„არსენალის“ კაპიტან სესკ ფაბრეგასს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი აპრილში მოედანზე საუკეთესო ფორმაში დაბრუნდეს
„არსენალის“ კაპიტან სესკ ფაბრეგასს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი „ბარსელონასთან“ შეხვედრაში მიღებული ორთავა კუნთის ტრავმა ისე მოიშუშოს, რომ აპრილში მოედანზე საუკეთესო ფორმაში დაბრუნდეს. ამ ტრავმის გამო ფაბრეგასმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალური შეხვედრა და „ვესტ ბრომვიჩთან“ პრემიერლიგის მატჩი გამოსტოვა. შეგახსენებთ, მის გარეშე ნათამაშები შეხვედრების შედეგს: „იუნაიტედმა“ „მეთოფეებს“ 2:0 აჯობა, „ვესტ ბომვიჩთან“ თამაში კი 2:2 დასრულდა.

ფაბრეგასმა ამ კვირაში უქმობას თავი დაანება — ექიმებმა სირბილის ნება დართეს, მაგრამ, ვინაიდან ორთავა კუნთზე ადრეც ჰქონდა პრობლემები, თავად სიფრთხილეს ამჯობინებს და მოედანზე დაბრუნებას არ ჩქარობს. ესპანელს სურს საქმეში საუკეთესოდ მომზადებული დაბრუნდეს.

შემდეგი მატჩი „მეთოფეებს“ 2 აპრილს „ბლექბერნთან“ აქვთ. სესკი იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრისთვის ის უკვე მზად იქნება.

„ყველაფერი კარგად მიდის — თქვა ფაბრეგასმა — ეს სეზონი ჩემთვის უცნაურობებით და ტრავმებით კი არის სავსე, მაგრამ მინდა ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი დავძლიო და მოედანზე არნახულად ძლიერი დავბრუნდე. იმედი მაქვს, რომ „ბლექბერნთან“ უკვე ნამდვილ ფაბრეგასს ნახავთ“.

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა