ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

XXVI ტურის მიმოხილვა: საინტრიგო პაუზა

XXVI ტურის მიმოხილვა: საინტრიგო პაუზა

საქართველოს ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენებაა და უმაღლეს ლიგაში თამაშები აპრილის დასაწყისში განახლდება
საქართველოს ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენებაა და უმაღლეს ლიგაში თამაშები აპრილის დასაწყისში განახლდება. ჰოდა, ვიდრე შესვენება დაიწყებოდა, ბოლოს ჩატარებულმა ტურმა მართლაც დიდი ინტრიგა დაგვიტოვა; თანაც, დამაინტრიგებელი იქნება საჩემპიონო დავაც და არანაკლებ ინტერესს იწვევს ცხრილის ქვედა ნაწილში განვითარებული მოვლენებიც.

სხვათა შორის, დღესდღეობით სატურნირო ცხრილი ისე უნდა განვიხილოთ, როგორც „სამგუნდიანი ჯგუფების ტურნირი“: ჩემპიონობისათვის სამი გუნდი („ზესტაფონი“, „ოლიმპი“, „დინამო“) იბრძოლებს, მეოთხე ადგილისთვისაც სამი გუნდი („ვიტ ჯორჯია“, „ბაია“, „ტორპედო“) აცხადებს პრეტენზიას და გასავარდნ ზონაშიც სამი გუნდია („სიონი“, „კოლხეთი“, „სპარტაკი“). ანუ, დღესდღეობით, ფაქტობრივად, ისეთი სიტუაციაა, რომ უმაღლესი ლიგის ათი გუნდიდან თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა (კონკრეტულად, ცხრა გუნდი) სატურნირო მოტივაციის ნაკლებობას არ უნდა უჩიოდეს.

აი, იმ „დარჩენილ“ ერთადერთ გუნდზე კი მართლაც გვიმძიმს საუბარი, მაგრამ „სამტრედიის“ ბედი რომ, ფაქტობრივად გარკვეულია, ამას, ალბათ, ამ გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებიც შეგუებულნი არიან. არადა, ორი წლის წინ ყველას გაგვიხარდა, როცა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეს დიდი ტრადიციების მქონე გუნდი უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. ახლა კი, „სამტრედია“ თამაშს-თამაშზე აგებს და მართლაც სასწაული უნდა მოხდეს, ფინანსური და ყველანაირი პრობლემით „დახუნძლულმა“ გუნდმა აშკარად მოღონიერებულ-მოყოჩაღებულ კონკურენტებს გადაასწროს...

ახალი მწვრთნელის ფაქტორი

ვერაფერს ვიტყვით - მართლაც არაპროგნოზირებადი ჩემპიონატი გვაქვს; ფაქტობრივად, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ყოველ ტურში, სულ მცირე, ერთი „ხმაურიანი“ სენსაცია მაინც უნდა მოხდეს. ასე იყო ახლაც: „ზესტაფონმა“ ამ თვეში მეორედ დაკარგა უძვირფასესი ქულები და იმის ნაცვლად, რომ სააპრილოდ კონკურენტებთან სოლიდური ჰანდიკაპი ჰქონოდა, ახლა „ოლიმპს“ ერთი ქულითღა უსწრებს და „დინამოს“ ფაქტორზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

შეგახსენებთ, რომ კახა კაჭარავას გუნდს ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ორივე შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში „ზესტაფონსა“ და „დინამოს“ შორის სხვაობა მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულა იქნება. ამჯერად „ზესტაფონი“ ბოლნისის „სიონმა“ დაამუხრუჭა და ამ შეხვედრის თვითმხილველთა თქმით, ქვემოქართლელები ლიდერთან შეხვედრაში მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდნენ. თანაც, „სიონი“ მთელი გუნდით დაცვაში არ „ჩამჯდარა“, პირიქით, - დროდადრო მწვავე კონტრშეტევებსაც ახორციელებდა და მასპინძელთა კართან რამდენჯერმე სახიფათო იერიშიც მიიტანა.

სხვათა შორის, „სიონს“ ამ შეხვედრის წინ სერიოზულზე-სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა: სხვადასხვა მიზეზის გამო გუნდს წამყვანი ფეხბურთელები (მირზა მერლანი, მინდია ბობღიაშვილი, გივი დიდავა, მიხეილ კობაური) აკლდა; თუმცა, ამის მიუხედავად, „სიონის“ ახალმა თავკაცმა ამ მომენტისთვის ოპტიმალური შემადგნელობა დააყენა და, რაც მთავარია, ასეთ ძლიერ მეტოქესთან მართლაც საპატიო და სასურველ შედეგს მიაღწია; საერთოდაც, ფეხბურთში ახალი მწვრთნელის ფაქტორს, ხშირ შემთხვევაში, დადებითი ეფექტი მოაქვს და ასე მოხდა ამ ტურშიც: ლიდერთან მატჩამდე ერთი დღით ადრე „სიონის“ თავკაცად ხვიჩა ქასრაშვილი დაინიშნა.

ასეთ მოკლე დროში ქასრაშვილს რა უნდა მოეხერხებინა, მაგრამ შემადგენლობაში გარკვეული კორექტივები შეიტანა, რამდენიმე ფეხბურთელს ამპლუა შეუცვალა (ნიკა კვასხვაძე მარჯვენა მცველის პოზიციაზე გაამწესა, ახალგაზრდა საბა ადამაშვილს ძირითადში ანდო ადგილი და ასე შემდეგ) და „სიონში“... მესამე დაბრუნება ასეთი ხმაურიანი სენსაციური შედეგით „აღნიშნა“. შეგახსენებთ, რომ ქასრაშვილი 2005-06 წლების სეზონის პირველ წრეში თავკაცობდა „სიონს“, მეორედ 2009-10 წლების სეზონში დაბრუნდა ბოლნისში, როცა გუნდი მეორე ეტაპის დასაწყისიდან ჩაიბარა.

და აი, მესამე დაბრუნებაც, ოღონდ, ისიც სათქმელია, რომ წინა ორი შემთხვევისგან განსხვავებით, ბოლნისის „სიონს“ ამჯერად აშკარად განსხვავებული და მოკრძალებული მიზანი აქვს - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება...

გოლები და საპატიო სტუმრები

„ოლიმპი“„-სამტრედიის“ მატჩის მთავარი ინტრიგა ის იყო, თუ რამდენი გოლის გატანას შეძლებდა მასპინძელთა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე; საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა ფორვარდმა საკუთარ მონაგარს მხოლოდ ერთი ბურთი მიუმატა, თუმცა მისმა პარტნიორებმა იყოჩაღეს: დავით ბოლქვაძემ „დუბლი“ შეასრულა, ხოლო ილია პავლიაშვილმა „ოლიმპის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, პავლიაშვილი პირველ ეტაპზე „სამტრედიაში“ თამაშობდა და ამ გუნდის შემადგენლობაშიც აქვს გოლი გატანილი. სულ კი ჩემპიონატის დაწყებიდან პავლიაშვილს გარდა ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში გოლი გატანილი აქვს კიდევ ხუთ ფეხბურთელს: გიორგი მეგრელაძეს, ვახტანგ კვარაცხელიას, ლაშა ქებაძეს, რევაზ ჯიქიასა და გიგა კვერენჩხილაძეს.

დავით ბოლქვაძის „დუბლი“ ვახსენეთ და ამ გამოცდილი ნახევარმცველის მსგავსად გასულ ტურში კიდევ ორმა ფეხბურთელმა შეძლო ერთ მატჩში ორი გოლის გატანა - ნიკა საბანაძემ და ზვიად მეტრეველმა. თანაც, ორივე ფორვარდმა თავი ერთ მატჩში გამოიჩინა: „სპარტაკი“ მეტრეველის „დუბლით“ ამარცხებდა „ტორპედოს“, მაგრამ მატჩის მიწურულს ქუთათურთა გუნდის ახალგაზრდა თავდამსხმელმა საბანაძემ თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.

სხვათა შორის, საბანაძემ ამ შეხვედრის საბოლოო ანგარიში რომ დააფიქსირა, უკვე მსაჯის მიერ დამატებული წუთები იწურებოდა; შეგახსენებთ, რომ ამ მეტოქეების მეორე წრის მატჩში, 5 დეკემბერს რომ ჩატარდა, „ტორპედომ“ გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი მაშინაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანა (თენგიზ ჩიკვილაძის მართლაც ზღაპრული დარტყმით).

და კიდევ ერთი დეტალიც: გასულ ტურში, ყველაზე მეტი „საპატიო სტუმარი“ სწორედ „სპარტაკი“-„ტორპედოს“ მატჩს ჰყავდა. თავად განსაჯეთ: გორში ჩატარებულ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, მისი ასისტენტი სოსო ჭედია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია, მისი თანაშემწე ზაურ სვანაძე, ბაქოს „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე და ამ გუნდის მეორე მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ესწრებოდნენ.

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე