ქვემო ქართლის რეგიონს სპორტული კომპლექსი შეემატა, რომლის ძირითადი პროფილი კალათბურთი იქნება

ქვემო ქართლის რეგიონს თანამედროვე სპორტული კომპლექსი შეემატა, რომლის ძირითადი პროფილი კალათბურთი იქნება. ამ ფაქტთან დაკავშირებით გაიმართა ამხანაგური მატჩი შსს-სა და "ენერჯის" შორის. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად დარბაზის გასახსნელად აზერბაიჯანისა და საქართველოს სპორტის მინისტრები, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე და სხვა თანამდებობის პირები მივიდნენ.

ღონისძიებას დაესწრნენ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და სუპრლიგის დირექტორი გიორგი ზაბახიძე. საკალათბურთო მატჩის ბოლო წუთებზე კალათბურთიდან გააცილეს შსს წევრები: გამთამაშებელი დავით ბერიშვილი და გუნდის მოთამაშე-პრეზიდენტი ლევან მიქაბერიძე. შეხვედრა სადაო გდებით ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. ახალგაზრდა რუსთაველები გამოცდილ ძალოვნებს თავიდან ღირსეული წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა საბოლოოდ შსს-მ იმარჯვა - 90:53.

დარბაზში იდეალური პირობებია შექმნილი. სათამაშო იატაკი თანამედროვე, თბილისის სპორტის სასახლეში არსებულის ანალოგიურია. სატრენაჟორო, საშხაპეები, მოსასვენებელი და გასახდელი ოთახები - ეს ყველაფერი ძალიან სუფთად და გემოვნებიანად არის მარნეულის დარბაზში მოწყობილი. ტრიბუნები კი 500 ქომაგზეა გათვლილი.

მარნეულელებს ჰყავთ საკალათბურთო გუნდი - ზაზა გაბისონიას თავკაცობით მარნეულის "ინტერი" 16-წლამდელთა ჩემპიონატში თამაშობს. როგორც იგეგმება, ადგილობრივ მმართველობას მარნეულში საკალათბურთო გუნდის ჩამოყალიბება სურს, რომელიც მომავალში სუპერლიგაში მიიღებს მონაწილეობას.

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე