საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე ვლადიმირ ვაისის ხელში პერსპექტივას ხედავს
საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე აკაკი დევაძე მომჯობინდა, ყოველდღიურობას დაუბრუნდა და მისთვის უფრო კარგად ნაცნობ თემაზე, ფეხბურთსა და საქართველოს ნაკრებზე ლაპარაკობს. დევაძე ეროვნული გუნდის ბოლოდროინდელ თამაშებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს...

- ავსტრია-საქართველო 1:1 - კოლერის კილერი [VIDEO]

- საქართველო-ირლანდია 1:1 - მოგებაც შეიძლებოდა [VIDEO]

- ირლანდიასა და ავსტრიასთან გამართულ ბოლო შეხვედრებს როგორ შეაფასებთ?

- ცხადია, მოგება გაგვიხარდებოდა, მაგრამ ჯგუფიდან არასოდეს გავსულვართ და მოდი, ახლა ვაისსაც ისე ნუ მოვთხოვთ შედეგს, თითქოს, ინგლისი ან ესპანეთი ვიყოთ. მიმაჩნია, რომ ამ ციკლში მთავარი ის იყო, რა ცვლილებებს წამოიწყებდა ვაისი. ამიტომ, შედეგებზე მეტ ყურადღებას მე თამაშის ხარისხს ვაქცევდი.

- და რა დასკვნა გააკეთეთ?

- ბოლო ორ შეხვედრაში ჩვენი ნაკრები კი არ წვალობდა, ფეხბურთს თამაშობდა და ამან დამაიმედა. ეს იყო შეცვლილი და გაზრდილი გუნდი, რომელიც უფრო ორგანიზებული ჩანდა, ვიდრე წინა წლებში. ჩანს, რომ გუნდში სწორი და პროფესიული მიდგომაა. კიდევ შევნიშნე, რომ ფეხბურთელების მიდგომებია შეცვლილი.

- რას გულისხმობთ?

- მათ პასუხისმგებლობა იგრძნეს.

- აქამდე არ ჰქონდათ?

- ჰქონდათ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ახლა თითოეული ბურთისთვის მეტი მონდომებითა და ჟინით იბრძოდნენ. ყველა ფეხბურთელი ხედავს, რომ ამდენი წარუმატებლობის მიუხედავად, ხალხი სტადიონზე მაინც დადის, ეროვნული ნაკრების თამაშებზე ტრიბუნები სავსე თუ არ არის, დაცარიელებულიც ნამდვილად არ ეთქმის. ამან ბიჭებს ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა გაუძლიერა და ეტყობათ, რომ გულშემატკივრის გრძნობებს უფრთხილდებიან.

- შესარჩევი ციკლი დასასრულს მიუახლოვდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი გაორებულ გრძნობებს გვიტოვებს - ჯერ ჯგუფში თამაში ვერ მოვიგეთ, მაგრამ არც ხშირად ვაგებთ და ნაკრებიც უიმედოდ არ გამოიყურება...

- მეც სწორედ ამას ვფიქრობ, რომ გუნდში პროგრესი არის და თამაშს თუ ასე გააგრძელებენ, შემდეგ ციკლში უკეთესი გუნდი გვეყოლება. ეს ყველაფერი ვაისის დამსახურებაა, რომელმაც უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხში მოახერხა და ჩვენი ხასიათი, ბუნება და ავ-კარგი გაიგო. კი ბატონო, ჯერ თამაში არ მოგვიგია, მაგრამ გუნდში პერსპექტივა და უკეთესი თამაში გამოჩნდა. ვინც ამას ვერ ხედავს, ბრმაა.

რომ გავიხსენოთ, ამ შესარჩევ ციკლში გუნდმა ან პირველი ტაიმი ითამაშა კარგად, ან მეორე, მაგრამ სამარცხვინოდ და დიდი ანგარიშით არცერთ მეტოქესთან არ წაუგია. მიმაჩნია, რომ ირლანდიასთან თბილისში და უელსთან გასვლაზე ძალიან კარგი ფეხბურთიც აჩვენეს, ბურთი გააგორეს და მეტოქეს "დაუმალეს".

მეც მინდა, რომ მსოფლიოზე ან ევროპაზე გავიდეთ, მაგრამ უფრო რეალურად უნდა ვუყუროთ ყველაფერს, ვაისის ხელში პროგრესი რომ ჩანს, ეს დასაფასებელია. ის ჩემი არც მეგობარია, არც ნათესავი, მაგრამ ასეა და სხვაგვარად ხომ არ ვილაპარაკებ?

- ფეხბურთის ფედერაციამ ვაისს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა. ამასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება უკვე გასაგებია...

- მერე, ცუდია, რომ დარჩეს? მე ამის მომხრე ვარ. ვაისი ახლა რომ წავიდეს, ეს ჩვენი ნაკრებისთვის დიდი დარტყმა იქნება. ვიღაც იტყვის, მეტი უკან დახევა რაღა უნდა იყოსო, მაგრამ გუნდს რომ ახალი მწვრთნელი ეყოლება, ისიც საქმეს ნულიდან დაიწყებს, სანამ გუნდს გაუგებს და შეეჩვევა, მანამდე დრო დაიკარგება და მეშინია, ხელში უარესი გუნდი არ შეგვრჩეს.

ვაისმა ნაკრებს მისაღები სათამაშო სქემა, სტილი და ტაქტიკური მონახაზი მოუძებნა და მიმაჩნია, რომ მუშაობა უნდა ვაცალოთ, 2-3 წელი მაინც უნდა დარჩეს და ამ შემადგენლობისგან მაქსიმუმს გამოწურავს.

ირლანდიასა და ავსტრიასთან შეხვედრების შემდეგ რამდენ ვეტერანსა და მწვრთნელსაც არ ველაპარაკე, ყველა ამ აზრზეა. ბოლოს და ბოლოს, ხომ აშკარაა, რომ ყოველი ციკლის შემდეგ მწვრთნელის შეცვლამ არაფერი მოგვიტანა და ჩვენივე შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კახა
გილოცავ გამოჯანმრთელებას დღეგრძელობას გისურვებ ერთხელ გვაქვს მე და შენ სუფრასთან დალეული და არ გეტყობოდა საერთოდ სიმთვრალე .აი მაგრე მავრად ყოფილიყავი სულ.მამუკა და ნათიას ოჯახში ვიყავით მანონის მოკითხვა.
GOGA
რაც მთავარია შენ იყავი ჯანმრთელად და კარგად კაკო და ნაკრებს ეშველება, დღეს თუ არა ხვალ მაინც... მოსაზრებებში, რა თქმა უნდა გეტანხმები.
მერაბი
სასიხარულოა, აკაკი კვლავ მწყობრშია, ვულოცავ!
სოსო
პირველ რიგში აკაკის გამოჯანმრთელება გამიხარდა ძალიან.ღმერთმა ნუღარ გაუჭირვოს.ანალიზს კი მეც დავეთანხმები.
elgvisa
ვაა, კაკოს ვენაცვალე..... როგორ გამიხარდა შენი გამოჯანმრთელების ამბავი.... თამაზის ძმიშვილი ვარ გუჯა...... ხილიანი გაიხსენე...... გენაცვალე კაკო..... ძმა ხარ.....
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
თურქეთმა მცველის დუბლით ავსტრიას მოუგო და 1/4-ფინალში ნიდერლანდებს შეხვდება [VIDEO]
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
აკაკი დევაძე: მადლობა კობის, გახოკიძეს და ყველას!..
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] დიდ არს ლეო! რეკორდები, ანტირეკორდიც - არგენტინამ ავსტრიასაც მოუგო
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ქინქლაძისა და არველაძეების დროს საუკეთესოდ დასახელებული - რას ნანობს ქართველი მეკარე, რომელიც ხალხის მადლიერია...
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
აღარ შემიძლია, მოსახდენი მოხდეს!.. აკაკი დევაძე თურქული კლინიკიდან გამოაგდეს
[VIDEO] ავსტრიამ იორდანია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
[ისტორიიდან] საქართველო-უელსი - ყველაზე ტკბილად მოსაგონარი [VIDEO]
იმედი გაჩნდა - სფფ-ის პრეზიდენტი და ვეტერანები აკაკი დევაძეს მარტო არ დატოვებენ!
[VIDEO] ესპანეთმა ავსტრიის ბარიერი უპრობლემოდ გადალახა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]