"ქალაქელთა" ოპტიმისტი ბელგიელი მცველი მაღლა-მაღლა "დაფრინავს"

ვენსან კომპანი ამბობს, რომ მზად არის „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ შარშანდელისთვის „პასუხი აგებინოს“. შეგახსენებთ, შარშან „მანჩესტერ სიტის“ სწორედ „დეზებმა“ წაართვეს სანუკვარი მეოთხე ადგილი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გასვლას ნიშნავდა.

გასულ სეზონში „ტონეჰემი“ და „სიტი“ ბოლოსწინა ტურში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც „სფურზმა“ ისტლენდელები პიტერ კრაუჩის გადამწყვეტი გოლით დაჯაბნა. წლეულს ეს გუნდები ისევ მეოთხე-მეხუთეს მიჯნაზე არიან და ერთმანეთთანაც სათამაშო აქვთ, თუმცა შეხვედრა, რომელიც „სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე“ წესით 17 აპრილს უნდა გამართულიყო, გადაიდო. მიზეზი: თექვსმეტში „სიტი“ ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ხვდება.

მაშ როდის გაიმართება ეს თამაში? ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა ის უფრო მაისისკენ გადაიტანონ, რადგან „დეზები“ 5 და 13 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „რეალს“ ხვდებიან. კომპანი კი დიდ გულზეა და ამბობს, რომ მზად არის ჰარი რედნაპის ბიჭებს ნებისმიერ დროს შეხვდეს, რადგან ამ სეზონში „სიტი“ მათზე უკეთ თამაშობს.

„ჯერ ერთი, ვნახოთ მანამდე რა მოხდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს შორის მაღლა მდგომი ამ შეხვედრისთვის უკვე გარკვეული იქნება, მაგრამ, თუ ყველაფერი მაინც და მაინც უშუალო დაპირისპირებაში უნდა გადაწყდეს, სიამოვნებით. ჩვენ ნებისმიერი დიდი მატჩისთვის ვართ მზად. სათამაშო გვაქვს „სფურზთან“, „იუნაიტედთან“... სულერთია, ვისაც უნდა შეგვეჯიბროს. ჩვენ გაცილებით მეტი ვართ, ვიდრე უბრალო გუნდი და ვერც ერთი მატჩის მნიშვნელოვნება ვერ შეგვაშინებს“ - თქვა ბელგიელმა მცველმა.

რასაკვირველია, ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილის მოპოვება „მანჩესტერ სიტისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე დიდად არის დამოკიდებული მწვრთნელ რობერტო მანჩინის თანამდებობაზე დარჩენის ბედიც, თუმცა კომპანი საკითხს ასე საერთოდ არ სვამს. ის დარწმუნებულია, რომ „სიტი“ საამისოდ საკმარის ქულებს მოიპოვებს.

„ჩვენ არასდროს დაგვიქადნია, რომ აუცილებლად ჩემპიონები გავხდებით ან რაიმე ამგვარი, მაგრამ გუნდი რომ სულ ვითარდება, ეს აშკარაა. სულ მესამე-მეოთხე ადგილზე ვტრიალებთ და იმედი მაქვს, რომ ამაზე დაბლა აღარ ჩავალთ. კალენდარიც, ვფიქრობ, საჩვენოა. ჩვენ ყველა დარჩენილი თამაშის მოგება შეგვიძლია და თუ ეს მოვახერხეთ, სწორედ იქ აღვმოჩნდებით, სადაც გვინდა რომ ვიყოთ. ცხრილში ჩვენს გარშემო მყოფ გუნდებსაც ქულების დაკარგვის დიდი შანსი აქვთ, ასე რომ ფახ-ხმლის დაყრა ძალიან ადრეა“.

მოგეხსენებათ, ისტლენდელებმა კვირას, „სტემფორდ ბრიჯზე“, „ჩელსისთან“ 2:0 წააგეს. ეს გახლდათ მრავალმხრივ საინტერესო თამაში, მათ შორის იმითაც, რომ „ჩელსისა“ და „სიტის“ მიერ დიდი ამბით ნაყიდი თავდამსხმელები, ფერნანდო ტორესი და ედინ ჯეკო კვლავ ჩაფლავდნენ. არადა, ამ ორი ფეხბურთელის ჯამური საბაზრო ფასი 77 მილიონი ფუნტია. კომპანის ამაზეც ჰკითხეს და მან უასუხა, რომ როგორც ერთი ასევე მეორე თავდამსხმელი მომავალ სეზონში გამოამჟღავნებს თავის სრულ პოტენციალს:

„ტორესი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენ ყველანი გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ, რომ მან გოლის გოლზე გატანა დაიწყო. ვიმეორებ, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ბიჭი „ჩელსის“ რაღაც მომენტში უდიდეს სარგებელს მოუტანს. პრობლემა მხლოდ ის არის, რომ მან გუნდი იანვარში გამოიცვალა, შუა სეზონში ახალ გუნდში გადასვლა კი ყოველთვის პრობლემებთან არის დაკავშირებული. ადაპტაცია ადვილი არ არის. მეტიც, მას პირდაპირ რომ დაეწყო გოლების გატანა, სასწაული იქნებოდა.

იგივე შემიძლია ვთქვა ედინზე. ის ჩვენს გუნდში კარგად ჩაეწერა და ძალიან სასარგებლო ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მისთვისაც ადაპტაციის პერიოდია. დარწმუნებული ვარ, სექტემბრიდან ჩვენ სულ სხვა ჯეკოსა და ტორესს ვიხილავთ“.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება