ეროვნული ლიგის 25-ე ტურში, გორის "დილასთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ლოკომოტივს" 42 ქულა აქვს
ეროვნული ლიგის 25-ე ტურში, გორის "დილასთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ლოკომოტივს" 42 ქულა აქვს.

ქულათა ეს რაოდენობა გარდამავალ და 2015/16 წლებში ჩატარებულ ჩემპიონატში მოპოვებულ ქულათა რაოდენობაზე მეტია.

გასულ ორ ჩემპიონატში ერთად, "ლოკომ" 42 მატჩი (12 მატჩი გარდამავალ ჩემპიონატში, 30 მატჩი 2015/16 წლების სეზონში) გამართა და 40 ქულა მოაგროვა.

წინა ორი სეზონისგან განსხვავებით, ეროვნულ ლიგაში გიორგი დევდარიანის გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურისთვის იბრძვის. "ლოკოს" ნაჩვენები შედეგისა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესების მიზეზებზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გეგა დიასამიძე საუბრობს.

"ეს სტატისტიკური მონაცემი პირველ რიგში იმაზე მეტყველებს, რომ წელს უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გუნდი ვართ.

ვისწავლეთ მნიშვნელოვანი მატჩების მოგება, რაც წინა წლებში ნაკლებად გამოგვდიოდა, რადგან ახალგაზრდული და გამოუცდელი გუნდი ვიყავით.

გარდა ამისა, მოედანზე ყველა ფეხბურთელმა ზუსტად იცის, რა დავალება აქვს და რა უნდა გააკეთოს. ტაქტიკური თვალსაზრისით, წელს ბევრად გამართული გუნდი ვართ და ეს შედეგზეც აისახა.

მიმდინარე ჩემპიონატშიც დავუშვით რამდენიმე დასანანი შეცდომა, რამაც მნიშვნელოვანი ქულები დაგვაკარგინა, მაგრამ შეცდომებიც ფეხბურთის ნაწილია.

"დილასთან" გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო სატურნირო თვალსაზრისით. უშუალო მდევარს 5 ქულით ვუსწრებთ. სეზონის ფინიშამდე დიდი დრო აღარ რჩება და გვინდა ჩემპიონატი სამეულში დავასრულოთ. ამის ამბიცია და პოტენციალი დღევანდელ "ლოკომოტივს" ნამდვილად აქვს", - ამბობს დიასამიძე.

გორის "დილასთან" მოგებულ მატჩში, მესამე გოლი სწორედ გეგამ გაიტანა. დიასამიძემ გორელთა კარი 45-ე წუთზე აიღო.

მომზადებულია fcloco.ge-ს მიხედვით

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
უღიმღამო "ქართული დერბი" ბელარუსში უგოლოდ დასრულდა
შინდაგორიძემ ბელარუსში სერიოზული ტრავმა მიიღო
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ბელარუსიდან ეროვნულ ლიგაში - "ლოკომოტივი" გაძლიერდა
ქართველების თამაშს ბელარუსში მანეკენები "დაესწრნენ"
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
კორონავირუსისას ქართული გოლი გავიდა - დიასამიძემ ბელარუსში გაიტანა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
დიასამიძემ გაიტანა - "შახტიორი" ფრეს დასჯერდა [VIDEO]