ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. III ჯგუფი. I ტური

დღეს, 1-ელ სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მე-3 ჯგუფში პირველი შეხვედრა პოლონეთის ნაკრებთან გამართა და დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ორივე კართან შეიქმნა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში თითქოს აქტიურად დაიწყეს, მაგრამ 58-ე წუთზე გოლი აქეთ მიიღეს. კუთხურის შემდეგ არბიტრმა, საკმაოდ საკამათო ეპიზოდში, გიორგი ბერიძეზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და საქართველოს ნაკრების კარში 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც დავიდ კოვნაცკიმ გოლად აქცია - 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი მთლიანად მოიშალა და პოლონელთა მოწოდებულ მომდევნო კუთხურსაც ლაზარე კუპატაძის კარში გოლი მოჰყვა. პოლონელთა კაპიტანმა დუბლი 65-ე წუთზე მიითვალა - 0:2.

საქართველოს ნაკრებს მესამე გოლი 71-ე წუთზე ბარტოჟ კაპუსტკამ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.

82-ე წუთზე ბერიძეს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი პოლონელთა კარში ვერ გადაგზავნა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს ღირებული არაფერი შეუქმნია, სამაგიეროდ, კუპატაძეს მოუხდა ბოლო წუთებზე კარის გადარჩენა...

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად, პოლონეთის გარდა, დანიის, ლიტვის, ფარერებისა და ფინეთის 21-წლამდელთა გუნდები ჰყავს. მომდევნო შეხვედრას გეგუჩაძის ნაკრები 6 ოქტომბერს, სტუმრად დანიის თანატოლებთან ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა:

ლაზარე კუპატაძე, აკაკი შულაია (68, გიორგი კოხრეიძე), გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი კუცია (46, ცოტნე ნადარაია), ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლადო მოხევიშვილი (76, დავით კობოური), გიორგი ხარაიშვილი, ბექა მიქელთაძე, გიორგი ბერიძე.

gia geguchashvil-akopovi
საქაღთველოს U21 წლამდე ნაკრები ანუ იგივე საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" ხეჩიკაშვილისა, "დინამოს" ფეხბურთელთა დანამატით. თქვენი გაკეთებული საქმე არა გაიშვა რა.
კოტე
ნეპოტიზმი არა ქლიავი. ფეხბურთი სკოლებიდან იწყებოდა, ტარდებოდა კლასების, სკოლების, რაიონების და ა. შ. ჩემპიონატები და იზრდებოდნენ ნამდვილი ჩემპიონები, გაიხედეთ გარეთ მშვენიერი მინი სტადიონებია და მთელი საღამო დაცარიელებულია, ბავშვები კომპიუტერს მიეჯაჭვნენ და ყველაფერი აქ მორჩა, ქართველები ხომ ყველაფერ ახალში უზომოდ თავით ვეშვებით. ეხ რა ქვეყანა დაგვამხეს თავზე.
კახი.სიმართლე.სევკო
უსახელო, რომ ითხოვ დავტოვოდ ჩვენი საკონტაქტო კოორდინატები, ხომ არ ჯობს თქვენი საკონტაქტო კოორდინატები დაგვიტოვო, რათა ჩვენ დაგეკონტაქტოთ. მიდი დადე ან მისამართი გვაცნობე და ეგრევე მანდ ვართ. გელოდებით.
GRRR
რომელი ევროპა აალაპარაკა და რითი?)))) შედეგით თუ თამაშით? არ დაგავიწყდეს გუნდმა ფინალურ ეტაპზე ითამაშა როგორც მასპინძელმა ქვეყანამ და მხოლოდ ერთი თამაში მოიგო!!! ძალიან მინდა დავუფასო ყიფიანს შედეგი და იქნებ მიკარნახო სად არის ან რა არის შენთვის შედეგი?
vaso
გეგუჩაძე მანდ არაფერს წყვეტავს როგორც ვატყობ, ამ ფედერაციის ხელში არაფერიც არ იქნება, რა იყო ეს, თავმოყვარეობა თუ გაქვთ საერთოდ
გულშემატკივარი!
ვინც წლამდე ნაკრებს და მის მწვრთნელს გიორგი ყიფიანს ვერ დაუნახავს თავის შედეგს, რცხვენოდეს! აუცილებლად მარტო ის დაწერს ყიფოზე ცუდს ვინც არ წაიყვანა ნაკრებში ან მისი მშობელი. ყიფო გენაცვალე შენ კაცობაში, ქართველობაში და პროფესიანოლიზმში. ამდენ უსაქმურს და ბოროტს როგორ უძლებს ეს საწყალი საქართველო! გრცხვენოდეს ყიფიანზე ცუდის დამწერო! არაფრის ღირსები არ ხართ! ბიჭო, მთელი ევროპა აალაპარაკა უ19 და თვქნ ვინ ხართ? ნუ დებთ ქართველობაზე თავს რა! ყიფო წარმატებები შენს გუნდთან ერთად!
bolo komentaris damwers!
pirvel rigshi icit ratom xart federaciis xelmdzgvaneloba gadasayeneblebi?- am uazro komentaristvis. ras aketebt, aseti komentarit xalxis gulis mogebas cdilobt? ar grcxveniat? tqven tviton ar icit, rom aranairi nepotizmi ar aris?! zustadac, aseti jansagi da patiosani mwrtvnelebi jer ar gyoliat. am xalxs ras usment- abraxuneben uazro sityvebs! imis magivrad, rom cota xma amoigot da tqvat is, rac 100% is, rom ar arsebobs nepotizmi, dgaxart da usaqmur vai gulshematkivar profesorebs gamodziebas stabazobt. neta ras idziebt! jer tqveni gundis zurgi iyavit da mere moiget sxvisi guli! yvelaaori shedegis miuxedavad- saqartvelos fexburtis nakrebebshi nepotizmi ar arsebobs!!! tu ver daasaxeleben ver ert konkretul shemtxvevas, yvela amis damweri unda dasakot, motxovet pasuxi aucileblad ciliswamebistvis!!! moitxovet konkretuli faqti , rasac veranairad vet warmogidgene da aucileblad agebinet ciswame istvis pasuxi!!! vnaxot exla aba rogor moiqcevit!!!
შევხდეთ და ვიმსჯელოდ
სიმართლე გამარჯობა. პირველ რიგში ასაკობრივი ნაკრებები ევროტურნირებზე არმონაწილეობენ. თუ გულშემატკივარი ხარ უნდა იცოდე ,რომ ნაკრებები თამაშობენ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. უ - 19 მა ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და საკმაოდ კარგადაც. თუ გულშემატკივარი ხარ უნდა იცოდე, რომ საქართველიში ამ ნაკრებმა უდიდესი სიმპატია დაიმსახურა და ახალგაზრდების თამაშს 25 000 მაყურებელი დაესწო. რაც შეეხება უ-21 პირველი თამაში ითამაშეს გუშინ. ხოდა აბა რას ბოდიალობ ? ნეტა მართლა გულშემატკივარი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ხარ გაბოროტებული ფეხბურთელის მშობელი , რომელიც უნიჭობის გამო ვერ ხდება ნაკრებში ან თვითონ ფეხბურთელი ხარ. ყველა გაბოროტებულს მოგმართავთ მაგრა იშიფრებით და სირცხვილია
პ.ს.
KAXI ყველამ კარგად იცის ვინც ათამაშებს ეროვნული ლიგის გუნდებში.მწვრთნელებზეა ისეთი ბავსჰვების ცოდვა,ვინც მართლა იმსახურებს გუნდშიც და ნაკრებშიც ტამაშსს.ნიჭიერ ფეხბურთელებს ზოგიერთ გუნდში გასაქანს არ აძლევენ და ბლოკავენ ,რომ არ გამოჩნდნენ სანაკრებო სიებში,სამაგიეროდ ნაცნობები ყავთ დაყეენებული ძირითადში.ამის მერე კიდევ უკვირთ რატომ არ არის შედეგიო? საანამ ნეპოტიზმი იქნება გამეფებული,არაფერი ეშველება არც გუნდებს და არც ნაკრებს.
გულშემატკივარი
საერთოდ მთავარი პრობლემა სამწვრთნელო შტაბშია,როგორც ნაკრებში,ისე გუნდებში.ეროვნულ ჩემპიონატში ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებენ ბევრ კარგ და ნიჭიერ ფეხბურთელს,იმიტომ რომ ,მათ არავინ მფარველობთ.ნეპოტიზმია ვირუსივით გავრცელებული როგორც გუნდებში,ისე ასაკობრივ ნაკრებებში.გადახედეთ ვინ ყავთ გამოძახებული ასაკობრივ ნაკრებებში.ნახევარი გუნდებშიც ვერ თამაშობს.არის გუნდები ,სადაც მწვრთნელი ნიჭიერ ფეხბურთელს ბლოკავს იმის გამო ,რომ თავისი ნაცნობი ათამაშოს და მართლა მონდომებული და მებრძოლი ფეხბურთელი განაცხადშიც არ შეიყვანოს.როდესაც გაუჭირდება მარტო მაშინ იძახებს თამაშებზე და იმის წყალობით იგებს,ასეთ მწვრთნელს რა უნდა გუნდში?იმიტომ არის ქართული ფეხბურთის საქმე კარგად.ჯერ მიხედონ გუნდებს და მერე ქონდეთ პრეტენზია ნაკრებში გამოძახებაზე.ნუ დაჩაგრავთ მწვრთნელებო ნიჭიერ ფეხბურთელებს,ასეთები სანთლით საძებარია.გუნდიდან უშვებენ მცოდნე მწვრთნელს და მოყავთ უარესი არაპროფესიონალები,ასე შორს ვერ გაფრინდებიან.ასაკობრივ ნაკრებებში ნახევარი თავიანთი ხალხი ყავთ გამოძახებული.მარტო საბურთალო -დინამოს თამაშზე ეგონება ადამიანს თავი.განსაკუთრებით საბურთალოა პოპულარული.ხეჩიკაშვილის ხელი ეტყობა.19 წლამდელთა ლიგაზე ცხინვალის გუნდი პირველ ადგილზეა,იქიდან არ იძახებს ფეხბურთელებსყიფიანი,ვინც მართლა გამოძახებას იმსახურებს და საბურთალოდან და დინამოდან ყავს თითქმის ნახევარზე მეტი.სანამ ნეპოტიზმი არ დამთავრდება,სანამ ჩვენი საშველი არ არის.
kaxi
გამოიძახეს 2 გუნდის გასაყიდი ფეხბურთელები მოაშორედ გეგუჩაძე და მისი ბანდა სირცხვილიაა
სიმართლე
სამწუხარო ის არის, რომ მხოლოდ ფეხბურთელების გინებაზეა აქცენტი გადატანილი. მერე და ვინ შეარჩია ესენი ნაკრებში სათამაშოდ, ვინ ათამაშებს ეროვნული ლიგის წამყვან გუნდებში? თავი და თავი გეგუჩაძეა, ....... კაცი, რომელსაც მუდამ აქებს და აქებს გულშემატკივარი, მიუხედავად სამარცხვინო წაგებებისა, მიუხედავად ნეპოტიზმის არაერთი მაგალითისა. ასაკობრივი ნაკრებების წარუმატებლობა ევროტურნირებზე მთლიანად გეგუჩაძის კისერზეა. უ19 და უ21 ტრენერები ყველა მაგის დანიშნულია და როგორც უნდა ისე მართავს ყველას. აბა ყიფიანს ისე ტრენერად ვინ დანიშნავდა. იქნებ მოვიდნენ გონზე ფედერაციის ხელმძღვანელები, ეროვნული ლიგის კლუბების ტრენერები და უარი თქვან მის მიერ თავსმოხვეული ვითომ „გეგმის“ და ცალკეული დაკვეთების განხორციელებაზე.
gio
martali xar. iqit sportis federaciis prezidentis kutvnili saburtalo da aqet fifias( romelmac didi wvrili sheitana amat gamarjvebashi) dinamo, amas davumatot cnobili fexburtelebis shvilebi, mati natesavebi nakrebshi da vigas axsovs nichieri upatrono fexburtelebi.
andro
ეტყობა შეგიძლია შეარიგო სომხეთი და აზერბაიჯანი! მაგათ უეფა ფიფა არ ათამაშებს ერთად და შენ გინდა ერთ ჩემპიონატში ათამაშო? სერბეტს, ხორვატიას, ისლანდიას და უელსს ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატები აქვთ, მაგრამ ნაკრებები ჩვენზე გაცილებით ძლიერი ყავთ. ბავშვთა ფეხბურთია მისახედი და მწვრთნელებია საჭირო ნორმალური. გაიოზ დარსაძე რომ ასწავლის მწვრთნელობას ის მწვრთნელი რა იქნება?
lashari
აშკარაა რომ არაკომპედენტური ხარ და არ გესმის რას ლაპარაკობ თორე იმას მაინც გააცნობიერებდი რომ საქართველო სომხეთი აზერბაიჯანი ვერ ითამაშებენ ერთად ....და სხვებთან უკრაინასთან თამაშისთვის რა თანხებია საჭირო იციი?კობიაშვილი კაი პრეზიდენტია მარა რაქნას შენნაორებით როა სავსე ქვეყანა
ცვლილება
იცით, მე მაინც იმ დასკვნამდე მივდივარ ,რომ ფულია მთავარი. ფული იქნება ,იქნება ძლიერი ჩემპიონატი. მაგარი მვრთნელიც გამოჩნდება და ფეხბურთელიც. ტოპმიოლერიც იყო,კუპერიც, ჟირესიც, სხვებიც მარა არაფერი!ფედერაციამ უნდა მოძებნოს ერთი ხუთი ფულიანი სპონსორი კი არა ,პატრონი რომელიც იყიდის კლუბს და ამით გადაწყდება პრობლემა, უნდა დავაინტერესოთ მდიდარი არაბები და იყიდიან ევროპის ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნის-საქართველოს გუნდებს, მათთვისაც სახელია და რეკლამა. ხუთას ათას ლარს დავახარჯავო ტორპედოსო, ასე თქვა მისმა ახალმა პატრონმა, მაგ ფულით გუნდი არ გაკეთდება, 700 ათას ევროს პირდებოდა ხელფასს რუბინი ახალგაზრდა რომან ჭანტურიას ,თქვენთან წავიკითხე. ხოდა ვინ მოვა ძლიერი ჩვენს გუნდებში სათამაშოდ. არ ინერვიულოთ , მოვა დრო ყველაფერი კარგად იქნება !
Vasili
Kacs ro gveli miachecho xelebshi, xo warmogidgeniat ra reaqcia eqneba?! Egreve moishorebs, sashinel panikashi chavardeba xoo?? ai zustad maseti reaqciebi aqvt burtis migebis dros chven fegburtelebs, darchebian burttan marto da ai mere iwyeba panika, sad da rogor moishores Es wyeuli ragac burti, ukve agar icis, da bolos amoucheren simwrisgan, da eg ari.....( arada burts damushaveba unda shenarchunebaaa da ase shemdeg :D :D :D qartuli asoebit Agar iwereba , am telefonebidan tu Ra xdeba, bodishi inglisuri asoebit ro davwere :) :) :)
SEVKO
სამწუხაროა. პირველი რასაც ხაზს გავუსვამ არის ნეპოტიზმი. მეორე არის მწვრთნელის დაშვებული შეცდომა (შემადგენლობა). მესამე არის ტაქტიკის გარეშე თამაში. მეოთხე - კუთხურის გათამაშებაშიც ტაკტიკა უნდა ვისწავლოთ როგორც დაცვაში ისე შეტევაში. მეხუთე - მივატოვოთ მოატყუა ერთი, ორი. დღეს სხვა ფეხბურთია. მეექვსე - ნათელი მაგალითი უჩვენა გერმანიის ნაკრებმა მთელ მსოპლიოს. გუნდში უნდა გყავდეს მოთამაშე რომელსაც ესმის ტაქტიკა და არა ვინც ჟანგლიორობს.
kaxi
რა უბედურებაა მარჯვენა მცველი მარცხნივ დააყენეს მერე მარჯვნივ დააყენეს მარჯვენა მცველი 2 ტაიმში წინ ასწიეს.. აპორნიზე უთამაშებელი კობაური გამოიყვანა... გეგუჩაძემ სასწრაფოდ უნდა შეცვალო შემადგენლობაა
roma
ეხ ჩემო კეთილო ხალხო ბევრმა არ იცის ჩვენი ქართული ფეხბურთის წარუმატებლობის ნამდვილი მიზეზი,ჩვენ გვჭირდება ძლიერი ჩემპიონატი,ისეთი,როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დროს,ასეთი ჩემპიონატის მოწყობის რამდენიმე გზა არსებობს,ან უნდა შეუერთდეთ უკრაინის ჩემპიონატს,ან თურქეთის ჩემპიონატს,ან ჩატარდეს კავკასიის ჩემპიონატი,საქარტველო,აზერბაიჯანი,სომხეთი და ჩრდილო კავკასიის რამდენიმე გუნდი,ან ბოლო-ბოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების საერთო ჩემპიონატი,როგორიც კალათბურთშია,ჰოკეიშია და ა.შ.სხვანაირად ჩვენ არაფერი გვეშველება,გამგებმა გაიგოს რასაც ვამბობ.სირცხვილია ხალხო გეგუჩაძის,ძოზუაშვილის,ცეცაძის,დევდარიანის,მაისურაძის,ფრუიძის,ჟორჟიკაშვილის და სხვების ქება და დიდება და მათი იმედის ქონა,ეს ხალხი არის ჩამოწერილი "ტავარი",ჩივაძეს არაფერი გამოუვიდა არცერთ ნაკრებში და ამათ რა გამოუვათ,სად საშა და სად ესენი,აი ის ძლიერი ჩემპიონატი ყველაფერს დაალაგებს,ასეთი ხალხი ფეხბურთში ვეღარ გაჭაჭანდებიან,აღარ იქნება გადინება და ყველაფერი დალაგდება,ასეთი საქმეებით დაკავებული უნდა იყოს ფედერაცია,ისინი ფულის კეთებით არიან დაკავებული,ვეკითხები იმ ხალხს ვინც ძალით მოიყვანა კობიაშვილი და მისი გუნდი რა შეიცვალა,პირიქით ყველაფერი უარესობისკენ მიდის,გრცხვენოდეთ ქართველებო ასეთი საქციელისთვის.
gio
daqacha ashkarad da danishna msajma prnalti, uaryofiti chven nakrebshi edzebo ajobebs.
ფეხბურთის მაყურებელი1957 წლიდან
არ გრცხვენიათ ბაბუკებო ეს იყო ფეხბურთის თამაში და ასეთი თამაშით სადმე მსოფლიო გრანდ გუნდებში მოხვედრაზეც ოცნებობთ? ( არ მიწყინოთ თქვენი ასაკიც ხომ ოცნების ასაკია) და თქვენი ასაკში ხომ ყველა ფიქრობს მომავალზე?
მურთაზი
ამათგან ფეხბურთელები არ გამოვა და თუ თავმოყვარეობა აქვთ სხვა საქმეს მოკიდონ ხელი სანამ ჯერ კიდევ აქვთ დრო
ალეკსანდრე
კალატბურთი, რაგბი, ჭიდაობა, სხვა სახეობის სპორტი საქართველოში აღარ არსებობს
მურთაზ
ადრეული წლები გამახსენდა ერთი მეზობელი მყავდა და როცა ჩვენ მეგობრები წუთებს ვითვლიდით დინამოს თამაშის რეპორტაჟის დაწყებამდე რო ერთად გვეყურა და სიამოვნება მიგვეღო ბიჭების თამაშის ყურებით ის არამცდა არამც არ უყურებდა და საერთოდაც მწყრალად იყო ფეხბურთის მიმართ ის იტყოდა ფეხბურთის ყურებას სვარკას რო უყურო ის მირჩევნიაო და გუშინდელი თამაშის ყურების მერე ბევრი ვიცინე და ზუსტად ერგება ის სიტყვები რას გავდა გუნდი თუ მას გუნდი ერქვა არც ჟინი არც ტაქტიკა მე ვერ დავინახე დაცვა ხომ საერთოდ მოშლილი არა და ჩვენი გუნდების დაცვა ხომ განთქმული იყო ევროპის მაშტაბით ხურცილავა ძოძუაშვილი ჩივაძე ხინჩიგაშვილი კოსტავა ჩოხელი მსფლიოს ნებისმიერი გუნდი ინატრებდა მასეთი დონის ფეხბურთელებს და ეზლა რა ჭირი გვეტაკა რო ვერა და ვერ აღიზარდნენ ნორმალური დონის დაცველები ბურთის უაზრო ტარება პასები ხომ საშინელი მოკლედ ვერა და ვერ დაადგა ქართულ ფეხბურტს საშველი და მართლაც მაგათ ყურებას სვარკას რო უყუროს კაცმა სჯობია
სოსო
პატრიოტო,ჟარგონის რა მოგახსენო,მაგრამ რასაც ამბობ,მართალს ამბობ.მეორე ტაიმში რამდენჯერ მოხდა,რომ შეტევაში ბურთიანი კაცი საჯარიმოს წინ ტრიალებდა,სხვები კი გაჩერებულები უყურებდნენ,რას იზავდა,ანაც უარესი,გაშლის მაგივრად მისკენ მიდიოდნენ და თავისი მცველიც მასთან მიჰყავდათ.სამივე გოლი ჩვენს კარში სასაცილო იყო.გეგუჩაძე საკმაოდ ჭკვიანი მჭვრთნელია და ვფიქრობ ნაკრების თამაშში კორექტივებს შეიტანს,მაგრამ ბურთის მიღების ტექნიკას ნაკრებში ვერ ისწავლი,მანამდე უნდა გქონდეს ნასწავლი.
გორი
მოაცილეთ ეს ცხვრები ესენი ერთი ორი კაცის გამოკლებით საერთოდ გაგებაში არ არიან ამათ იმედათ უნდა ვიყოთ და ამათ საყურებლად უნდა ვიაროოთ? ორი ლარი ვინმე გაჭირვებულისთვის მიმეცა გუშინ არ ჯობდაა? სამშობიაროს გუნდია ზუსტადაც.
ogafa
ამოწურა გეგუჩაძემ თაბებივის შესაძლებლობები სასწრაფოდ შესაცვლელია,ეს უკვე კატასტროფაა
haha
გადავრჩით. ასეთი ნახევარდაცვით და დაცვით მაგარი შედეგია, ანდა პოლონეთია ქუჩის გუნდი. უბრალოდ ამათ ფონზე ჩანდნენ. ჩვენი 10 ნომრის ქებით ყურები გამოგვიჭედეს, ამ დროს სუფთა ტორმუზია. თქვენ რა გგონიათ მოედნის ცენტრში რომ 2 კაცს მოატყუებ და მერე არ იცი რა ქნა, ეს არის მარადონობა ან მესსობა? სხვები კი ცდილობდნენ პასის მიცემას, მაგრამ ბურთზე გახსნა არ იციან, თან იფიქრებდი ეს ხალხი პირველად შეხვდა მოედანზე ერთმანეთსო.
KAXI
ბევრი უნდა იაროს მთავარმა მწვრთნელმა ეროვნული ლიგის ტამაშებზე ,ან უყუროს მაინც....
legion
ამ დეპრესიულმა მწვრთნელმა ვერც ერთ გუნდში ვერ დადო მისაღები შედეგი საერთ. არენაზე. ზესტაფონი, დინამო, ტორპედო. დაიმახსოვრეთ, მამაც გენერალს მამაცი ჯარისკაცებიც ჰყავს. ბიჭები ვერც დარბიან და ვერც ურტყამენ. 3 ტურის შემდეგ ეს კაცი ისევ გადადგება და 4 წელიწადში ციკლი გამეორდება. ეს უკვე სტატისტიკაა.
ფეოლა
ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში არის მწვრთნელების და სამწვრთნელო შტაბის ძალიან დაბალი პროფესიონალიზმი და პლიუს ნეფოტიზმი. ეს ხომ რეალობაა საქართველოში არ არსებობს წარმატებული მწვრთნელი და არც საქართველოს გარეთაც, ყველაზე წარმატებულად შეიძლება ჩავთვალოთ მხოლოდ ქეცბაია მან გუნდი გახადა კვიპროსის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგაზეც გაიყვანა მართალია მან დიდი შეცდომა დაუშვა როდესაც დათახმდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას, ამით მან მისი როგორც მწვრთნელის განვითარება გაწირა - სამწუხაროდ. მე ჩემი აზრი მაქვს საქართველოს არ ყავს მწვრთნელები და მაგ ეგრეთ წოდებული ნაკრების მწვრთნელების დანიშვნაშიც ნეპოტიზმია აბა საიდან ამდენი დეგენერატი მწვრთნელები, ბოლოს და ბოლოს მოიწვიეთ უცხოეთიდან მაგრამ არა ერთჯერადად არამედ შემუშავებული გენგეგმის დამმტკიცების შემდეგ.
g.v.g.
სპეციალისტი,ზოგადად აბა არ უნდა? მაგრამ ფეხბურთელების მაგიერ ითამაშებს ვინმე? ერთი-ორჯერ ბურთს აკენწლის და თავი ფეხბურთელი ჰგონია ზოგს, ბურთის გაგნებაში არაა დიდი ნაწილი ნაკრების წევრებისა, დავალებას ვერ ასრულებენ და მწვრთნელი რაღას იზამს? მწვრთნელმა ტაქტიკა უნდა მოხაზოს, დავალებები მისცეს, ბურთის გაჩერებას და კარში სწორად დარტყმას ხო არ უნდა ასწავლიდეს ნაკრებში მოსულს(მიყვანილს!). P.S. მერე დადგებიან და სწყინთ ხალხი რატო არ დადის სტადიონზეო? ბაბუუ! მოიქეცით მორაგბეებივით, კალათბურთელებივით და კიდევ ზოგი სხვა სახეობის კაცებივით და მოგიბრუნდებათ ხალხი......
giorgi
კარში არ დაურტყამთ წინა ხაზი შესაცვლელია
giorgi
ნეპოტიზმია ფეხბურთში.... საბურთალო=Dინამო აი შედეგი
giorgi
მოაშორედ სამწვრთნელო შტაბი მთლიანად აზრზე არარიან ისეთები დააყენა ძირითადში 10-10წუთი არ უწევთ თამაში ეროვნულში რა ათAმაშა ვერ გავიგე სამი აპორნიი ფლანგის ფეხბურთელები სად არიან
მამუკა
არა უშავს, დარჩენილ თამაშებს შემდეგი საკვალიფიკაციო ტურნირის მოსამზადედბლად გამოვიყენებთ.
კოლა
არავინ წავიდეს სტადიონზე ირბინონ და იყვნენ.
ბერი ანხელი
კობიაშვილი კანონების მიღებით დაკავდა, მართლა ამ ოცნებამ სულ გაუბერა როგორც ხედავს ქვეყანას ის სიტუაცია არის ფეხბურთშიც.
ბერი ანხელი
ზუროსი დავნიშნოთ ფეხბურთიც არ ივარგებს?
apo
erti beridze darboda, marto ra unda ekna...danarchenebi tkvila tvaloben, araferi ar gamova magatgan, jobia sxva profesias daeuflon...geguchadzes 6 dan 9 tlis bavshvebs tu gatvrnis, egaa magis maksimumi.
gia
ცუდია
პაატა
კალათბურთში და რაგბში თუ ვახერხებთ ღირსეულად თამაშს ფეხბურთში რა ჭირი გვჭირს? კორუფცია და ნეპოტიზმი წლებია ყვავის და კობიაშვილი არ გრცხვენია? რას აკეთებ რამე რომ შეიცვალოს? მარტო საკუთარ თავზე როგორ ფიქრობთ ყველა!
guja
კარგი სპეციალისტი უნდა გუნდს!!
სოსო
არა და აქ ნათამაშევი ზოგიერთი ფეხბურთელის დიდ ნაკრებში თამაშს მოითხოვს ზოგიერთი გულშემატკივარი.საკვირველი იცით რა არის?დაცვაში ვინც გინდა ვათამაშოთ,რომელ ნაკრებშიც უნდა იყოს,დაცვა მაინც ნახირსა ჰგავს და არავის არ იჭერს,პენალტის მომენტში ,სამი კაცი ერთდროულდ წაიქცა,მგონი ესეც შეგნებულად გააკეთეს და მსაჯიც წამოეგო.ეს დღეები მსაჯები სპორტის ყველა სახეობაში სასწაულებს გვიკეთებენ და ეს პენალტიც არაა გამონაკლისი.
ცვლილება
არ მინდა ახალგაზრდებს გული ვატკინო , მაგრამ 0 : 3 ყველა უბნის გუნდი ითამაშებს ,მაშინ რა საჭიროა 10-15 წელი ვარჯიში. ალბათ ჩვენ აცდენილები ვართ მსოფლიო ფეხბურთის განვითარებას. გული არ გაიტეხოთ ახალგაზრდებო უსაშველო ჩვენი მტერი იყოს. ჩვენი ფეხბურთი დარჩა თამაში ,ევროპის ფეხბურთი ბრძოლაა
არა უშავს
კიტეიშვილის და ჩაკვეტაძის არ ყოფნა გუნდს ძალიან ძალიან ეტყობა იმედია მომავალში ყველაფერი კარგად იქნება, წარმატებები!!!
kaxi
ისეთი ფეხბურთელები ათამაშეს საერთოდ არ უწევთ თამაში ეროვნულ ლიგაში
ვაი
ასე საზიზღრად მოთამაშე ასსაკობრივი მართალი გითხრათ არც მახსოვს. ინდივიდუალურად თითქოს არაუშავს შემადგენლობას, ერ. ლიგაც გახურებულია, სათამაშო პრაქტიკაც აქვთ, მაგრამ ერთად ამათ ნახვას ჯობია თურქულ სერიალს უყურო. დრო საკმარისზე მეტი ქონდა გეგუჩაძეს და მართლა იმედი მქონდა რომ გამართულ ფეხბურთს შემოგვთავაზებდნენ. პოლონეთს რაც შეეხება, გადავხედე შედეგებს და სამარცხვინოდ ჩაატარეს წინა თამაშები. ერთი შეხედვით ბულკი ჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ... პენალტზე და მსაჯზე არ მინდა საუბარი, ჯერ ფეხბურთის თამაში ვისწავლოთ :)
patrioti
აუუ რას გავდით? წაგებაზე არაფერი,შეგუებული ვარ მაგრამ თამაშის ხარისხმა გამაოგნააა...გეგუჩაძე 0 იყავი დღეს,შემადგენლობა საერთოდ ვერ გამოიცანი თუ ვერ მოხოდეეე არ ვიცი...რამდენჯერ ეხებოდნენ ბურთს სანამ პასს მისცემდნებ 5-6 მაინც და მერე ეს უაზრო ტრიალი უკან ბურთის წამოღება და რავი ...თქვენი ბავშობის მწვრთნელები ჩამოსაკიდები არიან...ეს თქვენი ვIტომ გადამლაშებული თექნიკა ხომ ამოვიდა ყელში მიეციიი რა დროულად ეს პასიიიიი...სამგურალს ხომ არ ეთამაშები ტოოო...ტრიალებ ტრიალებ და მერე ისევ იმას აძლევ პასს ვისთვისაც უნდა მიგეცაა,არა ოქროს წამები გადის ,სიმწვავე იკარგებაა...აუუუუ ეგრე 10 წლის ბავშვები აღარ თამაშობერნნნნ
dato
შესარჩევის კატასტროფულად დაწყება!
"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ბერიძემ თურქეთში კვლავ გაიტანა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით