ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა ქორიძემ დაასახელა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა
საქართველოს ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა ქორიძემ დაასახელა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა.

მწვრთნელი ცვლილებებს იმ წონებში აპირებდა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე მედლები არ გვქონდა, ასეთი კი ოთხია, თუმცა მწვრთნელი მონაწილეს მხოლოდ სამში ცვლის: 46, 85 და 100 კილოგრამებში. სარაევოში ჩატარებულ ევროპის პირველობაში 42 კილოგრამშიც უმედლოდ დავრჩით, თუმცა იქ დიმიტრი ხაჩიძე მეხუთეზე გავიდა. ყოველ შემთხვევაში, დანარჩენთაგან განსხვავებით, ქორიძე მისი ჭიდაობით მაინც კმაყოფილია და მორიგ შანსს აძლევს.

სხვა წონებიდან 46-ში გურამ აბრამაშვილს ბათუმელი თემურ ხოზრევანიძე შეცვლის, 85-ში ლუკა ხუციშვილის ნაცვლად ოზურგეთელი ლუკა ზაქარიაძე იჭიდავებს, მძიმე წონაში კი ელგუჯა ბალანჩივაძის ნაცვლად შანსი თბილისელ ელგუჯა სილაგაძეს ეძლევა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ამ ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო, რასაც კიდევ ერთი საყურადღებო წარმატება დაურთო: საერთო-გუნდურ ჩათვლაშიც გაიმარჯვა და მთელი 9 ქულით ჩამოიტოვა რუსეთის ნაკრები. სარაევოში ჩემპიონები ბექა გურული (54) და გიორგი შოთაძე (58) გახდნენ. ვერცხლს გიორგი ცოფურაშვილი (76) დაეუფლა, მესამეზე კი აკაკი ოსიაშვილი (50), ოთარ აბულაძე (63) და დავით სოლოღაშვილი (69) გავიდნენ.

გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ერთი შეკრება გუშინწინ უკვე დაასრულა წყალტუბოში, 21 აგვისტოს კი დასკვნით ეტაპს დაიწყებს ბორჯომში.

ბორჯომში ასევე ბოლო შეკრებას გაივლის თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც 24 აგვისტოს შეუდგება ვარჯიშს. მათი თავკაცი გია კვინიკაძეც ამის შემდეგ დაასახელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან შემადგენლობას.

ქორიძის მსგავსად, საკადრო ცვლილებებს ისიც ძირითადად იმ წონებში გეგმავს, სადაც ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დავრჩით.

შეგახსენებთ, რომ ამ ნაკრებმა კონტინენტის პირველობიდან 5 მედალი ჩამოიტანა: 2-2 ოქრო-ბრინჯაო და 1 ვერცხლი. ჩემპიონები გიორგი ჭოლაძე (42) და გიორგი გეგელაშვილი (46) გახდნენ. მეორეზე ვლადიმერ გამყრელიძე (54) გავიდა, ბრინჯაო კი თორნიკე ქათამაძემ (58) და დავით ქოჩქიანმა (85) მოიპოვეს.

ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი 4-10 სექტემბერს ათენში გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
"ვინც სკოლაში გამოირჩევა სწავლით, ჭიდაობაშიც გაცილებით უკეთ აზროვნებს"
აზერბაიჯანის ტურნირი: ბაქოს წარმატებული უქმეები
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები ევროპირველობაზე გაემგზავრა
ბ/რ ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: ბრინჯაოს ხანა
თ/ჭ. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: საქართველოს ნაკრები ცნობილია
ბაქოს ტურნირი: ვინ მოიგებს აზერბაიჯანულ თასს?
ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში: ნორიო, გარდაბანი, ქობულეთი
"აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასზე" ჭაბუკები იწყებენ
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებმა ევროპირველობაზე 5 მედალი მოიპოვეს
ბ/რ ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: 5 მედალი, ოქროს გარეშე
მათე გოქაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
მათე გოქაძემ რუსეთის წარმომადგენელს 8:0 სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ბ/რ ჭიდაობა. ბაქოს ტურნირი: წარმატებული დასაწყისი
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს ევროპის ჩემპიონატზე 5 მედლის მოპოვების შანსი აქვთ