ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით გამართულ ტურნირში 32 გუნდი მონაწილეობდა
21-22 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით უნივერსიტეტის X (მაღლივი) კორპუსის წინ ჩატარდა ტურნირი ქუჩის კალათბურთში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ თსუ-ს სტუდენტები. თამაშის მსაჯები სუპერლიგის არბიტრები იყვნენ.

ტურნირი 11 საათზე დაიწყო. გამარჯვებისთვის სულ 32 გუნდი იბრძოდა. დღის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი "მახინჯი მაიმუნები", რომლის წევრები: გიორგი ორმოცაძე, ზურა მაისურაძე და ალბერტ ბოგვერაძე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები არიან.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე სტუდენტი ზურა მაისურაძე გახდა, სამქულიანებში გამარჯვებული გიორგი პირველაშვილია, ყველაზე ტექნიკური კალათბურთელად კი ლაშა ელბაქიძე დასახელდა. მათ სტუდენტურმა თვითმმართველობამ ჯილდოები გადასცა.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს სტუდენტურმა თვითმმართველობამ გადასცა ფულადი ჯილდო 500 ლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს 250 ლარი.

გამარჯვებულებმა პრიზები კომპანია "ბილაინისა" და "რადიო ჯაკოსგანაც" მიიღეს. ტურნირის მიმდინარეობისას ჩატარდა ასევე სხვადასხვა კონკურსი მაყურებლებს შორის.

უამინდობის მიუხედავად თამაშს ბევრი მაყურებელი ადევნებდა თვალყურს. ტურნირს მუსიკალურად აფორმებდა თსუ-ს სტუდენტი მიშკა როგავა. შეჯიბრის შესვენებებზე რამოდენიმე ნომრით წარსდგა სტუდენტების წინაშე ნიჭიერის ფინალისტი მოცეკვავეთა ჯგუფი "New Style"

თამაშს ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი ავალიანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ალექსანდრე კვიტაშვილი, სუპერლიგის დირექტორი გიორგი ზამბახიძე.

თეონა მიშველიძე

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა