საქართველოს ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XXIV ტური
ამ შეხვედრაზე ბევრის რამის თქმა შეიძლება, მაგრამ მთავარია, სად დაიკარგა ის თამაში, რომელსაც გასულ სეზონში "ჩიხურა" აჩვენებდა? გუნდი, რომელიც გარდამავალი ჩემპიონატის მშვენება იყო, ახლა საკუთარ თავს აღარ ჰგავს. თუკი მცირე ხნის წინ "საბურთალოს" მსგავს ახალგაზრდულ გუნდს სოსო ფრუიძის გაწვრთნილები კლასითა და გამოცდილებით უგებდნენ, ახლა ეს ვეღარ მოახერხეს.

ალბათ, იმიტომ, რომ "საბურთალო" გაიზარდა და ძველებურად გამოუცდელი აღარ არის, საჩხერელებმა კი პროგრესი შეაჩერეს, ვერც "ახალი სისხლის" გადასხმა მოახერხეს და საშუალო დონეზე გაჩერდნენ.

ივანწმინდაში გამართული უშუალო კონკურენტების მატჩი ორივე გუნდიდან საკვანძო მოთამაშეებმა გამოტოვეს - საჩხერელებს დიმიტრი ტატანაშვილი და ლაშა ჩიკვაიძე დააკლდათ, ხოლო "საბურთალოს" - თორნიკე თარხნიშვილი და ლუკა ლაკვეხელიანი.

პირველი ტაიმი საკმაოდ უფერული გამოდგა და მომენტიც ბევრი არ შექმნილა. მეორე ნახევარში კი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ტემპს მოუმატა და ზურაბ მწყერაშვილის კართან რამდენიმე ეპიზოდში აშკარად "დაცხა". მოშიშვლებული დაცვის გამო სტუმრები საჩხერელებს პრობლემებს უქმნიდნენ, მაგრამ მომენტებით ვერ ისარგებლეს.

სხვათა შორის, ორივე გუნდი პენალტს ითხოვდა, თუმცა ჯენერი ხორავამ მათი პრეტენზია არ დააკმაყოფილა. საინტერესო სტატისტიკაა - "საბურთალომ" გასვლაზე 18 ქულა მოიპოვა, შინ კი - 16.

მატჩის სტენოგრამა

3' - კოხრეიძე საჯარიმოში შეიჭრა და ჭელიძესთან შეჯახებისას წაიქცა. სტუმრები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა თამაში გააგრძელა.

11' - საჩხერელთა კონტრშეტევას დეკანოიძე აგვირგვინებდა. ბურთს ჯერ მეკარე კუპატაძე გადაეღობა, შემდეგ კი ძელს მოხვდა და სტუმრები გადარჩნენ.

32' - ისევ დეკანოიძემ შეუტია, კარიდან ოდნავ წინ გამოსული მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ მიზანს ააცილა.

41' - გია ჩაბრაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ დარჩენილმა საბურთალოელებმა, ხარაიშვილმა და ვოლკოვმა, ერთმანეთს ხელი შეუშალეს და მშვენიერი საგოლე მომენტით ვერ ისარგებლეს.

47' - კუთხურის გათამაშების შემდეგ გრიგალაშვილმა ბურთი ხარიხას მოარტყა. "ჩიხურა" გადარჩა.

52' - "საბურთალოს" კონტრშეტევა. ვოლკოვმა სახიფათო პოზიციიდან დაარტყა. მწყერაშვილმა საიმედოდ ითამაშა.

75' - ჭელიძემ საბურთალოელთა შეტევა შეაჩერა, მაგრამ ბურთი ცუდად მოიგერია და კარის წინ კოხრეიძე აღმოჩნდა - მწყერაშვილმა "ჩიხურა" აშკარა გოლისგან იხსნა.

81' - პენალტს უკვე საჩხერელები ითხოვდნენ. ჭელიძის შეტევისას ცნობილაძეს ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა.

90' - ბიძინაშვილს სტუმართა სწრაფი კონტრშეტევის გოლით დასრულება და "საბურთალოსთვის" 3 ქულის მოტანა შეეძლო, მაგრამ მეკარეს ბურთი თავზე ვერ გადაუგდო.

90+2' - ხარაიშვილის კუთხურის შემდეგ ბურთი კარში ცნობილაძემ გაგზავნა, მაგრამ მას მცველი გადაეღობა და საჩხერელებს ქულა შეუნარჩუნა.

ეროვნული ლიგა. XXIV ტური

25.08. ივანწმინდა

ჩიხურა-საბურთალო 0:0

ჩიხურა (4-2-3-1): მწყერაშვილი - გრიგალაშვილი, კაშია, ჭელიძე, კორიფაძე - დობროვოლსკი (76. კაკუბავა), ფონიავა (63. სარდალიშვილი), განუგრავა - ივანიშვილი (66. კვერნაძე), გაბედავა - დეკანოიძე.

სათადარიგოები: ჰამზიჩი, მირცხულავა, გაბაძე, გორგიაშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, თედ. გრიგალაშვილი, ცნობილაძე, ნადარაია - მამუჩაშვილი, ტერა (46. ბიძინაშვილი) - შინდაგორიძე (67. მუიეცი), ხარაიშვილი, ვოლკოვი - კოხრეიძე (83. მალი).

სათადარიგოები: გოშაძე, მარგველაშვილი, გვარაძე

მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

გაფრთხილებები: დეკანოიძე (50), შინდაგორიძე (65), ნადარაია (88)

არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 19

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12

ბ. არაბული (დინამო თბ/ბალმაზივარ) 11

ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11

მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 10

მ. კოვტალიუკი (კოლხეთი/დინამო თბ) 10

მომდევნო ტური

8 სექტემბერი, პარასკევი

კოლხეთი-სამტრედია

ტორპედო-ჩიხურა

9 სექტემბერი, შაბათი

ლოკომოტივი-დილა

დინამო (თბ)-შუქურა

10 სექტემბერი, კვირა

საბურთალო-დინამო (ბთ).

სერგო კორძაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
ფრუი როტაციას კი არა, ფსევდო როტაციას მიმართავს და ჯიუტად თავის ლუბიმჩიკებს ათამაშებს! აი შედეგიც! გაიტანეთ გრენლანდია!!! "საჩხერელი-ს" ვინ ყველა თამაშობს?! მინიმუმ 0:2- დან (უფრო ხშირად 0:3) აკეთებს შეცვლებს! არადწორად შერჩეული ძირითადი შემადგენლობისა! და თან მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე ჰა, ჰა 20 ადრე! ვისაც ეკუთვნის იმათ არ ათამაშებს ძირითადში, მიკერძოებული ფრუიძე! მისით ილოა კმაყოფილი!
საჩხერელი
თუ როტაციას მიმართავს ე.ი. ყველა თამაშობს.თქვენ ნათქვამს ეწინააღმდეგებით ლუბიმჩიკებთან დაკავშირებით.
chixi
საბურთალოს მწვრთნელი ჰყავს,ჩიხურას კი მამინაცვალი და პროგრესი როგორ ექნებათ.როტაციას მიმართავსო, როტაციას კი არა,ჯიუტად თავის ლუბიმჩიკებს ათამაშებს და არაფერი გამოსდის.სპონსორიც ჩუმად არის,ქართუ ჯგუფიც და ბიძინაც,ამიტომაც საქმე უკან მიდის.როდემდის?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო