ტურნირის მასპინძელი 1-დან 6 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური სასახლე იქნება
1-ელ ოქტომბერს საქართველოში საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით იხსნება.

ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი ტრადიციულია, ისტორიას 2002 წლიდან იღებს და წელს მეთექვსმეტედ ჩატარდება. ტურნირის მასპინძელი 1-დან 6 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური სასახლე იქნება.

დუდუ დადიანის მემორიალი ღია ტურნირს წარმოადგენს და ნებისმიერი გუნდისთვის მისი კარი ღიაა. ამ ტურნირში სხვადასხვა დროს აზერბაიჯანისა და ყაზახეთის კლუბები მონაწილეობდნენ, წელს კი მასში საქართველოს "ა" ლიგის წარმომადგენელიც იასპარეზებს.

გათამაშების სისტემის თანახმად, მემორიალის მონაწილე 9 გუნდი 3 ჯგუფშია გადანაწილებული. გუნდები ჯგუფებში გასული სეზონის შედეგების მიხედვით განთავსდნენ. დუდუ დადიანის მემორიალში, "ბათუმის" გარდა, სუპერლიგის ყველა გუნდი მონაწილეობს. "ა" ლიგიდან ტურნირში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა "თსუ-ჰიუნდაიმ", რომელსაც გასულ სეზონში სუპერლიგაში გადმოსვლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

"ა" ჯგუფი: დინამო, მგზავრები, თსუ ჰიუნდაი

"ბ" ჯგუფი: ქუთაისი, სოხუმი, მარნეული

"გ" ჯგუფი: რუსთავი, კაკტუსი, ოლიმპი

გათამაშების ფორმატის თანახმად, გუნდები ჯგუფებში ერთ წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც ნახევარფინალში ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ. ნახევარფინალში გუნდები ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 4 ოქტომბერს დაგეგმილი კენჭისყრის შედეგად დაწყვილდებიან.

ნახევარფინალები 5 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ფინალს ოლიმპიური სასახლე 6-ში, 19:00 საათზე უმასპინძლებს.

წყარო: superleague.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
ზუროსი ნაკრებში ცქიტიშვილის დაბრუნებაზე ფიქრობს
დუდუ დადიანის მემორიალი: "რუსთავი" დაბრუნდა
დუდუ დადიანის მემორიალი. 1/2-ფინალი: "ოლიმპის" დინამიკა თუ "დინამო" ოლიმპზე?
დუდუ დადიანის მემორიალი: ილიას ზუროსის თვალწინ
დუდუ დადიანის მემორიალზე გუნდები ნახევარფინალში დაწყვილდნენ