თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა ბოლო დროს განხორციელებულ და მოსალოდნელ ტრანსფერებზე ისაუბრა
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გაზეთ "ლელოს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ბოლო დროს განხორციელებულ და მოსალოდნელ ტრანსფერებზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ახლახან "დინამოდან" ბელგიურ "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძე გადავიდა, ლუკა ლოჩოშვილი კი კარიერას კიევის "დინამოში" აგრძელებს. რომან ფიფიას თქმით, მათ გარდა, სერიოზული მოთხოვნა თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილ კიდევ სამ ფეხბურთელზეა...

- ეს ბავშვები ჩვენი აღზრდილები არიან და ორივე კლუბმა ეს დააფასა. დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, რომ ჩაკვეტაძეს "გენტში" ათამაშებდნენ, არ გავუშვებდი. მაგრამ კლუბის პრეზიდენტს ველაპარაკე და მივხვდი - გიორგისთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვთ. მეშინოდა, იგივე არ მოსვლოდა, რაც ბოლო წლებში სხვა ქართველებს მოუვიდათ, მაგრამ მეპატრონისა და დირექტორისგან დასტური მივიღე.

- ალბათ, ამ ტრანსფერების შემდეგ აკადემიის მიხედვის სურვილი გაგიძლიერდათ - მომავალი თაობების გაზრდა სასარგებლო საქმეც არის, მომგებიანიც და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანიც...

- ჩვენს ცხოვრებას პრობლემები ახლავს, მაგრამ ამან აკადემიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, რადგან იქ ისეთი ბავშვები იზრდებიან, უახლოეს 5 წელიწადში ქართულ ფეხბურთს ბევრს რომ შესძენენ. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ კიდევ სამი ფეხბურთელია, რომლებზეც სერიოზული მოთხოვნა იყო. უახლოეს დღეებში "ბრიუგეს" პრეზიდენტს ვხვდები...

- ვის ტრანსფერზე?!

- ამას ჯერ არ ვიტყვი. კიდევ 3 მოთამაშეზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ისინიც რომ გამეშვა, კაჭარავა მოგვკლავდა. თუმცა მათთანაც იგივე პირობები გვექნება, როგორც ჩაკვეტაძესა და ლოჩოშვილზე, რომ უნდა იყვნენ მთავარ გუნდში.

xxx
jango-ს შე ოჯახ აყვავებულო 4 მილიონი ევრო კი არა შიმშილით კვდება ხალხი და ამათი მაიმუნობის საყურებლად ვის ცალია, დააფინანსე კი არა არ გაჩვენონ სახელი, უბრალოდ სველი წერტილები არა აქვტ სტადიონებზე და რა დაფინანსებაზე ლაპარაკობ?
pato
თხა გავყიდე თხა ვიყიდე გაგიგონიათ? ეეეეეეეეეეეეე, ეგაა რომანას ქმედება
erihaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
და ფეხბურთის ფედერაციასაც რა თქმა უნდა
g.v.g.
ხოხ, მართლაა ზორბეგი? შენ დაკვირვებული კაცი ჩანხარ და ასე გააგრძელე, დააკვირდი ზღვაზე ხალხს და მერე აქანე რომ მოხვალ გვასტავლე რააა/
დიტო
რომან გამოდი გიცანი:))
Sergi
Gadaob?
ალეკო
არ არის ეს კაცი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი. თავის ჯიბის გულშემატკივარი ნაღდად არის. შენ ოჯახ დალაცვილო, ამ პატარა ბიჭებს კაპიკებში რომ ყიდი, არ ჯობია ათამაშე ერთი წელი მაინც ევრო თასებზე, იქნებ უფრო კაი გუნდმა იყიდოს კაი ფასად.
გიორგი
მადლობა გადავუხადოთ ბატონ რომანს იმ დიდი ღვაწლისთვის, რასაც ქართული ფეხბურთისა და არამხოლოდ ფეხბურთის განვითარებაში დებს
თემო
საღი აზროვნება გაქვს დათო. ნეტა ყველა ეგრე ფიქრობდეს.
Zorbegi
თუმცა გუნდი მაგისია და უნდა გაყიდის ხალხს და უნდა გაწელავს :-D
Zorbegi
ფიფია როგორაა იცით? ზღვაზე რომაა სიმინდიიი ცივი ფანტა კოკა კოლააა
daTo
ადრე ბატონი ფიფია ამბობდა რომ ლიგა იყო მისთვის პრიორიტეტი და ყველაფერს გააკეთებდა,რომ ლიგაზე გაეყვანა გუნდი,მაგრამ არ იყვენ ქართველი ფეხბურთელები სათანადო დონის და უცხოელები კიდევ ე.წ კარგი ლეგიონერები აქ არ ჩამოდიოდნენ და ამიტომ იყო წარუმატებლობა და ამის გამოსასწორებლად გაკეთდა აკადემია რომ ნიჭიერი ახალგაზრდებით დაეკომპლექტებინათ გუნდი მართლაც ძალიან კარგი გუნდი შედგა სეზონის დასაწყისში კარგი მწვრთნელის ხელში გუნდში იყვნენ ლიდერები არაბული,ჩაკვეტაძე ,ლოჩონაშვილი,ლობჟანიძე და სხვები გუნდი კარგ გამართულ ფეხბურთს თამაშობდა გოლებიც გაქონდათ თამაშებსაც იგებდნენ და რაღაც იმედის სხივი გაგვიჩნდა გულშემატკივრებს რომ ლიგაზე ან ევროპაზე ეს ბიჭები თავის სიტყვას იტყვიანთქო მაგრამ დღეს ვხედავ რომ ზ.ა აღაცერთი ფეხბურთელი აღარ არის გუნდში და კიდევ 3 გაყიდვასაც აპირებენ და კითხვა მიჩნდება ფიფია ქართული ფეხბურთი და დინამოს მომავალი რომ ადარდებდეს და აინტერესებდეს ასეთ პოლიტიკას გაატარებდა თუ პირიქით შეცდებოდა რომ ყველა ქართველი ფეხბურთელი ვინც კი თამაშობს და აქვს ტალანტი შეგროვებინა გუნდში ევროპაში აღარ დარჩა ქვეყანა ჩვენს გარდა რომლის გუნდიც არ მოხვედრილა ლიგაზე ან ევროპაზე აზერბაიჯანული ყაზახური კვიპროსული და ბელორუსიული გუნდები გადიან რეგულარულად და ჩვენ პირველივე ეტაპზე ვარდებით უკვე ბოლო 3 წელია ესეთი პოლიტიკა ქართულ ფეხბურთს არ ადგება არც კლუბს და არც ნაკრებს ესეთი პოლიტიკა კონკრეტული პიროვენებებს ჯიბებს ადგება მხოლოდ.
Ako
ვეთანხმები გიორგის.. მე გერმანიაში ვცხოვრობ და აღფრთოვანებული ვარ აქაური ინფრასტრუქტურით და პირობებით, ზე ქვეყანაა ფეხბურთის განვითარების და ფეხბურთელის აღზრდის მხრივ. არიან ფიზიკურად ძლიერები და ბავშვობიდანვე აჩვევენ ძალისმიერი ფეხბურთის თამაშს, ბრძოლას, შრომას.. ფსიქოლოგიურადაც მუშაობენ.. ჩემი შვილი 8 წლისაა და ვარჯიშობს ბოხუმის გუნდში SG WATTENSCHRID 09. აქ გაიზარდნენ ძმები ალტინტოპები, ტორრენ ფინკ და კიდე სხვა ბევრი ვარსკვლავი. აქ მოხვედრა ადვილი არაა, არჩევით აყავთ ბავშვები. მანამდე პატარა გუნდში დაიწყო, შემდეგ მოეწონათ და აიყვანეს, ყველგან სკაუტები არიან. ძალიან განვითარებულია ნებისმიერი მიმართულებით აქ ბავშვთა ფეხბურთი. საქართველოში 2 წელი დინამოს აკადემიის სკოლაში ვარჯიშობდა, ტექნიკური ბავშვია მაგრამ აქ უკვე დაიწყო ძალისმიერი თამაში, გახდა უფრო სწრაფი და მებრძოლი. 1 წელში ბავშვმა ძალიან მოუმატა და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. მე ვფიქრობ თუ ვინმეს საშვალება აქვს ჯობია ევროპაში გაისინჯოს, 13-14 წლის როცა იქნება და აუცილებლად გაიზრდება ევროპის დონის ფეხბურთელი.. ენა აუცილებელია, რთულია ენის გარეშე.. ძალიან ნიჭიერები ვართ ქართველები დამერწმუნეთ, უბრალოდ უსაზსრობის და პირობების გარეშე ბევრი ტალანტი იკარგება სამწუხაროდ..
,,ლა განტუაზ,,?
გენტში,რომელსაც ამ სეზონში ჯერ ერთი თამაშიც არ მოუგია,ჩაკვეტაძეს პროგრესო ექნება?..უკეთესს კლუბში,უფრო მეტად კვალიფიცირებული მწვრთნელის ხელძღვანელოით მეტი შანსი არ ექნებოდა პროგრესის?
manchester 1
ეს ბიჭები თავიანთ თავენს კი უშვეიან, მარა დინამოს რაღა ეშველება? ასე თუ მალ-მალე გაყიდა ფიფიამ ფეხბურთეები და მისი შემცველი არ მოიყვანა, ეს რა გამოვა. ის ხალხი კაპიკებში იყიდის ჩვენ ხალხს და მერე კაი მილიონებში გაყიდიან თუ გაამართლა. ესაა მათი მიზანი. ჩვენს ყველაზე ტიტულოვან კლუბს რა ეშველება? უკვე ბოლოადგილოსანსაც რომ ძლივს გადაურჩა. გაგვცეს პასუხი ფიფიამ. ამდენი წელი თალში ნაცარს რომ გვაყრის
ზაზა
მეტი კონკრეტიკაა საჭირო და არა მანუპილურებს ფაქტებით-ყენია დაღუპა მაგათმა და მისმა ზედმეტმა დატვირთვებმა ჯერ კიდევ ტრამვირებულ ფეხბურთელზე...და ვინ გაძლევს გარანტიას,რომ გენტის მწვრთნელი მეტად კვალიფიცირებულია,ვიდრე იმ კლუბის ,სადაც აიერნი გაუშვებდა?
giorgi
ილუზიებში ნუ წავალთ ეს ბიჭი ჯერ არ არის ბაიერნის დონის ფეხბურთელი იქ დაიჩაგრებოდა გენტის დონისაც არ არის ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და ბევრი უკლია განვითარება სჭირდება შეუძლია რომ მაღალ დონეზე ითამაშოს გენტში ექნება შანსი რომ აჩვენოს თავის შესაძლებლობები და დაიმკვიდროს თავი ევროპაში ეხლა უკვე ყველაფერი მასზეა დამოკიდებული ბელგის ჩემპიონატიდან ძალიან ბევრი ფეხბურთელი მოხვდა გრანდში და დღეს დიდ ფეხბურთს თამაშობს
Jango
მიდის გაცხოველებული "კაცთა ყიდვა-გაყიდვა" რას იზამ, ბიზნესი ექწოდება ახლა ამას.საკუთარ ქვეყანაში ხელოვნურად კლავენ ფეხბურთს რომ სხვა ქვეყნებში გაასაღონ ნიჭიერი ქართველები. ფულის შოვნა უნდათ და დახარჯვა არ უნდათ. ეყოლება მერე სუსტი ჩემპიონი საქართველოს და ისევ კიდევ ერთჯერ თავჩაქინდრულნი გამოვარდებიან პირველი მატჩებიდან. დღეს ვფიქრობდი - სამტრედიას საკლუბო ფასია 4 მილიონი დოლარი, ბიუჯეტი კი 400 000 დოლარი, ყარაბახის საკლუბო ფასია 12 მილიონი დოლარი (3 ჯერ მეტი ვიდრე სამტრედიაზე) ხოლო ბიუჯეტი კი 30 მილიონი დოლარი (ამობებენ 40 -იცო) ესე იგი სამტრედიაზე 70-100 ჯერ მეტი ხოლო კლუბის სატრანსფერო ფასზე 3 ჯერ მეტი. ვხედავთ სადა ვართ და რა დონეზე ვართ ფინანსირებაში? მერე არ გაგვიკვირდეს რომ გაისად ისევ იმედგაცრუებული დავრჩებით. მე მგონი ქართველთა უნარ-ტვინზე დაყრდნობით მაინც რომ მივაღწიოთ რაიმეს, კლუბს მინიმუმ იმდენი უნდა ჰქონდეს ბიუჯეტი რაც ღირს ამ კლუბის ფეხბურთელები ჯამურად. ანუ სამტრედია, დინამო, ტორპედოს, ჩიხურას, ყველას უნდა ჰქონდეს ბიუჯეტი მინიმუმ 4 მილიონი ევრო. ანუ 12 მილიონი ლარი, ანუ 12 ჯერ მეტი ვიდრე დღეს არის. სხვანაირად?განწირულები ვართ ახალ გეგმაზე გადასვლით-კაცთგაყიდვის. 10 წელიწადშDი ევროპაში ყველაზე მეტი ლეგიონერი ქართველი იქნება.
giorgi
ბაიენრი ბაიერნი რომ ამბობთ თქვენი აზრით 18 წლის ქართველ ფეხბურთელს დინამოდან მისულს ბაიერნის პირველ გუნდში ძირითადში დაყენებდა ვინმე? სათადარიგოზეც არ დასვამდნენ იქნებოდა მე-2 ან მე-3 გუნდში დუბლებში და იქ მოუწევდა ახალგაზრდულ ლიგაში წლები თამაში და ბოლოს ან მოხვდებოდა ან არაა ბაიერნის ძირითადში გაიხსენეთ 17 წლის იყო ლევან ყენია როცა შალკეში გადავიდა და მთელი საქართველო ზეიმობდა ამ ამბავს ლევანზე უფრო დიდი იმედები მყარდებოდა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა გადავიდა შალკეში და იქ დასრულდა მისი კარიერა იმიტომ რომ იმ დონეზე ვერ შეძლო თამაში და ვარჯიში რა დონესაც მოითხოვდა გერმანის ჩემპიონატი აგერ 2 წლის წინ პაპუნაშვილი გადავიდა ვერდერში და დუბლებშიც კი ძირითადში ვერ ხვდებოდა მასაც არაფერი გამოუვიდა ჯერ ფეხბურთელი ხომ უნდა გაიზარდოს რაღაცა ისწავლოს განვითარდეს და ამისთვის ბელგიას მშვენიერი ჩემპიონატი აქვს.
ბაჩო გ
იცით რა არის გასაკვირი პირველ რიგში სპორტულ ჟურნალისტებს ეხება ეს:რატო არ უსვამთ კითხვას ფიფიას დაპირებული კოხტა არენის შესახებ,დიღმის ბაზასთან მშენებარე კორპუსების ამბავი ხო მოაგვარა წინასაარჩევნოდ კალაძემ?
lui
ვინც ქართული ფერბურთი გააუბედურა და კიდევ აუბედურებს ყველას გაუხმეს თავი)
zmo-s
რაღა ყარაბახი მოგყავს მაგალითად? იქნებ ჯობდეს შახტიორის ზენიტის ცსკ ბატე მოგეყვანა მაგალითად?
ზაზა
რომან ფიფია ერთი წლის წინ სპორტალზე ----------------------- რომან ფიფია: დავიღალე გუნდის დაშლით თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია დღეს, 1-ელ სექტემბერს, "დინამო არენის" მედიადარბაზში ჟურნალისტებს შეხვდა და ევროთასებზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ კლუბში მომხდარი ცვლილებები გაახმოვანა. გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დეკემბრამდე კვლავ სლოვაკი სპეციალისტი იურაი იარაბეკი დაიკავებს. "ჩემპიონატი იწყება და მთავრდება დეკემბერში. არ მსურს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ იურაი იარაბეკი დარჩება სეზონის ბოლომდე", - განაცხადა ფიფიამ. სპორტული დირექტორის პოსტი ლევან გაბრიჩიძემ დაიკავა, რომელსაც ავსტრიაში მენეჯერის განათლება აქვს მიღებული. "ვფიქრობ, ეს ნაბიჯი იყო გადასადგმელი და მე ეს ნაბიჯი გადავდგი. სპორტული დირექტორის პოსტს მიხეილ ხუციშვილის ნაცვლად ლევან გაბრიჩიძე დაიკავებს", - თქვა ფიფიამ. ფიფიამ სხვა საკითხებზეც ისაუბრა. "რამდენჯერმე ვისურვე გუნდის გაახალგაზრდავება, მაგრამ იცით, რაშია საქმე? როდესაც ხდები ჩემპიონი, წინ ევროასპარეზი გელის და უფრო მეტიც, ჩემპიონთა ლიგა და როცა მენეჯერები გეუბნებიან, ამ გუნდით ვერაფერს გავაკეთებთო, იძულებული ხდები, შენს პოლიტიკას ასცდე... რამდენჯერაც არ უნდა გავხდეთ ქვეყნის ჩემპიონი, ეს არ იქნება "დინამოს" პრიორიტეტი! მაგრამ ეს წარუმატებლობა მხოლოდ "დინამოს" ბრალი არ არის. ქვეყანაში უნდა ამაღლდეს ჩემპიონატის დონე. მინიმუმ 4 გუნდი უნდა იყოს შეძლებული. საჭიროა კარგი ინსფრასტრუქტურა, კარგი საფარი... მე რომ ვიყიდო დღეს 10 მილიონად ფეხბურთელი, რომელსაც გულშემატკივარი მოითხოვს, ხვალ საქართველოს ჩემპიონატში სად ვათამაშო? ამიტომ თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ამ გზას - უნდა აღვზარდოთ ბავშვები და მოვამზადოთ პირველი გუნდისთვის. ახლა 19-წლამდელები ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგაზე და მთავარი გუნდის შევსებას ამ ბავშვებით ვაპირებთ - მათი როლი დიდი იქნება. ძირითად გუნდში ლეგიონერებიდან დღესდღეობით დარჩებიან სკრიბე, რენე და ველევი. სამწვრთნელო შტაბს შევუთანხმდით ამაზე, დანარჩენების დატოვება კი შეუძლებელია. 40 ლეგიონერამდე ვათამაშე ამ ხნის განმავლობაში და ჩისკოს გარდა, თითქმის ვერავინ გაამართლა. ცუდი სტატისტიკა გვაქვს ამ მხრივ. დღევანდელი გუნდი მზად იყო, მინიმუმ ევროპალიგაზე ეთამაშა. მწვრთნელს სწორედ ეს პირობა დავუყენე - მინიმუმ ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი! მაგრამ, იცით, დავიღალე უკვე გუნდის დაშლით! ამას აღარ გავაკეთებ! გვყავს მშვენიერი ახალგაზრდები, რომლებსაც არ ეძლევათ თამაშის დრო. აღარ იქნება ასე. გგონიათ, მსიამოვნებს მილიონების ჩაყრა? ამის ხალისიც დავკარგე და მოტივაციაც აღარ მაქვს ამის კეთების. თქვენთვის, ხალხისთვის ვეცადე, მაგრამ საოცრება არ ხდება - გასაკეთებელი ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს და გასავლელი გავიაროთ. გაბრიჩიძეს მიზნად გუნდის გაახალგაზრდავებას ვუსახავ. ლეგიონერებით მიღწეული საქართველოს ჩემპიონობა არ მსურს. ამ შეცდომას აღარ დავუშვებ - პატარებს დრო უნდა მიეცეთ. არ მოვითხოვ "დინამოსგან" ხვალ ჯგუფურ ეტაპს. მე ეს გრძელვადიანი პროექტით გადავდე. არ მსურს იმ არასწორი გზით სიარული, რომლითაც ეს წლებია დავდივარ. იურაი იარაბეკის შემდეგ დანიშნული მთავარი მწვრთნელი თავისი ბიოგრაფიით გაგახარებთ, გპირდებით", - თქვა ფიფიამ.
zviads
დინამოს მაისურებზე ქართული დ რომ ეწეროს რუსულის ნაცვლად არ შეიძლება?
ზაზა
.საქულას დუქანი,,ჩასტნი ლავოჩკა,, გახადეს ოდესღაც სახელოვანი თბილისის ,,დინამო,,...ესაა ,,ქართული პოსტ-საბჭოთა ,,მოდერნიზებული,,კაპიტალიზმი.,, და სახელწიფო საკუთრების ერთ ბიზმესმენის კერძო ხელში გადაცემის შედეგი-ერთი პიროვნების მიერ მხოლოდ საკუთარი შეხედულებებით მიღებული გადაწყვეტილებები....როცა არ არის არჩევნები თბილისის,,დინამოს,,პრეზიდენტის,,მენეჯმენტის...როცა არ არსებობს გულშემატკივრის მიერ დაკვეთა: კლუბის მართვაში პრიორიტეტების განსაზღვრა,,,სატრანსფერო ,,პოლიტიკის,,განსაზღვრა
pablito
ფიფია ადრეც აპირებდა წასვლას და ეს უცხოო არაა, ისეთი მარაზმი ტრიალებდა ქართულ ფხბურთში და ეხლაც ასეა, ვის უნდა აქაურ ფეხბურთში ფულის დახარჯვა, უბრალოდ ფიფიამ დინამოს შენებაში იმდენი ფული და შრომა აქვს ჩადებული(დინამოს აკადემიას) , ასე ერთი ხელის მოსმით ვერ გადააგდებს და მოისრვის, ჯერ სარგებელი ხომ უნდა ნახოს. გახსოვთ ტორპედო რომ იშლებოდა და ვისოლი რომ წავიდა, გუნდი სწორედ გაახალგაზრდავების გზას დაადგა,22 წელს ზემოთ ყველა რომ გაუშვეს. დღეს დინამოც ალგაზრდებზეა დამოკიდებული, თუმცა ნეტა ყველას ყავდეს ასეთი ახალგაზრდები, ამ ბიჭებით ჩემპიონი რომ ხდები ჩვენს ჩემპში, არადა ლოკოს, ტორპედოს, სამტრედიას, რო გადახედო მათ შემადგენლობებს კარგა ხნის ნათამაშები და გამოცდილი ფეხბურთელებიც ყავთ, აი რა დონეზეა ჩვენი ჩემპი.
giorgi
იმ ფეხბურთელებისთვის კარგია უცხოური კლუბები ნაკრებისთვისაც განვითარების მეტი პერსპექტივა აქვთ და სამომავლო წარმატების ბელგიას საკმაოდ კარგი ჩემპიონატი აქვს მაგრამ ქართული ფეხბურთისთვის საქართველოს ჩემპიონატისთვის ევროთასებისთვის ცუდი ისევ პირველივე წრეზე გამოვარდებით აზერბაიჯანული გუნდი გავიდა ლიგაზე მართალია ჩელსისთან განადგურდა მარა ხომ გავიდა გასვლაც დიდი მიღწევა მათი ფეხბურთისთვის ნეტა რომელიმე ქართული გუნდი გავიდეს იქ და ლიგა ჩამოვიდეს საქართველოში და თუ გინდა 10-0 წავაგოთ.
giorgi
ფიფას 50 მილიონი აქვს ჩადებული დინამოს აკდებიაში ბაზაში და ზოგადად გუნდში და ამ ფულის ამოღება უნდა ასე რომ ნურავის გექნებათ ილუზია რამის როგორც კი ვინმე ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდება დინამოში მაშინვე გაიყიდება უცხოეთში.
ზაზა
ჩაკვეტაძე-1.5 მლნ-იც არა?!...0.,7 მლნ?...ჯერ ეს თანხა გაცილებით ნაკლებია ,,ბაიერნის,, მიერ შეთავაზებულზე(რაც გაცხადდდა პრესაში) და რატომ უნდა აჩუქო გენტს 50% მომავალი ტრანსფერიდან?,,თვითონ ,რომ მიეღო დინამოს 100% პირდაპირი ტრანსფერით ტოპ-კლუბში უკეთესი არ იქნებოდა?!...ჩაკვეტაძის მაღალი სატრანსფერო ფასი პირდაპირ ტოპ-კლუბში როგორც თბილისის,,დინამოს,,პრესტიჟს აამაღლებდა,ასევე საერთოდ ქართული ფეხბურთის პრესტიჟზე დადებითად იმოქმედებდა, საერთოდ ყველა ქართველ პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასის ზრდაზე მოახდენდა გავლენას! ჩაკვეტაძის ტრანსფერი იყო შესაძლებლობა ახალგაზრდა ქართველებზე სატრანფერო ფასების თამასის ზრდის!შესაბამისად ,როცა ოფიციალური სატრანსფერო ფასი ცხადდება მხოლოდ 0.7 მლნ,ხდება გაუფასურება(!) სამწუხაროდ,არადა იყო შესაძლებლობა პრესტიჟის ამაღლების და ფასების ზრდის ..როცა ,,გენტი,, გაუშვებს მასზე უფრო დიდ,ტოპ-კლუბში,ჩაკვეტაძე ჩაითვლება ,,გენტის,, მიერ მომზადებულ ფეხბურთელად,ხოლო ,,დინამოს,,ღვაწლი აღზრდაში მხოლოდ ბუნებრივად ნიჭიერი ტალანტის შემთხვევითობად,გამონაკლისად ჩაითვლება და არა ტენდენციად ,,დინამოს,,საფეხბურთო აკადემიის კარგი მუშაობის დამსახურებად. დიდი ალბათობით ტოპ-კლუბი დროებით სხვა კლუბში გაუშვებდა,მაგრამ ტოპ-კლუბმა უკეთ არ იცის რომელ კლუბში, მწვრთნელთან უკეთ მოუმატებდა?!... “გენტის” მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა განაცხადა:“ხედავთ, რომ ჩაკვეტაძეს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მას ძალიან მარტივად შეუძლია ვარჯიშზე გოლის გატანა. მაგრამ აქვს ბავშვობის დაავადება, ეს აისახება იმაში, რომ ძალიან უყვარს ბურთი და ზოგჯერ ძალიან დიდხანს იჩერებს. ასევე არსებობს ენის ცოდნის პრობლემა.,,...კარგია,რომ მომავალს ხედავს... ჩაკვეტაძის მომავალ პერსპექტივებზე ყველა ქართველ გულშემატკივარს დიდი იმედები გვაქვს,მაგრამ თვითონ ვანჰაზებრუკის კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევს? ,,გენტს,, ჯერ ამ სეზონში მოგება არ აქვს ბელგიაში,ევროლიგიდან ავსტრიის ,,ალტახმა,, გამოგდო,ხოლო გუნდის მთ.მწვრთნელის საფეხბურთო ხედვები ,,ფილოსოფია,,რამდენად თანხვედრაშია მაგ,,ბაიერნის,, საფეხბურთო ,,ფილოსოფიასთან,,რომლის ფეხბურთიც სწორედ,რომ ბურთის ფლობაზე,,კონტროლზეა აგებული
ზაზა
თბილისის,,დინამოს,,და საერთოდ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს იმედი გაგვიჩნდა,რომ ჩაკვეტაძესთან,ლოჩოშვილთან...ერთად თბილისის,,დინამო,,მომავალ ზაფხულს წარმატებულად გამოვიდოდა ევროტურნირებზე!...როცა ბატეს,შერიფის,ვარდარის,ყარაბახის დონის კლუბები პრაქტიკულად მუდმივად მონაწილეობენ ჩემპიონთა და ევროლიგის ჯგუფებში,როცა სლოვენიის ,,სოფლის კლუბი,,,,დომჟალე,, აგდებს გათამაშებიდან გერმანიის ბუნდესლიგის(!) ,,ფრაიბურგს,,ხოლო ,,ევერტონს,,ბოლო წუთებამდე ანერვიულებს,როცა ლუქსემბურგის კლუბმა ,,გლაზგო რეინჯერსი,,გამოაგდო ...სულ მცირე სტიმულის საფუძველი მაინც ხომ უნდა გახდეს ,,დინამოს,,ხემძღვანელობისთვის?..ან ღირსებაზე მაინც არ მოქმედებს ,როცა ნულოვანი ისტორიის მქონე კლუბები ევროტურნირების ჯგუფების მუდმივი მონაწილეები არიან,ხოლო უდიდესი ისტორიის მქონე,საქართველოს სიამაყე,სახელოვანი თბილისის,,დინამო,,რომლის შესანიშნავი,სანახაობრივად ბრწყინვალე ფეხბურთი აღტაცებას იწვევდა სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთის გულშემატკივრებში საერთოდ იკარგება ,დავიწყებას ეცემა საერთაშორისო ასპარეზზე(?)....თბილისის,,დინამოს,,თამაშებზე დასაწრებად თბილისში ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთის გულშემატკივრები (მათ შორის-ცნობილი უნგრელი მწვრთნელი კოვაჩი,ტოტალური ფეხურთის,,მამა,,სახელოვანი,70წწ-ის ,აიაქსის,,მწვრთნელი ჩამოვიდა თბილისში ,,დინამოს,, მატჩზე მოსკოვის,,ტორპედოსთან,, 1978 წელს და მატჩის შემდეგ აღფრთოვანებულმა იწინასწარმეტყველა 2-3 წელიწადში თბილისის,,დინამოს,,მიერ ერთ-ერთი ევროპული საკლუბო ფეხბურთის თასის მოგება!)...დღეს-ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრები,მონატრებულები ,,დიდ,,ფეხბურთს,აპირებენ ბაქოში იხილონ ჩემპიონთა ლიგა .გასაგებია,რომ შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა,ფინანსები....რომ მაგ.ყარაბახის ბიუჯეტი გაცილებით მეტია,მაგრამ ,,ყარაბახის,, ხარჯების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ლეგიონერის დათანხმებაა აზერბაიჯანში თამაშზე 2-3- ჯერ მეტ ფასად,ხელფასზე ,ვიდრე ევროპულ კლუბში.თბილისის,,დინამოს,,აკადემიაში აღიზარდა თაობა და შესაძლებლობა გაჩნდა გაცილებით ნაკლები ხარჯებით გახდე კონკურენტუნარიანი თუნდაც ყარაბახის,ბატეს,შერიფის...საბოლოოდ თბილისის,,დინამომ,,უნდა გაუშვას ახალგაზრდები ევროპულ კლუბებში,მაგრამ დრო უნდა იყოს ზუსტად განსაზღვრული,როცა იდეალურად დაემთხვევა კლუბის და ფეხბურთელის ინტერესები!კლუბი უნდა იყოს წარმატებული,მუდმივი მონაწილე ევროტურნირების,ფეხბურთელიც ,,დინამოდან,,უკვე წარმატებული უნდა მიდიოდეს,გაცილებით მეტი სატრანსფერო ფასი უნდა მიიღოს ,,დინამომ,,,ფეხბურთელმაც შესაბამისი და მეტ ანაზრაურებაზეც(აგენტებმაც მეტი!) ....შარშან განაცხადა თბილისის,,დინამოს,,ხემძღვანელობამ,რომ ზაგრების ,,დინამოს,,პოლიტიკაა მათთვის სამაგალითო,მაგრამ ფაქტში...ზაგრებმა ჩორიჩი ჯერ ათამაშა ევროტურნირზე და მერე მიიღო 20(!) მილიონი ტრანსფერიდან კლუბმა,შესაბამისად ფეხბურთელმაც თავისი და ანაზღაურებაც მაღალი კლუბში,აგენტებმაც ....
ზაზა
....შარშან განაცხადა თბილისის,,დინამოს,,ხემძღვანელობამ,რომ ზაგრების ,,დინამოს,,პოლიტიკაა მათთვის სამაგალითო,მაგრამ ფაქტში...ზაგრებმა 20 წლის ჩორიჩი ჯერ ათამაშა ევროტურნირზე და მერე მიიღო 20(!) მილიონი ტრანსფერიდან კლუბმა,შესაბამისად ფეხბურთელმაც თავისი და ანაზღაურებაც მაღალი კლუბში,აგენტებმაც ....
zaza
ფიფიას ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში რო მას უბრალოდ არააქვს იმხელა შემოსავალი რო კარგი გუნდი ყავდეს ეგარი და ეგ აღარ ვამტყუნებ ამ ადამიანს არაფელში შეიძლება გაყიდვაც სურს გუნდის მაგრამ არამგონია იაფად გაყიდოს დინამო რადგან ბევრი რამ თვითონ გააკეთა და ესეც გასათვალისწინებელია.
დავიდუსი
გასაგებია რომ ევროპაში უკეთესი პირობებია განვითარების,მაგრამ მაშინ გავაუქმოთ საქართველოს ჩემპიონატი,გამოდის აქ რჩებინ უნიჭო და უპერსპექტიულო ფეხბურთელები ? დონეს რა აწევს? იმიტო ვამბობ კერძო ინვესტორებია მოსაყვანი,და სახემწიფომ ფული კი არ უნდა აძლიოს ,გადასახადებში შეღავათი უნდა ქონდეთ,რაც ბევრ ქვეყანაში დადებითად მუშაობს, თუ არ დინამოს თუ ამხელა უჭირს 18წლის ტალანტებს ნებისმიერ ფასად ყიდის ? სხვა გუნდებმა რა უნდა თქვან.
ლაშა
რეგიონებშიც უნდა იყოს ანალოგიური სკოლები და მაშინ შეიძლება გვეშველოს რამე.მარტო ბათუმში არ კმარა სხვაგანც უნდა იყოს.გაავსეს ქალაქი სტადიონებით და ბაზებით:):):)
fu
27 -წელია ფეღბურთს კლავთ ეგრე გააგრძელეთ რომ მალე აიკრძალოს ეს სპორტი საქართველოში!! მე პირადათ რასაც ქვია ფეღბურთით ვცხოვრობდი სანამ არ შემაზიზღეთ!
zmo
უნდა წავიდნენ უცხოეთში აქ მომავალი არა აქვთ, ისე განავითარეს უეფას მამებმა საქმე, რომ ჩვენნაირ ქვეყნებში ფეხბურთი მოისპო, ევროპაშიც სამი ოთხი ქვეყნის პირველობა ვითარდება დანარჩენები კი უკუსვლას განიცდიან, აზერებმა ჩადეს ფული და ყარაბახი რა დღეშიც ჩააგდო ჩელსიმ კარგად ნახეთ. საოცნებო რომ ჯგუფური ეტაპი გაგიხდება
gio_01
არადა რო არ გაეშვა ამ წელს ბიჭები ევროპის დიდი შანსი გვექნებოდა.
haha
მეტი გასაგებად რა თქვას? "ჩვენს ცხოვრებას პრობლემები ახლავს"-ო. მაინცდამაინც უნდა გაკოტრდეს, რომ დაუჯეროთ? უბრალოდ ამ ბელგიურ კლუბებში ვერ გაიხარეს ჩვენებმა, იქნებ სხვა ხაზებიც გაჭრან, სადაც უფრო იციან აღზრდა.
რატი
უნდა გაყიდოს აბა აქ უნდა ჩალპნენ? 18 წლის ზემოთ ყველა უნდა წავიდეს ვინც ნორმალურია, ისე მომავალი არ აქვთ. რატო არ გესმით ეს? :(
Irakli apkhaidze
ალბათ ორი მხარე აქვს ამ ყველაფერს, და მეორე უფრო წონადია, მეც სულ ვაკრიტიკებდი დინამოს ამ ტალანტების პანტაპუნტით გაყიდვით (ვისთვის რა ფეხები უნდა მოეჭამა ამ კრიტიკას, მარა მაინც...), მაგრამ ნაკრებს ალბათ ევროპული კლუბებიდან უფრო დაეხმარებიან, აქ დატოვებით პროგრესსაც ვერ გააგრძელებდნენ და ჰა ჰა 1-2 ეტაპით მეტი გაევლოთ... ისე რამდენიმე კაი ლეგიონერს თუ მოიყვანს 1 წლით ადრე და ამ ტალანტებსაც მათ შეუხამებს საშური საქმე იქნება...
ალეკსანდრე
დინამოში ვინღა ითამაშებს?ესენი მარტო თავის ჯიბეზე ფიქრობენ
dato
gayide fifia yvela fexburteli da shercxvi evrotasebze.
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
საუკეთესო ლოჩოშვილი და "ნიურნბერგის" პირველი ქულა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
ლოჩოშვილი "ნიურნბერგის" ფეხბურთელია - ის კლოზეს სანიოლმა დადებითად დაუხასიათა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" თასზე რეგიონული ლიგის გუნდთან დამარცხდა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" პირველ ტურში მარცხი განიცადა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი