10-17 სექტემბერს მალტა ახალგაზრდა წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს
10-17 სექტემბერს მალტა ახალგაზრდა წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. მედლებისთვის 16 უძლიერესი ნაკრები იბრძოლებს. წილისყრით ისინი ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: ხორვატია, უნგრეთი, მონტენეგრო, უკრაინა

B ჯგუფი: ესპანეთი, იტალია, რუმინეთი, გერმანია

C ჯგუფი: სერბეთი, მალტა, საქართველო, საფრანგეთი

D ჯგუფი: საბერძნეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, თურქეთი

ჯგუფური პაექრობების შემდეგ სამ-სამი საუკეთესო გუნდი მომდევნო ეტაპზე გადის. გამარჯვებულები მეოთხედფინალის საგზურებს დაიბევებენ, ხოლო მეორე-მესამეადგილოსნები მეოთხედფინალის ოთხი ვაკანტური ადგილისთვის იბრძოლებენ მერვედფინალში.

საქართველოს ნაკრებმა, რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით, დასკვნით რაუნდში მონაწილეობის უფლება წლეულს შესარჩევ ტურნირში მოიპოვა. ეს შეჯიბრება 11-14 მაისს თბილისში ჩატარდა. მაშინ ჩვენმა ბიჭებმა ზედიზედ დაამარცხეს შვეიცარია (10:3), კვიპროსი (26:4), საფრანგეთი (7:1), ჩეხეთი (10:3) და ფინალურ ეტაპზე პირველი ადგილით გავიდნენ.

გადამწყვეტი ორთაბრძოლებისთვის ჩომახიძის შეგირდები კარგა ხანია, ინტენსიურად ემზადებიან. რამდენიმე საწვრთნელი შეკრება გაიარეს, მათ შორის - რუმინეთსა და თურქეთში. 1-3 სექტემბერს კი მალტაზე გამგზავრებამდე ჩვენებს გენერალური რეპეტიცია დიღმის ღია ოლიმპიურ აუზზე ექნებათ.

- მოთამაშეთა შესაძლებლობების საბოლოო შემოწმების მიზნით, 1-3 სექტემბერს თბილისში ახალგაზრდა წყალბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართება ძმები ჩაჩავების თასზე, - გვითხრა რევაზ ჩომახიძემ. - დღეიდან შეჯიბრების მთავარი პრიზისთვის მასპინძლებთან ერთად რუსები, რუმინელები და თურქები იბრძოლებენ.

უშეღავათო პაექრობების მოწმენი გავხდებით, რადგან ოთხივე ნაკრები ევროპირველობის ფინალური ეტაპის მონაწილეა. თბილისში ტურნირის ფავორიტები ჩრდილოელი მეზობლები არიან, ჩვენ, რუმინელებსა და თურქებს კი მეტ-ნაკლები უპირატესობით თანაბარი ძალის გუნდები გვყავს. რადგანაც მალტის მატჩები ღია აუზზე ჩატარდება, გადავწყვიტეთ, თბილისური ტურნირიც მსგავს სარბიელზე გავმართოთ დიღომში, რაც დახურულ აუზში ვარჯიშის შემდეგ საევროპედ კარგი პრაქტიკა იქნება.

- ნაკრების საბოლოო შემადგენლობა უკვე გაირკვა?

- დიახ. სამწუხაროდ, ტრავმა ვერ მოიშუშა და გუნდს ვერ შეეშველება კაპიტანი გიორგი წულუკიანი, რომელიც, ფაქტობრივად, ნაკრების ლიდერი იყო. მას თორნიკე ხვინგია შეცვლის.

ტურნირსა და ევროპის პირველობაზე, ასევე, ითამაშებენ გიორგი ბარაბაძე, თორნიკე დიასამიძე, თემურ ჭეიშვილი, ვიტალი მემანიშვილი, გურამ კუჭუაშვილი, გიორგი ქათამაძე, საბა დვალი, ლევან ხოხაშვილი, დავით ცხაკაია, კახა სამყურაშვილი, ნიკოლოზ იმნაიშვილი და ნიკოლოზ ქარჩავა.

- ჯგუფური ეტაპის მეტოქეებზე რას იტყვით?

- საერთოდ, ევროპირველობის ფავორიტია სერბეთი. საფრანგეთის ნაკრებს გაზაფხულზე თბილისში ვძლიეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გადამწყვეტი რაუნდისთვის შემადგენლობას გააძლიერებდნენ, ვიდეოზე ვნახეთ მალტის გუნდის თამაში. გასათვალისწინებელია, რომ კუნძულელები ასპარეზობის მასპინძლები არიან.

ყოველივეს მიუხედავად, უიმედოდ არ ვართ. ჩვენი მიზანია, სულ მცირე, ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლა, რომ მერვედფინალში ასპარეზობის საშუალება მოგვეცეს. ვეცდებით, ქომაგები გავახაროთ.

1-ლი სექტემბერი. რუმინეთი-რუსეთი 16:00, საქართველო-თურქეთი 17:30

2 სექტემბერი. თურქეთი-რუსეთი 10:00, საქართველო-რუმინეთი 11:30

3 სექტემბერი. რუმინეთი-თურქეთი 10:00, საქართველო-რუსეთი 11:30

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისის თასი მოიგო
რევაზ ჩომახიძე: საქართველოს ნაკრებისთვის წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი საუკეთესო იყო
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი: ეს მოგება ჩვენთვის პრინციპული და უმნიშვნელოვანესი იყო
რევაზ ჩომახიძე: შეგირდებით კმაყოფილი ვარ
რევაზ ჩომახიძე: მთავარი იყო ნაკრების წყალბურთელთა შეთამაშება და ეფექტიანი ტაქტიკის შემუშავება
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში დაგვრჩა - ქართველი წყალბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის კომენტარი თურქეთის დამარცხების შემდეგ
ჩომახიძის დიპლომატიური კომენტარი რუსეთთან მიკერძოებულ მსაჯობაზე