პარიზელთა შემტევმა ტრიომ "მეცი" შეიწირა - 4 გოლი 3 კაცზე
MCN ამოქმედდა სტარტზევე და თანაც, როგორ! კილიან მბაპემ გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ნეიმარმაც, ედინსონ კავანიმ კი დუბლი გაიფორმა. ეს ტრიო კიდევ ბევრს გაამწარებს ამ და მომავალ სეზონებში, საფრანგეთსა და ევროპაში...

"პარი სენ-ჟერმენმა" აუტსაიდერი "მეცი" მისსავე მოედანზე 5:1 გაანადგურა, მაგრამ ყველაფერი ისე იოლად არ ყოფილა, როგორც ანგარიშზეა ასახული, "მეცი" კარგად იბრძოდა, სანამ საეჭვო ვითარებაში გაუძევებდნენ ბენუა ასუ-ეკოტოს.

უნაი ემერიმ 4-2-3-1 აირჩია, ასე რომ, "მეცს" ტრიოს ნაცვლად კვარტეტი უტევდა - შეტევის მარჯვენა ფლანგზე იულიან დრაქსლერი მოქმედებდა. ნეიმარს, კავანისა და მბაპეს ჯერ კიდევ ეტყობათ, რომ შეთამაშება აკლიათ, თუმცა მათში უზარმაზარი პოტენციალია.

"ნეიმარისთვის პასი მინდოდა, მაგრამ ჩამიჭრეს. საბოლოოდ, კარგი გოლი გამომივიდა. ყოველთვის მინდოდა, საუკეთესოების გვერდიგვერდ თამაში და დღეს ეს შევძელი. მე მათგან ბევრს ვისწავლი", - განაცხადა 18 წლის ფენომენმა.

უნაი ემერი (პსჟ): "გუნდი მზად არის. ვფიქრობ, პსჟ აკონტროლებდა თამაშს. ჩვენ კიდევ გვქონდა შანსები, ასე 5-6. დიახ, მეტოქეს კაცნაკლულს მოუწია თამაში, მაგრამ გამარჯვება მაინც სრულიად დავიმსახურეთ. მნიშვნელოვანია, რომ დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი არ დაირღვეს. ამხელა ინდივიდუალური ტალანტებით, აუცილებელია ტაქტიკური დისციპლინა. ვფიქრობ, კარგ ფეხბურთელებს უყვართ კარგ ფეხბურთელებთან ერთად თამაში. ამიტომაც გამოუვიდა მბაპეს კარგი დებიუტი. ვფიქრობ, ყველა კმაყოფილი და ბედნიერია".

ჩემპიონი "ალიანზ რივიერაზე" დაეცა და ამაში დიდი წვლილი მარიო ბალოტელის მიუძღვის. თავქარიანმა იტალიელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა "მონაკოს" კარში, რომლისთვისაც საფრანგეთში დიდი ხანია, არავის მოუგია 4:0. აი, ასეთი უიღბლო გამოდგა სტევან იოვეტიჩის დებიუტი "მონაკოში", რომელმაც მეორე ტაიმში რადამელ ფალკაო შეცვალა. კოლუმბიელმა პირველად ვერ შეძლო გატანა და მას ბომბარდირთა დავაში კავანი წამოეწია.

ფაქტები

პსჟ-მა ისტორიაში პირველად შეძლო 5 საწყის ტურში გამარჯვება.

კილიან მბაპემ პსჟ-ში დებიუტი გოლით პირველივე დარტყმით აღნიშნა.

ედინსონ კავანი (პსჟ) პირველი ფეხბურთელია სილვენ ვილტორის (1998/99 წწ.) შემდეგ, ვინც ლიგა 1-ის პირველ ხუთ ტურში შეძლო გოლის გატანა.

ტიაგო მაიამ (ლილი) ლიგა 1-ში პირველად მიიღო წითელი ბარათი. მას ლიგა 1-ში სულ 4 ჯარიმა აქვს მიღებული.

"ბორდოს" ზედიზედ 12 ტურია, არ წაუგია.

მარიო ბალოტელიმ "ნიცაში" 21-ჯერ დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში და 17 გოლი გაიტანა.

"მონაკო" ლიგა 1-ში როცა მარცხდება, ბოლო 6 მატჩია, მუდამ 3 გოლს მაინც უშვებს.

ჯოვანი სიომ (მონპელიე) 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული, მე-4 წითელი ბარათი მიიღო, ყველაზე მეტი ლიგა 1-ის ფორვარდებს შორის ამ პერიოდში.

"მონაკო" ლიგა 1-ში 2016 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა.

ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა ბოლო 37 ტურში პირველად ვერ შეძლო გოლის გატანა.

"კაენმა" ორი წლის მერე პირველად შეძლო ზედიზედ სამი მატჩის მოგება.

"ტულუზმა" ლიგა 1-ის ბოლო 18 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ერთში იმარჯვა.

მარკუს ტურამმა (გენგამი) ლიგა 1-ში მამის, ლილიან ტურამის შემდეგ გოლი 23 წლისა და 6 თვის მერე გაიტანა.

ლილი-ბორდო 0:0

გაძევება: ტიაგო მაია (32. ლილი)

მეცი-პსჟ 1:5

გოლები: 0:1 კავანი (31), 1:1 რივიერი (37), 1:2 მბაპე (59), 1:3 ნეიმარი (69), 1:4 კავანი (75), 1:5 ლუკას მოურა (87)

პსჟ (4-2-3-1): არეოლა - მონიე, მარკინიოსი, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - ტიაგო მოტა (78. ლო სელსო), რაბიო (83. ნკუნკუ) - დრაქსლერი, მბაპე, ნეიმარი - კავანი (77. ლუკას მოურა)

გაძევება: ასუ-ეკოტო (56. მეცი)

ნიცა-მონაკო 4:0

გოლები: 1:0 ბალოტელი (6-პენ), 2:0 პლეა (18), 3:0 ბალოტელი (60), 4:0 განაგო (85)

მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - რონი ლოპეში (46. კარილიო), ჟოაო მოუტინიო, ფაბინიო, ლემარი (46. ღეზალი) - ფალკაო (69. იოვეტიჩი), დიაქაბი

კაენი-დიჟონი 2:1

გოლები: 1:0 სანტინი (5-პენ), 1:1 მარი (38), 2:1 იამბერე (81 ს.კ.)

გაძევება: მბენგე (79. კაენი)

მონპელიე-ნანტი 0:1

გოლი: 0:1 დიეგო (76)

გაძევება: სიო (84. მონპელიე)

სტრასბური-ამიენი 0:1

გოლი: 0:1 კაკუტა (13)

გაძევება: ლალა (78. სტრასბური)

ტრუა-ტულუზი 0:0

სტ. ეტიენი-ანჟერი 1:1

გოლები: 1:0 კაბელია (1), 1:1 მანგანი (10-პენ)

გაძევება: პაჟო (48. სენტ ეტიენი), კრიველი (83. ანჟერი)

ლიონი-გენგამი 2:1

გოლები: 1:0 მარიანო დიასი (19), 1:1 ტურამი (71), 2:1 ფეკირი (72)

ლიონი (4-3-3): ლოპეში - რაფაელი (67. ტეტე), მარსელო, მორელი, მარშალი - მარტინს პერეირა (51. ფერი), ფეკირი, ტუსარი - ბ. ტრაორე (88. კორნე), მარიანო დიასი, დეპაი

მარსელი-რენი 1:3

გოლები: 0:1 ხაზრი (2), 0:2 ბურიჟო (10), 0:3 ნიანიონი (70), 1:3 სანსონი (88)

მარსელი (4-1-2-3): მანდანდა - საკაი (38. სარი), რამი, აბდენური (72. როლანდო), ევრა - სერტიკი - მაქსიმ ლოპესი (58. ზამბო), სანსონი - ტოვენი, ჟერმენი, პაიე

გამოუყენებელი პენალტი: (91. რენი)

ბომბარდირები: 7 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ედინსონ კავანი (პსჟ); 4 - ნეიმარი (პსჟ), მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი)

მომდევნო ტური

15 სექტემბერი:

ტულუზი-ბორდო;

16 სექტემბერი:

მონაკო-სტრასბური, დიჟონი-სტ. ეტიენი, გენგამი-ლილი, ნანტი-კაენი, ტრუა-მონპელიე;

17 სექტემბერი:

ამიენი-მარსელი, ანჟერი-მეცი, რენი-ნიცა, პსჟ-ლიონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
"დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი! მესამე გოლის აღნიშვნისას..." - დავითაშვილის პირველი კომენტარი ჰეთ-თრიქის შემდეგ
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს
"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
სტასენმა "სენტ ეტიენი" დატოვა და ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდა - რა ბედი ელის დავითაშვილს?
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"არაჩვეულებრივ ფეხბურთელობასთან ერთად, ფანტასტიკური ადამიანია" - "სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა