ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დაუსრულებელი მატჩი და ქაჯობა - ტრაგედიას გადავურჩით, მაგრამ... [VIDEO]

დაუსრულებელი მატჩი და ქაჯობა - ტრაგედიას გადავურჩით, მაგრამ... [VIDEO]

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XXII ტური
სამწუხარო ფაქტი მოხდა პარასკევს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე: XXII ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ დაპირისპირებად მიჩნეული "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" მატჩი ჩაიშალა! უფრო ზუსტად, არ დასრულებულა - შეხვედრის ძირითადი დროის დამთავრებამდე 5 წუთი რჩებოდა, არბიტრმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება რომ მიიღო...

ამის მიზეზი მოედანზე აფეთქებული მორიგი პეტარდა იყო (იმ ადგილიდან ისროლეს, სადაც სტუმართა გუნდის ფანები ისხდნენ). რა თქმა უნდა, იყო იმის შანსიც, თამაში რომ დასრულებულიყო: პეტარდები ხომ პირველ ტაიმშიც ისროლეს (იმავე სექტორიდან) და მატჩი დაახლოებით 11 წუთით იყო გაჩერებული.

თუმცა იმ ბოლო პაუზის მერე მოხდა, რაც მოხდა: ამჯერად უკვე ტრიბუნებზე დაიწყო არეულობა და პლასტმასის სკამების სროლა მოედნისა თუ ერთმანეთის მიმართულებით! საბედნიეროდ, ეს ინციდენტი, როგორც იქნა, განიმუხტა და ამაში დიდი როლი, სტადიონის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ორივე კლუბის ხელმძღვანელებმა შეასრულეს.

მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან დიდი შანსი იყო, ტრიბუნებზე ტრაგედიაც დატრიალებულიყო. კარგად გვესმის, რომ სადაც ფეხბურთია, იქ ემოციაც უნდა იყოს, მაგრამ სტუმართა ფანების რამდენიმე წარმომადგენელი მთელი მატჩის განმავლობაში მართლაც რომ ზღვარგადასულ აგრესიას ავლენდა. თანაც, ეს აგრესია არბიტრებისა და მასპინძელი ფეხბურთელების, ბოლოსკენ კი უკვე ადგილობრივი გულშემატკივრებისკენაც იყო მიმართული.

ჰოდა, ვეღარ მოითმინეს "ლოკომოტივის" ქომაგებმა სტუმარი ფანების ერთი ნაწილის ზღვარგადასული ქმედება და გინებას გინებითვე უპასუხეს. სწორედ მაშინ დაიწყო არეულობა ტრიბუნებზე. კიდევ ვიმეორებთ - ძალიან დიდ უბედურებას გადავურჩით და იმედია, რომ ამ ინციდენტს სათანადო შეფასებაც მიეცემა შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან.

მტყუან-მართალს ხვალ გაარკვევენ, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართება. ეჭვიც არ გვეპარება, რომ განაჩენი სამართლიანი იქნება: არც სტუმარ ქომაგთა გარკვეული ნაწილის ზღვარგადასული ქმედება დარჩეს დაუსჯელი და არც იმ ფაქტის უარყოფა შეიძლება, რომ იმ მატჩზე უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო!

უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, მასპინძელს ეკისრება, რასაც, სამწუხაროდ, თავი სათანადოდ ვერ გაართვა. ჯერ ერთი, სტუმართა ფანებისთვის გამოყოფილი სექტორი იზოლირებული არ იყო და სტადიონზე მყოფ ათამდე სტიუარდს მათთან გამკლავება რომ გაუჭირდებოდა, მატჩის დასაწყისშივე (ანუ, მაშინ, როცა პირველად შეჩერდა თამაში) ცხადი გახდა.

მაგრამ, თუ პირველ შემთხვევაში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, მეორე შემთხვევაში უკვე აშკარა იყო, რომ იმ ათეულობით სტიუარდს ნამდვილად გაუჭირდებოდა ტრიბუნებზე ქომაგთა შორის დაწყებული არეულობის აღკვეთა. თუმცა მასპინძელთა წარმომადგენლებმა მატჩის მერე გვითხრეს, რომ პირველ ტაიმში პეტარდების სროლის შემდეგ მაშინვე პატრული გამოიძახეს.

გაირკვა, რომ საპატრულო ეკიპაჟი მართლაც მოსულა, ოღონდ, მალევე წასულა, რადგან იმ დროისთვის ტრიბუნებზე უკვე სიმშვიდე იყო. სხვათა შორის, სამართალდამცავები ჩაშლილი მატჩის მერეც მოვიდნენ და გარკვეული დროის განმავლობაში არ დაუტოვებიათ სტადიონის ტერიტორია.

...ხშირად ყოფილა, როცა ამა თუ იმ გუნდის ფანების უკმაყოფილება არბიტრთა ქმედებით ყოფილა გამოწვეული. ვინმემ, შესაძლოა, ამით მოუძებნოს "გამართლება" სტუმარი გუნდის ქომაგთა გარკვეული ნაწილის (ყველას ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ) საქციელს.

ამ მატჩში ხომ მართლაც იყო ორი ისეთი ეპიზოდი, რამაც, ბევრის აზრით, მატჩის შედეგზე (შეხვედრა შეწყდა 85-ე წუთზე, როცა "ლოკომოტივი" 2:0-ს იგებდა). პირველი საკამათო ეპიზოდი მაშინ იყო, როცა ახალგაზრდა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა სტუმართა საჯარიმოში წესების დარღვევად შეაფასა გურამ ადამაძისა ("ტორპედო") და ირაკლი სიხარულიძის ("ლოკომოტივი") საჰაერო ორთაბრძოლა და "ტორპედოს" კარში პენალტი დანიშნა...

პენალტი ზუსტად შეასრულა ირაკლი სიხარულიძემ და თავისი გუნდი დააწინაურა. მეორე და, ალბათ, უფრო საკამათო ეპიზოდი კი საპირისპირო მხარეს მოხდა - პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძელთა მეკარე რევაზ თევდორაძისა და "ტორპედოს" ცენტრფორვარდ თორნიკე კაპანაძის ორთაბრძოლა სტუმართა თავდამსხმელის წაქცევით დასრულდა. ბევრი ელოდა მასპინძელთა კარში პენალტის დანიშვნას, ამ დროს კი... კაპანაძეს ყვითელი ბარათი უჩვენეს სიმულაციის გამო.

ვიმეორებთ: ძალიან საკამათო ეპიზოდი იყო!..

მოკლედ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების მიერ, ეროვნული ლიგის დებულების შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჩაშლილი მატჩი დღეს, 14 აგვისტოს დასრულდეს. მატჩის დარჩენილ დროს გუნდები დღეს, იმავე სტადიონზე ითამაშებენ (დასაწყისი 18:30) და "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" შეხვედრის საბოლოო შედეგიც დაფიქსირდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• დათო

კარგი იქნება თუ ტორპედოს თამაშებზე სტადიონზე დაარიგებენ ქაღალდებს სადაც კულტურული მოქცევის წესი იქნება ახსნილი, ის რაც ოჯახში არ ასწავლეს ამ ქაღალდზე უნდა ეწეროს.

• დინამოს ფანი

დინამოს ფანი ვარ ძმა მე მაგრამ აბსოლიტურად გეთანხმები. ესე ჩაწყობით და მსაჯების თვალების დაბრმავებით, ჩვენი ფეხბურთი წინ ვერ წავა. ჟურნალისტებს გეხებათ ეს. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ რატომღაც არ წყალობთ დასავლეთის გუნდებს. ხალხს უყვარს თავისი გუნდი და პროტესტი ისე გამოხატეს როგორც შეძლეს, თქვენ სამართლიანები უნდა იყოთ და თქვათ რომ დღეს ვიღაცეები ვიღაცეებს ფულს უხდიან და თამაშებს აწყობენ. მოსამართლეებს ისყიდავენ და მსაჯს რატო ვერ მოისყიდიან. რატომ არ დგება მსაჯების პასუხისმგებლობის საკითხი?

• Guadua

ავოიეეეე. კაი ახლა ნუ გაურეკე რაღაც სისულელები,მიუზღვავენო,გულით მოყვარული პატრიოტები ქუთაისის და ასე შემდეგ. ქუთაისში იციან მხოლოდ ასეთი უმართავი სიყვარული დს სხვაგან უსულგულოები ვართ არა? პირველ რიგში მუდმივ დაჩაგრულის და წვალებულის სინდრომი უნდა მოიშოროთ,თვითონ ფიქრობთ რომ მთელი მსოფლიო თქვენი მტერია, ამ ლეგენდით ცხოვრობთ, აი აქედან მოდის თქვენი პრობლემა. მილიონერი ვისოლი მოიშორეთ და გააქციეთ,ახლა მალე ჩაჩავასაც იგივეს უზამთ მისი ისედაც მწირე 200 000 დოლარიანი წლიური ვალდებულებით კლუბის წინაშე. იქნებ სჯობს დაფიქრდეთ და რამდენიმე ახირებული ფანის ქმედებებს არ შესწიროთ ამ მშვენიერი კლუბის მომავალი?

• სოსო

გიო ყურადღებით წაიკითხე,მანდ სწერია,რომ როცა პატრული მოვიდა,სიტუაცია უკვე დაწყნარებული იყოვო,პატრული წავიდა,მაგრამ მატჩის ბოლოს სიტუაცია ისევ რომ დაიძაბა, პატრული იქ აღარ იყო.

• გია

ეს იცით რისი ბრალია? ეს იმის ბრალია რომ ის ადამიანები ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ ოჯახებში არ არიან აღზრდილი... ნამდვილად გულშემატკივარი და კარგად გაზრდილი კაცი ასეთებს არ გააკეთებს. ამ ადამიანების შემთხვევაში აღზრდაშია პრობლემა

• tngh

არანაირი გინება და შეურაცყოფა არ ყოფილა ქუთაისის და "ტორპედოს" მიმართ. პირიქით, ამ 7-10 კაციანმა ვაი-გულშემატკივართა ჯგუფმა თავიდანვე დაიწყეს ყველას და ყველაფრის გინება და ხმაურიანი ასაფეთქებელი ნივთების სროლა. მე მათ "ტორპედოს" გულშემატკივრებს ვერ ვუწოდებ... ესენი თუ არ "დააშოშმინეს", ბევრ თამაშს წააგებინებებ "ტორპედოს"...

• Gloriuss

ოეე აიშვით ბიჯო ეს რა კომენტარებია რა მხეცები ნადირები და ვაი გულშემატკივრები ამ ფანებს ტორპედო და თავისი ქალაქი უზომოდ რომ უყვართ იმიტომ მიიღეს ის აბაროტი ვითომ ლოკოს ფანებმა არა უფრო ერთმა ვიღაც ვითომ გულშემატკივარმა მთელი თამაშის განმავლობაში რო აგინებდა ტორპედოს და ქუთაისელებს რა ეგონა ადეკვატური რეაქციას ვარ მიიღებდა? ცოტანი იყვნენო და ესენი რას დაგვაკლებენო მარა სწორედ ქუთაისელები იმით განსხვავდებიან თქვენაირი კლავიატურის ლომებიდან 3 კაციც რომ იყოს სადაც პასუხი გასაცემია ყველას თავისას მიუზღვავენ მაინც ეს ასე არის და იქნება სულ ყოველთვის თქვენ ქუთაისს მთელი არსებით ვერ იტანთ და ეს ბევრ ვითომ ობიექტურ კალმოსან თუ კომენტატორ ჟურნალისტებსაც ეხებათ და ამიტომ უფრო მეტად ჩვენ ვერ გიტანთ თქვენ უსამართლო მიდგომას იმენნა ტორპედოს მიმართ ოდიდგანვე ასე იიყავით და გამოდიხართ აქ და რა სიტყვებით იხსენიებთ იმ თავისი ქალაქის პატრიოტ ბიჭებს თქვენ დარწმუნებული ვარ მათი მეათედი გამბედაობა არ გაგაჩნიათ ისინი იმ უსამართლობის გამო აკეთებენ და თავისი ქალაქის დაკნინებისათვის მიდიან ასეთ ქმედებებზე მედალს ყოველთვის ორი მხარე აქ მაგრამ თქვენ სულ მედლის ერთი მხარეზე ხართ და ეს მხარე არასამართლიანია დანაშაული ყველამ თავის თავში ეძებოს

• gia

მთელმა ქალაქმა იცის რომ ეს ფანები,არიან ერთიმუჭა და არ გამოხატავენ ნამდვილი ქუთაისელი გულშემატკივრების პოზიციას,ესენია ხალხირომლებიც ცდილობენგამოჩნდნენ ვითომ გუნდზე სეყვარებული ხალხისინამდვილეში კი ხელს ითბობენ,ხან პრეზიდენტს თხოვენ თანხას ხან მთავარ მწვრთნელს,ხოლოის ხალხი ვიც წინ აღუდგებათ ლანძღავენ,თუ გფახსოვთ წინა ადმინისტრაციამამათიუმსგავსოებები რომდაგმორა დღეშიიყვნენ,რა ჩირქი არ მოცხეს ნორმალურ ხალხს..ესენიგუნდსუნდაჩამოაცილონ სამუდამოდ..ჩხეტიანმა გააბლატავა ესენი ბაზაზე მთავარი მწვრთნელი თათბირს არატარებს მაგათ გარეშე..ესაა საქმე?მთელი ქალაქი ელოდება თუ როდის მოაცილებენერთ მუჭა ბრბოს ჩვენს კლუბს.

• sos!

ტორპედოს ე.წ.ფანები უნდა მოაშორონ სტადიონებს. ეგენი არიან ხულიგნები და არა გულშემატკივრები. ზღვარსგადასული, თავხედი და უზრდელი ლაწირაკები. გაიხსენეთ არც, თუ ისე შორეული ისტორიები.

• სოსო

ვერ დაგეთანხმები.მსაჯიც ადამიანია და შეცდომებს ისიც უშვებს.მგონი დამეთანხმები,რომ ტოპ ლიგებშიც ძალიან ხშირად ცდებიან მსაჯები.რა თქმა უნდა არაობიექტურობასაც არ გამოვრიცხავ,საკმაოდ ხშირად ეგეც აშკარად იკითხება ხოლმე მსაჯის მოქმედებაში,მაგრამ ეს მაყურებელს არ ამართლებს,კი არის ემოცია,შეიძლება გაილანძღო კიდეც,მაგრამ აფეთქება ,საგნების სროლა,მტვრევა,ნგრევა,ერთმანეთის ცემა ტყება,სულ სხვაა.მაგისი არც გაკეთება შეიძლება და არც პატიება,რადგან ერთია როცა ერთი ერთზე ჩხუბობ ვინმესთან და მოერევი თუ მოგერევა,სიტუაციას ორივე მოჩხუბარი მეტ ნაკლებად აკონტროლებს,სულ სხვაა მასობრივი ჩხუბი,მანდ უკვე მტყუან მართალი აღარ განირჩევა,ყველა იქ მყოფი სიკვდილს ეთამაშება,რადგან სიტუაცია უკონტროლო ხდება,ეს შეიძლება იმ პატარა ბიჭებს არ ესმოდეთ,მგრამ თუნდაც ოცი წლის ახალგაზრდას,მაგისი მიხვედრა უნდა ჰქონდეს და მუხრუჭებს მოუხმოს.

• gia

მსაჯს რაღაც შეეშალა ლოკოს ბალეშიკს რატო უნდა მოხვდეს ხელი მაგის გამო? ეგეთი ველურებისთვის რა მნიშვნელობა აქვს მსაჯს შეეშლება თუ არა სხვა მიზეზს იპოვნიან ჩხუბისთვის

• gia

ქუთაისში და სამტედიაში დინამოს ფანებს რა უქნეს შენ არ იცი ალბათ, არც ის გახსოვს ტორპედოს ფანები დინამოსთან თამაშზე რომ შევარდნენ სტადიონზე და დინამოს ფანებს დაუშინეს ქვები? ტორპედოს ფანები არიან ჯუნგლებიდან გამოსულები და ველურები, რა შუაშია თბილისში იქნება თუ სადმე სხვაგან, ტყიური ტყიურია და რას უშველი მაგას.

• haha

ბიჭო, ჩხუბს ყოველთვის ქუთაისლები იწყებენ. ამ რამდენიმე წლის წინ, მოედანზე რომ გამოვარნენ ქუთაისში, ეგეც არ გახსოვთ? აი მაშინ უნდა მიეცათ 1-2 წლიანი დისკვალიფიკაცია უმაღლესიდან და დღეს მომჯდარი იქნებოდნენ. ამ სტატიის ავტორიც ცოდავს, არ შიძლება ყოველთვის ტორპედოს გამართლება. ამიტომაც გვყავს მაგათი უზრდელი ფანები. რაგბშიც მასე უზრდელობდნენ, მაგრამ რაგბის პრეზიდენტმა ეგრევე მოსვა (გია იყო მაშინ). ან შეეშვებით უზრდელობას ან რაგბს დაემშვიდობეთო. ბოლო ბოლო ცოტა ჩაწყნარდნენ. ასე უნდა მოიქცეს კობიაშვილი დღეს. ან გაჩერდნენ ან ქუთაისი მოიკვეთოს უმაღლესიდან. მატჩი ჩაშალეს სპეციალურად, რათა წაგება არ ჩათვლოდათ. ავტორ, რა გინდა ქუთაისლების თამაშზე ჯარი უნდა გამოეძახათ??? სიმართლე უნდა თქვა!!!!

• ssssss

არვამართლებ ამ ინციდენტს....მაგრამ საერთოდ ასე სულ თბილისში.... არასდროს უსაფრთხოება აარაა სტუმარი გულშემატკივრის დაცული...ქუთაიში რომ ჩმოდიან რომელიმე გუნდის ფანები პოლიციის კორდონებით არიან გარშემორტყმული....არტყმევინებენ ერთმანერს ხალხს და მერე მოდის დაცვა და პოლიცია თბიისში...რა უნამუსობაა რა....

• სიმართლე

ერთ თამაშზე ვიყავი, ლოკომოტივი- ჩიხურა იყო, მსაჯმა მართლა არასწორად აჩვენა ყვითელი ჩიხურას ფეხბურთელს რომელმაც მართლა არ წააქცია ლოკომოტიველი, და ჩიხურას ფანებმა შეაგინეს, ეს ფეხბურთია, ეოციაა და ტრიბუნაა! მთავარი მოხდა შემდეგ ლოკომოტიველი ფეხბურთელის "ბაბულიკა" ძმამ (ძმა იყო როგორც მერე გაირკვა) იმენა ქურდულად შეუბერა აქაოდა ვის აგინებთ ჩემი ასე და ასეო ტოოო! აქ ჩემი ძმა თამაშობს ვინმეს რამე არ შეგეშალოთ ფილტვებს ამოგაცლითო. მერეიმათმა უთხრეს ჩამეეთრიე ერთი საჩხერეში და განახებ ვინ ვის ამოაცლის ფილტვებს სიმონო. ხოდა ამით ის უნდა ვთქვა რომ თუ ეპატიჟები ოჯახის წევრს სტადიონზე უნდა იცოდნენ რომ შეიძლება შეგაგინონ და ხმა არ უნდა გაიღოს შენმა "ბაბულიკებმა" თორე გადმოგაგდებენ ტრიბუნიდან!

• GIO

პატრული რომ მოვიდა თამაშის შეწყვეტის შემდეგ, ასე განაცხადეს: ჩვენ უფლება არ გვაქვს შიგნით შევიდეთო. ასე რომ ტყუილებს ნუ სწერთ, პატრულმა გააჩერა ჩხუბიო

• ნოდო

ამ ინდივიდებს სახლშიც უნდა უკრძალო ყურება არა თუ სტადიონზე შეუშვა

• qutaiseli

რათქმაუნდა მიუღებელია ფიზიკური დაპირისპირება გულშემატკივრებს შორის და ვინც დასასჯელია უნდა დაისაჯოს მაგრამ მაგრამ რატომ ხდება ეს ყველაფერი და რის გამო ამას არავინ ამბობს და არ ზრუნავს მთავარი პრობლემის მოსაგვარებლად მსაჯობის პრობლემა და მხოლოდ ბალეშიკების აგრესია გამოგყავთ წინა პლანზე ასე გაგრძელდება სანამ მსაჯები და ფედერაცია არ შეცვლის პოლიტიკას და არ მიხვდება რომ თბილისის გარდ სხვა ქალაქებიც საქართველოა და თბილისურ გუნდებს არ უნდა ულოკავდნენ ერთ ადგილს უფრო მეტი მოხდება სანამ არ მოვლენ ჭკუაზე

"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

თორნიკე კაპანაძემ ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩზე

ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ

გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩს განსჯის

ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე

ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩზე

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]

ეროვნული ლიგა. XIII ტური: "საბურთალომ" "ტორპედო" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

თორნიკე კაპანაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა

ულამაზესი მაკრატელა საქართველოს ჩემპიონატში - თორნიკე კაპანაძემ "ჩიხურას" საოცარი გოლი გაუტანა [VIDEO]

თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა

სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა

ქართველი მსაჯები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

ეროვნულმა ლიგამ IV წრის საუკეთესოები დაასახელა

ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]

თორნიკე კაპანაძე "დილას" ფეხბურთელი გახდა

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება