მბაპემ პენალტი და ერთი ავტოგოლი "მოინადირა"
მბაპემ, ნეიმარმა და კავანიმ ვერაფრით მოახერხეს "ლიონის" დაცვის დაჯაბვნა, მაგრამ მეტოქე იმდენად შეავიწროეს და შეაშინეს, რომ ორი გოლი სტუმართა მცველებმა საკუთარ კარში გაიტანეს - პსჟ 6-დან 6 მოგებით ერთპიროვნული ლიდერია.

რადამელ ფალკაო ესპანეთში ბრალდებულის სკამს გადაურჩა და ეს მონაკოს სამთავროში დუბლითა და საგოლე პასით აღნიშნა - "მონაკომ" "სტრასბურს" 3:0 რომ მოუგო, ამაში კოლუმბიელმა ლომის წილი დაიდო. ჩემპიონატში "მონაკოს" რიგებში სასტარტოში პირველად იყო სტევან იოვეტიჩი, რომელიც პირველი საათის განმავლობაში ფალკაოსთან ტანდემში მოქმედებდა. ისინი კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს, იოვეტიჩი გოლთანაც ახლოს იყო, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა.

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "როცა შრომა გამარჯვებით გიფასდება, კარგია. დღეს ყველაფერი კარგად წარიმართა ჩვენთვის. მეორე ტაიმი პირველს სჯობდა. "მონაკო" სანახევროდ განახლდა, შარშან ყველაზე მეტად გამოყენებული 12 ფეხბურთელიდან 6 შეიცვალა. ეს მოსაზრება არ არის - ფაქტია. ჩვენ ვშრომობთ და შედეგებიც მალე მოვა".

"მარსელმა" "ამიენი" საკუთარი თავის ტკბობიდან გამოიყვანა. უფრო ზუსტად, ეს სტუმართა შემტევმა კლინტონ ნ'ჟიემ შეძლო, რომელმაც დუბლი მიითვალა მასპინძელთა კარში. "ამიენმა" ბოლო ორი ტური ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია, ახლა კი ნ'ჟიემ პირადად დაამარცხა.

მარიო ბალოტელის ერთადერთმა გოლმა "ნიცას" სტუმრად "რენი" დაამარცხებინა.

ფაქტები

"ტულუზმა" "ბორდოსთან" 7-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერია (5 მოგება, 2 ფრე) შეწყვიტა.

მარსელო ბიელსამ 6 მატჩში მხოლოდ 5 ქულა მოაგროვა. ეს "ლილის" მწვრთნელის ყველაზე ცუდი დებიუტია 1997 წლის შემდეგ.

ჯონათან ბამბამ ამ სეზონში "სენტ ეტიენის" 7 გოლიდან 4-ში მონაწილეობა მიიღო.

რადამელ ფალკაომ (მონაკო) 10 ზუსტი დარტყმიდან 9 გოლი გაიტანა ამ ჩემპიონატში.

რადამელ ფალკაომ ამ სეზონში "მონაკოს" გოლების 59%-ში მიიღო მონაწილეობა.

ბოლო 40 სეზონში არავის ჰქონია უკეთესი სტარტი სეზონში, ისეთი, როგორიც რადამელ ფალკაოს აქვს - 9 გოლი 6 ტურში.

"ნანტის" მშრალი სერია 363 წუთამდე გაგრძელდა.

"გენგამს" 16 ტურია, ლიგა 1-ში ფრე არ უთამაშია.

კლინტონ ნ'ჟიე (მარსელი) ლიგა 1-ში: 2016/17 სეზონი - 4 გოლი 22 მატჩში; 2017/18 სეზონი - 5 გოლი 4 მატჩში.

"მარსელმა" ბოლო 9 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ერთი დათმო, 4 კი მოიგო.

"ლიონმა" ბოლო 40 წელიწადში პირველად "მოახერხა" ერთ თამაშში ორი ავტოგოლის გატანა.

ტულუზი-ბორდო 0:1

გოლი: 0:1 მალკომი (69)

მონაკო-სტრასბური 3:0

გოლები: 1:0 რონი ლოპეში (44), 2:0 ფალკაო (51), 3:0 ფალკაო (67)

მონაკო (4-4-2): ბენალიო - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - ღეზალი, ფაბინიო, ტილემანსი, რონი ლოპეში (72. კარილიო) - ფალკაო (85. მეიტე), იოვეტიჩი (59. ბ. კეიტა)

დიჟონი-სტ. ეტიენი 0:1

გოლი: 0:1 ბამბა (49-პენ)

გენგამი-ლილი 1:0

გოლი: 1:0 დიდო (92)

ნანტი-კაენი 1:0

გოლი: 1:0 ჟიროტო (73)

ტრუა-მონპელიე 0:1

გოლი: 0:1 მენდეში (32)

გაძევება: ვისკარონდო (94. ტრუა)

ამიენი-მარსელი 0:2

გოლები: 0:1 ნ'ჟიე (52), 0:2 ნ'ჟიე (55)

მარსელი (4-2-3-1): პელე - საკაი, რამი, როლანდო, ამავი - ზამბო, ლუის გუსტავო - ტოვენი (89. სარი), პაიე (76. სანსონი), ოკამპოსი - ნ'ჟიე (67. ჟერმენი)

ანჟერი-მეცი 0:1

გოლი: 0:1 რუ (55)

რენი-ნიცა 0:1

გოლი: 0:1 ბალოტელი (79)

პსჟ-ლიონი 2:0

გოლები: 1:0 მარსელო (75 ს.კ.), 2:0 მორელი (86 ს.კ.)

პსჟ (4-2-3-1): არეოლა - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, კიმპემბე, კურზავა (73. ი. ბერჩიჩე) - ტიაგო მოტა, რაბიო - დრაქსლერი (72. ლო სელსო), მბაპე, ნეიმარი - კავანი

ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მორელი, მენდი - ტუსარი, ნდომბელე (72. მარტინს პერეირა) - ბ. ტრაორე, ფეკირი, დეპაი (90. აოარი) - მარიანო დიასი (63. კორნე)

გამოუყენებელი პენალტი: კავანი (80)

ბომბარდირები: 9 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 7 - ედინსონ კავანი (პსჟ); 5 - კლინტონ ნ'ჟიე (მარსელი); 4 - ნეიმარი (პსჟ), მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი).

მომდევნო ტური

22 სექტემბერი:

ნიცა-ანჟერი, ლილი-მონაკო;

23 სექტემბერი:

მონპელიე-პსჟ, ბორდო-გენგამი, კაენი-ამიენი, ლიონი-დიჟონი, მეცი-ტრუა;

24 სექტემბერი:

სენტ ეტიენი-რენი, სტრასბური-ნანტი, მარსელი-ტულუზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ბენზემა მზად იყო "ლიონში" ხელფასის გარეშე ეთამაშა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი?
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
"დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი! მესამე გოლის აღნიშვნისას..." - დავითაშვილის პირველი კომენტარი ჰეთ-თრიქის შემდეგ
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
სტასენმა "სენტ ეტიენი" დატოვა და ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდა - რა ბედი ელის დავითაშვილს?
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
[VIDEOS] მსგავსს იშვიათად ნახავთ - გენდუზიმ "ლიონის" ფეხბურთელები და ფანები ჭკუიდან გადაიყვანა
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"არაჩვეულებრივ ფეხბურთელობასთან ერთად, ფანტასტიკური ადამიანია" - "სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა