"სიტის" "სტემფორდ ბრიჯზე" უჭირს...
მოახლოებულ უქმეებზე ყველაზე საინტერესო დაპირისპირება "სტემფორდ ბრიჯზე" შედგება, სადაც "ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" დაუხვდება და ლიდერთან დისტანციის შემცირებას შეეცდება...

ინგლისური პრემიერლიგის მორიგი ტურის მშვენება უნდა გამოდგეს ლონდონური ჯახი, რომელშიც "ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს. ორი გამორჩეული ტაქტიკოსის, ანტონიო კონტესა და პეპ გვარდიოლას დუელი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

"ჩელსი" მეტოქეს პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ეთამაშება. ერთადერთი დანაკლისი "ლესტერის" ყოფილი ნახევარმცველი დენი დრინკუოტერია, რომელიც ახალ კლუბში ჯერ დიდ ძალას არ წარმოადგენს. რაც შეეხება "სიტის", გვარდიოლას გუნდი კარგა ხანია, ცენტრალური მცველის, ვენსან კომპანის გარეშე თამაშობს და ამჯერადაც ასე იქნება, მარცხენა მცველ ბენჟამინ მენდის თამაში კი საეჭვოა.

"ტოტენჰემი" "ჰადერსფილდთან" გასვლით შეხვედრაში ფავორიტად კი ითვლება, მაგრამ "დეზებს" შეიძლება გაუჭირდეთ. საქმე ისაა, რომ მაურისიო პოჩეტინოს გუნდს, შეიძლება, დააკლდეს ტრავმირებული კრისტიან ერიქსენი. რამდენიმე ფეხბურთელი "ჰადერსფილდსაც" ჰყავს დაშავებული.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მარუან ფელაინისა, პოლ პოგბასა და მაიკლ ქერიკის გარეშეც უნდა მოახერხოს საშინელ ფორმაში მყოფი "კრისტალ პალასის" ძლევა. ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი გუნდი დიდებულ ფორმაშია, რაც ერთხელაც დადასტურდა, როცა მოსკოვში რუსულ არმიას გადაუარა. თანაც, "წითელ ეშმაკებს" იმედი აქვთ, რომ თანალიდერი და მათი მთავარი მტერი "მანჩესტერ სიტი" "ჩელსისთან" შეხვედრაში წაიფორხილებს.

სანტი კასორლასა და კიდევ რამდენიმე, არც მთლად ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეების გარეშე მოთამაშე "არსენალმა", წესით, შინ უნდა მოუგოს "ბრაიტონს" და თუ საქმეს დასჭირდა, დენი უელბეკის შესაძლო არყოფნასაც შეეგუოს.

"ლივერპული" ეცდება, ბოლოსდაბოლოს სტაბილურად ითამაშოს და "ნიუკასლი" მისსავე მინდორზე დაამარცხოს. იურგენ კლოპის გუნდს კვლავ აკლია დისკვალიფიცირებული ფორვარდი სადიო მანე, ადამ ლალანას ტრავმა კი ძველი ამბავია, თუმცა ისიც დიდი მინუსია მერსისაიდელთა ძირითადი შემადგენლობისთვის.

დანაკლისი აქვთ "კაჭკაჭებსაც" - რაფა ბენიტესის გუნდს დამიტი, მიტროვიჩი და ჰაიდარა ვერ დაეხმარებიან.

ფაქტები

მას შემდეგ, რაც მაურისიო პოჩეტინომ "ტოტენჰემი" ჩაიბარა, გუნდი სარეკორდო რაოდენობის ქულებს აგროვებს პრემიერლიგაში ახალაღზევებულ კლუბებთან.

"ბორნმუთი" "ლესტერთან" ნათამაშებ ოთხ პრემიერლიგურ მატჩში არ დამარცხებულა.

16 მატჩია, "მანჩესტერს" პრემიერლიგაში არ წაუგია "კრისტალ პალასთან".

"სტოკმა" "საუთჰემპტონთან" ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო.

"ვესტ ჰემმა" "სუონსისთან" ბოლო 9 პრემიერლიგური დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი დათმო.

"სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტისთან" ჩატარებული ბოლო 7 პრემიერლიგური შეხვედრიდან მხოლოდ ერთში იწვნია მარცხი.

"ჩელსი" ერთადერთი გუნდია პრემიერლიგაში, რომელმაც ორჯერ დაამარცხა პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი".

"არსენალს" 31 მატჩი არ წაუგია პრემიერლიგაში ახალაღზევებულ კლუბებთან. ბოლოს "მეთოფეები" 2012 წლის მარტში დამარცხდნენ "ქუინზ პარკთან".

"ევერტონმა" ყველა საშინაო პრემიერლიგური მატჩი მოუგო "ბარნლის".

"ევერტონისა" და "ბარნლის" შორის ჩატარებულ 44 შეხვედრაში არასოდეს დაფიქსირებულა უგოლო ფრე.

ინგლისი. პრემიერლიგა. VII ტური

შაბათი, 30 სექტემბერი

ჰადერსფილდი-ტოტენჰემი 15:30

ბორნმუთი-ლესტერი 18:00

მან. იუნ.-კრ. პალასი 18:00

სტოკი-საუთჰემპტონი 18:00

ვესტ ბრომვიჩი-უოტფორდი 18:00

ვესტ ჰემი-სუონსი 18:00

ჩელსი-მან. სიტი 20:30

კვირა, 1 ოქტომბერი

არსენალი-ბრაიტონი 15:00

ევერტონი-ბარნლი 17:15

ნიუკასლი-ლივერპული 19:30

ბომბარდირები: 6 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ალვარო მორატა (ჩელსი); 5 - ჯეიმი ვარდი (ჩელსი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 4 - გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს