ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პრემიერლიგა. V ტური: "ლივერპულის" კრიზისი და შეუჩერებელი მანჩესტერელები [VIDEO]

პრემიერლიგა. V ტური: "ლივერპულის" კრიზისი და შეუჩერებელი მანჩესტერელები [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის მორიგი ტურის მიმოხილვა

როი ჰოჯსონის მარცხიანი დებიუტი "კრისტალ პალასის" მწვრთნელის რანგში, პრემიერლიგის ანტირეკორდით...

"ტოტენჰემი" "უემბლიზე" მნიშვნელოვან ქულებს კარგავს...

"ლივერპულში" კრიზისის ნიშნებია...

"მანჩესტერ სიტი" შეუჩერებელი ხდება...

და ტურის მთავარი მატჩი "სტემფორდ ბრიჯზე"...

ჩელსი-არსენალი

პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში, "არსენალმა" "სტემფორდ ბრიჯიდან" ქულა წაიღო და უნდა ითქვას, მეტის ღირსიც იყო. განსაკუთრებით მეორე ტაიმში "მეთოფეთა" გარჯა უკეთესი გახლდათ, თუნდაც რეალური საგოლე მომენტების მხრივ. ბრწყინვალე შანსები გაანიავეს დენი უელბეკმა, აარონ რემზიმ (ძელი) და ალექსანდრ ლაკაზეტმა, რომელიც ახლო მანძილიდან ამატებდა უკუგდებულ ბურთს, მაგრამ... კარს გადააცილა.

დისკვალიფიკაციის შემდეგ "ჩელსის" გარი კეჰილი კი დაუბრუნდა, მაგრამ ახლა მეორე ცენტრალურ მცველს მოისაკლისებს - დავიდ ლუიზმა ძალიან უხეშად ითამაშა სეად კოლაშინაცის წინააღმდეგ და უმალ წითელი ბარათი იხილა...

კომენტარი

ანტონიო კონტე (ჩელსი): "ძალიან კარგი, გახსნილი თამაში იყო. "არსენალი" ყოველთვის რთული მეტოქეა, ყოველთვის იცი, რომ მის წინააღმდეგ ძალიან გაგიჭირდება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ფრე არ არის ცუდი შედეგი. რაც შეეხება დავიდ ლუიზის გაძევებას, თქვენ იცით, რომ არ მიყვარს მსაჯებზე ლაპარაკი, მაგრამ უცნაურია, რომ ზედიზედ მესამე მატჩია, "არსენალთან" თამაშს 10 ფეხბურთელით ვამთავრებთ".

არსენ ვენგერი (არსენალი): "ჩვენი დღევანდელი თამაში იყო კარგი პასუხი და რეაქცია ბოლო გასვლით მატჩზე. დღეს გამარჯვებაც შეგვეძლო. მიმაჩნია, რომ მაინც კმაყოფილები უნდა ვიყოთ შედეგით. როცა სეზონში 55 მატჩს თამაშობ, არ შეიძლება, სადმე ჩავარდნა არ გქონდეს".

ფაქტები

ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ჩატარებულ ბოლო 27 საშინაო მატჩში (იგულისხმება ყველა ოფიციალური ტურნირი) პირველად მოხდა, რომ "ჩელსიმ" გოლი ვერ გაიტანა.

2005 წლის აპრილის შემდეგ ეს არის პირველი 0:0 "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისა" და "არსენალს" შორის გამართულ მატჩებში. ასევე, ეს არის პირველი შემთხვევა იმავე თარიღის შემდეგ, "ჩელსიმ" "არსენალს" საკუთარ მოედანზე რომ ვერ გაუტანა.

"არსენალმა" "ჩელსის" ბოლო 14 გასვლითი მატჩიდან 8 შემთხვევაში ვერ გაუტანა გოლი.

"ჩელსიმ" პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩში იმაზე მეტი (3) წითელი ბარათი მიიღო, ვიდრე წინა 73 შეხვედრაში.

უოტფორდი-მანჩესტერ სიტი

დღის გმირი

"მანჩესტერ სიტი" სასწაულ ფორმაშია. პეპ გვარდიოლას ბიჭებმა ბოლო სამ მატჩში (თუ "ფეიენოორდთან" საჩემპიონთალიგო მატჩსაც მივათვლით) 15 გოლი გაიტანეს და ერთიც არ გაუშვეს.

"უოტფორდთან" მატჩი პერსონალურად სერხიო აგუეროს ბენეფისად იქცა. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში "კუნმა" დუბლიც შეასრულა და გაბრიელ ჟეზუშსაც მისცა თავის გამოჩენის შანსი, მატჩის მიწურულს კი პატარა სოლო-რეიდი ჰეთ-თრიკით დააგვირგვინა.

ეს მისი მეექვსე ჰეთ-თრიკია პრემიერლიგაში, თუმცა ამ მხრივ ჯერ საუკეთესო ვერ არის - ალან შირერს (11), რობი ფაულერს (9), მაიკლ ოუენსა და ტიერი ანრის (8-8) უფრო მეტჯერ აქვთ გატანილი ერთ მატჩში 3 გოლი.

საინტერესოა, რომ უშუალოდ "უოტფორდის" წინააღმდეგ აგეუროს ხელი 11 გოლში (9 გაიტანა, 2 სხვას გაატანინა) ურევია და ეს ყველაფერი ამ გუნდებს შორის ბოლო 5 დაპირისპირებაში მოხდა.

ფაქტები

"მანჩესტერ სიტიმ" "უოტფორდის" "ვიკარიჯ როუდზე" უფრო მეტი (11) გოლი გაიტანა ბოლო 2 მატჩში, ვიდრე თავად "უოტფორდმა" (10) თავის ბოლო 9 საშინაო შეხვედრაში.

გაბრიელ ჟეზუშმა პრემიერლიგის ბოლო 15 მატჩში "მანჩესტერ სიტის" 15 გოლში მიიღო მონაწილეობა - 11 გოლი, 4 საგოლე პასი.

დავიდ სილვამ ერთ პრემიერლიგურ მატჩში 2 საგოლე პასი პირველად გააკეთა 2016 წლის მარტის შემდეგ.

ლივერპული-ბარნლი

ბოლო სამ მატჩში "ლივერპულს" კრიზისის ნიშნები ეტყობა. შესაძლოა, "სევილიასთან" საშინაო ფრე (2:2) ტრაგედია არ იყოს, მაგრამ "მანჩესტერ სიტისთან" (0:5) და "ბარნლისთან" (1:1) შეხვედრებში ეს არ იყო ის "ლივერპული", რომელმაც ცოტა ხნის წინ "არსენალს" კუდით ქვა ასროლინა (4:0).

სადიო მანეს დისკვალიფიკაციის ფონზე, მნიშვნელოვანი იყო ძირითად შემადგენლობაში ფილიპე კოუტინიოს დაბრუნება, მაგრამ გაუგებარია, როგორ ვერ მოიგო გუნდმა, რომელმაც 35-ჯერ დაარტყა კარისკენ და 12 კუთხური მოაწოდა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს "ბარნლის" მეკარე ნიკ პოუპის რამდენიმე "სეივიც"...

ისე, "ლივერპულის" მოგების რა გითხრათ და, მასპინძელი სულაც დამარცხდებოდა, თამაშის ბოლოს ჟოელ მატიპს კარის ხაზიდან რომ არ გამოეტანა ბურთი. უცნაური იყო იურგენ კლოპის მატჩისშემდგომი შეფასებაც - რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ კარგად კი ვითამაშეთო...

ფაქტები

1969 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ "ბარნლის" ზედიზედ მეორე სეზონში გააქვს გოლი ლივერპულის "ენფილდ როუდზე".

1974 წლის შემდეგ "ბარნლიმ" პირველად მოიპოვა ქულა "ლივერპულის" მოედანზე.

ემრე ჩანმა "ლივერპულის" ბოლო 4 მატჩში იმაზე მეტი საგოლე პასი შეასრულა, ვიდრე წინა 89-ში (2).

"ბარნლის" წინააღმდეგ ბოლო 3 მატჩში "ლივერპულს" ბურთის ფლობის საშუალოდ 72-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა, მაგრამ ამ 3 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (1 ფრე, 1 მარცხი).

მანჩესტერ იუნ-ევერტონი

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ სეზონში მეოთხე თამაში მოიგო და აქედან სამი - 4:0. მნიშვნელოვანი ფაქტი იყო უეინ რუნის დაბრუნება "ოლდ ტრაფორდზე", ახლა უკვე იმ კლუბის მაისურით, საიდანაც 2004 წელს "წითელ ეშმაკებში" გადავიდა და 393 მატჩში 183-ჯერ დაამწუხრა მეკარეები.

ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშა რომელუ ლუკაკუმაც. გასულ სეზონში ის "ევერტონის" მთავარი მეგოლე იყო და დიდხანს პირველობდა კიდეც ბომბარდირთა საერთო დავაში. ამჯერად, მას "იუნაიტედისთვის" გააქვს და, მათ შორის, ყოფილი თანაგუნდელების კარშიც.

ფაქტები

ჟოზე მოურინიომ მეექვსე ცდიდან პირველად შეძლო "ევერტონის" მწვრთნელ რონალდ კუმანისთვის უშუალო დუელის მოგება. აქამდე, ამ ორ სპეციალისტს შორის 4 ზავი იყო, ხოლო ერთი თამაში კუმანს ჰქონდა მოგებული.

"ევერტონს" არ მოუგია ბოლო 11 პრემიერლიგური მატჩი - 5 ფრე, 6 წაგება.

რომელუ ლუკაკუმ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით პირველ 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლუის საას და რობინ ვან პერსის გაუთანაბრდა.

"ევერტონს" არ გაუტანია გოლი ბოლო 4 ოფიციალურ მატჩში, რაც პირველი შემთხვევაა 2006 წლის აპრილის შემდეგ.

ტოტენჰემი-სუონსი

"ლივერპულის" არ იყოს, დაგეგმილი 3 ქულა ვერც "ტოტენჰემმა" აიღო. აქ სხვა შედარებების მოყვანაც შეიძლება, რაც იმას მოწმობს რომ ორივე მატჩი ერთნაირი სცენარით წარიმართა - ბურთის ფლობასა (75%) და კარში დარტყმებში (26) მასპინძელს აქაც კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა, თუმცა დისციპლინირებული "სუონსის" წინააღმდეგ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ყველაზე რეალური შანსი 58-ე წუთზე ჰარი კეინს ჰქონდა, როცა "ტოტენჰემის" ბომბარდირის მიერ დარტყმული თავური ხარიხამ მოიგერია. შედეგად, ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 30 პრემიერლიგურ მატჩში, როცა "ტოტენჰემმა" შინ გოლი ვერ გაიტანა.

ფაქტები

პრემიერლიგის 5 მატჩში მესამედ მოხდა, რომ "სუონსიმ" ერთხელაც ვერ დაარტყა კარის მიმართულებით.

2013/14 წლების სეზონის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ "სუონსის" მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიმ "ტოტენჰემთან" მატჩი მშრალად ჩაატარა. მანამდე, 5 მატჩში პოლონელ მეკარეს 15 გოლი ჰქონდა გაშვებული.

2011 წლის შემდეგ "სუონსის" ბურთის ფლობის ასეთ დაბალი (25%) მაჩვენებელი არ ჰქონია. "ტოტენჰემის" 75-პროცენტიანი მაჩვენებელი კი ამ გუნდისთვის ყველაზე მაღალია 2003/04 წლების სეზონის შემდეგ.

ფაქტები სხვა მატჩებიდან

"ჰადერსფილდმა" ბოლო 5 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

ლორან დეპუატრმა ("ჰადერსფილდი") თავის პირველივე პრემიერლიგურ მატჩში (თანაც, სასტარტო შემადგენლობაში) სადებიუტო გოლი გაიტანა.

პრემიერლიგაში დაბრუნების (2014/15 წლების სეზონი) შემდეგ "ლესტერმა" 25 პენალტი დაარტყა და 19 გაიტანა. ამავე პერიოდში მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" აქვს უკეთესი შედეგი - 20 გოლი 26 პენალტიდან.

"ნიუკასლმა" ზედიზედ მესამე პრემიერლიგური მატჩი მოიგო, რაც პირველი შემთხვევაა 2014 წლის ნოემბერის შემდეგ.

ჯამაალ ლასელსის ("ნიუკასლი") ოთხივე პრემიერლიგური გოლი კუთხურის შემდეგ თავურ დარტყმას მოჰყვა.

"კრისტალ პალასი" გახდა პირველი გუნდი ინგლისური ტოპ-ლიგის ისტორიაში, რომელმაც სეზონის 5 სასტარტო მატჩიდან ხუთივე წააგო და ერთი გოლიც ვერ გაიტანა. ეს არის ყველა დროის ინგლისური ანტირეკორდი.

"კრისტალ პალასმა" 450 წუთის განმავლობაში ვერ გაიტანა გოლი, რაც ყველაზე გრძელი "მშრალი" სერიაა მიმდინარე სეზონის სტარტიდან.

1995 წლის შემდეგ (იგულისხმება პრემიერლიგის მატჩები) ეს "კრისტალ პალასის" ყველაზე გრძელი "მშრალი" სერიაა - ზედიზედ 6 უგოლო მატჩი. 1995 წლის უგოლო სერიამ 9(!) მატჩი მოიცვა.

"ვესტ ბრომვიჩმა" "ვესტ ჰემს" ბოლო 14 დაპირისპირებიდან მხოლოდ 2 მოუგო (9 ფრე, 3 წაგება).

"ვესტ ჰემმა" პრემიერლიგის ბოლო 11 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

ბორნმუთი-ბრაიტონი 2:1

გოლები: 0:1 მერჩი (55), 1:1 სიურმენი (67), 2:1 დეფო (73)

კრისტალ პალასი-საუთჰემპტონი 0:1

გოლი: 0:1 ს. დევისი (6)

ჰადერსფილდი-ლესტერი 1:1

გოლები: 1:0 დეპუატრი (46), 1:1 ვარდი (50-პენ)

ლივერპული-ბარნლი 1:1

გოლები: 0:1 არფილდი (27), 1:1 სალაჰი (30)

ლივერპული (4-3-3): მინოლე - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, კლავანი, რობერტსონი - მილნერი, ჩანი, კოუტინიო (80. სოლანკე) - სალაჰი, ფირმინო (79. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), სტარიჯი.

ნიუკასლი-სტოკი 2:1

გოლები: 1:0 ატსუ (19), 1:1 შაქირი (57), 2:1 ლასელსი (68)

უოტფორდი-მანჩესტერ სიტი 0:6

გოლები: 0:1 აგუერო (28), 0:2 აგუერო (31), 0:3 გაბრიელ ჟეზუში (37), 0:4 ოტამენდი (63), 0:5 აგუერო (81), 0:6 სტერლინგი (88-პენ)

სიტი (4-1-3-2): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი, ოტამენდი, მენდი - ფერნანდინიო - დე ბრუინი (66. გიუნდოგანი), დავიდ სილვა (79. სანე), სტერლინგი - გაბრიელ ჟეზუში (65. ბერნარდო სილვა), აგუერო.

ტოტენჰემი-სუონსი 0:0

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ალდერვეირელდი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი - ტრიპიერი, სისოკო (63. ორიე), დაიერი, სონი (74. ლორენტე) - ერიქსენი, ალი - კეინი.

ჩელსი-არსენალი 0:0

ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, დავიდ ლუიზი - მოზესი, კანტე, ფაბრეგასი, ალონსო - ვილიანი (70. აზარი), პედრო (46. ბაკაიოკო) - მორატა (89. კრისტენსენი).

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - კოსიელნი, მუსტაფი, მონრეალი - ბელერინი, რემზი, ჯაკა, კოლაშინაცი - უელბეკი (73. ჟირუ), ივობი (80. ელნენი) - ლაკაზეტი (66. ალექსის სანჩესი).

გაძევება: დავიდ ლუიზი (87. ჩელსი)

მანჩესტერ იუნაიტედი-ევერტონი 4:0

გოლები: 1:0 ვალენსია (4), 2:0 მხითარიანი (83), 3:0 ლუკაკუ (89), 4:0 მარსიალი (90+2. პენ)

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, ბაილი, ჯოუნსი, იანგი - ფელაინი, მატიჩი - მატა (77. ერერა), მხითარიანი (88. მარსიალი), რაშფორდი (61. ლინგარდი) - ლუკაკუ.

ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი 0:0

ბომბარდირები: 5 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ); 4 - გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), ჯეიმი ვარდი (ჩელსი); 3 - სადიო მანე (ლივერპული), ალვარო მორატა (ჩელსი), დენი უელბეკი (არსენალი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნ).

მომდევნო ტური

23 სექტემბერი:

ვესტ ჰემი-ტოტენჰემი, ბარნლი-ჰადერსფილდი, ევერტონი-ბორნმუთი, მანჩესტერ სიტი-კრ. პალასი, საუთჰემპტონი-მანჩესტერ იუნ, სტოკი-ჩელსი, სუონსი-უოტფორდი, ლესტერი-ლივერპული

24 სექტემბერი:

ბრაიტონი-ნიუკასლი

25 სექტემბერი:

არსენალი-ვესტ ბრომვიჩი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს

"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა

[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა

[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა

"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ

[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა

"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა

"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი

"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა

დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს

"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს

[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა

"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის

"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა

თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს

"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?

"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა

"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"

"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?

მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა

"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა

"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია

კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის

TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება

რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია

როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა

[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს

"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს

[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს