ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კარლეტო წავა თუკი...

კარლეტო წავა თუკი...

"არისტოკრატების" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ გუშინ განაცხადა, რომ ის "ჩელსიდან" თავისი სურვილით წავა, თუკი გუნდის მესაკუთრე რომან აბრამოვიჩი სეზონის ბოლოს მისი მუშაობით უკმაყოფილო დარჩება.

"არისტოკრატების" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ გუშინ განაცხადა, რომ ის "ჩელსიდან" თავისი სურვილით წავა, თუკი გუნდის მესაკუთრე რომან აბრამოვიჩი სეზონის ბოლოს მისი მუშაობით უკმაყოფილო დარჩება. არადა, "სიტისთან" მოგებული მატჩის შემდეგ ის ირწმუნებოდა, რომ ძალიან კმაყოფილი იყო ლონდონური ყოფით და სულაც არ აწუხებდა კლუბის დირექტორის როი გურლეის განცხადება, იტალიელის ბედს მაისის ბოლოს გავარკვევთო. "ამ მომენტში იმის თქმა შემიძლია, რომ ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, რომ "ჩელსისთან" თანამშრომლობას ზაფხულში წერტილი არ დაესმება. თუმცა არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ხელმძღვანელობა შედეგებით უკმაყოფილო დარჩეს. ასეთ დროს მხარეებს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. გასათვალისწინებელია, რომ კლუბის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან არნახული მხარდაჭერა სწორედ მაშინ ვიგრძენი, როცა გუნდი მართლა უმძიმეს კრიზისში იყო. გახსოვთ, რომ ჩემს გუნდს თითქმის 2 თვის განმავლობაში "ეძინა". ვაცნობიერებ, რომ ძალიან ბევრი მწვრთნელი ჩემს ადგილას რომ ყოფილიყო, "ჩელსის" დარჩენილ თამაშებს ტელევიზორიდან თუ უყურებდა, მე კი ჯერ კიდევ აქ ვარ," - განაცხადა ანჩელოტიმ.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია "ჩელსი"-"მანჩესტერ სიტის" მატჩისას ფანების მხრიდან წითელი ლაზერული სხივების გამოყენების ფაქტს შეისწავლის. ამისთვის კი უკვე გამოითხოვეს "სტემფორდ ბრიჯის" უსაფრთხოების სამსახურის ვიდეოჩანაწერები. "ჩელსის" შესაბამისმა სამსახურებმა უკვე დაადასტურეს, რომ მათ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყეს და სტადიონზე დამონტაჟებული ულტრათანამედროვე ტექნიკის დახმარებით დამნაშავეების პოვნას აპირებენ. ლონდონელთა ფანები სხივებს სტუმარ ფეხბურთელებსა და არბიტრ კრის ფოის ანათებდნენ. უეფას მიერ მსგავსი საშუალებით მეტოქისთვის კონცენტრაციაში ხელის შეშლა აკრძალულია. არა ერთი და ორი მაგალითის გახსენება შეიძლება, როცა გუნდები ამის გამო დაუჯარიმებიათ. სავარაუდოდ, ლონდონურ კლუბსაც მოუწევს ფანების ხულოგნური ქმედებების გამო სოლიდური თანხის გაღება.

ბოლოს მოკლედ შეგახსენებთ ბოლო წლებში სწორედ ლაზერულ სხივებთან დაკავშირებულ გამხმაურებულ შემთხვევებს. 2010 წლის იანვარში "ლინფილდისა" და "გლენტორანის" მატჩისას მასპინძელი ფანები 90 წუთის განმავლობაში აწუხებდნენ ლინფილდელთა დამრიგებელ დევიდ ჯეფრის. მატჩის დასრულების შემდეგ მან ფანებს "იდიოტები" უწოდა. ამ ინციდენტიდან 1 თვეში "ლიდსის" ფეხბურთელებმა "კარლაილთან" სათასო მატჩის შემდეგ დაიჩივლეს. ყველაზე აღმაშფოთებელი ის იყო, რომ შეხვედრა პენალტების სერიამდე მივიდა და ვაიგულშემატკივრები ყველაზე მეტად სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდნენ, რითიც ლიდსელებს სერიოზული დისკომფორტი შეუქმნეს. უკანასკნელი შემთხვევა კი ჩემპიონთა ლიგაში "ველოდრომზე" "მარსელისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩისას მოხდა. ფრანგი გულშემატკივრები განსაკუთრებით ნანისა და პატრის ევრას "ემტერებოდნენ".

ლევან ბიბილაშვილი

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა