საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარის თქმით, კარგი კი არა, ძალიან კარგი თაობა მოდის!
გიორგი ლომაია აღარ თამაშობს ფეხბურთს. ის 38 წლისაა და თავის დიდ საფეხბურთო გამოცდილებას უკვე ახალგაზრდა თაობას უზიარებს. მშვიდი, უთქმელი, გაწონასწორებული ლომაია ბოლომდე არღვევს იმ სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც, ყველა მეკარე თავისებურად "გიჟია".

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 12 წელი ითამაშა და 45 მატჩი ჩაატარა. იყო დრო, მისით სოლიდური ევროპული კლუბები ინტერესდებოდნენ. კარგა ხანს ითამაშა მოსკოვის "სპარტაკში". ვისაც უნდა ჰკითხო ქართულ საფეხბურთო თემში, ლომაიაზე აუგს ვერავინ იტყვის.

"ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრების ექსმეკარესთან, ვინც სამწვრთნელო ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს დგამს...

- გაიოზ დარსაძესთან ავიღე B სამწვრთნელო ლიცენზია, - გვითხრა ლომაიამ საუბრის დასაწყისში, - ცოტა ხნით თბილისის "დინამოში" ვიმუშავე. ახლა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს ვეხმარები და ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში ვმუშაობ. ვასილ მაისურაძეს ვეხმარებოდი 20-წლამდელთა ნაკრებში მეკარეების მომზადებაში, ახლაც შეკრებაზე ვარ - ზვიად ჯელაძე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს ავარჯიშებს.

- ალბათ, ძალიან გენატრებათ მინდორი...

- მონატრებას ის გარემოება მიმსუბუქებს, რომ ყოველდღე მინდორზე ვარ. მივხვდი, რაც იგულისხმეთ. სამწუხაროდ, ფეხბურთს ვეღარ ვთამაშობ, მაგრამ რას ვიზამთ. ამ ქვეყანაზე მუდმივი არაფერია და ოდესღაც ჩემი კარიერაც უნდა დასრულებულიყო. ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. ყველანაირად ვეცდები, ახალ თაობას გადავცე ის ცოდნა, რაც წლების განმავლობაში დამიგროვდა.

- კარგი თაობა მოდის?

- ვიტყოდი, ძალიან კარგი! ფედერაციის აკადემიაშიც ვმუშაობ. ძალიან ძლიერი თაობაა. მთავარია, მუშაობა არ შეწყვიტონ საკუთარ თავზე, განვითარდნენ ბოლომდე. სამი-ოთხი გამორჩეული ფეხბურთელი ყველა ასაკშია. ნიჭი ქართველებს გვაქვს და ის ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ.

- მეკარეებზე ცალკე უნდა გკითხოთ...

- იგივე სიტუაციაა. ძალიან პერსპექტიული მეკარეები არიან. ერთი სიამოვნებაა მათთან მუშაობა.

- ფაქტია, დღეს ფეხბურთს ისე მასობრივად აღარ თამაშობენ საქართველოში, როგორც ადრე...

- ჩვენი ბავშვობის დროს მხოლოდ ერთი გასართობი გვქონდა - ფეხბურთი. დღეს ცხოვრება განვითარდა, ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ. და მაინც, ძალიან დიდ ინტერესს ვხედავ ფეხბურთის მიმართ. ბევრი ბავშვი მოდის, ძალიან უნდათ, რომ ფეხბურთი ითამაშონ.

- თქვენს კარიერაზე გადავიდეთ. თუ არის მომენტები, რაზეც გული გწყდებათ?

- რა თქმა უნდა, იყო ასეთი მომენტები. ყველა ფეხბურთელის კარიერაში არის ტკივილი და სიხარული, დაცემისა და აღმასვლის პერიოდები. ასე იყო ჩემთანაც. და მაინც, ვერ ვიტყვი, უკან რომ დამაბრუნა, მთებს გადავდგამდი-მეთქი. რაც იყო და რაც ვითამაშე, ამისთვის ღმერთის მადლობელი ვარ.

- გავიხსენოთ ის პერიოდი, როცა "სპარტაკში" თამაშობდით. რატომ ვერ შეძელით გუნდში დამკვიდრება?

- წელიწად-ნახევარი ვითამაშე იქ. თავიდანვე არ აეწყო კარგად. ვინც მიმიყვანა, ის მწვრთნელი ჩემი მისვლიდან ერთ თვეში გაათავისუფლეს. მერე მოვიდა ახალი და აქცენტი მის მიერ მოყვანილ მეკარეზე გააკეთა. მერე ხელმძღვანელობაც შეიცვალა და მიჰყვა ასე...

- საქართველოს ნაკრებში გატარებულ პერიოდს როგორ აფასებთ?

- ჩემთვის ძვირფასია ყოველი წამი, რომელიც იქ გავატარე. ძალიან მეგობრული და შეკრული გუნდი გვყავდა. ჩვენ თავი არ დაგვიზოგავს. გული იმაზე მწყდება, ერთ დიდ ტურნირზე მაინც რომ ვერ ვითამაშეთ. არადა, პოტენციურად ეს ნამდვილად შეგვეძლო. რას ვიზამთ...

მინდა, რაც ფეხბურთელის რანგში ვერ შევძელი, მწვრთნელის პოზიციიდან მოვახერხო.

- თქვენი აზრით, რა სჭირდება მეკარეს იმისთვის, რომ წლების განმავლობაში სტაბილურად ითამაშოს?

- სათამაშო პრაქტიკაა მთავარი. ის ყველა ფეხბურთელს სჭირდება, მაგრამ მე მეკარეებზე გამორჩევით ვიტყვი. ერთია მეკარე, რომელსაც აქვს პრაქტიკა და მეორე, რომელსაც არ აქვს. და კიდევ, რაც დრო გადის და გამოცდილება ემატება, მეკარე უფრო ძლიერი და თავდაჯერებული ხდება.

- ამბობენ, ყველა მეკარე თავისებურად "გიჟიაო". თქვენზე ამას ვერ ვიტყვით, ძალიან მშვიდი ხართ, გაწონასწორებული...

- მეც მქონია თამაშებზე ჩემი "სიგიჟეები". ფეხბურთი ემოციური სპორტია. მთავარია, ამან გუნდს არ შეუშალოს ხელი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
მჯერა ამ ბიჭისა და ამიტომ ძალიანაც მიხარია.თვითონ გიორგის კი დიდ წარმატებებს ვუსურვებ ახალ სფეროში.
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა
"მატჩებს შერჩევით უდგებით?" - ხვიჩამ კითხვაზე უპასუხა
[PHOTO] ვინ იყო MVP - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEOS] "არსენალი" და "რეალი" მეოთხედფინალში გავიდნენ
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[VIDEO] კვარა დაფრინავს - ქართველმა "ჩელსის" სტუმრადაც გაუტანა
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
ბანიკოვის თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა
საქართველოს ნაკრების რეკორდსმენმა მეკარე გიორგი ლომაიამ კარიერა დაასრულა
გიორგი ლომაია: აზერბაიჯანი ჩემი მეორე სამშობლოა
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
ლეგენდების თასი 2019 თურქეთმა მოიგო - ბომბარდირი კალაძე გახდა
ერთხელ ბაქოში... სად გაგვასწრო მეზობელმა ფეხბურთში
ნუ დავღუპავთ თაობას - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ცვლილებების დროა!
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბანიკოვის ტურნირი მარცხით დაასრულა
U17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა
გიორგი ლომაიამ კარიერის საუკეთესო პერიოდი და დასამახსოვრებელი მატჩი გაიხსენა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
U17. საქართველოს ნაკრები რუსეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
"მწვრთნელზე ხელის დადებას და მარტო მის დადანაშაულებას კატეგორიულად ვემიჯნები"
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
ნიკა ტოგონიძე: მინდოდა, ფეხბურთის სიღრმეებში ჩამეხედა
U17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველომ სლოვაკეთთან ფრედ ითამაშა
"მართალია, ჩვენ გვყავს კვარაცხელია და მამარდაშვილი, მაგრამ საკმარისია ეს, რომ მიზანს მივაღწიოთ? შეხედეთ ნორვეგიის ნაკრებს..." - რას აცხადებს გაიოზ დარსაძე?
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
რა სარგებლობას მოუტანს ვლადიმირ ვაისს უზბეკეთსა და იორდანიასთან თამაში
"გასაუბრება Skype-ის საშუალებით მოხდა" - ინდოეთის ნაკრებში გაიოზ დარსაძის კანდიდატურას განიხილავენ
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
ზამთრის თასი 2017: ვარსკვლავური ომები თბილისში [VIDEO+PHOTO]
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს