დღეს, 28 აგვისტოს, ბუდაპეშტში ძიუდოისტთა პირად-გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
დღეს, 28 აგვისტოს, ბუდაპეშტში ძიუდოისტთა პირად-გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, სადაც წილისყრამ მძიმე ხვედრი გვარგუნა. განსაკუთრებით - ვაჟთა მძიმე წონებში, სადაც ყველაზე მეტად ველოდებით წარმატებებს.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 სთ-დან დაიწყება. გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეუძლია.

მძიმე წონაში ევროპის ჩემპიონ გურამ თუშიშვილს ნახევარფინალში "დაუჯდა" განუთესავი ფრანგი, მრისხანე ტედი რინერი. ეს კარგიცაა იმ ფონზე, რომ უფრო ადრეულ ეტაპზე არ შეხვდა, თუმცა მეოთხედფინალში იაპონელი ტაკეში ოჯიტანია სავარაუდო კონკურენტთა შორის. მანამდე ჩვენებურის გზაზე კორეელი სუმგმინ კიმი და ევროპის ჰოლანდიელი პრიზიორი როი მეიერიც ჩანან, თუმცა მთავარი ის ორია.

სამაგიეროდ, ბევრად იოლი ბადე ერგო ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ ადამ ოქრუაშვილს - მეოთხედფინალამდე გამოსარჩევი უნგრელი ბარნა ბორი და უკრაინელი სტანისლავ ბონდარენკოღა არიან, აი, ნახევარფინალში კი იაპონელთა ოლიმპიადის ფინალისტი ჰისაიოში ჰარასავა მოდის. ბრაზილიელი დავიდ მოურაც იმავე ეტაპზე თუ შეხვდება.

ევროპის სამგზის გამარჯვებულს, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტ ვალერი ლიპარტელიანს (100) ჯგუფში ორი გამორჩეული მეტოქე ჰყავს - ფრანგი ოლიმპიური პრიზიორი სირილ მარე და მისთვის ძალიან უხერხული რუსი კირილ დენისოვი.

დიდად უკეთეს ჯგუფში არც ევროპის პრიზიორი ბექა ღვინიაშვილია (90) - სავარაუდო მეტოქე მერვედფინალში რუსთა ინგუში ხასან ხალმურზაევია, მეოთხედფინალში - კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი დონჰან გვაკი.

ეს სამი წონა ყველაზე ბოლოს ჭიდაობს, დღეს კი ტატამზე 60 კილოგრამის ვაჟები და 48-ის ქალები გავლენ. ქალებში ამ წონაში არავინ გვყავს, ვაჟებში კი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი პირველ წრეში ისვენებს, როგორც რეიტინგის ლიდერი. მისი მეტოქე ავსტრალიელი ჯოშუა კეტზი ან მონაკოელი იან სიკარდი იქნებიან. თუმცა გამართლებას ვერც მის წილისყრას დავარქმევთ: მერვედფინალში უზბეკი ოლიმპიური პრიზიორი დიორბეკ უროზბოევი შეიძლება შეხვდეს, მეოთხედფინალის საგზურისთვის კი მეორე ნაწილში ნამდვილი სასაკლაო მოეწყობა: იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა, მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი ბოლდბაატარ განბატი, ფრანგი ევროპის ჩემპიონი ვალიდე ხიარი და თურქეთში გადასული ევროპის ფინალისტი ბეთქილ შუკვანი, ბეკირ ოზლუ!

29 აგვისტოს ჩვენგან ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66) იჭიდავებს, ვინც მეორე წრიდან ჩაებმება ასპარეზობაში იორდანიელ ბილალ აიალსალმანთან შეხვედრით. მას მერვედფინალამდე გამორჩეული კონკურენტი არავინ ჰყავს, იქ კი სავარაუდოთა შორის იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი ფაბიო ბასილე და კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი ბაულ ანი ჰყავს.

30 აგვისტოს ტრავმირებული ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს, ჯგუფში კი იაპონელი სოიში ჰაშიმოტო ჰყავს. ჩვენებური ჩემპიონატს მეორე წრეში ბრაზილიელ მარსელო კონტინისთან პაექრობით დაიწყებს. უნგრელი მიკლოშ უნგვარი და სლოვენიელი მარტინ ჰოიაკიც მასთან არიან.

ამავე დღეს იჭიდავებს მარიამ ჯანაშვილიც (57), თუმცა არც მას გაუმართლა, რადგან ჯგუფში ჰყავს ბრაზილიელი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი რაფაელა სილვა, ამერიკელი მსოფლიოს ფინალისტი და ოლიმპიური მედალოსანი მარტი მალოუ, პანამაში გადასული გერმანელი მსოფლიოს მედალოსანი მირიამ პოპერი, ჩვენი ტურნირის ჰოლანდიელი მესამეპრიზიორი მარგრიეტ ბერგსტრა, პორტუგალიელი მსოფლიოს 4-გზის ფინალისტი, ოლიმპიური მედალოსანი ტელმა მონტეირო და სხვები. ჩვენებური პირველ შეხვედრას კანადელ კატერინე ბაუხემინ-პინარდთან ჩაატარებს.

ჩვენგან ყველაზე მეტად ევროპის პრიზიორ ზებედა რეხვიაშვილს (81) გაუმართლა, ვისთანაც ჯგუფის ფავორიტი ჰოლანდიელი ფრენკ დენ უაიტია, თუმცა ირანელი საეიდ მოლაე და ხორვატი დომინიკ დრუზეტაც გამოსარჩევნი არიან. ქართველი პირველად ურუგვაელ ალაინ აპრაჰამინს დაეჭიდება.

დაბოლოს, ქალთა გუნდის კიდევ ორი მონაწილე: ნინო ოძელაშვილი (70) პირველივე წრეში ნიგერიელ ვინი კოფიტს დაეჭიდება, ელენე ქებაძე (+70) კი - გერმანელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ იასმინ კულბსს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

ვაჟები

-60კგ - ამირან პაპინაშვილი

-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი

-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი

-81კგ - ზებედა რეხვიაშვილი

-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი

-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი

+100კგ - გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი

გოგონები

-57კგ - მარიამ ჯანაშვილი

-70კგ - ნინო ოძელაშვილი

+78კგ - ელენე ქებაძე.

გუნდურ შეჯიბრში ნაკრებს დაემატებიან: ლაშა გიუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ესტერ სტამი.

ჩემპიონატის პროგრამა

28 აგვისტო -60კგ, -48კგ

29 აგვისტო -66კგ, -52კგ

30 აგვისტო -73კგ, -57კგ

31 აგვისტო -81კგ, -63კგ

1 სექტემბერი -90კგ, -70კგ, -78კგ

2 სექტემბერი 100კგ, +100კგ, +78კგ

3 სექტემბერი - გუნდური შეჯიბრი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

niko
მაკვირვებს ზოგის კომენტარი. მოსფლიო ჩემპიონატია ძიუდოში აბა ჭამა სმის რომ ყოფილიყვნენ პირველ ადგილს ვის დაუთმობდნენ რომელიმე წონაში? ლიპომ ისვე ბოლოს აჩუქა დაუდევრობით არადა ჯანითაც სჯობდა და ყველფრით. იაპონელმა ჭკუით მოუგო, და ბევრმაც უაზროდ იჭიდავა ან მოუმზდებლად. თუშიშვილი ყოჩაღ, ვერ მოიგო მედალი მაგრამ თუ ასე გააგრძელა მაგის მომგები არავი იქნება კაი ხანი, რინერს თავი წაგებული ეგონა. ისე ამ წესებს რას ცვლიან ყოველ წელს? ტატამი კიდევ ეკლესი არ არის, როგორ შეიძლება ჯვრით გასვლა? ასე ვფიქრობ რომ უზნაძეს უკეთ ჰყავდა გუნდი მომზადებული.
123
არა რა გინდათ რომ გაჩუქონ მედლები, ეგრე არვ არის....
natali
..... უი შენ რა გითხარი მე. გაგვწირა არა კვახი.

ძიუდოისტებს ჭურში ხომ არ ეძინებათ. მაგალითი აგერ ცხვირწინ, გუშინწინ და უკვე თბილისშია. არ შეურჩევია იაკობაშვილს მეტოქეები, მაგრამ ხომ ჩამოუქროლა ქორივით იმ ბოღმა ყოფილ და ავადმყოფ "რუსებს", რომ იდგნენ კვარცხლბეკზე ჩაჯმულები განდაგან.
"რიგითი გულშემატკივარი"
მე ავტორის ვერ მესმის:მეტოქედ ფრანგი არ უნდა იაპონელი არ უნდა,კორეელი არ უნდა, რუსი არ უნდა,ჰოლანდიელიც არ უნდა,აბა ბაბაია ძიუდოს ეგენი ჭიდაობენ და რა ვქნათ? თუ მოგება გინდა ყველას უნდა მოუგო და წილისყრის შედეგები არაფერ შუაშია,მით უფრო "გაწირვა"(შიში ვერ იხსნის სიკვდილსა,ცუდია დაღრეჯილობა) აბა ტედი რინერის ჰკითხეთ "გაწირა" კენჭისყრამ?
otari
გენაცვალე,ახლა პაპუნაშვილმა წაგო,რა მნიშვნელობა ახლა მერვედფინალში თუ ფინალში,მაინც ჩემია და ვენაცვალე,რაც შეძლო დადო ბიჭმა.მომავალში უფრო მოემზადება,იმას რა ჩემზე მეტად არ უნდოდა გამარჯვება?გაიხარეთ ქართველო გულშემატკივრებო წინ კიდევ ბევრი ბრძოლოებია.გენაცვალეთ.
otari
ზუსტად,რომ სწორი შენიშვნაა,რა გაგვწირა,და რაგაც,მეომარი ხარ და უნდა იომო,პირველად შეგხვდება თუ ბოლოს რა მნიშვნელობა აქვს?თუ მასეა მაშინ მე მეჭიდავე და მომიგე და მერე წაგე,ამით რა?მაგარი ხარ?პრველი შერკინება და ბოლო ერთნაიტად უნდა იყოს.აი მაშინ ხარ დაუმარცხებელი,არა და მოგებ ჩემისთანებს მოჭიდავებს ათს და მერე წაგებ ძლიერთან და მაგარი ხარ?არა ბატონო,არაა მასე
mixo
რას ქვია გაგვწირა. თუ მედლებისთვის იბრძვიან ყველა უნდა დაამარცხო. მთავარი მონაწილეობა ხომ არ არის.
Asea es
Ratomgac darwmunebuli var statiis avtors konkurenti jurnalistebi uscoreben sul ,aba ubralo gulshematkivari sul sxva rames aqcevs yuradgebas.
euhh
vitom gindat statia mzapr siujetiani gamovides?gagvwira,sasaklao daase sh...tan isewert titqos nanaxi gqondet es chempionati,logikas tumiyvebit ; n imat argaumartlat da raga chven argafvimartla??!mtavari:es msoplio chempionatia da aq yanidan mosuli aravinaa...WARMATEBEBI CHVENS LOMEBS..GILOCAVT AVTORSAC DA MOMXMAREBLEBSAC MARIAMOBAS
zaza
ბადეს დიდი მნიშვნელობა კი აქვს, მაგრამ არა გადამწყვეტი. რთულ მეტოქის მერე რომ ისევ ძლიერებთან რომ გიწევს ჭიდილი ეგ ღლის ადამიანს. თუმცა მსოფლიო ჩემპიონატია და იქ რამოდენიმე გამონაკლისების გარდა იოლი მეტოქეც არ არსებობს!
jorj
ბრძოლა ჟინი თავდადება მოგვიტანს წარმატებას. ხელი არ უნდა ჩაიქნიონ.წარმატებები ჩვენს სპორცმენებს.
SL
მივმართავ სტატიის ავტორს. ბატონო ჩემო უმორჩილესად გთხოვთ გაიღმავოთ ქართული ენის ცოდნა და დაუკვირდეთ შერჩეული სიტყვების მნიშვნელობას. სტატიის სათაურია "წილისყრამ გაგვწირა". მითხარით რას გავს ეხლა ეს?!! რისთვის გაგვწირა?!!.. მარტო სპორტული სტატისტიკის ცოდნა არ მოგეთხოვებათ გახსოვდეთ!! აიმაღლეთ კვალიფიკაცია სხვა საჭირო თემებშიც. გთხოვთ.
judo
ამ სტატიის ავტორს ბექას ხასანა კი არა ხუსეინა კავს ბადესჰი,ესენი ტკუპები არიან ხასანა ,,81,,სჰი ხუსეიანა ,,90,,სჰი....იმიტომ გვაქვს კარგად საქმე,სჰენ ნაირი ,,ნიცჰიერი,,ჯურნალისტები რომ არიან,ტანაც უხვად.
SS
თუ მაგარი ხარ, ყველას უნდა მოუგო. აბა მა როგორ გინდათ? პენსიონერებთან გაჭიდაონ?
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ძიუდო ჩემპიონთა ლიგა - "გოლდენ გორი" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველებით დაკომპლექტებულ პსჟ-სთან დამარცხდა
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! - დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
ძიუდოს ახალი რეიტინგი: თუშიშვილი ყველგან პირველი
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს წარუმატებლად გამოვიდნენ
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
ქართველმა სამბისტებმა მოსკოვში 5 მედალი მოიპოვეს
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
"სამარცხვინოა, როდესაც სამინისტრო მსოფლიო ჩემპიონობას გილოცავს და მერე პოსტს შლის" - ელენე ქებაძე
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
5 ქართველი ძიუდოისტი ჰააგის გრან პრიზე იასპარეზებს
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში კიდევ 5 მედალი მოიპოვა
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
აბუ-დაბის გრან სლემი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
"ყოველთვიურად გერიცხებათ ხელფასი, ოქროს მედლის შემდეგ შესაბამისი პრემიაც მიიღეთ" - სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადება
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვა
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
ნინო ოძელაშვილი: ქმარს დავპირდი, მსოფლიოს ჩემპიონი თუ გავხდი...
მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ელენე ქებაძემ რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
სამბო. ოთხი ვერცხლი ათენიდან