საფრანგეთის "რაგბის ნაციონალურმა ლიგამ" საუკეთესოდ "ლა როშელის" სამწვრთნელო შტაბი დაასახელა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორგანიზატორმა "რაგბის ნაციონალურმა ლიგამ" (LNR) გასული სეზონის ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელა. სასიხარულოა, რომ საუკეთესო მწვრთნელთა შტაბად "ლა როშელის" სამწვრთნელო შტაბი დაასახელეს, რომლის ერთ-ერთი წევრიც საქართველოს ნაკრების შერკინების ყოფილი კვაჭი აქვსენტი გიორგაძეა.

ის ამ გუნდის შერკინების მწვრთნელია. მასთან ერთად შტაბში შედიან პატრის კოლაზო და ქსავიე გარბაჟოზა.

"ლა როშელმა" წინა სეზონი, ყველასთვის მოულოდნელად, ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და რეგულარულ გათამაშებაში პირველ ადგილზე გავიდა. პლეი-ოფში წარმატების მისაღწევად კი ლაროშელელებს გამოცდილება არ ეყოთ.

აქვსენტი გიორგაძე ქუთაისის "აიას" აღზრდილია. ჯერ საფრანგეთის მეორე დივიზიონში "ტულონში" ირჯებოდა, მერე რამდენიმე წელიწადი იტალიურ "როვიგოში" გაატარა. მისი მომდევნო კლუბი საფრანგეთის ელიტური, პირველი დივიზიონის "კასტრი" იყო, სარაგბო კარიერა კი ფრანგული რაგბის გრანდში, "ტულუზში" დაასრულა.

ამის შემდეგ, აქვსენტი გიორგაძე 2012-15 წლებში საფრანგეთის ნაკრების შერკინების კვაჭების მწვრთნელი იყო. ამავე პერიოდში ის "ლა როშელის", "ტულუზისა" და "კოლომიეს" შერკინების კვაჭებს ავარჯიშებდა. 2015 წლიდან "ლა როშელის" სამწვრთნელო შტაბის სრულფასოვანი წევრი გახდა და დღემდე ამ გუნდის შერკინების მწვრთნელია.

აქვსენტი გიორგაძემ ეროვნულ ნაკრებში 64 კეპი მოიხვეჭა და 11 ლელო გაიტანა. მან "ბორჯღალოსნების" კვართით სამ მსოფლიოს თასზე იასპარეზა (2003, 2007, 2011).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
როდის გაჩემპიონდება ქუთაისის "აია"?
კიდევ ერთი ქართველი ბურჯი საფრანგეთში - გაგი ბაზაძე ყურადღების ცენტრშია
რაგბი. ლეგიონი: გაგი ბაზაძის ლელო და "ლა როშელის" ტრიუმფი
აქვსენტი გიორგაძე საფრანგეთის ტოპ-14-ის კლუბის მწვრთნელი გახდა
გიორგი ნიჟარაძე: ეს გამარჯვება ყველამ ერთად მოვიპოვეთ
საუკეთესო კვაჭები მსოფლიო რაგბის ისტორიაში