სამიანების წვიმამ ლატვია დაასველა
გერმანიის ნაკრებმა მერვედფინალურ სტადიაზე საფრანგეთი ჩამოიშორა. გერმანელი გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ მათი კარგად "დაზეთილი" მექანიზმი ევრობასკეტის პირველ ფავორიტ ესპანეთსაც ღირსეულად ეთამაშებოდა. ასეც მოხდა, მაგრამ საფინალო სირენამ ლოგიკური ანგარიში დააფიქსირა. დენის შრიოდერის კლასი გასოლებისამ გადაფარა...

გადამწყვეტი: თამაში ესპანელთათვის არასასიამოვნოდ დაიწყო - გერმანია 9:2 გაიქცა. თუმცა ფავორიტები სერხიო სკარიოლოს ტაიმ-აუტის შემდეგ გონს მოეგნენ და ნელ-ნელა მათაც გაიკვლიეს გზა გერმანელთა კალათისკენ. ამ საქმეში, დიდი წვლილი პაუ გასოლს მიუძღვის. საბოლოოდ პირველი ტაიმი საკმაოდ დაბალშედეგიანი გამოდგა და ესპანელების მინიმალური გამარჯვებით დასრულდა - 34:33.

არც მეორე ტაიმი დაუწყიათ ცუდად გერმანელებს და მესამე მეოთხედის ბოლომდე ქულა-ქულაშიც კი მიდიოდა თამაში, მანამ სანამ მარკ გასოლმა პერიმეტრზე არ გაილაღა. მესამე სამიანის შემდეგ, მესამე რაუნდის დასრულებამდე 4 წამით ადრე ესპანეთი 12 ქულით დაწნაურდა (65:53). ასეთი უპირატესობის გაფლანგვა კი სკარიოლოს გამოცდილ ნაკრებს არ ეკადრებოდა და არც იკადრა. გერმანელთაგან თამაში ვისაც უნდა შემოეტრიალებინა, დენის შრიოდერი, ესპანელ რიკი რუბიოს უყურადღებოდ არ დაუტოვებია. საბოლოოდ დენისმა მატჩი 27 ქულითა და 7 შეცდომით დაასრულა.

სტატისტიკა არ ტყუის: ძირითად სათამაშო კომპონენტებში სხვაობა მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო. ასეთ მატჩებში ბევრს წყვეტს თუნდაც ერთით მეტი სამქულიანი. ესპანეთს კი 4-ით მეტი სამიანი ჰქონდა და 12-ქულის სხვაობითაც გაიმარჯვა.

გმირი: გერმანიის ნაკრებს წინა მატჩებში დაცვაში ყელაფერი კარგად გამოსდიოდა. ესპანეთთან კი გეგმები აურია ცენტრმა მარკ გასოლმა, რომელიც პერიმეტრზე ხშირად ადიოდა და 6-დან 4 სამქულიანიც გამოიყენა. ამას 6 ორქულიანი მიაყოლა (9-დან) და 28 ქულას უწია.

ნამატჩევს. მარკ გასოლმა NBA გაიხსენა:

- ამერიკაში მქონდა რამდენიმე მატჩი მოკლე დროში ქულებს უხვად რომ ვაგროვებდი. 2 წუთში 12 ქულაც ჩამიგდია. ასეთივე შემთხვევა იყო გერმანიასთან. თითქოს, კალათი რეალურზე განიერი იყო და ბურთი იოლად ჩადიოდა. მიხარია, რომ ამან გამარჯვება მოგვაპოვებინა და გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი.

12 სექტემბერი

გერმანია-ესპანეთი 72:84

19:16, 14:18, 20:31, 19:19

გერმანია: შრიოდერი (27 + 8 პასი + 7 შეცდომა), ბარტელი (6), ბენზინგი (4), ვოიგტმანი (2 + 7 მოხსნა), ტადა – სასტარტო; ტაისი (15), ლო (9), ტიმანი (8), შტაიგერი (1), აკპინარი, ჰარტენშტაინი.

ესპანეთი: მ. გასოლი (28 + 10 მოხსნა), პ. გასოლი (19), სან-ემეტერიო (3), რუბიო (2 + 8 პასი + 5 შეცდომა), ნავარო – სასტარტო; როდრიგესი (11 + 7 პასი), სასტრე (8), ვ. ერნანგომესი (7), ორიოლა (4), ხ. ერნანგომესი (2), ვივესი.

ჩვენს ძველ ნაცნობებს - იგორ კოკოშკოვსა და აინარს ბაგაცკისს ამ ევრობასკეტზე ერთმანეთზე უკეთესი გუნდები ჰყავთ. ბაგაცკისის ლატვია ლაღ კალათბურთს თამაშობს (უფრო სწორად, თამაშობდა), ჩახლართულ კომბინაციებს სწრაფ შეტევებს ამჯობინებს. ამიტომაც იყო, ყოველ მატჩში 90-ქულას რომ სცილდებოდა. კოკოშკოვის სლოვენიაც სწრაფი და შემტევი გუნდია. ჰოდა, წინასწარ შეგვეძლო გვევარაუდა, რომ უხვქულიანი მატჩი გამოვიდოდა, თუმცა ჯამში 200 ქულა რომ ჩავარდებოდა, ალბათ, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა.

გადამწყვეტი: გადახედეთ მეოთხედების ანგარიშებს. ხან ერთი გუნდი გაიბრწყინებდა შეტევაში, ხან მეორე. ასეთ დროს კი გამარჯვება მას რჩება, ვინც გადამწყვეტ მომენტში გაიქცევა.

სლოვენიამ ლატვიას მესამე პერიოდში პრიმეტრი კარგად გადაუკეტა. ბალტიისპირელები მაიც სტყორცნიდნენ შორი მანძილიდან, მაგრამ მაინცდამაინც მესამეში მიზანს ვერ აღწევდნენ. მათ ფარქვეშ ერთადერთ იარაღი ჰქონდათ - კრისტაპს პორზინგისი. სოლიდური იარაღია, მაგრამ სლოვენიელებს იმდენად კარგად ჰქონდათ გადაკეტილი ფარის მისადგომები, რომ პორზინგისი ძირითადად საშუალო და შორი მანძილიდან ცდილობდა ქულების მოგროვებას. ბევრი იმუშავა სლავების ცენტრმა გასპარ ვიდმარმა, რომელმაც ბოლოს ხუთი ჯარიმის გამო დატოვა მოედანი.

სლოვენიელები პერიმეტრიდანაც არ ჩამორჩნენ მეტოქეს, ფარქვეშ შესვლებიც გაომსდიოდათ და საშუალო დისტანციიდანაც აგდებდნენ - შედარებით მრავალფეროვანი შეტევითი იარაღი აღმოაჩნდათ. მესამე პერიოდში 12-ქულიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ სლოვენიელთა დაცვას სერიოზული ჩავარდნა აღარ მოსვლია და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა.

სტატისტიკა არ ტყუის: როგორც აღვნიშნეთ, სლოვენიის ნაკრები ფარქვეშ ძალიან მჭიდროდ თამაშობდა, პორზინგისს გასაქანს არ აძლევდა. შედეგად, ფარიდან ასხლეტილ ბურთებს თეთრები უფრო ხშირად ეუფლებოდნენ: სლოვენიამ მოხსნებში 41:28 იმარჯვა. სამქულიანები კი ორივემ უხვად ჩააგდო - 12:11 ლატვიის სასარგებლოდ.

გმირი: ლუკა დონჩიჩი და გორან დრაგიჩი შეუჩერებლები იყვნენ. პირველმა 27 ქულა ჩააგდო, ხოლო დრაგიჩმა - 26. გორანის 26-ე ქულას გუნდისთვის ოქროს ფასი ჰქონდა: საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე თანაგუნდელები 97:92 დააწინაურა, რის შემდეგაც ლატვიელები განზრახ ფოლებზე გადავიდნენ, მაგრამ - უშედეგოდ.

ასე და ამგვარად, ნახევარფინალში სლოვენია ესპანეთს შეხვდება. მანამდე კი ორი მეოთხედფინალია.

სლოვენია-ლატვია 103:97

34:23, 17:32, 25:11, 27:31

სლოვენია: დრაგიჩი (26 + 8 პასი + 6 შეცდომა), დონჩიჩი (27 + 9 მოხსნა), რენდოლფი (16 + 9 მოხსნა), ვიდმარი (9), ჩანჩარი (3) – სასტარტო; პრეპელიჩი (17), მურიჩი (4), ბლაჟიჩი (1), ნიკოლიჩი, ზაგორაცი, დიმეცი.

ლატვია: პორზინგისი (34), დაირის ბერტანსი (12 + 6 პასი), შმიტსი (10), ტიმა (9), შტრელნიეკსი (4 + 9 პასი) – სასტარტო; დავის ბერტანსი (23), ბლუმსი (3), პეინერსი (2), გრაჟულისი.

1/4 ფინალი

13 სექტემბერი

19:45 საბერძნეთი-რუსეთი

22:30 იტალია-სერბეთი

1/2 ფინალი

14 სექტემბერი

22:30 ესპანეთი-სლოვენია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ოფიციალურად: პსჟ-სა და "მარსელის" მატჩი გადაიდო
crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი
მოურინიო: ვიცი, რომ "პორტუს" ფანები აპლოდისმენტებით არ შემხვდებიან
[VIDEO] თურქი გულშემატკივრები აღაფრთოვანა - ონანამ საგოლე პასი გააკეთა
გოგლიჩიძე სათადარიგოთა სკამზე და "მილანთან" განადგურებული "უდინეზე"
არის პირველი გამარჯვება - ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" როგორც იქნა მოიგო
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] როგორ ველოდით - მიქაუტაძემ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა!
კიტეიშვილი დაბრუნდა - "შტურმმა" სტუმრად "ზალცბურგს" მოუგო
გუბანოვამ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
ზიდანის ერთ-ერთი ვაჟი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
[PHOTO] ანრის მოულოდნელი პასუხი და სასაცილო გრაფიკა - ფრანგმა ლეგენდამ პსჟ-იდან "ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტი დაასახელა
მუდრიკი ძალებს ახალ სპორტში ცდის და უკრაინას ოლიმპიადაზე წარადგენს? - ფეხბურთელს ახალი გეგმა აქვს
დაბრუნდება დღეს კიტეიშვილი? - მწვრთნელი სიფრთხილეზე საუბრობს
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
"ეს ორმაგი სტანდარტია, მოკვეთეთ ისრაელის ნაკრები და კლუბები ტურნირებიდან!" - ერიკ კანტონა
"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა
საქართველოს ნაკრები ლატვიასთან 28 ქულით დამარცხდა [VIDEO]
სლოვენიამ ავსტრალიას სძლია და ჯგუფიდან გავიდა
სენსაცია. გერმანიამ აშშ-ს მოუგო - ევროპული ფინალი გველის
სკარიოლო: საქართველოსთან მარცხი მტკივნეული არაა - ვულოცავ მათ ნაკრებსა და გულშემატკივრებს
თორნიკე შენგელია: ენერგია დილიდანვე იგრძნობოდა
როდესაც პარკეტზე "თავადი თავხედობს" - რატიმ ესპანეთთან მატჩის ბედი გადაწყვიტა
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქართველოს ნაკრებს ფილიპინების 19 ქულით დამარცხება სჭირდება
ევრობაკეტზე გერმანია მე-3 ადგილს დაეუფლა, პოლონეთი ზღაპარი დასრულდა... [VIDEO]
ოლიმპიადაზე გასვლა ოცნებად დაგვრჩა - საქართველოს ნაკრებმა ფილიპინებს მხოლოდ 2 ქულით სძლია [VIDEO]
57:82. საქართველოს ნაკრები რიგაში დამარცხდა [VIDEO]
ესპანეთმა ევრობასკეტი მოიგო [VIDEO]
გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
გერმანიამ სლოვენიას თამაში შემოუტრიალა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
სლოვენიამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
უკრაინამ ევროპის მოქმედი ჩემპიონი სლოვენია დაამარცხა [VIDEO]
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
ესპანეთმა უკრაინას მოუგო – საქართველოს მომდევნო მეტოქეები ნიდერლანდები და იტალიაა
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
დონჩიჩის 19 ქულა - სლოვენიამ კაბო ვერდესაც სძლია
საქართველო-ესპანეთი - ზუროსის და სკარიოლოს წინასამატჩო კომენტარები
ოლიმპიადის საკვალიფიკაციოს ტოპ-10 მატჩში ლატვია-საქართველოს დაპირისპირება შეიყვანეს
გერმანიამ დრამატულ მატჩში ლატვია დაამარცხა
საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 77:87 დამარცხდა[VIDEO]
კანადამ დონჩიჩის სლოვენია მეოთხედფინალიდან გამოაგდო