საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XXVI ტური
"დინამო არენაზე" გამართულ ამ შეხვედრას ბევრი ელოდა ინტერესით. ჯერ პირველ კითხვაზე იყო საინტერესო პასუხის მიღება - რა სჭირდა თბილისის "დინამოს" და შემთხვევითი იყო თუ არა მისი ბოლოდროინდელი უფერული თამაში; მეორე - რამდენად სერიოზული იყო "საბურთალოს" ამბიცია, რომელსაც 6 თამაში არ წაეგო.

აქამდე "საბურთალოს" გათამაშების ლიდერ "დინამოსთან" არათუ მოგებული არ ჰქონდა, მის კარში გოლიც არ გაეტანა. თუმცა, ამჯერად მატჩი მოულოდნელი შედეგით დასრულდა - "საბურთალომ" 4:1 გაიმარჯვა. მართალია, თბილისელთა კიპერი ნუკრი რევიშვილი პირველ გოლზე შეცდა, მაგრამ რომ არა საქართველოს ნაკრების წევრის კარგი თამაში, "დინამო" უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდებოდა.

ამერიკას მცირე ხნის წინ ქარიშხალმა "ირმამ" გადაუარა. შეხვედრის შემდეგ "დინამო" სტიქიაგადავლილ ამერიკულ სანაპიროსავით გამოიყურებოდა. დააახლოებით ისეთივე სცენარი იყო, როგორიც ფილმ "სერენადაში" - დაბალმა და სუსტმა ძლიერი და ღონიერი შეუპოვრობით რომ დააჩოქა.

ყველაფერი დავით ვოლკოვმა დაიწყო, რომელმაც ყოფილ კლუბს დასაწყისშივე გაუტანა - 0:1.

თბილისის "დინამომ" ამის შემდეგ მთელი ძალებით შეუტია და შტურმის შედეგად წონასწორობა აღადგინა: ბაქარ ქარდავა ძალიან ეფექტურად შევარდა მეტოქის საჯარიმოში და კარის წინ ლაშა თოთაძე მოძებნა - 1:1.

ალბათ, დინამოელებმა ყველაზე დიდი შეცდომა ამის შემდეგ დაუშვეს. ნაცვლად იმისა, რომ შეტევები, მოპოვებული სათამაშო უპირატესობა და ზეწოლა გაეძლიერებინათ, კახა კაჭარავას გუნდი რატომღაც დაწყნარდა. თანაც, საბურთალოელები ისევ აქტიურად ათამაშდნენ და მკაცრი პრესინგით მეტოქეს სათამაშო სივრცე შეუზღუდეს. ამ კუთხით განსაკუთრებით ნიშანდობლივი თავდამსხმელ გიორგი კოხრეიძის თამაში იყო - საქართველოს ლიგაში არ მოიძებნება თავდამსხმელი, რომელიც მასავით გაუჩერებლად მოძრაობს და მცველებს და მეკარეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

საბურთალოელთა შეუპოვრობამ და დაუზარელმა მოძრაობებმა შედეგი გამოიღო. "დინამოს" ასეთი მარწუხისგან თავის გათავისუფლების კონტრიარაღი არ აღმოაჩნდა. გია ჭიაბრიშვილის გუნდი კი გათამამდა - 35-ე წუთზე ნოდარ იაშვილს თავისიანების დაწინაურება შეეძლო, მაგრამ ამ მომენტით ვერ ისარგებლა.

სამაგიეროდ, თავისი შანსით ლადო მამუჩაშვილმა ისარგებლა, რომელმაც მცველისგან მოგერიებული ბურთი დაუხანებლად კარში გაგზავნა და "საბურთალო" შესვენებაზე 2:1-ით გავიდა.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო: ახალდაწყებულზე ვოლკოვმა დუბლი შეასრულა - ლაშა შინდაგორიძის მშვენიერი გადაცემის შემდეგ მან ბურთი კარში თავით გაგზავნა - 1:3.

ეს იყო შეხვედრის გარდამტეხი ეპიზოდი. "დინამო" დაიბნა და ვერ მოძებნა ძალები, ასეთი მძიმე დარტყმის შემდეგ ფეხზე რომ წამომდგარიყო. საბურთალოელები კი შეტევებს აგრძელებდნენ - ორჯერ შინდაგორიძეს შეეძლო კარის აღება, ამდენჯერვე - გიორგი ხარაიშვილს, მაგრამ სამჯერ რევიშვილმა გამოავლინა გასაოცარი რეაქცია და მასპინძლები გადაარჩინა, ერთხელ კი ხარაიშვილმა ბურთი ძელს მოარტყა.

ბოლო წერტილი ხარაიშვილმა დასვა: "საბურთალოს" კაპიტანი საჯარიმოში შევარდა და ზუსტად გაისროლა - 1:4 სტუმართა სასარგებლოდ.

დაუჯერებელი თამაში გამოვიდა - დიდი პატივისცემის მიუხედავად, "საბურთალოსგან" ასეთ დამაჯერებელ და გამართულ ფეხბურთს არავინ ელოდა, ხოლო "დინამოსგან" - ასეთ დაუჯერებელ მარცხს.

თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატში ასეთი სხვაობით ბოლოს 2015 წლის 24 აპრილს, "ცხინვალთან" გასვლაზე წააგო, რომელსაც გუნდის ამჟამინდელი დამრიგებელი კახა კაჭარავა წვრთნიდა.

ამგვარად, 26-ე ტურის შემდეგ ქუთაისის "ტორპედომ" და "სამტრედიამ" "დინამოსთან" ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს. 24 სექტემბერს თბილისელები ქუთაისელებს ესტუმრებიან, სადაც გარანტირებულად მხოლოდ უმძიმესი მატჩი ელით.

ერთი სიტყვით, "საბურთალომ" ლიდერებში მდგომარეობა საკმაოდ დაძაბა და თავად ევროპის ლიგაზე გასასვლელი შანსი შეინარჩუნა.

ეროვნული ლიგა. XXVI ტური

17.09. თბილისი. "დინამო არენა"

დინამო (თბ)-საბურთალო 1:4

გოლები: 0:1 ვოლკოვი (4), 1:1 თოთაძე (27. ქარდავას პასით), 1:2 მამუჩაშვილი (37), 1:3 ვოლკოვი (49. შინდაგორიძის პასით), 1:4 ხარაიშვილი (71)

დინამო (4-2-3-1): რევიშვილი - გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, თოთაძე - ქარდავა (61, ქოჩლაძე), ნინუა - შულაია, ზარია (78. ქავთარაძე), მიქელთაძე - კოვტალიუკი (46. ლილუაშვილი)

სათადარიგოები: ბულისკერია, მიშჩენკო, კუცია, ხარაბაძე

მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - იაშვილი (81. მალი), მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ლაკვეხელიანი - მამუჩაშვილი, თარხნიშვილი - შინდაგორიძე, ვოლკოვი (75. ტერა) - კოხრეიძე (70. მუიეცი)

სათადარიგოები: გოშაძე, ბიძინაშვილი, ცნობილაძე, იმნაძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გაფრთხილება: თარხნიშვილი (14), რევიშვილი (49), ლილუაშვილი (61), ლაკვეხელიანი (84)

არბიტრი: გ. ვადაჭორია.

მომდევნო ტური

22 სექტემბერი, პარასკევი

კოლხეთი-დინამო (ბთ)

საბურთალო-შუქურა

23 სექტემბერი, შაბათი

ლოკომოტივი-ჩიხურა

დილა-სამტრედია

24 სექტემბერი, კვირა

ტორპედო-დინამო (თბ)

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 20

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13

ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11

სერგო კორძაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Casila
ის უკრაინელი მეკარე გაუშვეს?
Casila
ის უკრაინელი მეკარე გაუშვეს?
gurami
ძაააან მეწყინა დინამომ რომ წააგო ეს თამაში უნდა მოეგო დინამოს და 9 ქულას დააგროვებდა
ქუთაისელი
ბატონო რომან, თითქოსდა დინამოს ასეთ ფორმაში ყოფნა უნდა აწყობდეს ტორპედოსაც და სამტრედიასაც, მაგრამ ყველა ნამდვილი გულშემატკივარი დამეთანხმება, რომ მასეთი ჩემპიონობა, რომელიც თქვენი წყალობით რეალურ კონტურებს იძენს, არც ერთს გამოადგება და არც მეორეს. არ მომეწონა პირველ თამაშში ტორპედომ უშანსოდ რომ წააგო დინამოსთან, მეორე თამაშში პირველ ტაიმს არა უშავდა და ასეთ ბრძოლაში ორივე გუნდი რაღაცას იღებდა კარგს. ან თბილისური დინამო სამტრედია როგორ არ უნდა მოეწონოს კაცს. იმედი მომეცა ეგებ გაისად აღარ შევრცხვეთ ასე სასტიკად ევროპაზე თქო და რას აკეთებთ, მარტო თქვენს სახელს რომ აფუჭებდეთ კიდე ჰო, მაგრამ მასეთი ქმედებით ხომ ყველას საქმე ფუჭდება. ჩვენ ბრმათა შორის ცალთვალები კი არ გვჭირდება, ჩვენ მკაცრ ურთიერთ დაპირისპირებაში მიღწეული შედეგები გვიშველის მარტო. ლაილაი კარგად გეხერხებათ, არიქა ძლიერი კონკურენტები გვინდაო და საიდან ეს კონკურენცია თუ ყველამ მხოლოდ გაყიდვაზე აიღო ორიენტაცია? მომიგოს დინამომ თუნდაც ყველა თამაში, ოღონდ თამაშით(და არა მსაჯებით თქვენ რომ გჩვევიათ ისე) და ძლიერი ქართველი ფეხბურთელებით და მაინც გამიხარდება ვიდრე მასეთ დინამოსთან მე მოვიგო. საბურთალოსთან რაც თამაში აჩვენა დინამომ იყო ძალიან დაბალი დონე. საბურთალო ისე პროგრესირებს (ყოჩაღ მწვრთნელებს, ხელმძღვანელებს და ბიჭებს) მაინც მოუგებდა მალე უფრო ძლიერ დინამოსაც კი მაგრამ თქვენი გუნდის ასე თამაში ორივე გუნდის შეურაცყოფა იყო ფაქტიურად (უფრო მეტი უნდა გაეტანა საბურთალოსაც და შუქურასაც და გეგრძნოთ პასუხისმგებლობა). ორი სიტყვა თვითონ ფეხბურთელებსაც მინდა გითხრათ, გასაგებია, რომ ვისაც თამაშში წამყვანი როლი ეკისრა წავიდნენ და დრო გჭირდებათ, რომ უფრო გათამამდეთ, მაგრამ მაინც უფრო მეტი მოგეთხოვებათ, სეზონი მთავრდება და ახლა უფრო მეტი მონდომებითაა თამაში საჭირო.
ramazi
revishvili pirvel meore da bolo burtebi unda aexo nakrebis karebi unda daiketos revishviliustvis dinamom zamenashi umda dakenos revishvili fifia tu am gundit unda evro ligaze gasvla jobia ar gavides maltis gundatanac cagebs dinamo tu ar gadliera legionerebit
saqme
დინამო იმდენად დააქცია ფიფიამ,რო ეს ევროტურნირებზე არამგონია მოხდეს
izi
როგორც იქნა არბიტრიც ახსენეს.
დინამოს მომავალი სულ ცალფეხზე არ გკიდიაა
ფიფიამ განაჩენი გამოუტანა დინამოს...
avto
რას ეძახით თქვენ კარგ თამაშს 3-1-ზე რომ დაიწყო რევიშვილმა სეივების გაკეთება? არც პირველი გოლი უნდა გაეშვა არც მეორე და არც მეოთხე... ძალიან სუსტია რევიშვილი
oeee
და თან ბედნიერად გვიცხადებს კიდევ 3 ფეხბთელზეა მოთხოვნაო. რაც უპირებ დინამოს ბარემ ბოლომდე გვითხარი
oeee
ამ ფიფიამ სულ გააბანძა დინამო, აცალა და აცალა ვინც კი რამეს წარმოადგენდა. ახლა ეს განადგურებული დინამო გავა ევროთასებზე და მერე იტყვიან რა გვჭირს რატომ ვბანძდებით აზერებთან და ყაზახებთანო. რომანიკო რამე თუ გაქვს ჩაფიქრებული ნუ დაგვიმალავ მალე გვითხარი თორე გასკდა გული. იქნებ რამე გამოგვრჩა და ვერ ვხედავთ, ფაქტია რომ ასე ფრენა კია არა ვერც გავფორთხდებით.
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა
"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
"ალ-იტიჰადი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 3 კანდიდატურას განიხილავს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ინტერმა", "მარსელმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს - "ტოტენჰემმა" "ბოდო გლიმტთან" ფრეს მიაღწია
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ლივერპული" "გალათასარაისთან" დამარცხდა
[VIDEO] მბაპეს ჰეთ-თრიკი და ზარია შეცვლაზე - "რეალმა" "კაირატი" გაანადგურა
[VIDEO] შენგელიას წარუმატებელი დებიუტი - "ბარსელონა" "ჰაპოელ თელ ავივთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[PHOTO] კლოპი: 25 წელიწადში ორ ქორწილში ვიყავი, ერთი ჩემი იყო
კონტე: "სპორტინგთან" მნიშვნელოვანი მატჩი გველის
პედრი: პსჟ-ზე უკეთესი გუნდი ვართ და შურისძიება გვინდა
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "ბარსელონას" წინააღმდეგ
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
დღეს - ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
[PHOTO] პსჟ-ის გულშემატკივრებს ეს ძალიან მოეწონებათ - ნახეთ, რა საქმითაა დაკავებული ჟოაო ნევეშის 19 წლის ულამაზესი მეგობარი გოგონა
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ვოლკოვის ზღაპრული გოლი 90-ე წუთზე - მისი გუნდი პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
ვლადიმერ მამუჩაშვილი ერთ სეზონში ორჯერ გახდა ჩემპიონი
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
U21. საქართველოს ნაკრებს დანიაში ჭანტურია და მამუჩაშვილი გამოაკლდნენ
ვლადიმერ მამუჩაშვილი კარიერას მოლდოვის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
იმერული დერბი თბილისში "სამტრედიამ" საეჭვო პენალტით მოიგო [VIDEO]
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
ვოლკოვი ნაკრებში ჰეთ-თრიქით მოდის - ქართველის სუპერ მატჩი აზერბაიჯანის ჩემპიონატში [VIDEO]
"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ
Geo Team: ბათუმის "დინამო" მამუჩაშვილმაც დატოვა
ბათუმის "დინამომ" "საბურთალოდან" ნახევარმცველი დაიმატა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ლევან სალუქვაძე: ამ სიტუაციას არ უნდა მოჰყვეს ზედმეტი დაძაბვა
სანიოლი შემადგენლობას მალე დაასახელებს - დაცვაში უკეთეს რეზერვს ველოდით, იქნებიან აზაროვი და ამჟამად უკლუბოები?
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
ლაშა თოთაძე "დინამოს" დაემშვიდობა და კარიერას ირანში გააგრძელებს
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა