დაძაბული პაექრობა მთელი თამაშის განმავლობაში არ შეწყვეტილა, ორივე კართან არაერთი მომენტი შეიქმნა და ლამაზი გოლებიც გავიდა
ამ მართლაც საინტერესო მატჩში დაძაბული პაექრობა მთელი თამაშის განმავლობაში არ შეწყვეტილა, ორივე კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა და ლამაზი გოლებიც გავიდა. უშეღავათო ბრძოლაში ტრავმის გამო რამდენიმე ფეხბურთელი იძულებული გახდა, ნაადრევად დაეტოვებინა მოედანი, მობურთალთა შორის მცირე შეკამათებაც მოხდა. მოკლედ, ყველაფერი იყო საიმისოდ, რომ „ქართლის“ სტადიონზე შეკრებილ პუბლიკას მოსვლა არ ენანა.

მართალია, გუნდები ტოლსწორობდნენ, მაგრამ მოგებას სპარტაკელები უფრო იმსახურებდნენ. ისინი უფრო გააზრებულად, პრაგმატულად ირჯებოდნენ და მათი არც ერთი სათამაშო რგოლი უხეშ შეცდომებს არ უშვებდა. პირველ ტაიმში კი ქუთათურთა ყველაზე სუსტი რგოლი დაცვა იყო. ზვიად მეტრეველსაც მეტი რა უნდოდა, მიადგა და დაუნდობლად არბია. მას მე-7 წუთზევე შეეძლო გატანა, როდესაც დეკანოიძის ფლანგურ ჩაწოდებულს დაუხვედრა თავი, თუმცა დარტყმული ზუსტი, მაგრამ სუსტი გამოდგა.

ათ წუთში ბარაბაძემ მოზომილი გადაცემით გაიყვანა ზვიადი დასარტყმელ პოზიციაზე და რომ არა მისი წამიერი დაყოვნება, შესაძლოა, ანგარიში გახსნილიყო. თუმცა ამ დაყოვნებამ გოლი მხოლოდ რამდენიმე წუთით გადადო, მასპინძელთა ერთ-ერთი სწრაფი კონტრშეტევისას ისევ ბარაბაძის შესანიშნავი პასით, პლუს საკუთარი სისწრაფის წყალობით მეტრეველმა მეურვეც ჩამოიტოვა და წინ გამოსულ მიგინეიშვილსაც აჯობა - 1:0.

ქუთათურები გაშვებული გოლის მერე უფრო მონდომებით ათამაშდნენ. ცოტა ხანში მათგან ერთ-ერთი ყველაზე აქტიურის, გრიგოლ დოლიძის სტანდარტულისას შორი მანძილიდან კარისკენ ჩაწოდებული ბურთი უხეიროდ მოიგერია „სპარტაკის“ გოლკიპერმა, დამატებულზე კი ხარიხამ იხსნა ცხინვალელები. 39-ე წუთზე მეტრეველი კიდევ ერთხელ დაუსხლტა მცველებს, ოღონდ ამჯერად მიგინეიშვილს ვეღარ აჯობა, მეკარის მოგერიებულს ბურთს ბარაბაძემ დაამატა, თუმცა იმერელთა მეკარემ ისევ იმარჯვა. გიგატაძემაც ცენტრალური მცველი მაჭავარიანი შესვენებამდე შეცვალა. ტაიმი კი მოულოდნელად კინაღამ ავტოგოლით დასრულდა - მამუჩიშვილმა, ბურთს რომ კუთხურზე იგერიებდა საკუთარი კარის ხარიხას გაარტყა იგი.

მეორე ნახევარი უცნაური გოლით დაიწყო: მორიგი სწრაფი იერიშისას მეტოქის საჯარიმოში მცველთან ერთად აღმოჩენილმა მეტრეველმა მეტად მოუხერხებელი მდგომარეობიდან უცნაური ტრაექტორიით დაარტყა, ყველას და ალბათ მიგინეიშვილსაც ეგონა, რომ ბურთი კარს სცდებოდა, თუმცა გოლკიპერი მაინც გამოედევნა მას, მაგრამ ამაოდ - 2:0.

ანგარიშში სხვაობა და ორივე გუნდის გარჯა გვაფიქრებინებდა, რომ „ტორპედო“ მარცხისთვის იყო განწირული, თუმცა სტუმრები, განსაკუთრებით კი შეცვლაზე შესული ნიკა საბანაძე ასე არ ფიქრობდნენ, ისინი გაშმაგებით ეკვეთნენ მეტოქეს და ერთხანს მოედანზე სიტუაციაც დაიძაბა. 58-ე ბოლქვაძე და მიგინეიშვილი არბიტრმა ყვითლებით „დაამშვიდა“. მალევე ბურთისთვის თავგანწირულ ბრძოლაში ერთმანეთს შეჯახებულმა დეკანოიძემ და გიგაურმა ვეღარ განაგრძეს თამაში.

მორიგი ორთაბრძოლისას სპარტაკელი ბოლქვაძე ისე მოცელეს, რომ მოედნიდან ხელით გასაყვანი გახდა. ამ დროს შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთი რჩებოდა, „ტოროპედო“, თუ არ ჩავთვლით მეგრელაძისა და საბანაძის დარტყმებს, მაინცდამაინც მწვავედ ვეღარ უტევდა და სპარტაკელებიც ოდნავ მოეშვნენ. სწორედ ამის გამო მანამდე საიმედოდ მოთამაშე „სპარტაკის“ დაცვა შეცდა, დოლიძის ფლანგურ ჩაწოდებას ხეირიანად ვერ დაუხვდა და საბანაძემ ზუსტი თავურით ერთი ბურთი გაქვითა.

დამატებულ მე-4 წუთზე კარიდან დაახლოებით 30 მეტრში მეგრელაძის წაქცევითვის ჯარიმა დაინიშნა, რომელიც მანვე შეასრულა. აქ ალბათ „სპარტაკის“ ქომაგებს გამოცდილი მეკარე სოსო გრიშიკაშვილი გაახსენდათ, რომელიც ტრავმის გამო ტოვებდა შეხვედრას. მეგრელაძის ჩაწოდებულზე კი მასპინძლეთა გოლკიპერმა ბურთი ვერ შეიმაგრა, შეცდომით კარგად ისარგებლა საბანაძემ და ქულის მომტანი გოლი გაიტანა. თამაში, აქ დასრულდა.

20. 03 გორი ქართლი 400 მაყურებელი

სპარტაკი-ტორპედო 2:2

1:0. მეტრეველი (28, ბარაბაძის პასით), 2:0. მეტრეველი (47), 2:1. საბანაძე (81. დოლიძის პასით), 2:2. საბანაძე (90)

სპარტაკი ტორპედო

4-4-2 4-5-1

ხომერიკი მიგინეიშვილი

მამუჩიშვილი გ. სეთურიძე

ალავიძე მაჭავარიანი

ბოიომო ს. თოდუა

ჭაფოძე ჩიკვილაძე

მ. ჯიშკარიანი გ. დოლიძე

მგელაძე გიგაური

ვ. ბოლქვაძე ქებაძე

დეკანოიძე ბაკურაძე

მ. ბარაბაძე მაისურაძე

მეტრეველი მეგრელაძე

სპარტაკი

63. დეკანოიძე — უგრეხელიძე

74. ბოლქვაძე — კილასონია

83. მგელაძე — კაკაშვილი

სათადარიგოები: დაუშვილი, თუხარელი, ბუზალაძე, ლობჟანიძე

ტორპედო

40. მაჭაავარიანი — დ. ფოფხაძე

46. მაისურაძე — საბანაძე

63. გიგაური — კირკიტაძე

სათადარიგოები: ქვილითაია, გოცირიძე, დათუნაიშვილი, თარხნიშვილი

გაფრთხილება: მიგინეიშვილი (58), ბოლქვაძე (58)

მსაჯი: ჯ. ხორავა (ხობი)

ვასილ ბალახაძე

გორიდან

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა