ ვნახავთ, რა ცვლილებები მოუტანა ამ რეფორმამ ჩვენს ფეხბურთს, ჩემპიონატს, კლუბებს... ახლა კი კარგი ისაა, რომ ვიცით, 2021 წლამდე რა ბიუჯეტი გვექნება. ეს სტაბილურ ფინანსურ გარემოს გვიქმნის. ვიცით, ამ პერიოდში რა თანხები შეგვიძლია დავხარჯოთ, ფინანსურად რა მიმართულებით უნდა წავიდეთ, რა უნდა დავგეგმოთ და ასე შემდეგ...

- სამართლიანი შენიშვნაა, რომ პროგრამის სრულყოფილად ამუშავებისთვის ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა ფეხბურთის მიხედვაა აუცილებელი...

- პროგრამაში ინფრასტრუქტურული პროექტები გათვალისწინებული იყო, მაგრამ თავდაპირველი ვარიანტიდან ამოიღეს და ამის მიზეზიც ცნობილია - ამ პროექტებს, ფეხბურთის განვითარების ფონდის ნაცვლად, სახელმწიფო სტრუქტურები განახორციელებენ. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა ფეხბურთი მიხედვას საჭიროებს.

- ქართული გუნდები ევროგათამაშებას პირველივე ეტაპზე გამოეთიშნენ. ასეთ პირობებში სტიმულირების ფონდის გაზრდა რა შედეგს მოიტანს? ბიზნესჯგუფები მასობრივად როგორ დაინტერესდებიან ქართული კლუბებით, რომლებიც მხოლოდ წარუმატებლობასთან არიან გაიგივებულები?

- ბიზნესის მოზიდვა მე მაინც რეალურად მიმაჩნია. ეს კი, უპირველესად, ისევ კლუბების მენეჯმენტზეა დამოკიდებული. სწორი მართვის პირობებში ეს შესაძლებელია.

- რანაირად?

- კლუბის მენეჯმენტმა საქმიანი წრეები ფეხბურთით უნდა დააინტერესოს და დაარწმუნოს, რომ ეს ბიზნესის კუთხით პერსპექტიული დარგია. ეს კი არარეალური არაა და ისევ კლუბებზეა დამოკიდებული, მაგრამ საამისოდ შრომა სჭირდება. საქართველო არც ინგლისია, არც ესპანეთი და არც გერმანია, ბიზნესი ფეხბურთში თავად რომ მივიდეს. ამიტომ კლუბებს მეტი აქტიურობა მოეთხოვებათ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ დღევანდელი მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ ფეხბურთს და კლუბებს პერსპექტივა აქვთ.

- ...სწორედ ეს არის ყველაზე რთული. როგორ უნდა დაიჯეროს ბიზნესმა, ევროპული ფეხბურთის ფსკერზე დაძირული ქვეყნის კლუბებს პერსპექტივა რომ აქვთ?

- წარმატებული საკლუბო სტრუქტურის აწყობით, ფეხბურთს დიდი შემოსავლის მოტანა შეუძლია და ეს ცნობილი ფაქტია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას რომ შევეშვათ, ევროპის ლიგის ჯგუფში გასვლაც სოლიდურ შემოსავლებს უკავშირდება.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მომხდარმა ფაქტმა აჩვენა, რომ ქართველ გულშემატკივარს მცირე წარმატებაც ჰყოფნის, სტადიონი რომ შეავსოს. შვედეთთან მოგების შემდეგ "მიხეილ მესხზე", ჩეხეთთან, დასაჯდომი ადგილი აღარ დარჩა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ევროპის ლიგის ჯგუფში ქართული გუნდი რომ გავიდეს - იქ ხომ ცნობილი კლუბები და ზოგიერთი გრანდიც თამაშობს? ეს ცალკე შემოსავალი იქნება.

ქართული საკლუბო ფეხბურთის დონე დაეცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომავალსა და პროგრესზე არ ვიფიქროთ და იმედი გადავიწუროთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• S.K.K.

ორი ტერმინი "მაცოფებს": ბავშვთა ფეხბურთი და ინფრასტრუქტურა! გასაგებია, რომ ბავშვთა ფეხბურთი მისახედია, მაგრამ კიდეც რომ აყვავდეს შედეგს მხოლოდ 10-15 წლის მერე მოიტანს. პირადად მე ამდენს ვერ დაველოდები. და მეორე "ინფრასტრუქტურა"! სად ქონდათ ბრაზილიური ფეხბურთის ოქროს თაობებს ინფრასტრუქტურა - ქუჩებიდან "მოვიდნენ" ისეთი ფეხბურთელები, როგორც პელე, გარინჩა და სხვები. აიღეთ 60-ნი წლების დიდი ქართველი ფეხბურთელები: (მესხი, მეტრეველი...) სად იყო მაშინ განვითარებული ინფრასტრუქტურა? მათ ფეხბურთი სისხლში ქონდათ, რასაც ემატებოდა არნახული შრომისმოყვარეობა. ან ხარ ფეხბურთისთვის დაბადებული ან არა. ნუ ბლოკავთ

• ვეტერანი

ყველა ეხახით ფიფა-ს ფუტბოლს ქართულ ფეხბურთს, ის კარგა ხანია ბრიტანულიც კი არაა. გეკითხებით რატომაა მილიარდერი ფიფა-ს თამაში ჩვენი ბიუჯეტის გადასარჩენი? ფიფა-მ გადაარჩინოს თუ სჭირდება რამეში.

• bebeto

ინფრასტრუქტურა აუცილებელია ფეხბურთის განვითარებისთვის განსაკუთრებით რეგიონებში,ბიზნესი კი სახელმწიფოს მიერ უნდა წახალისდეს რომ ფეხბურთში ფული ჩადონ, რა თქმა უნდა კლუბებმაც უნდა იაქტიურონ ამ კუთხით,ერთი სიტყვით სისტემური მიდგომებია საჭირო დღეს თანამედროვე ფეხბურთში სხვანაირად კიდევ უფრო ძალიან ჩამოვრჩებით.

• Dave

კლუბის სწორ მენეჯმენტში არ იგისხმება ის რომ გუნდიბხვალვე გავიდეს ლიგაზე თუ უეფას თასზე. აქ იგულისხმბა ის რომ თვითონ კლუბიბვითარდებოდეს სწორად, ქონდეს კარგი ინცრასტრუქტურა ასაკობრივი გუნდები და აკადემია საიდანაც კლუბი შევსებას მიიღბს და ასევე თავის აღზრდილებით სწორ ტრანსფერებს გააკეთებს. ესაა სწორი მიდგომა და არა მარტო ის რომ გინდათუარა უეფას თასზე გახვიდე. ლოკომოტივში კი სწორედ ამ გზას ადგანან. წარმატებები

• კოტე

ვეტერანს - ქართული ფეხბურთის დონე სულ რომ ინგლისურ პრემიერლიგას მიუახლოვდეს, ქართველი მაყურებლის ჯიბე სამწუხაროდ პრემიერლიგის ერთი ნორმალური ფეხბურთელის შესანახადაც არაა მზად. სწორედ ამიტომ სახელმწიფო პროგრამა ერთადერთი გამოსავალია ფეხბურთის გადასარჩენად. კომუნიზმის დამთავრებას რაც შეეხება, ამისათვის საკმაოდ მარტივი გზა არსებობს - ეს ფული მისცენ ეროვნულ მაუწყებელს თამაშების ტრანსლაციების ყიდვისათვის და მოხდეს კლუბების სასწრაფო განკერძოება (ინტერესის მიხედვით, სულ რომ 1 ლარად გახდეს გასაყიდი, არაკერძო კლუბი არცერთ ლიგაში არ უნდა დაიშვას). აღარ იქნება აღარც ფონდი საჭირო და კერძო კლუბებიც ბევრად უკეთესად განვითარდებიან, ვიდრე სახელმწიფო კლუბები. დღევანდელ მოდელს შედეგი არ ექნება, ვიდრე კლუბების განკერძოება არ მოხდება!

• ვეტერანი

ვირის ყროყინის მოსასმენად ოპერაში ვინმე შევა? თქვენ უნდა იყოთ დამოკიდებული გაყიდული ბილეთების და მაისურების რაოდენობაზე, აბონიმენტებზე, რეკლამაზე და ა.შ. ხარისხი არ არის თუნდაც იმ მინიმალური დოტაციის შესაფერისი, რომელსაც იღებთ ამ პროგრამით. ამიტომ გასაუქმებელია ეს პროგრამა და საერთოდ უნდა დამთავრდეს კომუნიზმი ფუტბოლში.

• კოტე

ცარიელი სიტყვების რახარუხი... "ეს ბიზნესის კუთხით პერსპექტიული დარგია" - რაში გამოიხატება მისი პერსპექტიულობა ბიზნესის კუთხით? უეფას თასის ჯგუფში პრემიალურები რომაა? სერიოზული ბიზნეს მოდელია )) ისე, ერთი-ორი სიტყვა ლოკომოტივის საკლუბო სტრუქტურის შესახებ რომ დაგესვათ, ცუდი არ იქნებოდა. სწორი მენეჯმენტი როგორია, მაგალითის სახით მაინც მოეყვანა. ინტერვიუზე მეტად სადღეგრძელოების შთაბეჭდილება დატოვა სტატიამ.

• ალეკო

ქართული საკლუბო ფეხბურთის მენეჯმენტის სათავეებში მყოფი წუწუნა და წრუწუნა ტიპების ინტერვიუების შემდეგ, ძლივს წავიკითხე ადეკვატური და რაციონალური მიდგომები აწმყოსა და მომავლის შესახებ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ქართული კლუბებისა და მათი ხელმძღვანელების მონდომებაზეა დამოკიდებული და არა სახელმწიფო დახმარებებზე. პოსტსაბჭოთა მოქალაქეების უმრავლესობის მსგავსად, სამწუხაროდ, კლუბებსაც შეეყარათ "სოციალურად დაუცველის სინდრომი" და ყველა დახმარებაზეა ხელგაწვდილი. არადა, ფეხბურთი ბიზნესია! იმუშავე, განძრიე ტვინი და მოგებაც გექნება! ეს კაციც ამას ამბობს! წარმატებები მას!

• გენო

ყენია რას შვება?

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება

ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]

თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა

რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!

ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]

გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]

U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]

ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...

19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო