რადამელ ფალკაოს საფრანგეთში ვერ აჩერებენ
"თუ ასე გაგრძელდა, ეს იქნება ნეიმარის ლიგა", - ჯერ კიდევ ამ ტურამდე თქვა პსჟ-ის თავკაცმა უნაი ემერიმ. მართალია, "სენტ ეტიენთან" მატჩში ნეიმარ ჯუნიორს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი მიუთვლია (და ეს პირველად მოხდა ლიგა 1-ში), მაგრამ სამივე გოლი აქამდე უნაკლო დაცვის პატრონი გუნდის კარში ბრაზილიელის წყალობით გავიდა - ჯერ მისი პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ედინსონ კავანის მოქაჩეს და პენალტი დაინიშნა, მერე მისი ჩაწოდებული საჯარიმო მკერდით გაიჩერა მარკინიოსმა და ტიაგო მოტამაც დაამატა, ბოლოს კი ნეიმარმა მარჯვენა ფლანგზე მონიე მოძებნა და ბელგიელმაც კავანის ბოლო პასი არ დაუგვიანა - 3:0.

ის, რომ ნეიმარმა ბოლომდე ვერ გაილაღა, 23 წლის ნორვეგიელის, ოლე კრისტიან სელნესის დამსახურებაა, რომელიც ბრაზილიელის აჩრდილად იქცა და მას სივრცეები მოუსპო. სელნესს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დავასახელებდით, ნეიმარს თავისი მაინც რომ არ გაეტანა. ასე რომ, ჩვენი აზრით, საუკეთესო დუბლის ავტორი ედინსონ კავანია, რომლის ანგარიშზე უკვე 5 გოლია ამ სეზონში.

მატჩს NBA-ს სუპერვარსკვლავ სტეფ კარი ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ნეიმარი მას თამაშის სტილით ჰგავს.

სეზონის პირველი უგოლო ფრე "ნანტმა" და "ლიონმა" შემოგვთავაზეს. "ლიონმა" ბოლო ორ ტურში უკვე 4 ქულა დაკარგა. "ლიონს" დაცვაში არ გასჭირვებია, მეტოქემ პირველ ტაიმში "ლიონის" საჯარიმოში ერთხელაც ვერ მიიღო ბურთი, მაგრამ ბრუნო ჟენეზიოს ბიჭებმა შეტევაში ვერ ივარგეს.

"ლუი II-ზე" გამოჩნდა, რომ "მარსელს" ლიგა 1-ის ელიტაში დაბრუნებამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია, "მონაკომ" მხოლოდ ერთ ტაიმში ოთხი გოლი გაუტანა რუდი გარსიას კრებულს. საბოლოოდ, ჟარდიმის გუნდმა "მარსელი" 6:1 შეარცხვინა და პსჟ-სთან ერთად ლიდერობს ლიგა 1-ს.

ფაქტები

ედინსონ კავანიმ (პსჟ) ლიგა 1-ის ზედიზედ 12 ტურში გაიტანა (13 გოლი)

ედინსონ კავანი გახდა პირველი ფეხბურთელი 2011/12 წლების სეზონის შემდეგ, ვინც საწყის 4 ტურში გაიტანა ლიგა 1-ში. მაშინ თავი ალან ტრაორემ ("ოსერი") გამოიჩინა.

ბენჟამინ ჟანომ ("დიჟონი") 1 520-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

ლიგა 1-ში "ამიენის" პირველი, ისტორიული გოლის ავტორი გაელ კაკუტაა

ფირმინ მუბელემ ("რენი") ამ სეზონში 4-ჯერ დაარტყა მეტოქეთა კარში და 3 გოლი გაიტანა

"მონაკომ" ლიგა 1-ში პირველ ტაიმში 4 გოლი 2003 წლის მერე პირველად გაიტანა, ხოლო "მარსელმა" 2002 წლის მერე პირველად გაუშვა

გასული და ახლანდელი სეზონების ჯამში მცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი კამილ გლიკმა ("მონაკო") გაიტანა - 8

ნიკოლას დე პრევილმა ("ლილი") 2017 წელს საჯარიმოს გარედან 5 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი ლიგა 1-ში

"მარსელმა" 1997 წლის მერე ლიგა 1-ში 6 გოლი პირველად გაუშვა. მაშინ სულაც 8 გაუშვა "ლიონთან" დაპირისპირებაში

პსჟ-სტ. ეტიენი 3:0

გოლები: 1:0 კავანი (20-პენ), 2:0 ტიაგო მოტა (51), 3:0 კავანი (89)

პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა (80. ი. ბერჩიჩე) - პასტორე (80. ლო სელსო), ტიაგო მოტა, რაბიო - დი მარია (83. დრაქსლერი), კავანი, ნეიმარი

ნანტი-ლიონი 0:0

ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მორელი, მენდი - ტუსარი, ფერი (86. ოარი) - ბ. ტრაორე, ფეკირი, კორნე (78. დეპაი) - მ. დიასი (69. მაულიდა)

ამიენი-ნიცა 3:0

გოლები: 1:0 კაკუტა (15), 2:0 კონატე (28), 3:0 კონატე (88)

ბორდო-ტრუა 2:1

გოლები: 1:0 კამანო (10), 2:0 სანქარე (48), 2:1 დარბიონი (52)

კაენი-მეცი 1:0

გოლი: 1:0 როდელენი (50)

დიჟონი-მონპელიე 2:1

გოლები: 1:0 ჟანო (62), 1:1 სიო (49), 2:1 ჟანო (62)

ტულუზი-რენი 3:2

გოლები: 0:1 მუბელე (7), 1:1 დურმაზი (35-პენ), 2:1 ი. დიოპი (58), 2:2 სარი (65), 3:2 დურმაზი (71-პენ)

გაძევება: ამალფიტანო (70. რენი)

გენგამი-სტრასბური 2:0

გოლები: 1:0 დიალო (63), 2:0 ბრიანი (87)

ანჟერი-ლილი 1:1

გოლები: 1:0 კულიბალი (60), 1:1 დე პრევილი (68)

მონაკო-მარსელი 6:1

გოლები: 1:0 გლიკი (2), 2:0 ფალკაო (20-პენ), 3:0 ფალკაო (34), 4:0 დიაქაბი (45), 5:0 სიდიბე (68), 5:1 კაბელია (75), 6:1 ფაბინიო (79-პენ)

მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე (80. ა. ტურე), გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - რონი ლოპეში, ჟოაო მოუტინიო, ფაბინიო, ლემარი - დიაქაბი (62. ტილემანსი), ფალკაო (78. კარილიო)

მარსელი (3-4-1-2): მანდანდა - ჰუბოჩანი, როლანდო, დორია (46. მ. ლოპესი) - საკაი, სერტიჩი, ლუის გუსტავო, ამავი (46. კაბელია) - სანსონი (77. ზამბო) - ტოვენი, ჟერმენი

ბომბარდირები: 7 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 5 - ედინსონ კავანი (პსჟ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ბენზემა მზად იყო "ლიონში" ხელფასის გარეშე ეთამაშა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი?
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს
"დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი! მესამე გოლის აღნიშვნისას..." - დავითაშვილის პირველი კომენტარი ჰეთ-თრიქის შემდეგ
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
სტასენმა "სენტ ეტიენი" დატოვა და ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდა - რა ბედი ელის დავითაშვილს?
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
ფინანსური სირთულეების მიუხედავად - "ლიონმა" ცენტრალური თავდამსხმელი დაიმატა
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
[VIDEO] სუპერტალანტი, რომელსაც "კვარას" ადარებდნენ და კარიერა 1 ღამეში გაინადგურა
2 დასახული მიზნიდან ვერცერთი შეასრულა - "მარსელს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
[VIDEOS] მსგავსს იშვიათად ნახავთ - გენდუზიმ "ლიონის" ფეხბურთელები და ფანები ჭკუიდან გადაიყვანა
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
"ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა" - "მონაკოს" მწვრთნელმა ლუის ენრიკეზე ისაუბრა
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"არაჩვეულებრივ ფეხბურთელობასთან ერთად, ფანტასტიკური ადამიანია" - "სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა