საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთში დასრულებულ "პრეზიდენტის თასზე" მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთში დასრულებულ "პრეზიდენტის თასზე" მეორე ადგილი დაიკავა. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალი პენალტების სერიაში დათმო რუს თანატოლებთან.

- U17. საქართველო-რუსეთი 1:1 (4:5) - ფინალი პენალტებით დავთმეთ [VIDEO]

მთავარია, ჩვენი გუნდი კარგად მოემზადოს ოქტომბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის, რომელშიც მისი მეტოქეები იტალიის, ჩერნოგორიისა და ლატვიის ნაკრებები იქნებიან.

ნემსაძის გუნდი თბილისში დაბრუნდა. "ლელო" საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ყაზახური ბატალიების თაობაზე ელაპარაკა:

"როგორც იცით, ვემზადებით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის. ამ კუთხით შევხედოთ საკითხს და ვთქვათ, რომ ყაზახური ტურნირი ჩვენი გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იყო. ჯგუფში სამი შეხვედრა ჩავატარეთ, მერე ფინალი ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ ვნახე და ჩავინიშნე ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად...

პირველი დადებითი ტენდენცია, ეს არის გოლისკენ სწრაფვა. ამას ვხედავდი ჩვენი გუნდის თითოეულ თამაშში მთელი ტურნირის მსვლელობისას. ძალიან მომეწონა ის, რომ ჩვენი შეტევების დროს ძალიან კარგად მოქმედებდა ურთიერთდაზღვევა. ბურთი თუ იკარგებოდა, იქვე ხდებოდა მისი დაბრუნება...

რა თქმა უნდა, იყო ბევრი ნაკლიც. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლამდე დარჩენილ დროში აუცილებლად მომიწევს გარკვეული სათამაშო რგოლების გადახალისება. ამას ვერ ავცდებით.

ფინალში მარცხს რაც შეეხება, ცხადია, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში რუსეთმა, პრაქტიკულად, დაისვენა, რადგან 2 მოგებით უკვე გასული იყო ფინალში. ჩვენ კი ბოლო ტურში ვეთამაშეთ ჩვენსავით 6-ქულიან ყაზახეთს და შესაბამისად, დიდი ბრძოლა გველოდა.

შესწავლილი მყავდა მეტოქე და ვიცოდი, რომ აუცილებლად გვექნებოდა უპირატესობა. ასეც მოხდა. პირველი ტაიმი სამბურთიანი სხვაობით მოვიგეთ. მეორე ტაიმში ცვლილებებს მივმართეთ და 4 გოლი გავუშვით, მატჩიც ფრედ დასრულდა...

ახლა რომ ვაანალიზებ, არ უნდა გამეკეთებინა ის ცვლილებები, ან ცოტა მოგვიანებით უნდა შემეცვალა ის ფეხბურთელები. ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ და მომავალში ასეთ შეცდომას არავითარ შემთხვევაში აღარ დავუშვებ!..

ფინალურ მატჩში ჩვენი გუნდი მეტოქესთან შედარებით გადაღლილი იყო. პირველ ტაიმში რუსებს ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ მეორე ნახევარში თამაში გათანაბრდა. ჩვენც დავიწყეთ იმ ფეხბურთის თამაში, რომელიც გვახასიათებს. ბოლოსკენ ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ რუსები მეკარემ გადაარჩინა...

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ოქტომბერში, თბილისში გველის. შემდეგ ეტაპზე ორი გუნდი გადის და, რა თქმა უნდა, მიზანი ამ ბარიერის დაძლევაა", - გვითხრა გიორგი ნემსაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვენდეტა
რაიყოთ ბიჭო რა შეჭემთ კაცი ფინალში დამარცხდა გუნდი პენალტებით სასტარტო თამაშშივე ხომ არ წაუგია 5:0 . ფაეღბურთელი იყოდა გულშემატკივრისთვის გული არასდროს უტკენია. კაროჩე რა ამ ქვეყნისთვის არც ომი ღირს, არც თამაში, და არც ცხოვრება. ობიექტირობის რაღაც ნატამალი მაინც შეგრჩეთ რამ დაგბოღმათ ასე.
g.v.g.
კაი თუ ძმა ხარ რაა? სადაა გამსვლელი ესა, არ იცნობ ალბათ, თორემ მსგავს რამეს არ მოთხოვდი, მზამზარეულა ტიპია და რასაც ფეხბურთელობაში მიაღწია, მამამისის უკანდევნა-გინების დამსახურება იყო (შიშის ფონზე).
ვასილიჩი
რაა, მეორე ტაიმში ვაჯობეთო? ვის აჯობეს? მე2 წუთზე გოლი გაიტანეს და 75 წუთი დაცვაში იდგა 11 ვე ფეხბურთელი, "პენალტებამდე როგორმე მივიდეთო" სახეზეც ეტყობოდათ და საქციელზეც, ამის "ნატრენერალი" არ გაიშვა, აგინებს ბავშვებს, რეპორტაჟს ვინც ყურადრებით უყურა, გაიგებდა, (თავი შეიკავა ბოლომდე დამთავრებისგან). არის ამ ასკში რამდენიმე ბიჭი, ვინც ბურთი იცის და დროზე მიხედეთ, ნემსაძისნაირებს ნუ ჩაუგდებთ ხელში.
ramaz727
რუსეთის ასაკობრივ ფეხბურთში ვინც არის ჩახედული კარგად იციან რომ ასაკის თემა ძალიან მიშვებულია, არარსებობს აკადემიებში რომ მინიმუმ 2 წელი არ გადაუკეთონ, სხვანაირად არ შეიძლება რადგან ყველა გუნდში ეგრეა, ეხლა ჩვენი ბიჭები ეთამაშნენ სინამდვილეში მაგათ 1998-1999 წლებში დაბადებულებს!
ჯორჯია
ვუყურე თამაშს, რუსები ფიზიკურად გვჯობნიან ,არც ორგანიზების დონით ჩამოუვარდებიან ევროპელებს. ეტყობათ რომ ნასწავლი აქვთ ფეხბურთი. ჩვენები როგორც ყოველთვის ნიჭიერები, ტალანტიანები ,არც ცუდად უთამაშიათ, მაგრამ აკლია ევროპული დისციპლინა და ორგანიზაცია. ცხოვრების პირობები გვინდა კარგი,რომ გავიზარდოთ სიმაღლეში და ჯანიანები ვიყოთ. არა ვართ ათლეტები. მარტო ლობიანების ჭამა არ უშველის , კარგი კვება გვინდა და გამძლეობაც მოვა
მურთაზი
რა ცალ ფეხებიანები თუ უთავოები შეუშვა სათამაშოდ
Gela
ვინმემ რამე გაიგეთ?
andro
ისეთი ვინ გამოუშვი მეორე ტაიმში რომ ოთხი ბურთი გაგიტანეს? გამოდის რომ შეცდომა მათი გამოყვანა კი არა საერთოდ გუნდში ყოფნაა! ეს ერთი! მეორე, საინტერესოა რატომ არაა ნაკრებში არც ერთი ფეხბურთელი დასავლეთ საქართველოდან? იქნებ გაანძრიოთ ერთი ადგილი ბატონო გიორგი და რეგიონებში გახვიდეთ?!
elgvisa
ძალიან მომეწონა თვითკრიტიკული განწყობა..... დარწმუნებული ვარ, რომ როგორი კარგი და საამაყო ფეხბურთელიც იყავით, ისეთივე მწვრთნელიც დადგებით ჯამში..... წარმატებები გიორგი.......
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა