გერმანიის ნაკრებმა მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან XX საუკუნის ბოლომდე უფრო ნაკლები მწვრთნელი შეიცვალა, ვიდრე საქართველოს ნაკრებმა დაარსების (1990) დღიდან
ახლახან ზურაბ ხიზანიშვილმა "ლელოსთან" ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა. ერთ-ერთი მათგანი - ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისის კომენტარს ეხებოდა. საქართველოს ნაკრების სლოვაკი დამრიგებლის თქმით, ფეხბურთის ფედერაციამ მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა...

- ვლადიმირ ვაისი: ჩვენ ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ

- ზურაბ ხიზანიშვილი: ვაისი რომ გავუშვათ, უკეთესს მოვიყვანთ?

საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ვაისის დარჩენას ემხრობა და, ზოგადად, ნაკრებში მწვრთნელების ხშირ ცვლას მიუღებლად მიიჩნევს. მან ეროვნულ გუნდში 16 წელიწადი ითამაშა, 13 მწვრთნელი შეიცვალა და მათ ასეთ ხშირ ცვლას "დამღუპველი" უწოდა. ხიზანიშვილისთვის სტაბილურობის მაგალითია გერმანიის ნაკრები, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან XX საუკუნის ბოლომდე უფრო ნაკლები მწვრთნელი შეიცვალა, ვიდრე საქართველოს ნაკრებმა დაარსების (1990) დღიდან.

ეს მართლაც ძალიან საინტერესო, მეტყველი და, შეიძლება ითქვას, დაუჯერებელი სტატისტიკაა. ის ასახავს გერმანელების მიდგომას, რაც გუნდში სტაბილური სამუშაო გარემოს არსებობის აუცილებლობას გულისხმობს.

მწვრთნელი მ/პ

1. გსკ-ის კომიტეტი 1908-1927

2. ოტო ნერცი 1928-1936

3. ზეპ ჰერბერგი 1936-1964

4. ჰელმუტ შიონი 1964-1978

5. იუპ დერვალი 1978-1984

6. ფრანც ბეკენბაუერი 1984-1990

7. ბერტი ფოგთსი 1990-1998

8. ერიხ რიბეკი 1998-2000

9. რუდი ფიოლერი 2000-2004

10. იურგენ კლინსმანი 2004-2006

11. იოახიმ ლიოვი 2006-

* გსკ - გერმანიის საფეხბურთო კავშირი

* მ/პ - მუშაობის პერიოდი

საინტერესოა, რომ გერმანიის ნაკრები 1908 წელს ჩამოყალიბდა და ამ 109 წლის განმავლობაში გუნდის დამრიგებლად სულ 11-მა მწვრთნელმა იმუშავა. ისინი სტაბილურად მუშაობდნენ - საშუალოდ, 9.9 წელი.

ახლა გადავხედოთ საქართველოს ნაკრებს, რომელიც 27 წლის წინ დაარსდა. ეროვნული დამოუკიდებლობის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის დამოუკიდებლობა და საკუთარი ნაკრების ჩამოყალიბება ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. მაგრამ აბსოლუტურად არალოგიკური და უაზრო იყო ის გადაწყვეტილებები, რომელთა შედეგადაც ქვეყნის მთავარ გუნდს ლამის ყოველ წელს ახალ მთავარ მწვრთნელს უნიშნავდნენ.

გადავხედოთ 2017 წლის 2 სექტემბრამდე აღრიცხულ ძალიან საინტერესო სტატისტიკას და ამაში თავადაც დარწმუნდებით. ამ სიაში ჩანს, რომელმა მწვრთნელმა იმუშავა საქართველოს ნაკრებში, რომელ წლებში, რა შედეგები და მოგებების როგორი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა...

მთავარი მწვრთნელი წ თ მ ფ წ %

1. გივი ნოდია 1990 1 0 1 0 0%

2. გიგა ნორაკიძე 1991-92 4 2 0 2 50%

3. ალექსანდრე ჩივაძე 1993-96 24 9 1 14 37.5%

4. ვლადიმერ გუცაევი* 1996 2 0 0 2 0%

5. დავით ყიფიანი 1997 7 4 1 2 57.14%

6. ვლადიმერ გუცაევი 1998 5 3 2 0 60%

7. გიგლა იმნაძე* 1998 1 0 0 1 0%

8. ვლადიმერ გუცაევი 1998-99 8 2 1 5 25%

9. იოჰან ბოსკამპი 1999 5 0 1 4 0%

10. ყიფიანი-ძოძუაშვილი 2000-01 16 5 5 6 31.25%

11. ალექსანდრე ჩივაძე 2001-03 11 4 3 4 36.36%

12. ივო შუშაკი 2003 2 1 0 1 50%

13. მერაბ ჟორდანია* 2003 3 1 0 2 33.33%

14. გოჩა ტყებუჩავა* 2004 3 0 0 3 0%

15. ალენ ჟირესი 2004-05 10 2 2 6 20%

16. გაიოზ დარსაძე 2005 7 2 2 3 28.57%

17.კლაუს ტოპმიოლერი 2006-08 24 7 4 13 29.17%

18. პეტარ სეგრტი* 2008 2 0 1 1 0%

19. ექტორ რაულ კუპერი 2008-09 16 1 4 11 6.25%

20. თემურ ქეცბაია 2010-14 40 13 9 18 32.5%

21. კახა ცხადაძე 2014-16 10 3 1 6 30%

22. ვლადიმირ ვაისი 2016- 15 3 6 6 20%

შენიშვნა: წ - წელი, თ - თამაში, მ - მოგება, ფ - ფრე, წ - წაგება, % - მოგებული თამაშების პროცენტული მაჩვენებელი

* შედეგები მოცემულია 2017 წლის 2 სექტემბრის შედეგების მიხედვით

* - აღნიშნულია დროებითი მთავარი მწვრთნელები

ანუ, 27 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში სულ 22 მწვრთნელი იყო - ორჯერ მეტი, ვიდრე 109 წლის განმავლობაში გერმანიის ნაკრებში. რეალურად, მთავარ მწვრთნელად დაინიშნა 17 სპეციალისტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ, "ჯვაროსნებში" მუშაობის ხანგრძლივობა 1.5 წელია. ასეთი არასტაბილურობით კი შუძლებელია წარმატებას მიაღწიოს ნაკრებმა, რომელსაც საფუძველმორყეული ფეხბურთი ისედაც უკან ექაჩება.

ახლა მწვრთნელები შედეგების მიხედვით "დავახარისხოთ":

მთ. მწვრთნელი წ თ მ ფ წ %

ვლადიმერ გუცაევი 1998 5 3 2 0 60%

დავით ყიფიანი 1997 7 4 1 2 57.14%

გიგა ნორაკიძე 1991-92 4 2 0 2 50%

ივო შუშაკი 2003 2 1 0 1 50%

ალექსანდრე ჩივაძე 1993-96 24 9 1 14 37.5%

ალექსანდრე ჩივაძე 2001-03 11 4 3 4 36.36%

მერაბ ჟორდანია* 2003 3 1 0 2 33.33%

თემურ ქეცბაია 2010-14 40 13 9 18 32.5%

ყიფიანი-ძოძუაშვილი 2000-01 16 5 5 6 31.25%

კახა ცხადაძე 2014-16 10 3 1 6 30%

კლაუს ტოპმიოლერი 2006-08 24 7 4 13 29.17%

გაიოზ დარსაძე 2005 7 2 2 3 28.57%

ვლადიმერ გუცაევი 1998-99 8 2 1 5 25%

ალენ ჟირესი 2004-05 10 2 2 6 20%

ვლადიმირ ვაისი 2016- 15 3 6 6 20%

ექტორ კუპერი 2008-09 16 1 4 11 6.25%

იოჰან ბოსკამპი 1999 5 0 1 4 0%

პეტარ სეგრტი* 2008 2 0 1 1 0%

გივი ნოდია 1990 1 0 1 0 0%

გიგლა იმნაძე* 1998 1 0 0 1 0%

ვლადიმერ გუცაევი* 1996 2 0 0 2 0%

გოჩა ტყებუჩავა* 2004 3 0 0 3 0%

ქართველი მწვრთნელები

მთ. მწვრთნელი წ თ მ ფ წ %

ვლადიმერ გუცაევი 1998 5 3 2 0 60%

დავით ყიფიანი 1997 7 4 1 2 57.14%

გიგა ნორაკიძე 1991-92 4 2 0 2 50%

ალექსანდრე ჩივაძე 1993-96 24 9 1 14 37.5%

ალექსანდრე ჩივაძე 2001-03 11 4 3 4 36.36%

მერაბ ჟორდანია* 2003 3 1 0 2 33.33%

თემურ ქეცბაია 2010-14 40 13 9 18 32.5%

ყიფიანი-ძოძუაშვილი 2000-01 16 5 5 6 31.25%

კახა ცხადაძე 2014-16 10 3 1 6 30%

გაიოზ დარსაძე 2005 7 2 2 3 28.57%

ვლადიმერ გუცაევი 1998-99 8 2 1 5 25%

გივი ნოდია 1990 1 0 1 0 0%

გიგლა იმნაძე* 1998 1 0 0 1 0%

ვლადიმერ გუცაევი* 1996 2 0 0 2 0%

გოჩა ტყებუჩავა* 2004 3 0 0 3 0%

უცხოელი მწვრთნელები

სულ საქართველოს ნაკრებში შვიდმა უცხოელმა სპეციალისტმა იმუშავა. მათ შორის ყველაზე წარმატებული - ხორვატი ივო შუშაკი გახლდათ. ეს გასაგებია - მან მცირე დროით იმუშავა და, რეალურად, ისიც დროებითი მწვრთნელი გახლდათ.

მთავარი მწვრთნელი წ თ მ ფ წ %

ივო შუშაკი 2003 2 1 0 1 50%

კლაუს ტოპმიოლერი 2006-08 24 7 4 13 29.17%

ვლადიმირ ვაისი 2016- 15 3 6 6 20%

ალენ ჟირესი 2004-05 10 2 2 6 20%

ექტორ კუპერი 2008-09 16 1 4 11 6.25%

იოჰან ბოსკამპი 1999 5 0 1 4 0%

პეტარ სეგრტი* 2008 2 0 1 1 0%.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ddgfdf
გამოდის გუცაევი ზედგამოჭრილი მწვრთნელია ნაკრებისთვის და მაინც არ ნიშნავენ.თუ აღარ უნდა.
ddgfdf
რათ უნდა მიჭო გერმანიას მწვრთნელი.
კლინსმანი
მაგარი სიუჟეტი იყო: გერმანია ნორვეგიას ეთამაშება, 79-ე წუთზე მარიო გომესი მეექვსე გოლს უტანს ვიკინგებს და ამ დროს იოხამ ლიოვი მოსასაქმებლად არის გასული საპირფარეშოში. ვაისმა ირლანდიასთან და ავსტრიასთა იმდენი ოფლი დაღვარა რომ მგონი 3 კილო დაიკლო. კიდევ კაი გერმანია არ შეგვხვდა ჯგუფში.
123
სხვა დროა, ვისაც დადებითი შედეგი არ აქვს ათავისუფლებენ. ერთ წელში ჩანს ვის რა შეუძლია. ცხადაძეზე მწყდება გული ,რატომღაც მგონია სწორ გზაზე იდგა
ანდრი
უცნაურია?! რაც ვართ გვეუცნაურება?
zviadi
ნორმალური სამუშაო გარემო უნდა ქონდეს ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ სფეროში ამაზე კამათიც კი სისულელეა, თუმცა სხვა დანარჩენში ????????? 1) 21 წლის განმავლობაში გერმანის მთელი ქვეყანა მართავდა რაც ჩვენთანაც კი არ მომხდარა. 2) გერმანიის ნაკრების და საქართველოს ნაკრების მწვრთნელები და მათი შედეგები შეადარეთ ერთმანეთს, თორემ გერმანელებმაც გაუშვეს ის მწვრთნელები 2 წელში ვინც ვერ გაამართლა (მესამე ადგილი მსოფლიოზე საკუთარ კედლებში გერმანელებისთვის წარმატება არაა).
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ