„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ტელე-რადიო კომპანია BBC-ს უკვე ექვსი წელიწადია არ ელაპარაკება.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ტელე-რადიო კომპანია BBC-ს უკვე ექვსი წელიწადია არ ელაპარაკება. ამ ბუტიაობისთვის ბოლოს მოსაღებად პრემიერლიგის შეფმა სერ დეივ რიჩარდსმა ფხა გამოიღო და ფერგი სამაუწყებლო კომპანიის გენერალურ დირექტორ მარკ ტომპსონთან დააკავშირა. შეხვედრა ჯერ არ შემდგარა, მაგრამ მან შესაძლოა ბევრი პრობლემა მოხსნას.

საქმე ის არის, რომ მწვრთნელებისა და მას-მედიის ურთიერთობა ერთი ან მეორე მხარის სურვილზე არ არის დამოკიდებული. პრესა-ტელევიზია მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისგან ინტერვიუებს იმიტომ კი არ იღებს, რომ ჟურნალისტებს თავიანთი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება სურთ, არამედ იმიტომ, რომ მათ მიერ ჩაწერილ კომენტარებს უამრავი ფანი ელოდება. ინგლისის შემთხვევაში მილიონებზეა ლაპარაკი, ასე რომ, ყველაფერი კანონით არის განსაზღვრული და შესაბამისად „გაბუტვა“ კანონის დარღვევაა. სწორედ ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად მოიწადინა რიჩარდსმა, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიგას დაუსრულებლად მოუწევს ფერგიუსონის დაჯარიმება. შარშან, ოქტომბერში, პრემიერლიგის შესაბამისმა სამსახურმა განსაზღვრა ის თანხა, რომელიც წესით „იუნაიტედის“ თავკაცმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს, მაგრამ მის შესახებ „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ჯერ არაფერი უთქვამთ. რიჩარდსი ფერგიუსონისა და BBC-ს ურთიერთობის ერთხელ და საბოლოოდ გარკვევას ელოდება.

ხსენებულ მედიაგიგანტსა და ფერგიუსონს შორის ურთიერთობა 2004 წელს გაფუჭდა, როდესაც BBC3-მა მოამზადა დოკუმენტური ფილმი სერ ალექსის ვაჟის, საფეხბურთო აგენტ ჯეისონ ფერგიუსონის შესახებ.

ინგლისური პრესა წერს, რომ ფერგიუსონისა და ტომპსონის ერთ ოთახში დასმა უკვე დიდი მიღწევაა, თუმცა ამ შეხვედრის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. სავარაუდოდ, მხარეები პოზიციებს სეზონის დასრულების შემდეგ შეაჯერებენ. ცნობილია, რომ „იუნაიტედის“ თავკაცი უკვე 6 წელიწადია BBC-ს გენერალური დირექტორისტორისგან ოფიციალურ ბოდიშს ითხოვს.

ზემოთ ვახსენეთ, რომ პრემიერლიგამ ფერგიუსონი დააჯარიმა, ოღონდ, ჯერჯერობით, საკუთარ გადაწყვეტილებას მალავს. ეს „ჯერჯერობით“ უკვე ხუთი თვეა გრძელდება და სხვა კლუბების სამართლიან გულისწყრომას იწვევს. ყველას რჩება შთაბეჭდილება, რომ ინგლისში 19 გუნდისთვის სხვა წესია, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ — სხვა. საინტერესოა ისიც, რომ ფერგიუსონს მისი ვაჟის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის გამო კორპორაციისთვის არ უჩივლია — ექვსი წლის წინ რომ გაიბუტა, დღემდე გაბუტულია.

გარდა ამისა სერ ალექსს სხვა საკითხიც აწუხებს... უფრო სწორად, აბრაზებს. საქმე ისევ იმ საკითხს ეხება, რომლის გამოც ფერგიუსონი ხუთთამაშიანი დისკვალიფიკაციით და 30 ათასი ფუნტით დასაჯეს — ლაპარაკია მსაჯ მარტინ ატკინსონის კრიტიკაზე. ფეხბურთის ასოციაციამ გამოაქვეყნა ამ საქმესთან დაკავშირებული სადისციპლინო მოსმენის სრული ანგარიში და დაწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა არად ჩააგდო ქვეყანაში მოქმედი ოფიციალური კამპანია სახელწოდებით „პატივი ვცეთ მსაჯებს“. ფეხბურთის ასოციაციის კომისიის თამჯდომარე კრეიგ მური ბრძანებს: „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა აზრი დაგრჩა ბატონი ატკინსონის მსაჯობაზე ამა თუ იმ კონკრეტულ თამაშში. ადამიანის პატიოსნების ეჭვქვეშ დაყენება არაფრით შეიძლება. კაცის ღირსების პატივისცემა მთლიანად ფეხბურთისთვის არის მნიშვნელოვანი“.

ხსენებულ ანგარიშში ალექს ფერგიუსონი სასტიკად არის გაკრიტიკებული. იქ წერია, რომ მან მარტინ ატკინსონს არც ბოდიში მოუხადა და

არც სადმე დაცდენია, რომ მისი კომენტარი კორექტული არ იყო. „იუნაიტედის“ ბოსმა თქვა, რომ ის ატკინსონისგან „უარესს ელოდა“. შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრაზე, სადაც ლონდონელთა ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუიზი წითელ ბარათს გადაურჩა.

„იმ შეხვედრას სამართლიანი და მტკიცე მსაჯი სჭირდებოდა, მაგრამ ასეთი არ ჰყავდა“ — თქვა ფერგიუსონმა. მოგვიანებით, მან სადისციპლინო კომიტეტს უთხრა, ეს ნათქვამი „ის არ არის რაც თქვან გგონიათო“, მაგრამ არავინ დაუჯერა.

ინგლისში ცნობილმა საფეხბურთო ადვოკატმა, ყოფილმა პოლიციელმა გრემ ბინმა კი ფერგიუსონის დასაცავად თქვა:

„სერ ალექსი ძალიან მკაცრად დასაჯეს. ვერდიქტი დანაშაულს არ შეესაბამება, საფეხბურთო თემიდამ დრაკონული დასკვნა გააკეთა. ფეხბურთის ასოციაცია სიტყვის თავისუფლებას ახშობს“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა