დრაგიჩი, დონჩიჩი, ფინალიჩი!
სლოვენიამ ესპანეთის საევრობასკეტო 13-მოგებიანი სერია შეწყვიტა. თან როგორ - მეორე ტაიმის საწყისი წუთებიდან მეტოქისთვის თამაშის შემოტრიალების შანსი არ მიუცია, თითქოს მოქმედი ჩემპიონი კი არა, სადღაც ფინეთის ჯგუფის აუტსაიდერი ყოფილიყოს.

ქვემოთ ვიტყვით ვინ იყოჩაღა, რა კომპონენტებში ჰქონდათ უპირატესობა სლოვენიელებს, მაგრამ მთავარი, რისი წყალობითაც ფინალში გავიდნენ - შემართება იყო. იგორ კოკოშკოვის შეგირდები მატჩის სათამაშოდ საოცრად კონცენტრირებულები გამოვიდნენ, მოედანზე კი არ დადიოდნენ, დაფრინავდნენ. სხვანაირად ვერც გადაახტებოდნენ გაცილებით ტანმაღალ, NBA-ში გამოწვრთნილ გასოლებსა და რუბიოს.

გუშინ ტორეადორების დღე არ იყო, მათ "იჩ-ებმა" უჩვენეს კლასი - დონჩიჩმა, პრეპელიჩმა, დრაგიჩმა... და კოკოშკოვმა.

გადამწყვეტი: პირველ ტაიმში სლოვენიელებს ყველაფერი კარგად გამოსდიოდათ, მაგრამ ორი რამ მაინც განსაკუთრებული იყო: სამქულიანი რამდენიც სტყორცნეს, იმდენი ჩააგდეს. იყო ფარიდან ასხლეტილი სამიანებიც.

მეორე - ფარქვეშეთი საოცრად კარგად დაიცვეს. ზონები იმდენად კარგად იყო გადაკეტილი და იმდენად საიმედოდ იდგნენ მეფარეები, რომ ძმები გასოლები სამწამიანიდან ქულებს იშვიათად აგროვებდნენ. შესაბამისად, პირველი ტაიმი სლოვენიის ოთხქულიანი გამარჯვებით დასრულდა (49:45).

დიდ შესვენებაზე, ალბათ, იგორ კოკოშკოვმა შეგირდები კიდევ უფრო შეაგულიანა, კალათბურთელებიც დარწმუნდნენ, რომ ესპანელთა ძლევა რეალური იყო და მესამე პერიოდიდან გაორმაგებული ენერგიით შეუტიეს. საწყისი ოთხი ქულა იაკა ბლაჟიჩმა ელვისებური გარღვევით აიღო, ისე, რომ მას ვერც ერთი ესპანელი ვერ დაეწია.

სამქულიანების წვიმა კვლავ გაგრძელდა, ხოლო 10, 15, 20-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად ესპანელები თამაშის ტემპსა და სტრატეგიას არ ცვლიდნენ. უფრო სწორად, ვერ ცვლიდნენ. სლოვენია მშვენივრად იდგა სამწამიანთან ზონაში, ხოლო პერიმეტრზე ზედმეტად ავიწროვებდა უკანახაზელებს. შესაბამისად, მაღლებიცა და ტანდაბლებიც საშუალო და შორი მანძილიდან ტყორცნების იმედად იყვნენ. ვერ აგდებდნენ.

სტატისტიკა არ ტყუის: ესპანელებმა 27-დან მხოლოდ 7 სამიანი ჩააგდეს, მაშინ, როდესაც სლოვენიამ 25-დან 14 ტყორცნა გამოიყენა პერიმეტრიდან. ერთმა გუნდმა მეორეს 7-ით მეტი სამიანი ჩაუგდო, რაც ჯამში 21 ქულაა. სხვაობაც დაახლოებით ასეთი იყო (+20) - 92:72. ასეა, უმაღლეს დონეზე თამაშის ბედს ხშირ შემთხვევაში სწორედ პერიმეტრი წყვეტს. რა თქმა უნდა, თუ ფარქვეშეთიც კარგად გაქვს დაცული.

გმირი: გორან დრაგიჩი და ლუკა დონჩიჩი ესპანელებმა ვერ გააჩერეს.

ისინი ტყორცნებსაც ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებლით აგდებდნენ და რაც მთავარია, გუნდს ათამაშებდნენ: თავისუფალ ზონებს პოულობდნენ, ფარისკენ მიიწევდნენ და ხან თავად აგდებდნენ, ხან პერიმეტრზე ამოჰქონდათ ბურთი სამქულიანებისთვის, ხან ფარქვეშ ისეთ პასს "დახატავდნენ", კანფეტს რომ უწოდებენ - გაფცქვნა არ სჭირდებოდა, ისე შეჭამდა კაცი.

შედეგად:

დრაგიჩი - 15 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი.

დონჩიჩი - 11 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი.

სლოვენია - პირველად ევრობასკეტის ფინალში.

ევრობასკეტი 2017. 1/2-ფინალი

ესპანეთი-სლოვენია 72:92

19:25, 26:24, 12:24, 15:19

ესპანეთი: პ. გასოლი (16), რუბიო (13), მ. გასოლი (12 + 10 მოხსნა), სან-ემეტერიო (6), ნავარო - სასტარტო; როდრიგესი (9), ვ. ერნანგომესი (6), ხ. ერნანგომესი (5), სასტრე (3), ორიოლა (2).

სლოვენია: დრაგიჩი (15), რენდოლფი (15), ვიდმარი (12), დონჩიჩი (11 + 12 მოხსნა + 8 პასი), ბლაჟიჩი (7) - სასტარტო; პრეპელიჩი (13 + 5 შეცდომა), ნიკოლიჩი (7), დიმეცი (7), ზაგორაცი (5), რებეცი, ჩანჩარი.

დღეს

სერბეთი-რუსეთი 22:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Gela
მეც ასე მოვიქეცი, რუსულ არხ " მატჩზე" გადავრთე და დავისვენე რასაც ჰქვია ამათი ბღავილისგან! მიუკერძოებლად, წყნარად, კორექტულად მიჰყავდა რეპორტაჟი. რაც მთავარია, - ლაპარაკით!!!!
სოსო
წუხელ სერბია-რუსეთის პირველი ტაიმი ქართულად ვუყურე,მეორე ტაიმი კი რუსულ არხზე გადავედი,აქ ვეღარ გავძელი.რუსეთი თამაშობდა და რა თქმა უნდა წამყვანი თავის გუნდს გულშემატკივრობდა,მაგრამ ზომიერი ემოცია,კა₾ათბურთის ნიუანსების ცოდნა,ობიექტურობა.ვუყურე და ვისიამოვნე.ამაზე ადრეც დავწერე და ზოგიერთმა რუსეთუმეობაც კი დამაბრალა,მაგრამ ეგ არაფერი,სამაგიეროდ კალათბურთს გემრიელად ვუყურე და სხვათა შორის რუსები დღესაც იხსენებენ კოტე მახარაძეს,როგორც საუკეთესო კომენტატორს,მათ შორის.ვისაც რუსულად მიჰყავდა რეპორტაჟები.კოტე მახარაძე ნამდვილად არ იყო რუსეთუმე.
Gela
ამ ვითომ კომენტატორებმა "ბრავო,ბრავოოო"-ს ღრიალი რომ შეამცირონ, არ შეიძლება? მთელი თამაში შეიძლება "ბრავოს" ყვირილი?! ხმას დაუწევ - დარბაზის ხმა იკარგება და ყურება უმუღამოა, აუწევ და ეგრევე ბღავილი,- "ნახეეეეთ, ბრავოოოოოო!" რა უბედურებაა!
ნოდარი
არადა კაცო კოკოშკოვმა ამოწურა თავის რესურსი საქართველოს ნაკრებშიო :)))
ზაზა
თუ გუნდი არ გყავს ისე შედეგს ვერ დადებ კალათბურთში სლოვენია ძალიან ძლიერი გუნდია ჩვენ ნაკრებში რო დაედო კოკოშკოვს ეგეთი შედეგი მაშვინ ვიტყოდი რო მწვრთნელის როლი უდიდესიათქო.და გყავდეს დრაგიჩი დონჩიჩი პრეპელიჩი პლიუს ღრმა სათადარიგოთა სკამი.და შედეგზე არიფიქრო უბრალოდ სირცხვილია.
zaza
სლოვენია მართლა მაგარი გუნდია და არაერთხელ მითქვამს ეს ამ ევროპაზე. კოკოშკოვს კიდე საქართველოს ნაკრებში რო დაედო ეს შედეგი მაშვინ ნაღდად ვიტყოდი რო მწვრთნელის დამსახურება იქნებოდა.და გყავდეს დრაგიჩი დონჩიჩი და არანაკლები შემცვლელები გქონდეს ყისმათი პლიუს ამას. და არ ითამაშო კალათბურთი სირცხვილია უბრალოდ.

ჩვენთვის მთავარია რომ ფაჩულია გალფს ენდობა......
ასეა ეეს.
ნამდვილად კარგი მწვრთნელია კოკოშკოვი. საქართველოს ნაკრები სულ სხვა საფეხურზე აიყვანა და დღეს, რომ ასეთი ამბიციები გვაქვს ლიდერებზე გამარჯვების მოპოვების, ეს კოკოშკოვის დამსახურებაა. მაგრამ მარტო მწვრთნელი ვერაფერს ვერ გახდება, თუ ისეთი მგლები არ გყავს და "გრძელი სათადარილგო სკამი, როგორც სლოვენიას. ზუროსიც ძალიან კარგი მწვრთნელია, ოღონდ ნათესავების შეტენვა უნდა შეწყდეს ნაკრებში და ახალგაზრდა პერსპეკტიულ კალათბურთელების მოსინჯვის საშუალება უნდა მისცენ ჩვენმა კალათბურთის და პოლიტიკური ელიტის მესვეურებმა.
guri
ეს რა იყო?! სლოვენია მართლაც დაფრინავდა. ნაღდად საჩემპიონო გუნდია. მივულოცოთ კოკოშკოვს.
შოთა გუგეშაშვილი
რა მწვრტნელი გვყოლია ბოისა გამყრელიზე გუნდიდან რომ გაუშვეს დაიწყეს ფედერაციასი კოკოშკოვმმმმმმა უკვე ტავისი ამოწურაო ბოისამ ხომ არ ამოწურა ტავისი ხომ გყავტ გუნდში წინასწარ გილოცავ იგორ ევროპის ჩემპიონობის ტიტულს სლოვენიაში ფედერაცია არ შეგისლის ხელს სასტავის დაყენებასი
ანდრი
ფინალიჩი არა ფინაჩი.. საღოლ სლოვენია და კოკოშკოვი!
სოსო
ერთი რამ უკვე ცხადია,კოკოშკოვი ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთმელია.
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
სლოვენიამ ავსტრალიას სძლია და ჯგუფიდან გავიდა
სკარიოლო: საქართველოსთან მარცხი მტკივნეული არაა - ვულოცავ მათ ნაკრებსა და გულშემატკივრებს
თორნიკე შენგელია: ენერგია დილიდანვე იგრძნობოდა
როდესაც პარკეტზე "თავადი თავხედობს" - რატიმ ესპანეთთან მატჩის ბედი გადაწყვიტა
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
ესპანეთმა ევრობასკეტი მოიგო [VIDEO]
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
გერმანიამ სლოვენიას თამაში შემოუტრიალა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
სლოვენიამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
უკრაინამ ევროპის მოქმედი ჩემპიონი სლოვენია დაამარცხა [VIDEO]
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
ესპანეთმა უკრაინას მოუგო – საქართველოს მომდევნო მეტოქეები ნიდერლანდები და იტალიაა
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
დონჩიჩის 19 ქულა - სლოვენიამ კაბო ვერდესაც სძლია
საქართველო-ესპანეთი - ზუროსის და სკარიოლოს წინასამატჩო კომენტარები
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
კანადამ დონჩიჩის სლოვენია მეოთხედფინალიდან გამოაგდო
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა