მორიგი ტესტმატჩი ზუგდიდის ~ბაიამ" საკუთარ ბაზაზე ჩაატარა ქვედალიგელი ხობის ~კოლხეთის" წინააღმდეგ და 2:0 გაიმარჯვა...

მორიგი ტესტმატჩი ზუგდიდის ~ბაიამ" საკუთარ ბაზაზე ჩაატარა ქვედალიგელი ხობის ~კოლხეთის" წინააღმდეგ და 2:0 გაიმარჯვა. პირველ ტაიმში მეტოქის კარი კუკავამ დალაშქრა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი მეორე ნახევარში ჩხეტიანმა დააფიქსირა.

ამ მატჩში ~ბაიას" ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო: სომხიშვილი, რ. ონიანი, კვესეიშვილი, ჭიჭვეიშვილი, აკობია, კვეკვესკირი, კ. ჩხეტიანი, გოგობერიშვილი, წურწუმია, მეგრელაძე, კუკავა.

შეცვლაზე შევიდნენ: გუგუჩია, კანდელაკი, სიხარულია, მალიჩავა, ვართაგავა, რიგვავა, აფაქიძე.

შეგახსენებთ, ~ბაიას" თურქული შეკრება ჩაეშალა და ამიტომაც ზუგდიდური გუნდი ახალი სეზონისთვის საკუთარ ბაზაზე ემზადება. თუმცა დღეს ელგუჯა ქომეთიანის გუნდი ურეკში ჩავა, სადაც ამხანაგურად აზერბაიჯანულ ~განჯას" გაეჯიბრება. ეს მატჩი საღამოს 6 საათზე დაიწყება.

~ბაია" დატოვა სინჯებზე მყოფმა გიორგი ნოდარის ძე ჭელიძემ, რომელიც დღესდღეობით სწორედ ~განჯას" მწვრთნელებისთვის ცდილობს თავის მოწონებას. როგორც ქომეთიანმა გვითხრა, გადაწყვეტილია ~ბაიაში" კიდევ ერთი-ორი ფეხბურთელის ჩარიცხვა, მათ გვარებს მალე შევიტყობთ.

შეგახსენებთ, ზუგდიდელები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გვარიანად აქტიურობენ და ისეთი ცნობილი მოთამაშეები გადაიბირეს, როგორებიც ალექსანდრე გოგობერიშვილი, დავით ჭიჭვეიშვილი, კახა ჩხეტიანი და გიორგი მეგრელაძე არიან. მათ გარდა, ~ბაიას" ახალწვეულები არიან ივანე კანდელაკი და დათა რიგვავა.

ისიც გეხსომებათ, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ელგუჯა ქომეთიანს კონსულტაციებით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ოთარ გაბელია დაეხმარება.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე