"შერკინებაში უდრეკი, ახლო ბრძოლაში შეუპოვარი - ასეთია მისი თამაშის მოკლე დახასიათება"
ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა Midi Olympique-მა წერილი გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს ნაკრების შერკინების ყოფილ ბურჯზე, დავით ზირაქაშვილზე მოგვითხრობს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბე "კლერმონთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ზირაქაშვილი პირველი ქართველია, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს ორჯერ დაეუფლა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

"საკმაოდ რთული სეზონის შემდეგ, რომელიც მრავალრიცხოვანი ტრავმებით იყო გამოწვეული, წლეულს დავით ზირაქაშვილი იყო ერთ-ერთი წამყვანი მორაგბე "კლერმონის" შემადგენლობაში და უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემპიონობაში.

2015/16 წლების სეზონი ძალიან მძიმე გამოდგა ზირაქაშვილისთვის:

"ეს მართლაც დაწყევლილი წელიწადი იყო. მსოფლიოს თასის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ ჯერ ხელი ვიტკინე, მერე კისრის ტრავმა მივიღე. ასეთი სეზონი არასდროს მქონია."

სტატისტიკა რომ ვნახოთ: ექვსი მატჩი, აქედან ოთხი ძირითად შემადგენლობაში. ძალიან მცირე დროა, ყველაზე ცოტა, რაც იგი "კლერმონში" თამაშობს. მიუხედავად ამისა, გასული წლის ოქტომბერში, 33 წლის მორაგბეს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაუფორმეს სამწლიანი კონტრაქტი.

"კონტრაქტის გაფორმება დათოსთან ჩვენი გუნდის გრძელვადიანი პროექტის გეგმაა. მასთან თანამშრომლობა ჩვენთვის აუცილებელია. ძალიან გვიხარია, რომ ის კარიერას ჩვენთან განაგრძობს", - თქვა "კლერმონის" თავკაცმა ფრანკ აზემამ.

ზირაქაშვილმა ნდობა გაამართლა. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში. შერკინებაში უდრეკი, ახლო ბრძოლაში შეუპოვარი - ასეთია მისი თამაშის მოკლე დახასიათება.

ეს ყველაფერი 2004 წლიდან დაიწყო. ზირაქაშვილი რუსთავში ცხოვრობდა, რომელიც დედაქალაქ თბილისიდან ერთი საათის სავალზეა. დათო 20 წლის იყო, საფრანგეთში, ფედერალ 1-ის "ობენაში" რომ ჩაირიცხა. მარტოს, ცოლ-შვილის გარეშე ძალიან გაუჭირდა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, 2005 წლის იანვარში, ის "კლერმონში" სამედიცინო ჯოკერის სტატუსით მიიწვიეს მარტინ სკელცოს ნაცვლად. მას შემდეგ ზირაქაშვილი და "კლერმონი" განუყოფელნი არიან"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
ცოტა დაგვიანებული ხომ არ აარის ამ სტატიის დადება? :) ძველია
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
რაგბის ლეგიონი: 19 ქართველი ევროთასებზე
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ლეგიონერები - საფრანგეთში პლეი-ოფები დაწყვილდა
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა [VIDEO]
მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "მეცმა" ისევ მოიგო [VIDEO]
"შავი ლომი" "კლერმონთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]
დავითაშვილის გარეშე - "სენტ-ეტიენმა" მოიგო და ისევ ლიდერია
დავით ზირაქაშვილი: თითო ასეთ შეცდომას ყველა მატჩში ვუშვებ
ქართველი ლეგენდა "მშობლიურ" კლუბს დაუბრუნდა
"იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ" - მიქაუტაძის კომენტარი "კლერმონთან" მატჩის შემდეგ
რაგბის ლეგიონი: ტური რაგბი ევროპის პარალელურად