საქართველოს ნაკრების უკანახაზელი იტალიურ გუნდს სანაკრებო ბატალიების დასრულების შემდეგ შეუერთდება
დაახლოებით ერთი კვირის წინ დავწერეთ, რომ საქართველოს ნაკრების უკანახაზელ მანუჩარ მარკოიშვილის გადაბირების სურვილი იტალიის სერია A-ს წარმომადგენელ "რეჯო ემილიას" ჰქონდა. ეს გუნდი ახალ სეზონში ევროთასზე იასპარეზებს და გამოცდილი კალათბურთელები ძალიან სჭირდება.

როგორც გუშინ შევიტყვეთ, შეთანხმება ოფიციალურადაც გაფორმდა და დღეს მანუჩარ მარკოიშვილი უკვე "რეჯო ემილიას" წევრია.

"ამ გუნდისგან დაინტერესების შესახებ რომ გავიგე, ნამდვილად მესიამოვნა. სხვათა შორის, თბილისში იყო ჩამოსული გუნდის მეორე მწვრთნელი, დააკვირდა ეროვნული ნაკრების ვარჯიშებს, ნახა, რომ ცუდ ფორმაში არა ვარ. სათანადო კონდიციებამდე ჯერ კიდევ ცოტა მიკლია, მაგრამ დარწმუნდა, რომ ჯანმრთელად ვარ და ამის შემდეგ კონტრაქტზეც დავილაპარაკეთ", - ამბობს მანუჩარ მარკოიშვილი.

იგი 2009 წლიდან 2012-მდე იტალიურ "კანტუში" თამაშობდა, საიდანაც თურქულ "გალათასარაიში" გადავიდა.

"იტალიაში დაბრუნება მართლაც სასიამოვნო იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ეროვნულ ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული, რომელთან ერთადაც ევრობასკეტისთვის ვემზადები. სანაკრებო ბატალიების დასრულების შემდეგ გადაწყდება, როდის უნდა შევუერთდე იტალიურ კლუბს.

რაც შეეხება "რეჯო ემილიას" ამბიციებს, გუნდი ევროთასზე გამოდის. შემადგენლობის ძირითადი ბირთვი შეიცვალა და შედარებით გაახალგაზრდავდა. წინასწარ რთულია რამის დაგეგმვა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ პლეი-ოფში ვითამაშებთ, როგორც იტალიის ჩემპიონატში, ასევე ევროთასზე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
მანუჩარ მარკოიშვილის 16 ქულა და "გრისინის თასი" "რეჯო ემილიაში"
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
"გერმანიამ იპოვა გასაღები, როგორ შეიძლებოდა საქართველოს ნაკრების დამარცხება"
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
მანუჩარ მარკოიშვილის 6-ქულიანი სტარტი იტალიის სერია A-ში
მანუჩარ მარკოიშვილი: ეს გუნდი ჩემთვის იდეალურია
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
მანუჩარ მარკოიშვილმა "რეჯო ემილიაში" ანგარიში გახსნა