საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალგაზრდული ნაკრებების განვითარების ახალი ეტაპს იწყებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალგაზრდული ნაკრებების განვითარების ახალი ეტაპს იწყებს. ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მსოფლიოს წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში აპრობირებული სტრატეგია შეიმუშავა.

ამიერიდან, საქართველოში 15 წლამდე ასაკიდან 21 წლამდე ასაკის ჩათვლით, 7 დამოუკიდებელი ასაკობრივი ნაკრები იქნება, რაც ყველა ასაკობრივ ჯგუფში სანაკრებო შეკრებების ჩატარებას, ამხანაგური მატჩების დაგეგმვას და კონკურენტუნარიანი ნაკრების შექმნას გულისხმობს. ეს თავისთავად გაზრდის შანსს, რომ ასაკობრივ ნაკრებებში დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშეებმა არა მხოლოდ ასაკობრივ გუნდს მოუტანონ წარმატება, არამედ საბოლოოდ 21 წლამდე და მომავალში ეროვნულ ნაკრებს.

ახალი გეგმის ფარგლებში უკვე ჩამოყალიბდა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვასილ მაისურაძე იქნება. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული გუნდი იქნება საუკეთესო შანსი იმ მოთამაშეების პროგრესისთვის, რომლებიც 19-წლამდელთა ნაკრებში ასაკობრივი ზღვარის გამო აღარ ითამაშებენ და სწორედ ვასილ მაისურაძის გუნდი იქნება ძირითადი, 21-წლამდელთა ნაკრების საბაზისო გუნდი. აღნიშნულ ნაკრებს ექნება ამხანაგური მატჩები, საწვრთნელი შეკრებები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი უხელმძღვანელებს. ასევე უკვე დაკომპლექტდა 15-დან 18 წლამდე ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბები.

18-წლამდელთა ნაკრები - მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე

17-წლამდელთა ნაკრები - მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე

16-წლამდელთა ნაკრები - მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე

15-წლამდელთა ნაკრები - მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაური

სისტემა იყოფა სამ ძირითად ნაწილად, რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად 15-დან 17 წლამდე ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელების მონაცვლეობას. აგრეთვე, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებების მთავარი მწვრთნელების იმავე პრინციპით გადაადგილებას.

აღნიშნული სქემა იქნება გარანტი იმის, რომ ყველა ასაკობრივ ნაკრებს ჰქონდეს უწყვეტი ჯაჭვი და მწვრთნელები ფლობდნენ სრულ ინფორმაციას მათ გუნდში გამოძახებულ თითოეულ მოთამაშეზე.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

Yy
Kide kipiani?!!!??
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა