დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირის "პრეზიდენტის თასის" ფინალურ შეხვედრაში რუსეთის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა

დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირის "პრეზიდენტის თასის" ფინალურ შეხვედრაში რუსეთის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

შეხვედრა ალმათის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ანგარიში ჩვენმა ნაკრებმა მე-2 წუთზე ხვიჩა კვარცხელიას გოლით გახსნა, ხოლო 21-ე წუთზე ვოროტნიკოვის გოლით რუსებმა გაათანაბრეს.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერია დაიწყო. სამწუხაროდ, ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით 4:5 წააგო, გიორგი გულიაშვილის დარტყმული ძელს მოხვდა.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ამ შემადგენლობით გამოდის:

მამუკა ბახტაძე (საბურთალო), ლუკა ხარშილაძე (დინამო), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ქუთათელაძე (პსჟ, საფრანგეთი), ირაკლი აზაროვი (დინამო), საბა ჯინჭარაძე (შუქურა), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო), ზურაბ დავითაშვილი (დინამო), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო), ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო), გიორგი ლომთაძე (დინამო), ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია).

gia
სხვები არ ვიცი მაგრამ კვარაცხელია საუკეტესოა ამ ნაკრებსი,,და საერტოდ ამ ასაკსიც
koki
ამაზე მეტს თუ ვერ ზრდის აკადემიები მაშინ ისმის კითხვა რაში ახდევინებენ ამ აკადემიის ხელმძღვანელობა მშობლებს ფულს? სირბილი ამათ არ შეუძლიათ კაცის მოტყუება და ფიზიკა ტაქტიკაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს.ბაქარის არ იყოს ამათზე ბევრად უკეთესს მონდომებული კაცი თბილისის ეზოებიდან დაწყებული რაიონისა და სოფლის მოედნებზე მონახავდა
პენსიონერი
საუბედუროდ მეც უყურე 17 წლისას სირბილი რომ არ შეუძლია 27-ს რას იზამს?---- გამოვყოფდი ხვიჩა კვარაცხელიას 2-მე ნომერი კი რას გავდა? მადაც ნეპოტიზმია ეს ისედაც ჩვენ დაღუპულ ფეხბურთს საბოლოოდ დაღუპავს
LIVE
ვინც თამაშს უყურა დამეთანხმება სრულიად უშანსოდ წავაგეთ და არავინ მოატყუოს პენალტების სერიით გადაწყვეტა პენალტებამდე კი არ მივედით მივღოღდით და მეკარემ მიგვაღოღა არცერთ ფეხბურთელს არაფერი საინტერესო არ შემოუთავაზებია რუსები გვჯობდნენ ტექნიკურადაც კი და ფიზიკაზე აღარ ვლაპარაკობ ეს ნაკრები ამ თამაშში იყო დზალიან სუსტი და გადაღლილი ასე რომ შედეგი ლოგიკურია
Gela
საიტზე ვნახე ახლა..რუსეთის მე-2 ნაკრები ყოფილა...
gia
კვარაცხელია არის ამ ნაკრების სული და გული,..საუკეტესოა..წარმატებები სულ
Ika
არ არიან ცუდი ბიჭები,მაგრამ ნეტა არ მეყურებინა. თანაც რუსეთთან.შეიძლება ეს უკეთესიც იყოს და გამოფხიზლდენ მწვრთნელები და ფედერაცია. კარგია რომ ამხანაგურში მოხდა.ახლა მთავარია სწორი დასკვნები გააკეთონ თუ შესწევთ მაგის უნარი
Gela
ყველაზე ცუდი ის იყო რომ საშინელი პირველი ტაიმის შემდეგ მწვრთნელმა არაფერი შეცვალა!!! ეს ყველაზე დიდი პრობლემაა,შინაურ,ნაცნობ ახლობლობით აყვანაზე ბევრად სერიოზული, დამიჯერეთ. თან საშუალო დონის გუნდს ვხვდებოდით.იმათმა კი ადვილად გაშიფრეს ჩვენი ტაქტიკა და ყველა კომპონენტში დაგვჩაგრეს.
ბაქარი
უმწეოები. საშინელებას ვუყურე. სოფელში მოაგროვებს კაცი უფრო მებრძოლ ბავშვებს. ეს არაა ფეხბურთი, ფეხბურთის ჩანასახიც კი არაა. არ ეტყობოდა გუნდს, რომ მწვრთნელი ყავს. პირველად ვწერ ასეთ კომენტარს, მაპატიეთ.
zaza
სტრატეგია კიარა დადიოდენ მეორე ტაიმში მოედანზე ბურთის ფლობა სადღაც სამოცდაათ პროცენტზე მეტი ქონდა რუსებს და ერთი სამი ბურთიც უნდა გაეტანათ.
კოკო
ნიჭიერი ფეღბურთელებით დაკომპლექთებულე არანაირი სტრატეგიის მქონე გუნდი განწირულია დასაღუპათ((((
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა